5 თამაში და 5 გამარჯვება – ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმაც და თბილისურმა კლუბმა “ვინგსმაც” რიგაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურში. ლატვიის დედაქალაქმა აღნიშნული ტურნირის მეორე წრეს უმასპინძლა, რომლის ეგიდითაც გუნდებმა 5-5 მატჩი გამართეს. ქართული გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან, ორივე მათგანმა ყველა მეტოქე დაამარცხა და 1-2 ადგილები დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრე 13-16 დეკემბერს ვილნიუსში გაიმართა და მაშინ ნაკრებმა 5-დან 2 მატჩი მოიგო, ხოლო "ვინგსმა" – 3. ამჯერად ქართველები ბევრად კარგ ფორმაში შეხვდნენ თამაშებს და მეორე წრე წაუგებლად განვლეს.

ბოლო შეხვედრები 30 იანვარს გაიმართა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ნაკრებმა ლატვიური “რიძდენე” 76:63 (სტატისტიკა) დაამარცხა. ფენომენალური შედეგი აჩვენა ჩვენი ნაკრების ცენტრმა ავთანდილ ბახტაძემ, რომელიც ლიეტუვაში, კაუნასის “ჟალგირისში” ასპარეზობს. მან 27 ქულა, 21 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 27 ქულას მოუყარა თავი გოგიტა ბუკიამაც.

რაც შეეხება “ვინგსს”, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 44:41 (სტატისტიკა) დაამარცხა ესტონური “ტარტუ”, რაშიც გიორგი ნიკოლაევმა და ნიკოლოზ გიორგაძემ მნიშვნელოვანი წილი დაიდეს. ნიკოლაევმა 9 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, ხოლო გურგენიძემ - 11 ქულა. ანდრია მდინარაძის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

GBF.GE

მოქალაქე
ეს ბიჭების წარმატებაა და არა ფედერაციის. ფედერაცია ისევ აგრძელებს პერსპექტიული ბავშვების გვერდზე გაწევას. ოჯახში გვქონდა ომიკრონი ერთ ბავშვს პსრ ტესტით არ დაუდასტურდა და 6 დღიანი იზოლაციაც მოიხადა.დაბარებული იყო გაფართოებულზე და არ გაუშვი რადგან შიძლებოდა ტანსაცმლით გადაეტანა ვირუსი და სხვები დაეშავებინა. ერთი კვირის მერე აღარ დაიბარეს. ეს თუ სამართლიანი მიდგომაა თქვენთვის განმისჯია...ასე არაფერი არ გამოვა
მოქალაქე
ეს ბიჭების წარმატებაა და არა ფედერაციის. ფედერაცია ისევ აგრძელებს პერსპექტიული ბავშვების გვერდზე გაწევას. ოჯახში გვქონდა ომიკრონი ერთ ბავშვს პსრ ტესტით არ დაუდასტურდა და 6 დღიანი იზოლაციაც მოიხადა.დაბარებული იყო გაფართოებულზე და არ გაუშვი რადგან შიძლებოდა ტანსაცმლით გადაეტანა ვირუსი და სხვები დაეშავებინა. ერთი კვირის მერე აღარ დაიბარეს. ეს თუ სამართლიანი მიდგომაა თქვენთვის განმისჯია...ასე არაფერი არ გამოვა
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
ევროპის ლიგის პირველი წრე საქართველო 2006-მა და “ვინგსმა” ჯამური 5 მოგებით დაასრულეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრებმა და "ვინგსმა" ევროპის ლიგაზე კიდევ 2-2 მატჩი მოიგეს
ბალტიის U13 ლიგის ქართულ ფინალში “ვინგსმა” “თბილისი ბასკეტი” დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა
საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა "ვინგსმა" ევროპის ლიგის მეორე წრე 2-2 გამარჯვებით დაიწყეს