თბილისის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა საბა ხვადაგიანმა, რომელსაც ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, სოციალური ქსელის მეშვეობით ემოციური მიმართვა გაავრცელა:

"როცა 3 წლის ვიყავი, დედაჩემი საბერძნეთში წავიდა იმისთვის, რომ ფინანსურად ვყოფილიყავით მყარად. მიატოვა თავისი პროფესია, მიატოვა ოჯახი, რათა ნორმალურად გვეცხოვრა და არაფერი მოგვკლებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი, ძალიან დიდი წვლილი აქვს, იმიტომ, რომ მას ბავშვობიდან არაფერი არ მოუკლია, სპორტული ფეხსაცმელი თუ სხვა რამ. მას მხოლოდ უნდოდა, რომ კარგად ვყოფილიყავით. ძალიან უჭირდა საბერძნეთში ცხოვრება და ახლაც ძალიან უჭირს. ძალიან მწყდება გული, რომ ასე ხდება.

17 წლის ასაკში პირველად ვნახე დედაჩემი. წარმოუდგენელი განცდა იყო. მაშინ შევხვდი პირველად 14 წლის მერე, როცა ის საბერძნეთში ცხოვრობდა, ისიც მხოლოდ ერთი თვით. ყოველდღე, როცა ვიძინებ ან თამაშზე გავდივარ, ვლოცულობ, დედაჩემი მახსენდება და ვნერვიულობ, როგორ არის, რას აკეთებს, რას ჭამს, რამე ხომ არ სჭირდება? იმედია, დავუფასებ ამ ყველაფერს, რაც მან ჩემთვის გააკეთა. იმედია, ვიქნები შენნაირი ძლიერი ადამიანი, დე, ყველაზე და ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ და მენატრები. იმედია, ერთ დღეს ვიცხოვრებთ ერთად და სამუდამოდ. მიყვარხარ!"

ხვადაგიანი საქართველოში გასამართ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი უნდა იყოს...

კახა ქ.
კარგი ბიჭი ყოფილხარ,ასე რომ დაუფასე დედას შრიმა და წვალება.აბა შენ იცი,უფრო გაახარე შენი თამაშით დედაშენი და შენი გულშემატკივრები.
G.A.L.
კარგი შვილი ყოფილხარ. წარმატებას გისურვებ და ყოველთვის შენი გულშემატკივარი ვიქნები.P.S.ბარაქალა დედშენს!!!
ნიკოლოზი
მარტივად ავხსნი ალბათ ბევრმა ვერ გაიგო 1) არა ლეგალურად გადასული ქართველების უდიდესი ნაწილი დღემდე ვერ ახერხებს ე.წ. "ადიაპარამონის" და "ადია დიამონის" შოვნას, რომელიც არის ქვეყნებს შორის მიმოსვლის უფლება, ყველას არ შეუძლია მოიპოვოს სტატუსი მიმოსვლაზე 2) რაც შეეხება თავად ბავშვის ჩასვლას, სანამ უვიზო რეჟიმს შემოიღებდნენ, სამჯერ მითხრეს საბერძნეთში წასვლაზე უარი დედაჩემთან და მხოლოდ უვიზო მიმოსვლის დროს ვნახე მეც პირადად 14 წლის შემდეგ
svano magarski
საბა-ძმაო,გულიანი-ბიჭი-ხარ-ღმერტმა-გაგიმარჯოს,ოღონდ-ერტი-გაითვალისწინე,ხალხი-ჭრელია(ამის-დასტური-ასაკთან-ერტად-მოვა),ამიტომ-მამა-შვილურად-გირჩევ-ვაჟკაც,-ეგ-მწვავე-თემა-არ-გააბაზრო,ჩუმად,უსიტყვოდ-მოაგვარე....
ვახო...
უფალმა გაგახაროს შენ და შენი დედიკოც!
giorgi
ძალიან მძიმე ბავშვობა გქონია და ყოჩაღ შენ, წარმატებები. თუმცა, შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს, ან მე ვერ ვიგებდე ამას. როგორ შეგიძლია იცხოვრო 17 წელი ისე, რომ შვილი არ ნახო? 17 წლის განმავლობაში განა 1 თვე ვერ მოახერხა რომ ჩამოსულიყო და შვილი ენახა?
Levani
კაი ბიჭი ყოფილხარ შენ-დედის გარეშე გაზრდილი სწორ გზას რო არ აცდი და არ გაგაკრიტიკებ აწი/ უბრალოდ უკეთ ითამაშე,ივარჯიშე და შენზეც ისე ამომივა მზე და მთვარე როგორც ხვიჩაზე,ჩაკვეზე,კიტეზე,წიტაიშვილზე.წარმატებები
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა