საკალათბურთო კლუბი “ვინგსი” ბალტიის 13-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია. ლატვიის დედაქალაქ რიგაში ქართული ფინალი შედგა. ტურნირში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 28 გუნდი მონაწილეობდა, ფინალში “ვინგსი” და “თბილისი ბასკეტი” გავიდნენ. სატიტულო მატჩი ბექა ბურჯანაძის გაწვრთნილი “ვინგსის” გამარჯვებით – 48:37 (სტატისტიკა) დასრულდა.

ფინალურ მატჩში 18 ქულით ვინგსელი კოსტანტინე მგელაძე გამოირჩა. 12 ქულა ანდრია ჭკადუამ მიითვალა, ხოლო 9-9 ქულა დემეტრე სითათაშვილისა და გიორგი გოგოლაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. რაც შეეხება “თბილისი ბასკეტს”, ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილ გუნდში 11 ქულით ნიკოლოზ მარკოიშვილი გამოირჩა. 6 ქულა თორნიკე ღვინიაშვილის ანგარიშზეა.

ეს გუნდები შეხვდნენ გასულ წელის საქართველოში გამართულ “ჟუნიორ NBA”-ს ფინალშიც. მაშინ გამარჯვება “თბილისი ბასკეტს” დარჩა. სწორედ იმ წარმატების გამო “ვინგსმა”, “თბილისი ბასკეტმა” და "ჟუნიორ NBA"-ში მესამეზე გასულმა “ოვერტაიმმა” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან მიიღეს თანადაფინანსება, რათა ბალტიის ლიგაში ეასპარეზათ. ეს გახლავთ სპეციალური პროგრამა, რომელიც წარმატებულ ბავშვთა გუნდებს განვითარებაში ეხმარება. როგორც ვთქვით, გუნდები თანადაფინანსებას “ჟუნიორ NBA”-ს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის იღებენ.

ბალტიის 13-წლამდელთა ლიგაში მონაწილეობას იღებდა ზაზა ფაჩულიას აკადემიაც, რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა.

GBF

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ევროპის ლიგის პირველი წრე საქართველო 2006-მა და “ვინგსმა” ჯამური 5 მოგებით დაასრულეს
საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა "ვინგსმა" ევროპის ლიგის მეორე წრე წაუგებლად დაასრულეს
საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა "ვინგსმა" ევროპის ლიგის მეორე წრე 2-2 გამარჯვებით დაიწყეს
საქართველოს U16 ნაკრებმა და "ვინგსმა" ევროპის ლიგაზე კიდევ 2-2 მატჩი მოიგეს