დავით როგავას გაწვრთნილ “ოლიმპს” “ქუთაისთან” თამაშში არ უმართლებს. ოლიმპელებს თავისებური სინდრომი ჩამოუყალიბდათ იმერული კლუბის, რომელთანაც მიმდინარე სეზონში მეოთხედ, დაძაბულ ბრძოლაში წააგეს. განსაკუთრებით მწარე, ამ თვის დასაწყისში თასის ნახევარფინალში ბოლო წამებზე წაგება გახლდათ და დღესაც ანალოგიური მარცხი განიცადეს.

შეხვედრის დასრულებამდე 76 წამით ადრე “ოლიმპი” 75:70 იგებდა, თუმცა ქუთაისელთა გუნდური თამაშითა და გიორგი კორსანტიას მონდომებით იმერულმა კლუბმა გამარჯვება მოახერხა. ეროვნული ნაკრების წევრმა შეტევაში ბურთი ვერ მიიღო, კახა ჯინჭარაძემ ჩაუჭრა და ამან ისეთი მოტივაცია მისცა, რომ დაცვაში ჩამოასწრო და ჯინჭარაძეს ხომ დააფარა და საპასუხო შეტევა გამთანაბრებელი ორქულიანით დააგვირგვინა – 75:75 დასრულებამდე 40 წამით ადრე.

ოლიმპელებმა კვლავ დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენეს, კევინ ობერვაიზერმა საშუალო სროლა გააცუდა, რის შემდეგაც ჯარვის რეიმ ქუთაისელები დააწინაურა – 77:75 (სტატისტიკა). ოლიმპს ბოლო შეტევა დარჩა, რომელიც ქუთაისელთა მედგარი დაცვის გამო წარმატებით ვერ დააგვირგვინა და შეხვედრაც დასრულდა. გამარჯვებულთაგან 23 ქულით ბომბარდირი გახდა ჯარვის რეი. 15 ქულა და 17 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა, 15 ქულა მოაგროვა სტივენ ფლეჯერმაც. “ოლიმპში” 22 ქულით საუკეთესო იყო იმორას ეიჯი, 15 ქულა კევინ ობერვაიზერმა მოაგროვა, ხოლო ედვარდ ეკიორის ანგარიშზე 8 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.

სუპერლიგის კიდევ 2 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 17 აპრილს გაიმართება.

GBF

U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია!
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა