კარდიფში უელსთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსანი" ლეგიონერები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ.

ტოპ 14-ის მე-11 ტურში ლელო ორმა ჩვენებურმა გაიტანა – ბექა გიგაშვილმა და დავით ნინიაშვილმა, პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მა კი, გიგაშვილთან და ნინიაშვილთან ერთად, ტურის სიმბოლურ გუნდში ბექა გორგაძეც შეიყვანა.

"ტულონი" "სტად ფრანსეს" პარიზში ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ 0:9 ჩამორჩა. ბექა გიგაშვილმა, რომელიც სტუმართა ძირითადში იყო, რაქიდან აიტაცა ბურთი, მცველს 3 მეტრით უკან დაახევინა და 56-ე წუთზე პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. ის 58-ე წუთზე შეცვალეს, სტუმრებმა კი თამაში 17:12 მოიგეს. "სტად ფრანსეს" ძირითადში იყო გიორგი მელიქიძე, 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 75-ეზე კი შეცვალეს.

"ლიონმა" ლიდერი "ტულუზი" მიიღო და 21:14 დაამარცხა. ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს და ორივემ კარგი თამაში აჩვენა. 47-ე წუთზე ნინიაშვილმა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, 5-მეტრიან წყვეტილთან სიბრტყეზე მიიღო ბურთი, თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა.

"პომ" "ბრივს" უმასპინძლა, სამი უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 22:6 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ და ის გამორჩეული იყო. თამაში ძირითადში დაიწყო და 52-ე წუთზე შეცვალეს გურამ პაპიძე. სტუმართა შორის პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა ვანო კარკაძემ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე ასევე 52-ე წუთზე შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დებიუტში კაცნაკლული დარჩა, "მონპელიემ" დასკვნით მეოთხედში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და "ბეიონი" 35:14 დაამარცხა. სტუმართა ძირითადში იყო და 47 წუთი ითამაშა კოტე მიქაუტაძემ.

ბონუსით, 53:7 დაამარცხა "ლა როშელმა" "კასტრი". გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 51-ე წუთზე გამოჩნდა ალექსანდრე ქუნთელია. სტუმართა შორის 66-ე წუთზე გამოჩნდა ლევან ჩილაჩავა.

"ბორდო" "პერპინიანს" ეწვია და დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ 20:23 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა ლექსო ყაულაშვილი.

"რასინგ 92"-მა "კლერმონი" მიიღო და ბონუსით, 46:12 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 50-ე წუთიდან ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა, ხოლო სტუმართა რიგებში 49-ე წუთზე გამოჩნდა დუდუ ქუბრიაშვილი.

Rugby.ge

რრრ
5 თამაშიანი დისკვალიფიკაცია აქ.
ქომაგი
წარმატებები ჩვენს მებრხოლებს შინ და გარეთ. მაინტერესებს აფრასიძე რა მიზეზით ვერ თამაშობს?
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
კიდევ ორი ქართველი "ბარბაროსი" - გიგაშვილი და ნინიაშვილი
ქართველები ევროთასების ფინალში
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ლეგიონერები - გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს