დღეს "ნაპოლი", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "ლივერპულს" უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას ტურნირზე დებიუტს მოუთმენლად ველით. "რეპუბლიკას" ცნობით, ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ავტოავარიაში მოყვა, ლავიწის მოტეხილობა აქვს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხელჯოხით მივიდა და ხალისიანად ისაუბრა:

"ოპერაცია გავიკეთე და ერთი თვე ასეთი ფიზიკური პრობლემით ყოფნა მომიწევს. ლოსანო მომჯობინდა და სათამაშოდ მზადაა. ოსიმენმა ვარჯიში დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილებას შეხვედრის წინ მივიღებთ.

სუპერგუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის დიდი პატივი იქნება სათადარიგოთა სკამზე რამდენიმე მეტრში იურგენ კლოპთან ყოფნა. მეტოქის პატივისცემის მიუხედავად, ფრეზე თანახმა არ ვართ. "ნაპოლი" მოედანზე გამარჯვებისთვის და არა კომპლიმენტების მისაღებად გადის. ეს რომში "ლაციოსთან" კარგად გამოჩნდა. სასიამოვნო იქნება ალისონისა და სალაჰის ნახვა, რომლებიც ჩემთან "რომაში" იყვნენ. ძალიან თბილად შევხვდები და კოლექციისთვის მაისურებსაც გამოვართმევ.

სტადიონზე 55 ათასი მაყურებლის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენი გულშემატკივრების ყიჟინა "ენფილდამდე" მიაღწევს. ჩვენ შორის სხვაობა, პირველ რიგში, გამოცდილებაშია. ამიტომ ძალისხმევის გაძლიერება და "წითლებთან" შიშის გარეშე ბრძოლა გვჭირდება.

ეს ტურნირია, რომელზეც ფეხბურთელები ბავშვობიდან ოცნებობენ. აქ ძალიან მაღალი ტექნიკური დონეა და ყოველი გოლი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. "ლივერპულთან" ერთი წუთითაც არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დაგსაჯონ.

თუმცა ჩვენც გვყავს გუნდში ჩემპიონები. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები, ისევე, როგორც "ლაციოსთან", კვლავ შესანიშნავ შეხვედრას ჩაატარებენ. ფეხბურთელთა ამ ჯგუფს შეუძლია გულშემატკივრებს თავი შეაყვაროს.

"ლივერპული" ბურთის ფლანგიდან ფლანგზე მუდმივი გადატანით თამაშობს. ასეთ ფეხბურთს იტალიაში მიჩვეულები არ ვართ. კარგი ინდივიდუალისტები ჰყავთ და ერთი-ერთზე მოქმედებას ცდილობენ. მათ გასანეიტრალებლად გონიერება და დიდი ფიზიკური ენერგიაა საჭირო. ზოგიერთ მომენტებში შეიძლება ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, საკუთარი სტილი მოვახვიოთ თავს. ლამაზი ფეხბურთი არ არის ფუნდამენტური, მთავარია ეფექტურობა და კონკრეტიკა".

ძველი გულშემატკივარი
livetv530.me ამ არხზე ვუყურებ ყველა თამაშს, სცადე.
Zaza
Bichebo igneb vinmem icis rogor vnaxot es tamashi arada arveladzis da chveni televiziebis imedat rogor vikot?
სოსო
ბიჭებო,ეგ ორი პორცია ხაჭაპური და კაი მეგრული კუპატი ჩემსკენ გამოუშვით,ლივერპულს კი,ორი გოლი და კაი მეგრული საგოლე პასიც თუ მოაყოლა,ეგეც ყელში გადასცდებათ.

არაუშავს მეც დისლაიქი დავუწერე საკუთარ თავს. ნეტა მცდარი აღმოვჩნდე მარა :(
Zaza
Xvicha am sagamos matchis beds gadackvets !!! Es me asiani vici
zaz197
ასეთი სუსტი ლივერპული დიდი ხანია არ ყოფილა....ნახევარდაცვა ფაქტიურად არ ყავს, ყველა ტრამვირებულია. ხვიჩას ფლანგზე ალბათ 37 წლის მილნერს დააყენებენ, რომლის საუკეთესო წლები ჩავლილია. ამ ფლანგზე კი დგას მცველად ტრენტი, მგარამ მაგრამ აქ რამოდენიმე ნიუანსია - ტრენტი უმაგრესია შეტევებში ჩართვის დროს, საუკეთესო მცველი ნაღდად არ არის და თანაც საერთოდ არ არის ფორმაში. ხვიჩას საუკეთესო შანსი აქვს დღეს გადახნას ეს ფლანგი და ხვალ მთელმა მსოფლიომ მასზე ილაპარაკოს
გიო
ხვიჩა გთხოვ დღესაც ამატირე ბედნიერებისგან გთხოვ... ყოჩაღ სპალეტი კარგი კაცი ყოფილხარ,აბა შენ იცი ხვიჩას მიგვიხედე მომავალ სუპერვარსკვლავს
სოსო
დღევანდელი ლივერპული,საკმაოდ შორსაა შარშანდელი ფორმიდან და ჯერ ისე მრისხანედ ვერ გამოიყურებიან.ეს რა თქმა უნდა ნაპოლის შანსებს ზრდის,თუმცა არა რადიკალურად.ინგლისელებს თამაშის მაღალი ორგანიზაცია აქვთ და ცალკეული ფეხბურთელების შეცვლა,ან ფორმა,მხოლოდ შესრულების ხარისხზე მოქმედებს.სპალეტი რეალურად აფასებს სურათს და ვნახოთ,რა გამოვა.თვითონ მას,კი,სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.ძალიან ცუდ დროს მოუხდა,ავარია.
N
კაი ცხარე მეგრული კუპატიც რომ დააყოლებინოს, ცუდი არ იქნება! :-)
Zaza
Xvicha genacvalos zaza dzia am sagamos liverpyls ori porcia xachapyri mainc achame ro kargat damedxinos
Forzakvara
რა გინიერი მწვრთნელია და რა დალაგებულად ბაზრობს… კაი ხელშია ხვიჩა

რატომღაც მგონია, რომ დღეს წააგებს ნაპოლი. პირველი წაგება იქნება ამ ხნის მანძილზე. :( ლივერპული ბევრად ძლიერია სამწუხაროდ
დასავლეთში ფერადი კომუნიზმია
ანგისა, ოსიმენი, კვარაცხელია
ILIA
Forza, Napoli! უნდა გავიმარჯვოთ!
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
ვანდამ პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის მოგებით დიდად გაიხარა - ნარას პარიზელთა ფეხბურთელი ჰყვარობს?
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასები - პსჟ-მ "ატლეტიკო" გაანადგურა
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
[VIDEO] ქართული ძიუდოს ისტორიული დღე - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია!
გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
"ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!" - "ალ ჰილალის" სუპერ შეთავაზება ოსიმენს
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სპალეტიმ პოლიტანოს უგანა - ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს
არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა