"ქართველი ტალანტის" გამოყენებას სპორტში ცოტათი ვერიდებოდით, რადგან მოლოდინები არაერთხელ გაგვცრუებია. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, მაგრამ შემდეგ ამას სათანადო გაგრძელება თუ არ მოჰყვება, ისტორიას მხოლოდ სასტარტო პერიოდი რჩება.

როცა ადრეული ასაკიდანვე სახეზე ყოველდღიურ პროგრესს ხედავ, უკვე თამამად შეგიძლია 20-21 წლის ასაკში სპორტსმენი შეაქო, თანაც, თუ გჯერა, რომ მასზე ყოველივე ეს უარყოფითად კი არ მოქმედებს, პირიქით...

ახლა 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" პირველ ნაბიჯებს დგამს, მასზე ერთი წლით პატარა დავით ნინიაშვილმა კი იტალიელებს ბათუმში დაანახა, ქართველებს როგორი რაგბი შეუძლიათ. "ბორჯღალოსნებს", მამუკა გორგოძის მეთაურობით, ბრწყინვალე თაობა ჰყავდა, თუმცა ერთადერთი ნაკლი, რაც მათ შემთხვევაში იყო, ქართული რაგბი მხოლოდ ძალისმიერად და შერკინებაში გამორჩეულად აღიქმებოდა. წლების განმავლობაში ეს ნაკლებად იცვლებოდა და ღია, გაშლილი თამაშისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იდგმებოდა. დავით ნინიაშვილი რომ "დაფრინავს", ამით დამატებითი სიხარული ისაა, რომ ის ჩვენთვის ასე პრობლემური უკანა ხაზის წარმომადგენელია, ეს კი საფუძველს ახალი ტიპის რაგბის უდებს, რომლითაც იტალიასა და მისი დონის ნაკრებებს მომავალშიც დავამარცხებთ.

ნინიაშვილი საკლუბო დონეზეც გამორჩეულია და "ბარბაროსების"(მსოფლიო ნაკრები) სასტარტოშიც კი ითამაშა. მისი კარიერა ეტაპობრივად, გეგმაზომიერად და გონივრულად ვითარდება. ის ჯერ კიდევ საქართველოს პირველ ლიგაში ("ხვამლი") გამოდიოდა, როცა ნაკრების კარი გაუღეს. კვარაცხელია ვახსენეთ და როგორც ხვიჩას, ასევე დავითს, რაც საერთო აქვთ, ისაა, რომ ნამდვილი სპორტსმენები არიან - ბრძოლისუნარიანობით, საკუთარ თავზე მაღლა ახტომით, პასუხისმგებლობითა და ფსიქოლოგიური მდგრადობით.

გუნდურ სახეობებში წარმატებებს მივეჩვიეთ და ცოტა ხნის წინ კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი რომ რატი ანდრონიკაშვილის თამაშით დავამარცხეთ, ისიც 21 წლისაა. თუ პრობლემურ პოზიციებზე ვსაუბრობთ, კალათბურთშიც რაგბის მსგავსი მდგომარეობა იყო, უფრო წარმატებულები ფორვარდები იყვნენ და გამთამაშებლის პოზიციაზე კონკურენციას ვერ ვაწყდებოდით. ახალი თაობის ბიჭები უკვე ბევრ პრობლემას ხსნიან და არ დაგვავიწყდეს, ახლა მათი კარიერა რომ მხოლოდ იწყება.

ისევ "კვარას" უნდა დავუბრუნდეთ. მისმა თანატოლმა გიორგი მამარდაშვილმა ელიტარულ ლიგაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგვაბრუნა, ხვიჩა კი ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისუნარიანი გუნდით გამოვა და სერია "ა"-შიც გაიტანს. ეს სიხარული კი მონატრებული გვაქვს და ამდენი პრობლემის, ვირუსებისა და ომების ეპოქაში ხომ ძალიან გვჭირდება. ცოტა ტკბობას მივეცით, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა, სპორტის ემოციები ხომ ყველას აერთიანებს და ის ძალიან სასიამოვნოა.

Aleko
Xvichas didi talanti aqvs unda ivarjishos dgedagame tuunda carmatebas miagcios marto nichit shora ver gafrindeba
Simartle
error ram minds staccato fexburtze da kalatburtze meketeba ise miyvars es saxeobebi ragbsac uyureb shigadashig imitomro cesebshi ver ver verkvevi da mainc mimachnia rom albat yvela dametaxmeba xokeis nakrebi ro kvyavdes qartvelebs imasac ubaleshikedit imtom rom chvenebi arian
Givi
Sportis sxva saxeobebs ar shevexebi warmatebebi kvelas,magram fexburtshi me vitkodi marto xvicha ara gvkavs gmertis wkalobit,romeli erti chamovtvalo:zuriko,chitaishvili,chakvetadze,mamarda,azarovi,miqautadze,gagnidze martalia rusetshi gaicheda jerjerobit magram dzalian chkviani motamashe gvezrdeba da unda vushvelot am biws!!! Da Arian sxvebic romlebsac dzalian didi nichi aqvt da unda ishromon:abuashvili,gagua,moiswrafishvili,meqvabishvili...............
სოსო
ლიდერს ყველგან დიდი მნიშვნელობა აქვს.მას შეუძლია გარშემო მყოფნი სწორი,ან არასწორი მიმართულებით წაიყვანონ.დღეს რაგბშიც,ფეხბურთშიც და ნაწილობრივ კალათბურთშიც,ლიდერები სწორი მიმართულებით ეწევიან თანატოლებს.რატიზე ამას დადასტურებულად ჯერ ვერ ვიტყვი,რადგან თაობის ერთპიროვნულ ლიდერად ჯერ არ ჩამოყალიბებულა და ჯერ მხოლოდ პირველ,თუმცა საიმედო ნაბიჯებს დგამს.დიდი იმედი მაქვს რომ ზრდას გააგრძელებს და სხვა თუ არაფერი,ქართულ კალათბურთში არსებულ სიცარიელეს შეავსებს,ჩვენ ხომ ცინცაძის შემდეგ აღარ გამოგვიზრდია მაღალი დონის უკანა ხაზელი.მით უმეტეს ლიდერის და გამთამაშებლის თვისებებით დაჯილდოებული.ასევეა წყალბურთშიც,სადაც ალბათ ნიკა შუშიაშვილმა უნდა იტვირთოს ლიდერობა და წინ გაუძღვეს თაობას.ლეგიონერების იმედზე,დაუსრულებლად ვერ ვიქნებით.
T.q
სტატია კარგია მადლობა მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ხვიჩას გვერდით კიდევ არიან ახალგაზრდები რომლებიც არანაკლები კლასითა და ხარისხით გამოირჩევიან ამიტომ ხვიჩას გვერდით მათი მოხსენიებაც აუცილებელია მათ გული არ უნდა გავუტეხოთ ერათმანეთის წარმატება უხარიათ კიბატონო მაგრამ პირადი შრომაც უნდა დავუფასოთ ცალცალკე ყველას. არვიცი ვინ მეთანხმება და ვინ არა ამ შინაარსში.
შალვა
ღვთისავარი ძალიან გვანებივრებს კარგი შინაარსიანი ჟურნალისტური ახალ-ახალი სტატიებით
კახაბერი
ყოჩაღ -კარგი წერილია, მაგრამ სპორტული ჟურნალისტების ერთ-ერთი ფუნქციაც არის -სწორად ტალანტების ძიება(დასავლეთში ასე არის) ...სწორად ,,ხვამლის,,-თანა გუნდებიდან- ყ ვ ე ლ ა სპორტის სახეობაში და მითაც დაკავდით (ყველგან უნდა დარბოდეთ,როგორც ევროპაში სპორტული ჟურნალისტები) -წყალბურთიც გამოგრჩათ- მსოფლიოში მე-10-ე-დ ი დ ი შედეგია!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
ფეხბურთი და კალათბურთი ჩემი უსაყვარლესი სპორტის სახეობებია. ისტორიაც კარგად ვიცი და წესებიც!!! რაგბში ექსპერტად ვერ გამოვდგები ნამდვილად, ვერ ვერკვევი წესებში, როდის და რატომ ინიშნება ჯარიმები...მაგრამ ის რაც გუშინ იტალიასთან აჩვენა საქართველოს ნაკრებმა, იყო ფანტასტიკა! შეუიარაღებელი თვალით ჩანდა, რა დონის რაგბს თამაშობდა ჩვენი ნაკრები!!! ფანტასტიკა! შეტევაც და დაცვაც საოცარი! (რა ლელოები არ დავადებინეთ იტალიელებს)!!! ნინიაშვილი უდავოდ გამორჩეული, ელიტალური დონის რაგბისტია!!! ხვიჩას ბავშვობის ასაკიდან ვაკვირდები და უდავოდ მოვლენაა ფეხბურთში:ღმერთისგან ფეხბურთელია!!! რატის თამაში ოკეანის გაღმა არასდროს მინახია და მისმა ბრწყინვალე თამაშმა ესპანეთთან გამაოგნა! გენაცვალეთ, წინსვლა მომავალი წარმატებები!!!
Nukri
კი ბატონო, სწორადაა ყველაფერი თქმული
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
[HOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში