რუსეთის პირველმა ნომერმა ქალმა ჩოგბურთელმა დარია კასატკინამ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს, ბლოგერ ვიტია კრავჩენკოსთან საუბარში Coming Out-ის შესახებ გამოაცხადა.

"კარადაში ცხოვრება და ასე გაძლება შეუძლებელია... დიახ, შეყვარებული მყავს... ყველა თავად ირჩევს იმ გზას, თუ როგორ გაიხსნება და იტყვის სიმართლეს, ჩემთვის კი მთავარია, რომ პირველ რიგში კომფორტულად თავი მე ვიგრძნო.

ვფიქრობ, გოგონებს ერთმანეთის გაგება უფრო კარგად შეუძლიათ, ვიდრე ქალსა და მამაკაცს და გოგონებს შორის გაუგებრობა უფრო ნაკლები იქნება. მათ უკეთ იციან, თუ რა იქნება ერთმანეთისთვის საუკეთესო", - ამბობს კასატკინა.

კასატკინას ამ აღიარებას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი რომან ტერიუშკოვი, რომელმაც თქვა:

"სიმართლე გითხრათ, მიჭირს ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ჩვენ რუსი ხალხი ვართ! ჩვენ გვაქვს ტრადიციული, კულტურული, მორალური ღირებულებები, რომლებსაც თაობიდან თაობას გადავცემთ.

ყველაფერი, რაც ჩვენთან მოდის დასავლეთიდან, იმედი მაქვს, მალე აღმოიფხვრება. ჩემმა კოლეგებმა სახელმწიფო სათათბიროში ახლახან მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობის პროპაგანდას.

რუსეთში ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და წახალისებული! ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს და ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით.

ასე იცხოვრონ ევროპამ და ამერიკამ. ბაიდენი ამაყობს იმით, რომ მას ადმინისტრაციაში უფრო მეტი LGBT ადამიანი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციაში. მეჩვენება, რომ ეს სიამაყის უცნაური მიზეზია.

ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის, საბჭოთა რუსეთიდან დაწყებული, კერპები იყვნენ და კასატკინა არ არის საუკეთესო მისაბაძი მაგალითი.

ჩვენი სპორტი, სამწუხაროდ, ახლა მძიმე პერიოდებს გადის. როგორც სულიერ და მორალურ ფასეულობებთან მიმართებით, ასევე სპორტული მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით.

ბევრი სპორტსმენისთვის ეს ერთი ჭიქა წყლის დალევას ჰგავს. არაფერს არ უყურებენ და მწვრთნელები ამხნევებენ! ამის დაშვება არ შეიძლება. ეს ბოლოა", - თქვა ტერიუშკოვმა.

აქვე გეტყვით, რომ 25 წლის კასატკინა ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. მას ერთეულთა თანრიგში WTA-ს 4 ტიტული აქვს მოგებული.

NN
ანუ შენი "მჭერმეტყველებით" თვით უფალიც პროპაგანდას ეწეოდა და ეწევა? - ანუ ტყუილად შექმნა ქალი და მამაკაცი როგორც ერთი მთლიანობის ორი პოლუსი რომელიც კაცობრიობის გამრავლების და გაგრძელების მისია აქვს?- თუ მხოლოდ კმაყოფილების და სიამოვნების განცდების თვის უნდა ეარსება ადამის მოდგმას? ხვალ ზეგ ეგ "თავისუფლება" და ლტოლვა ცხოველების მიმართაც გაგრძელდება და მივიღებთ გადაგვარებულ ადამის მოდგმას გაუგებარი არსებებით რომელთაც მუტანტები ქვიათ
dato
ამას ეტყობა ვიზა უნდა ევროპაში ან ამერიკაში :)
გიო
პორტალ სათაური სხვანაირად დააწერეთ სტატიას, 90% ვერ ხვდება ეგ რას ნიშნავს, თუ გერიდებათ რუსი ქალი ჩოგბურთელი ლესბო ყოფილაო ის მაინც დაწერეთ რუს ჩოგბურთელ ქალს ქალი ყვარებიაო ასე უფრო მიხვდება ხალხი და სტატიასაც მკითხველი ეყოლება დდდდდ
gaga
კაავკასია იაკუტია მორდოვია ჩუვაშია კალმიკია იამალ ნენები. რუსები არიან მოლოდეც
ქართველი
...ასეთი ზნედაცემული ხვალ თქვენს შვილებს რომ მიადგეს... აი ეს არის ბნელი ხალხის დასაპურებელი პროპაგანდა ბავშვებით დაშინება, და რა გამოდის ანუ ახლა ბავშვებმა რომ წაიკითხონ კასატკინას გოგო ყვარებიაო ყველას მოუნდება მსგავსი?)) ან ვინც რიკი მარტინს, ან ელტონ ჯონს უსმენს ყველა გეია? ვისაც დოლჩე-გაბანა აცვია, ვისაც ამ დიზაინერებზე წაუკითხავს და გაუგია ყველა გეით იქცა? ყველას გეობა მოუნდა?))
ფირუზა
ნახევარი რუსეთი ეგრე არ ცხოვრობს? ისე გაუკვირდა ამ დეპუტატს ვითომ არ იცოდეს რა ხდება მის ირგვლივ. არაფერს ვამვობ ციხეებზე. ეს დეპუტატი კი არა პეტრე პირველი და სტალინი ვეღარ უშველით მაგათ))))
fff
ძალიან სიმპატიური გოგოები არიან!!!
გიორგი
ილიაც ლიბერალი იყო, ცნობისთვის ;) შენი ძალით ტრადიციონალისტობა არ გაიშვას :))
ჰმმმმმმმმ...
ესე იგი აქ ზოგიერთებისთვის წესიერება, ეროვნული და სულიერი ღირებულებები არის პროპაგანდა და გარყვნილობა, სიბინძურე კი ნორმალური ცხოვრების წესი? ეტყობა ძალიან "გაევროპელდა" ზოგი. ასეთი ზნედაცემულები ხვალ თქვენ ან თქვენს შვილებს რომ მოგადგებიან მერე რას იტყვით?
ii
მაგარი ხარ დარია!
შოდა-ს
არავინ არავის ახვევს თავის ცხოვრების წესს. უფრო პირიქით ხდება - ასეთების ცხოვრებით ინტერესდებიან, სულში უძვრებიან, აბულინგებენ... მერე ბუნებრივია ადამიანში პროტესტი (გნებავთ თავდაცვის ინსტინქტი) იღვიძებს და ამას ხმამაღლა აფიქსირებენ. და თურმე ხმა არ უნდა ამოიღონ ? ნინიას ბაღია ?!
შოდას
რას ნიშნავს თავს ახვევს? ჰკითხეს და პასუხიც გასცა. აბა, გოსდუმაში რომ მოწონებოდათ, ფორმალურად, კაცი დაიქირაოს და იმასთან ერთად იაროს?
შოდა
ტორპედო, იცხოვროს კასატკინამ როგორც უნდა, მაგრამ სხვას რატომ ახვევენ თავიანთ ბინძურ ცხოვრების წესს? თუ გიფიქრიათ ამაზე? მეტი არა მტერი, დღევანდელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი რამეზე არ ფიქრობდეს. მათ მხოლოდ იდეები გააჩნიათ --).
ბილი კოსტაკურტა
თქვენ როგორი რუსი მოგწონთ? ჯარში წასული ვაჟის ცოლს რო მამები "უვლიან"? :D დღემდე შემორჩენილია ეს ტრადიცია პროვინციებში და მეფის რუსეთის დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო
Tazo
ქართველ ლიბერალებს ასეთი რუსი მოსწონთ
dinamo
...ერთი ადამიანის თავისუფლება და უფლებები მთავრდება იქ სადაც იწყება თავისუფლება და უფლებები მეორე ადამიანის...!!! ვერავის მოსთხოვ იყოს ისეთი როგორიც შენ გინდა, ვერავის მოსთხოვ იცხოვროს ისე როგორც შენ გინდა. ყველას აქვს უფლება თავისი ცხოვრება გამოიყენოს თავისი ნების, სურვილის, შეხედულებისამებრ თუკი ამით არ არღვევს სხვის უფლებებს. არავის უფლება არ ირღვევა კასატკინა კაცთან იწვება თუ ქალთან. საუბრები ტრადიციაზე, კულტურაზე, მამაპაპეულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, ისტორიულ მისიებზე... ეს არის პროპაგანდა, პროპაგანდა გაუნათლებელი ხალხისთვის, ეს არის ინსტრუმენტი მანიპულაცია გაუწიო ბრბოს რომ მართო შენი შეხედულებისამებრ
ბილი კოსტაკურტა
უი, ხო მართლა. ამ წყვილს არაფერს ვერჩი. ღმერთა ხელი მოუმართოთ. ვის რას უშავებენ თუ ერთად ყოფნა მოსწონთ?
რა მაფიაა?
აუ რუსეთი თუ ამ კურსს მართლა მიაწვა, მერე ნახეთ თქვენ ჩვენი საბოლოოდ დაჭაობება, აქ სხვის ტრ@*&ზე მონერვიულე ხალხი თვაკისდაუხუჭავად რო წალეკავს ჩვენი შვილების მომავალს და დიდი სიჩქარით გაექანება ვაზელინწაცხებული რუსეთისკენ... -_-
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა