ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: მარცხის შემთხვევაში რუსეთს შევხვდებით - ასარჩევად არ გვაქვს საქმე

ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: მარცხის შემთხვევაში რუსეთს შევხვდებით - ასარჩევად არ გვაქვს საქმე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.

აზერბაიჯანთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებული მატჩების მსგავსად, ევრო 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტთან გასამართ შეხვედრასაც გრონინგენის მარტინი პლაზა უმასპინძლებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქართველო-ესპანეთის მატჩს ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება. თამაშამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს. პრესკონფერენცია კვლავ ონლაინ რეჟიმში შედგა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლო გვაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში პირველი ადგილის ბედი წყდება. საქმე ძალიან რთულ მეტოქესთან გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც და ბოსნია-ჰერცეგოვინაც ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია.

დასაკარგი არაფერი გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე პოზიცია უკვე დაბევებული გვაქვს. ეს ფსიქოლოგიურად გვეხმარება და კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალებას გვაძლევს. ზედმეტი წნეხის გარეშე კი, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ვითამაშოთ. ელისანდროს თაობაზე ექიმების დასკვნას ველით. ამის შემდეგ გვეცოდინება რისი იმედი შეიძლება გვქონდეს.

ნაწილობრივ მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით. რამდენიმე მოთამაშეს მიკრო ტრავმა აქვს, რამდენიმეს - ბარათი. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიჭიროთ, რომ ამ თამაშმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს. ვეცდებით, მოვიპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს, თუმცა როდესაც უკვე გასული ხარ, არ შეიძლება მთელი ენერგია და ძალა აქ ჩავტოვოთ. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა როდესაც ესპანეთს დონის მოწინააღმდეგე გყავს, ძალების დაზოგვით თამაში ძალიან ძნელია. ასე რომ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვეცადოთ.

ვიცით, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში С ჯგუფის მეორეადგილოსანს შევხვდებით, ხოლო მარცხის შემთხვევაში რუსეთთან მოგვიწევს თამაში. ესპანეთის მსგავსად, რუსეთიც ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ასარჩევად საქმე არ გაქვს. პირიქით, აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და ძლიერ მეტოქეს უბრალოდ ვერ ავცდებით".

თალეს ფეიტოსა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): "გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა. თითქმის 5 წელია ნაკრების წევრი ვარ და ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვართ და როდესაც გუნდს 6 ქულა აქვს. ამის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ ძნელია.

ესპანეთის წინააღმდეგ რთულ და გამორჩეულ თამაშს ველით. საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ, რადგან პლეი ოფში უკვე გასულები ვართ და ეს თამაში საშუალებას გვაძლევს მეოთხედფინალამდე საკმაოდ ძლიერ გუნდთან წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს დიდი მოტივაციაა თითოეული ფეხბურთელისთვის.

ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამორჩეული გუნდია შემადგენლობის მხრივ. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ქულის აღების შემთხვევაში პირველ ადგილს დავიკავებთ. გვინდა, რომ ეს მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს. ამიტომ, არ ვუშინდებით და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, რასაც ესპანეთთან, ასეთ დიდ გუნდთან თამაში ჰქვია“.

შოთა თოფურია (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ბიჭებს წარმოდგენა გვქონდა, რომ შეგვეძლო ამ ორი თამაშის მოგება, თუმცა ზოგს ეს შეუძლებლადაც მიაჩნდა. ყველაფერი ჩავდეთ, მწვრთნელების დავალებები გავითავისეთ და გავახარეთ ჩვენი ქვეყანა, ოჯახები. ბიჭების სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ძალიან გვახარებს".

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიღებული ტრავმის შემედეგ, შეძლებს თუ არა ელისანდრო ესპანეთთან შეხვედრაში მონაწილეობას, მატჩის დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი კი პირველი ტურის შემდეგ უცვლელია:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

სამი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო) ესპანეთთან განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან

29 იანვარი | 20:30 | გრონინგენი

საქართველო - ესპანეთი

20:30 | ამსტერდამი

აზერბაიჯანი - ბოსნია-ჰერცეგოვინა

nakrebi.ge

• გიზოგ

მოწვეულ ბრაზილიელთაგან გუნდის დაკომპლეტებას, რომ ქართველებით დაკომპლეტება ჯობია მაგრამ ეს ახალი სპორტია საქართველოში და პოპულარიზაციას საჭიროებს. ევროჩემპიონატზე თამაში კი ამისთვის საუკეთესოდ მიმაჩნია, როგორც ჩანს სპორტის მესვეურებსაც. ისე ცნობისთვის, როცა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში დიდი ფეხბურთი ფეხს იკიდებდა, მაშინდელი გუნდების ხშირად ნახევარზე მეტი არაქართველები იყვნენ, მაგრამ მას ხელი არ შეუშლია საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის. დიდი იმედი მაქვს ახლაც ასე იქნება.

• ტტტ

დამსვიდდი გეტყობა არა ქართველი ხარ და გაცოფებს ქართველთ წარმატება.D ნატურალიზება ჩვეულებრივი მოვლენაა მაგალითად 6-ერის გრანდებ რაგბში გაძეძგილია კუნძულელები, ეგ კი არა ზელანდია, ს აფრიკა და ავსტრალიაც არ ამბობს უარს ნატურალიზებაზე, ასე რომ ჩუ.

• G.LA

ვისურვებდი ოპტიმისტურ სათაურს და არა ის მარცხის შემთხვევაში ვის შევხვდებით. ჩვენ ესეც არ გვეგონა რაც შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა და ასე პესიმისტობა არ არის კარგი. უკეთესი იქნებოდა სათაური ფრეც ხელს გვაძლევს პირველ ადგილზე გასავლელეად. ფუტზალში ლიდერები ვინც არიან უკვე გავიგეთ, მარა 1/4 ფინალში სუსტები ვერ გადიან. ჩვენც კარგი ნაკრები გვყანს და წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს.

• მათე

კი სასიამოვნოა საქართველოს ნაკრების წარმატება მარა უფრო მეტად სასირცხვილოა ის რომ 5 ფეხბურთელიდან ზოგჯერ მხოლოდ ერთი ქართველია და ისიც მეკარე. კარასტროფა და დიდი სირცხვილია ნუთუ საქართველოში არ გვყავს მოთამაშეები. ვინ თამაშობენ საერთოდ რა ჯიშია სად იპოვეს ან ეგ რა “საეართველოს” ბაკრებია???!! მაგარი ტეხავს დიდი სირცხვილია ვის უხდიან ფულს ან რაში?? მისახედია აუცილებლად. დარემუნებული ვარ ფუტზალში ქეთველებით მაგარ ნაკრებს დავაყენებდით. ეს ხო უბნის, ქუჩის ფეხბურთია !!! რასაც ბევრი მაგრად თამაშობს. არ ვიცი როგორ გამოვხატო. ეს მარაზმია. ნაცისტი არ ვარ მარა….

• ნოდო

თან ისიც არის რო არც ესპანეთს ენდომება რუსეთი თორე უმოტივაციო რო იყოს კიდე შეიზლება მეტის იმედი გვქონოდა

• მ.მ

ფუტზალი ხოკეის უფრო გავს ვიდრე ფეხბურთს.

• BARSA

midit bijebo tkven ukve daceret istoria, sakartvelos nakrebi putzalshi evropaze da meotxedpinalshia, am shedegs chvenze gacilebit didi kveknebi ver deben, gashnda imedi ro sheizleba naxevarpinalshic gavidet da ik raici raxdeba, manamde espanetia, gamarjvebas gisurvebt, tumca prec kargi ikneba.

სერიოზული ტაქტიკური მონახაზია დიდი ნაკრებისთვის

• Levani

ფუტზალის ბიჭებს ყოჩაღ,მაგათი ფანი გავხდი. ერთსაც დავამატებ-სხვა თემაზე. დიდი ნაკრების ბიჭებიც უყურებენ ფუტზალს და ერთ რამეს ეგენიც შექმჩნევდნენ-ფუტზალში როცა უტევ და მეტოქე თავს იცავს მთელი გუნდით,2 მეტრიანი კარია,მეკარეა, დარტყმის საშუალებას არ გაძლევენ რო გაისწორო და დაარტყა და გოლის გატანა წარმოუდგენელი მოჩანს თუ დაუსრულებლად იქეთ-აქეთ აგორებ ბურთს,სანამ ტემპს არ აწევ პრასტრელს არ გააკეთებ და კუთხეს არ დაკეტავ,სანამ შენს გუნდელს არ შეუქმნი სიტუაციას რო შორიდან დაარტყას და ა.შ. იმედია მიხვდით რასაც ვგულისხმობ-ფუტზალისტებისგან ისწავლეთ და საჯარიმოსთან მისვლა და იქეთ-აქეთ ბურთის გორება არ გვანახოთ აწი, რაც შემოდგომაზე იყო და რასაც საერთოდ ვთამაშობთ ბოლო წლებში. მოკლედ ფუტზალზე დაკვირვებით შეიძლება იმის სწავლა გოლი როგორ უნდა გაუტანო გუნდს რომელიც თავს კარგად იცავს.

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის

"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს

დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს

Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს

ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა

"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა

რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა

შოთა თოფურია: რუმინეთი ძლიერი, მაგრამ მაინც ყველაზე სასურველი მეტოქეა

ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ

ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია

ჯორჯიანსი-კნოპუნტი 2:1 - საქართველოს ჩემპიონმა მოგებით დაიწყო [VIDEO]

ჯორჯიანსი-რეკორდსი 0:1 - წავაგეთ, მაგრამ შანსი რჩება [VIDEO]

ფუტსალი | ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო

ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...

საქართველო 2:0 რუმინეთი

ფეხბურთისგან მოწყვეტილები - რატომ უნდა ჰქონდეს სტადიონი ფასანაურს

საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]

ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან

ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს

ფუტსალი | საქართველო 3:0 რუმინეთი

საქართველო - რუმინეთი | ფუტსალის ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება