საქართველოს თასის გათამაშების მორიგი სეზონი 16 თებერვალს დაიწყება. დღეს ამ ტურნირის წილისყრა გაიმართა და მერვედფინალური წყვილებიც გაირკვა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო წილისყრა ონლაინრეჟიმში ჩატარდა და მას მონაწილე გუნდების წარმომადგენლები ZOOM-ის საშუალებით დაესწრნენ.

იმავე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თასის გათამაშების ფორმატი დროში შემჭიდროვდა. კერძოდ, 1/8 და 1/4-ფინალური სერიები 1 მატჩამდე შემცირდა. ტურნირში სუპერლიგის ყველა (11) და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრისთვის 4 კალათაში გადანაწილდნენ. პირველ კალათაში სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ 1-5 ადგილებზე მყოფი გუნდები მოხვდნენ ("ქუთაისი", თსუ, "ვერა", "ოლიმპი", "ბათუმი"). მეორე კალათა მომდევნო 3-მა გუნდმა – "რუსთავმა", "მეგამ" და "ცხუმ-აფხაზეთმა" შეადგინა.

მე-3 კალათაში თავი სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ ბოლო 3 ადგილზე მყოფმა გუნდებმა – "ტიტებმა", "კაკტუსმა" და "დინამომ" მოიყარეს, ხოლო ბოლო, მე-4 კალათაში “ა” ლიგის სეზონისწინა რეიტინგით 5 საუკეთესო გუნდი – "მგზავრები", "კავკასია", "მარგვეთი" და "ორბი" მოხვდნენ.

პირველ და მეორე კალათებში განთესილ გუნდებს 1/8-ფინალში მოედნის უპირატესობა ექნებათ, ხოლო 1/4-ფინალურ წყვილებში ის გუნდები იქნებიან მასპინძლები, რომლებიც თავდაპირველ განთესვის კალათებში მეტოქეზე უკეთეს პოზიციაზე იქნებიან.

მეოთხედფინალიდან გასული გუნდები ოთხთა ფინალში იასპარეზებენ, რომელიც ერთ ქალაქში ჩატარდება. ოთხთა ფინალის გამართვის დრო და ადგილი მარტის თვეში გახდება ცნობილი.

gbf

აბა?
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება? - მოურინიოს "რეალში" "სპორტინგის" ფეხბურთელის მიყვანა სურს
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება - გაგრას სამგურალი დაუპირისპირდება
საქართველოს თასის გათამაშება მერვედფინალური სერიებით დაიწყო
თასის გათამაშების სამი 1/4-ფინალისტი ცნობილია