"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" (18-წლამდელები) ფრანგულ ტურნეზე პირველი ამხანაგური თამაში გამართა და ადგილობრივი "სურენსი" 24:21 დაამარცხა.

შეთანხმების თანახმად, მატჩში ტურნეზე მყოფმა 30-ივე მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ის მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მეტოქე 14:0 დაწინაურდა, თუმცა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შესვენებამდე შეძლო ორი საპასუხო ლელოს გატანა. თავი უკანახაზელებმა ლუკა ხორბალაძემ და რატი პაპაშვილმა გამოიჩინეს, გელა ხელაძემ კი ერთი გარდასახა – 12:14.

მეორე ტაიმში საქართველომ ერთი გარდასახული ლელო გაუშვა, თავად კი კვლავ ორი გაიტანა. მესამე ლელო ტატო ბუთიკაშვილის ანგარიშზეა, ხოლო მეოთხე - ანდრო დვალის. ხელაძემ ორიდან კვლავ ერთი გარდასახა – 24:21.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამ გამოცდილებით კმაყოფილი დარჩა:

„ძალიან სასარგებლო თამაში იყო, რომელმაც ჩვენი შედარებით სუსტი მხარეები დაგვანახა. მოხიბლული დავრჩი სათამაშო გარემოთო, მოედნის ხარისხით და ინფრასტრუქტურით. "სურენსი" კარგად მომზადებული, მობილიზებული დაგვხვდა და სწორედ ისეთი ოპონირება გაგვიწია, რისი სურვილიც გვქონდა. ვეთამაშეთ უფროსი ასაკის გუნდს. მეტოქის რიგებში 20 და 21 წლის ბიჭებიც იყვნენ და კარგი სათამაშო ტემპი ჰქონდათ, თუმცა კონტაქტის არეში პრობლემები არ შეგვქმნია და შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი ძლიერი მხარეც კი იყო“.

„თამაში ცოტა არეულად დავიწყეთ და ორი ლელოც გავუშვით. მთლიანობაში, ხარისხის მხრივ უკეთესის მოლოდინი მქონდა. გვქონდა შეცდომები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, სტატიკურ ფაზებსა და ფეხით თამაშში. ასევე პრობლემები გვქონდა გადაადგილებაში, რაც შესაძლოა აკლიმატიზაციის ბრალი იყო, თუმცა ჩვენ მიზეზებს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებთ და ვეცდებით, ეს პრობლემები უმოკლეს დროში გამოვასწოროთ“.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველა მოთამაშისთვის მიგვეცა და კარგია, ეს რომ მოვახერხეთ. ფრანგული ტურნე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილია და სწორედ ასეთმა თამაშებმა უნდა დაგვანახოს, რაზე გვაქვს აქცენტი გასაკეთებელი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ, ხარვეზები გამოვასწოროთ და ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ“.

18-წლამდელთა ფრანგული ტურნე. პირველი მატჩი. 25 აგვისტო

სურენსი – საქართველო 21:24

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. რატი პაპაშვილი (აკადემია), 11. ნიკა გოგუა (არმაზი), 10. გუჯა მახარაშვილი (აია), 9. ლადო ტყაბლაძე (აია);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. გიგი ჭუმბურიძე (აია), 3. გიგა თუთისანი (აია), 4. ჯაბა ოდიშარია (ლელო), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).

მარქაფა: 1. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 2. შოთა ხელაძე (აია), 3. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 4. ნიკა გაბედავა (ხარები), 5. კახა შეყილაძე (ხვამლი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო); 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 10. გელა ხელაძე (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 14. ზურა ნინიძე (ბათუმი), 15. ლუკა ჭინჭარაული (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

Rugby.ge

აშოტი
ვახ კაცო, "სურენას" მოუგეს" და "რუნებას" როდის ეთამაშებიან?
სოსო
ყოჩაღ ბიჭებო!ნათლობა მიღებული გაქვთ და ამის შემდეგ,სულ წარმატებებს გისურვვებთ!
20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა
"ინტერის" მწვრთნელად კივუ დანიშნეს
ვლაჰოვიჩმა შესაძლოა, კარიერა თურქეთში განაგრძოს
რონალდომ დაადასტურა - პორტუგალიელი ვარსკვლავი "ალ ნასრში" რჩება
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
ოსიმენის უარის შემდეგი "ალ-ჰილალიი" კიდევ 2 ბომბარდირს მიადგა - ინძაგის გუნდი ტრანსფერს ჩქარობს
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება
Ballon d'Or 2025. კვარაცხელია რეიტინგში წინ მიიწევს - როგორია მისი შანსები?
ცნობილი გახდა, რამდენი იქნება "ნაპოლიში" დე ბრუინის ხელფასი
[VIDEO] პორტუგალიამ ესპანეთს სძლია და ერთა ლიგა მოიგო
ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
ოსიმენი გაჯიუტდა - არჩევანი ფეხბურთსა და დიდ ფულს შორის ფეხბურთის სასარგებლოდ გააკეთა
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
ნეიმარს COVID-19 დაუდასტურდა
საქართველო - კაბო-ვერდე. 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ
მბაპეს გოლი+პასი საფრანგეთმა ერთა ლიგაზე გერმანიას მოუგო
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ისევ ერთად? - კიმ მინ ჯე შეიძლება "კვარას" თანაგუნდელი გახდეს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
[PHOTO] ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ახალი ფორმა წარადგინა