ცნობილი სარაგბო გამოცემა Planetrugby საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებს გამოეხმაურა და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.

მათი აზრით, "ბორჯღალოსნებმა" გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.

"რა თქმა უნდა, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებს შესანიშნავი შემოდგომის სერია ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უელსის პირველად დამარცხებით ყველა გააკვირვა.

ამგვარად, საქართველომ წელიწადი შთამბეჭდავად, 10 მატჩიდან 7 გამარჯვებით დაასრულა - პორტუგალიას დაუზავდა, არგენტინა XV-სა და სამოასთან კი დამარცხდა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა რაგბი ევროპის მოგება ზედიზედ მეოთხედ შეძლო და ჯამში მე-14 ტიტული მოიპოვა - ამ ტურნირზე ესპანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი და ესპანეთი დაამარცხა.

მიუხედავად არგენტინასთან მარცხისა (24:30), ქართველებმა საკუთარი თავის ირწმუნეს და ერთ კვირაში ბათუმში ისტორია დაწერეს, როდესაც "ექვსი ერის" წევრ იტალიის ნაკრებს 28:19 სძლიეს.

მათი შერკინების ხაზი უელსის წინააღმდეგ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. უნდა აღინიშნოს ნაკრების ახალი წევრების, ნიკა აბულაძისა და ალექსანდრე ქუნთელიას თამაში. თედო აბჟანდაძისა და დავით ნინიაშვილის მოედანზე მოქმედებები კი ცხადყოფს, რომ "ბორჯღალოსნებს" ნებისმიერი დაცვის ხაზის გარღვევა შეუძლიათ" - წერს გამოცემა.

mesxi
ბიჭებო გენაცვალეთ !!! დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს ლევან მაისაშვილის თავკაცობით !!!! მაისაშვილის შემართება თავის გუნდდთან თავის ლომ ბიჭებთან ერთად უდაოთ დიდი წარმატების მოლოდინში გვამყოფებს მთელ ქვეყანას !!! როდესაც აკეთებ იმ საქმეს რაც გიყვარს და რაც გესმის წარმატება გარდაუვალია !!!!! პ.ს. ეგრედწოდებულმა ექსპერტებმა რამე საქმე რომ იპოვოთ არ გინდათ? ან დადეთ კოორდინატებინ დაგასაქმებთ !!!
გიორგი 50
საოცარია, ხშირად უცხოელი ექსპერტები უკეთესად აანალიზებენ .... მართალია, ყველამ, მაგრამ სწორედ, შერკინებაში აბულაძე და კუნთელიას შემოსვლამ გადატეხა უელსი... გენაცვალეთ ლომები...
გიორგი 50
საოცარია, ხშირად უცხოელი ექსპერტები უკეთესად აანალიზებენ .... მართალია, ყველამ, მაგრამ სწორედ, შერკინებაში აბულაძე და კუნთელიას შემოსვლამ გადატეხა უელსი... გენაცვალეთ ლომები...
rigiti
ეს გამარჯვება არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ამის შემდეგ ჩვენი ამბიცია უზომოდ გაიზარდა, ნებისმიერ გუნდთან მოგებაზე ფიქრის უფლება მოვიპოვეთ და ვერც ერთი გუნდი ვეღარ ჩაგვთვლის იოლ ლუკმად! უკვე ტიერ1 კარებზე "დავაბრახუნეთ"!!!!!
ბს
ვაჰ მაგარია რაა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "ხვიჩა კვარაცხელია - მენტალური მონსტრი"
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო
[VIDEO] შოკისმომგვრელი ამბავი ჩეხეთში - ვასკომ ტაისონობა გადაწყვიტა, გაღიზიანებულმა ქომაგებმა სკამებიც კი ისროლეს...
"ამ ვარჯიშს ყოველდღიურად 1 საათი მაინც უნდა დავუთმოთ" - მესის მეუღლის შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა
"არსენალით" იყო შეპყრობილი და ამიტომ გაათავისუფლეს" - ცნობილი ბრიტანული გამოცემა ტომას ფრანკზე წერს
დაიჩმაც ვერაფერი შეცვალა - "ნოტინგემ ფორესტმა" მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი დაითხოვა
"მე ქრისტიანი ადამიანი ვარ... ეს ადგილი მჭირდებოდა იმისთვის, რომ იესოს ხელახლა დავკავშირებოდი" - არაუხომ განმარტა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
[VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში