საკალათბურთო კლუბ “კაკტუსის” წარმატებული სერია გრძელდება. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მორიგი გამარჯვება “რუსთავთან” მოიპოვა და მოგებათა სერია 4 მატჩამდე გაზარდა. პირველი წრე კაკტუსელებმა 2 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულეს, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე არჩილ ჟღენტი ირაკლი ხოშტარიამ შეცვალა და გუნდს ხელი მყისიერად დაატყო. “კაკტუსი”, რომელიც პირველი წრის შემდეგ სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა და ამგვარი საფრთხე ამ მომენტისთვის აღარ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გამარჯვება კაკტუსელთათვის ორმაგად ფასობდა, რადგან მეტოქე უშუალო კონკურენტი “რუსთავი” იყო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ ქვემოქართლურ გუნდს “კაკტუსზე” 1 მოგებით მეტი ჰქონდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ ორივე გუნდს მოგება-წაგებები გაუთანაბრდა. “რუსთავსა” და “კაკტუსთან” ერთად 6 მოგების საპირწონედ 8 წაგება აქვს “მეგასაც”. ეს გუნდები სუპერლიგის VI-VIII ადგილებს ამ თანმიმდევრობით იყოფენ – "რუსთავი", "კაკტუსი", "მეგა".

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საკმაოდ დაძაბული, უშეღავათო და შესაბამისად, საინტერესო გამოვიდა. ლიდერი 7-ჯერ შეიცვალა, თანაბარი ანგარიშიც ამდენჯერ დაფიქსირდა. უმეტესად “რუსთავი” ლიდერობდა, თუმცა “კაკტუსი” რომ დამთმობი არ იყო და თავის შანსს ელოდა, ცხადზე უცხადესი იყო. კაკტუსელები თავიათ შანსს ელოდნენ და როცა მიეცათ, გამოიყენეს.

შეხვედრის დასრულებამდე სამწუთ-ნახევრით ადრე რუსთაველები 80:76 იგებდნენ და გამარჯვებამდე მცირედი აკლდათ, თუმცა “კაკტუსის” ამერიკელმა მოთამაშეებმა, დერიკ ნიუტონმა და დენზელ ლივინგსტონმა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში შედეგიანი თამაშის წყალობით მოახერხეს გათანაბრება. ბოლო წუთზე ფრე იყო და “რუსთავი” უტევდა, როცა რაჰიმ ჯონსონს რევაზ როგავამ ჩაუჭრა და სწრაფი გარღვევით კაკტუსელები 86:84 დააწინაურა. რუსთაველთა მორიგ შეტევაში მერაბ ბოქოლიშვილს დენზელ ლივინგსტონმა დაუფარა და როცა კაკტუსელმა ჯორდან ფორბსმა 2 საჯარიმო ჩააგდო, მატჩის ბედი გაირკვა – 88:84 (სტატისტიკა).

გამარჯვებულთაგან 30 ქულითა და 11 მოხსნით ჯორდან ფორბსი გამოირჩა. 20 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზეა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა დერიკ ნიუტონმა. რუსთაველთაგან 24 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი. 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ლუვეინ პიპკინსმა მოაგროვა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 24 მარტს თბილისში და 25-ში ქუთაისში გაიმართება.

gbf

buba
...ბესო ჟღენტი... აბააა...გეთანხმები. მეტი გასართობი არაფერი იყო...
suares
raga dros agordzinebaa 5 celia ligashia
ირაკლი
ვახ ვახ კაქტუსი ისევ აღორძინდა? ჩემი ბავშვობის მოგონება ირაკლი ჩხეიძე ვასილ ოთიურიძე ირაკლი ხოშტარია ვატო ნაცვლიშვილი სხვები აღარ მახსოვს სამწუხაროდ.. მაგ გუნდის გულშემატკივარი ვიყავი 30 წელი გავიდა დაახლოებით კაქტუსი ვითას მატჩებზე სულ გადაჭედილი იყო სპორტის სასახლე არადა რა დრო იყო ? 90 იანების პირველი ნახევარი.....
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს