ბექა საღინაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ხარისხიან თამაშს აჩვენებს და პორტუგალიის დამარცხებით თასს მე-15-ედ შემართავს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი (და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასი) 2000 წლიდან იმართება და მისი ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა აქამდე ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის შედეგად ირკვეოდა. ორგანიზატორებმა ფორმატი წელსაც შეცვალეს, მონაწილე გუნდების რაოდენობა 8-მდე გაზარდეს და ფლეი ოფის სისტემა (ნახევარფინალები და ფინალი) დანერგეს. ტურნირის პირველ ფინალს 19 მარტს ესპანეთის ქალაქი ბადახოსი უმასპინძლებს და მასში საქართველო პორტუგალიას ჩვენი დროით 23 საათზე ეთამაშება. მანამდე, 20:15 საათზე, ესპანეთი და რუმინეთი იქვე მესამე ადგილს გაითამაშებენ.

„ფორმატის ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მიზანი თასის აწევაა, უბრალოდ ეს წინა წლებთან შედარებით განსხვავებულად მოხდება. ვცდილობთ სანახაობრივი და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ და ჩემი აზრით ეს კარგად გამოგვდის. ამ ყველაფრის დაგვირგვინება იქნება ასევე ხარისხიანი თამაშით პორტუგალიასთან გამარჯვება. შარშან მათთან ფრედ ვითამაშეთ და პასუხი გვაქვს გასაცემი. ამისთვის მთელი გუნდი მოტივირებულია და მოუთმენლად ველოდებით ფინალს“ – ამბობს "ბორჯღალოსანთა" 24 წლის მესამეხაზელი ბექა საღინაძე.

შარშან თებერვალში პორტუგალიას თბილისში, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვუმასპინძლეთ. გუნდის წევრთა უმრავლესობა კოვიდ-ვირუსით დაავადდა და შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა. ივლისში პორტუგალიას ქუთაისში, „აია არენაზე“ კიდევ ერთხელ ვეთამაშეთ და 23:14 დავამარცხეთ.აღსანიშნავია, რომ „ლობუშს“ წელსაც ორჯერ ვერკინებით – 19 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში და 23 სექტემბერს ტულუზში, 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე.

„ზაფხულის თამაშზე ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა. პირადად მე მოვიწამლე და ვერ ვითამაშე. ენტერო-ვირუსი შეხვდა კიდევ რამდენიმე მორაგბეს, შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები მოგვიწია და ამან თავისი როლი ითამაშა. გარდა ამისა, 6 დღით ადრე იტალიასთან გამარჯვებამ დიდი ფიზიკური და ემოციური ენერგია წაიღო, თუმცა მეტოქე მაინც უშანსოდ დავამარცხეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მათ არც 19 მარტის შეხვედრაში ექნებათ შანსი. კარგია მსოფლიო თასზეც ერთ ჯგუფში რომ ვართ, რადგან გვექნება შანსი მთელს მსოფლოს დავანახოთ რამდენად ძლიერია საქართველო პორტუგალიაზე. დარწმუნებული ვარ მეტოქე სექტემბრის თამაშს უფრო მომზადებული შეხვდება და საფრანგეთში მათთან კარგი თამაში გვექნება“ – აღნიშნავს საღინაძე და განაგრძობს:

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად გაიმართება ფინალი. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვიგებთ, თუმცა კარგი და სწორი იქნებოდა ფინალი საქართველოში გამართულიყო. გადამწყვეტი თამაშის პორტუგალიის საზღვართან, ესპანეთში დანიშვნა იმის მცდელობაა, რომ სხვა გუნდებს წარმატების მინიმალური შანსი მაინც ჰქონდეთ, თუმცა ყველაფერი მოედანზე წყდება და დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება“.

საღინაძე ასევე დარწმუნებულია, რომ ისევე, როგორც ნიდერლანდებთან ამსტერდამსა და ესპანეთთან ტორელავეგაში გამართულ შეხვედრებში, "ბორჯღალოსნებს" ქართველი ემიგრანტების ქომაგობა ბადახოსშიც არ მოაკლდებათ:

„გულშემატკივრის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია მოედანზე გასული თითოეული მოთამაშისთვის. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რადგან წელს ყველა გასვლით შეხვედრაში უამრავი ქართველი მოდიოდა ჩვენს საგულშემატკივროდ, სადაც ჩავედით ყველგან „პატარა საქართველო“ დაგვხვდა და მათი ხმა მასპინძლებზე უფრო მეტად ისმოდა. ისინი არ იზარებენ, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ და მთელი თამაში გვერდში გვედგნენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელი გუნდის სახელით, მადლობა გადავუხადო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს გულშემატკივარს. ყოველთვის ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ ისინი დადებითი ემოციებით დავმუხტოთ. ისინი ჩვენს გვერდში დგანან, ქომაგობით გვაძლევენ დამატებით მუხტს და მათ ეს მუხტი ჩვენი თამაშითა და თავდადებით ორმაგად უნდა დავუბრუნოთ“.

Rugby.ge

სოსო
ყვეელაფერი ნაღდი თქვა.ალბათ მსაჯები აქაც წაეხმარებიან მეტოქეს,როგორც წინა შეხვედრებში და ეს,ჩვენთვის,აქაც დამატებითი სტიმული იქნება,უკეთ თამაშისათვის.ვფიქრობ ჯარიმების რაოდენობის შემცირებაზე, სერიოზულად იმუშავებენ.დანარჩენი კი,სამუშაო პროცესია და მსოფლიოს თასისათვის მზადება.კარგ,სანახაობრივ თამაშს და დამაჯერებელ გამარჯვებას გისურვებთ!
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
მაისაშვილი: დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა მათ მივულოცო პირველი სანაკრებო კეპი
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
ქართველები ევროთასების ფინალში
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
დავით ნინიაშვილი: ვერც კი წარმოვიდგენდი...
ლეგიონერები - საღინაძის და ნინიაშვილის ქართული აქცენტი
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბექა საღინაძე: იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები - ბათუმში ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?