საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „გრენობლს“ 3:0 მოუგო.

„მეცთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც პირველი ტაიმის დასასრულს მაჯამ დააწინაურა.

დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, რომლებიც თავად შექმნა, მეურვე ტურენს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მერე მაჯამ დუბლი შეასრულა (ეს მისი მე-15 გოლია). ზურიკოს 73-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 65 ქულით ლიდერი „ჰავრია", მეორე ადგილზე 59 ქულით „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 58 ქულით - გიორგი მიქაუტაძის „მეცი“.

„ბორდო“ შემდეგ მატჩს 29 აპრილს, გასვლაზე „ვალანსიენთან“ ჩაატარებს.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“

ბორდო - გრენობლი 3:0

გოლები: 1:0 მაჯა (42), 2:0 დავითაშვილი (57), 3:0 მაჯა (64)

nika
კი, უაზრო და უადგილოა ფეხბურთელის დამცირების მცდელობა, როცა მაგ მეორე ლიგაშიც წლები არავინ გყოლია. ნორვეგიას არ ჰყავს მეორე ლიგის ფეხბურთელები? მაკედონიას მესამესიც ჰყავდა და კი გავიდა ევროზე. „კრიტიკა ყოველთვის საჭიროა“ და ეგეთი დაზეპირებული ფრაზების გამოა ყელამდე რომ ვართ, სადაც ვართ. ყოველთვის საჭიროა აზროვნება, გარემოებების სამართლიანი შეფასება და იმის მიხედვით განსაზღვრა, წამოაყრანტალო რამე თუ არა. ჭკუის კოლოფად თავის წარმოჩენა სხვისი დამცირებით არასდროსაა საჭირო.
nikas
უაზრო კრიტიკაო? მეორე ლიგის სათადარიგოობით რომ არაფერი არ გამოვა უაზრო ნათქვამია? თუ რაც შენ დაწერე ის არის რაღაც თითიდან გამოწოვილი დემაგოგია?! ამავდორულად კრიტიკა ყოველთვის უნდა იყოს ფეხბურთელების მიუხედავად იმისა თუ სად ითამაშებენ. რაც საჭირო იყო გიპასუხე შენ დემაგოგიაზე გამგები გაიგებდა.
nika
გიორგას ადვოკატს: რა ვიცი და ძალიან კარგად ვიცი, ეგრე რომ ჭიკჭიკებენ და სხვის ნამუშევარს არად აგდებენ, თვითონ არაფრის გამკეთებლები არიან. ადამიანმა შრომის ფასი რომ იცის, „მეორე ლიგაშიც არ ათამაშებენ“ და „ესეთების იმედი რომ აქვთო“ არ დაწერდა ბიჭზე, რომელმაც უპასუხისმგებლო კორუმპირებული ღიპიანებით გატენილი ქვეყნიდან საფრანგეთში გააღწია. 100 მილიონიან ერებს არ ჰყავთ ხოლმე კარგი ფეხბურთელები და 3 მილიონიანს თურმე საფრანგეთის ლიგას ვუწუნებთ. 90-იანებში საბჭოთა დროიდან გაზრდილები გვყავდა მერე, თორემ 90-იანებში გაზრდილები გამოჩნდა რაც იყვნენ 2000-2010 წლებში. კი, ნაგვის არდაყრა, ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური და გააზრებული კრიტიკაა წინაპირობა, რომ ერმა წარმატებას მიაღწიოს ნებისმიერ დარგში, მათ შორის ფეხბურთშიც. კრიტიკა ვალდებულებაა კი არაა, უფლებაა და თუ იყენებ უფლებას, მოჰყვება პასუხისმგებლობაც. დაწერ უაზრო კრიტიკას, მიიღებ შეფასებას, რომ უაზრობას წერ.
ვაჟა მასწავლებელი
საქართველოსთვის საინტერესო "ქართული" ფინიში აქვს საფრანგეთის ლიგა 2 ჩემპიონატს: - ვინ აჯობებს ჟორჟის მეცი თუ ზურიკოს ბორდო? ისე დარჩენილი თამაშების წინასწარი სავარაუდო შეფასებით მეცი აჯობებს ბორდოს. ზურიკომაც და ჟორჟიკამაც ბოლო ტურის თამაშები დიდებულად ჩაატარეს. ორივე ქართველს წარმატებები, მაგრამ სამწუხაროდ ფრანგულ 1 ლიგაში მხოლოდ ერთი გადავა.
nikas
ხოდა ამ კაცმა მაგი თქვა ასეთი გუნდის სათადარიგოა და რას უნდა ველოდეთო. ამიტომ ნუ ითხოვთ ბევრს ზოგ-ზოგიერთებიო. მეორე ერთი შენ რა იცი ვინ რას აკეთებს?! რა უნდა გააკეთოს შენ რომ რაღაცაში ჩუთვალო რაღაც გამოგონება უნდა შექმნას? დარწმუნებული ვარ საერთაშორისო დონეზე არ წარმოადგენს კომენტარის ავტორი საქართველოს და ვინც წარმოადგენს იმაზე დაწერა რომ ასეთებით შორს ვერ წავალთო. ქვეყნის ჩემპიონატი დაბალი დონისაა ნამდვილად მაგრამ ეს არ არის ხალხის ბრალი. და ისე არ არის შენ რომ ამბობ თურმე დაახლოებით ასე ნაგავს რომ არ დავყრით ქუჩაში მაშინ გვეშველებაო აი მაშინ გახდება ფეხბურთელები თურმე მაგარი. ფეხბურთელზეა აქ საუბარი იმიტომ რომ ფეხბურთელებს სხვებთან შედარებით თუნდაც საქართველოში მეტი საშუალება აქვთ გახდნენ წარმატებულები სავარჯიშო პირობები არის და მთლად ისე არ არის შენ რომ აღწერე. ბავშვობაში ფეხშიშველა მოთამაშე აფრიკელებს შეხედე მერე როგორები ხდებიან. 90-იანებში როგორი ფეხბურთელები გვყავდა.ხალხის ბრალი არ არის დავითაშვილი მაგალითად რომ მანჩესტერში ძირითადში არ თამაშობს ეს იმის ბრალია რომ არ არის მაგ დონის. მას ევროპული პირობები შეიძლება არა მაგრამ კარგი პირობები ნამდვილად ჰქონდა. ასევე ვინმე ფეხბურთელს თუ გააკრიტიკებს გულშემატკივარი არ ნიშნავს რომ ეს გულშემატკივარი რაღაც დიადი პიროვნება იყოს და მხოლოდ ასეთ ხალხს ქონდეს სპორტსმენების კრიტიკის უფლება. ცნობადი და განსაკუთრებით სპორტსმენების რომელებიც წარმოადგენენ ქვეყანას კრიტიკის უფლება აქვს ყველას მათ შორის იმასაც ვისაც თუნდაც 300 ლარი აქვს ხელფასი და ისე არ არის რატო გაბედე კრიტიკა ერთი შენ ვინ ხარ წადი აბა ბარსელონაში ითამაშე ან ჰარვარდში ლექციები წაიკითხე ჯერო.
nika
და ქვეყანას უნდა ჰქონდეს შენნაირების იმედი, იმაზე იფიქრე ჯერ. მომინდომა აქ პრემიერ ლიგაში ფეხბურთელები ჩაბანძებული სახელმწიფოდან. კვარა, ჩაკვე, ზურიკო და ეგეთები საკუთარ თავს ახტებიან, თორემ ჩვენნაირი უპასუხისმგებლო ხალხით სავსე ქვეყანა მსგავს ფეხბურთელებსაც ვერ უნდა უშვებდეს, ჩემპიონატი არ გვივარგა, სავარჯიშო პირობები აქ არაა, ფსიქოლოგები ჩვენ არ გვყავს, საკვები აქ არ კონტროლდება, ჰაერი გვწამალავს და საერთოდ რომ იზრდება სპორტსმენი, მადლობა უნდა თქვა.
ჯელა
ეს ჰავრი საიდან გამოეკვეტა)))
გიორგი IV
მეორე ლიგის დონეზე სასტავშ. ვერ ხვდება ან თუ მოხვდა მალევე ცვლიან!ნაკრებს ესეთების იმედი როაქ იმიტომ დაგვახმა ნორვეგიამ ბურთი თავზე!მამამისი აბრეზა ჯობდა ამას!))
Levani
მარტო გოლის ასე აღნიშვნისთვის უნდა ათამაშო,ეს ქარიზმაა ბიძია და ვიღაც მორცხვი ფეხბურთელი ამას ვერ ისწავლის. ზედმეტად მორიდებული კაცს როგორც ცხოვრებაში უჭირს თავის გატანა ისევეა ფეხბურთშიც.ახლა თუ ბევრად ჯობიხარ სხვებს მესისავით მაშინ თავმდაბალი კაცი ხარ და ღირსებად ითვლება,სხვანაირად კიდე უბრალოდ მორცხვი ხარ და ქარიზმა გაკლია. კაია ზურიკო,მასე გააგრძელე.
კემალფაშა
შენ გაიხარე ზურიკო ყოჩაღ!ხვიჩა ჟორჟიკა ზურიკო უმაგრესი სამეული შეტევაში!
თენგაბი
ე ბიჭო, მასე ზურიკო, ყოჩაღ, რაც მეტს გაგვახარებ შენთვისაც უკეთესია და ნაკრებისათვისაც. წარმატებები!!!
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
"დავითაშვილს და სტასენს "სენტ-ეტიენის" დატოვება უნდათ - სიტუაცია იძაბება" - ფრანგული მედია
დავითაშვილის გუნდი ოთხტაიმიან მატჩში 3:5 დამარცხდა
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა - "ბორდო" "გრენობლთან" დამარცხდა
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
დავითაშვილის დამატება სერია A-ს კლუბს შესთავაზეს
მიქაუტაძე ბრდღვნის ყველაფერს - საგოლე პასი გააკეთა და მეტოქე კაცნაკლული დატოვა [VIDEO]
დავითაშვილის მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენეს - "ბორდომ" ერთ-ერთ ლიდერს სძლია
დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა - ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს
მე-4 დივიზიონში დაქვეითებულმა "ბორდომ" ენდი ქეროლი დაიმატა
"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
დავითაშვილით "პანათინაიკოსი" დაინტერესდა
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
სენტ-ეტიენი
ზურიკო მომავალ სეზონში კვლავ "სენტ ეტიენში" იქნება? - რას წერს Peuple Vert დავითაშვილის შესახებ
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს