ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, სასტარტოში ლომინაძის ნაცვლად გაგნიძე დააყენა. მეტოქე დებიუტში უკეთ გამოიყურებოდა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ტურგემანმა ვერ გაიტანა. ამას გარდა, ოთხჯერ შორიდან უშედეგოდ სცადეს კარის დალაშქვრა. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდათ. სტუმრებმა კი კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, როდესაც გლუხის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, გამოსვლაზე მეკარე პერეცის შეცდომის შემდეგ მექვაბიშვილმა კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ისრაელს ისევ მიეცა შანსი - ერთი ერთზე გასულ ტურგემანს მამარდაშვილმა არ დაანება გატანა, მერე კი ბურთი ძელს მოხვდა. აქედან მოყოლებული უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, წიტაიშვილის სწრაფმა დრიბლინგმა შედეგი არ გამოიღო. სტუმრებმა სახიფათო კონტრიერიშებით გვიპასუხეს და კიდევ ორჯერ გადაგვარჩინა მეკარემ. თამაში უკვე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ვიზავი ჩვენს გუნდს წნეხის ქვეშ ჰყავდა, თუმცა რეალური მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. კარგად შევიდა შცვლაზე მოისწრაფიშვილი, რომლის ჩაწოდებული ბურთი გაგუამ კარს ააცილა, ბოლოს გაგუას მიერ ზედ საჯარიმოს ხაზთან მოპოვებული საჯარიმოდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, ძირითად დროში გოლი არ გავიდა და ექსტრა-ტაიმები დაინიშნა.

თამაშის სურათი ექსტრა ტაიმებშიც არ შეიცვალა, სვანაძის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე გაგუამ მეურვეს დაასწრო, მაგრამ კარში ვერ გადაგზავნა. მეორე დამატებულ ტაიმში საქართველოს ნაკრები შტურმზე გადავიდა, სტუმრებმა თავდაცვა შეძლეს, პენალტების სერიაში კი 4:2 იმარჯვეს.

თბილისი. „დინამო არენა“. 44 338 მაყურებელი

საქართველო - ისრაელი 0:0 (პენ 2:4)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი (ხვადაგიანი 46), საზონოვი, გაგნიძე (გულიაშვილი 97), მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი (მოისწრაფიშვილი 70), აზაროვი, გაგუა

Დათო
გაიხარეთ, დიდებული ნააზრევის!
ზურა
აქ ზოგიერთები კომენტარებში ცდილობენ გამართლება მოუნახონ კვარაცხელიას და მიქაუტაძის გადაწყვეტილებას ზოგიერთები ამტყუნებენ შეიძლება მე ფეხბურთის დიდი პროფესიონალი მცოდნე არ ვიყო მაგრამ ქართველი ვარ და პირველ რიგში საქართველოს ნაკრებისა და ქართველის წარმატება მიხარია მაშინ თუ ის საქართველოს საკეთილდღეოდ ირჯება ბევრი ქართველი გულშემატკივრობდა ნაპოლის იმიტომ რომ იქ კვარაცხელია თამაშობს და კარგად თამაშობს მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი ის არის რომ საქართველოს კარგი ფეხბურთელი ეზრდება რომელმაც დღეს იქნება თუ მომავალში საქართველოს სახელი და ავტორიტეტი უნდა დაიცვას წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს როგორ ითამაშებს ნაპოლიში კვარა და ჩემპიონი გახდება თუ არა საქართველოს ქონდა შანსი რომ რაღაც მნიშვნელოვანისთვის მიეღწია თუნდაც ახალგაზრდებში აბა წარმოიდგინეთ ისრაელთან კვარა და მიქაუტაძე რო გვყოლოდა რა მოხდებოდა? ამიტომ ვერ გავამართლებ ვერც კვარას და ვერც მიქაუტაძეს და ვიტყვი რომ ალბათ თითონაც ნანობენ თავიანთ საქციელს
Martali
ძირითადი რომ დამთავრდა მიხაროდა ამდენი შეცვლა შეინახა და ამდენი დასვენებული ფეხბურთელი შემოვათქო. და არ მახსენდება ასეთ დამღლელ ტურნირზე 120 წუთი ათამაშო გუნდი და 3 ცვლილება დაგრჩეს ბოლო ათი წუთი სარბენად მაინც შემოყავთ. ვინმეს თუ ახსენდება ისტორიაში მწვთნელის ასეთი სვლა მეც გამახსენეთ ეგეთი თამაში. ბიჭებს კი მადლობა კიდევ ერთხელ და ათასჯერ.
Fratelini
მადლობა ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს და დასაფასებელია. ისტორია დაწერეს და ვიამაყოთ ამით. აშკარაა მეტი შეგვეძლო და მაგიტომაცაა ასეთი გულის ტკივილი. მე ვფიქრობ ცოტა შემტევი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და გაგვერისკა ამდენი მაყურებლის თვალწინ. კი ყველას გული გვწყდება კარში ვერ მოარტყეს ბურთი მაგრამ წარმოიდგინეთ ბოლოს გაგუას მომენტი გოლად რომ ექცია რამხელა სიხარული იქნებოდა. რაც შეეხება კვარაცხელიას ენა როგორ გიბრუნდებათ ბიჭზე რაც ამხელა სიხარული გვაჩუქა ამ სეზონზე, აღარ ჩამოვთვლი მის მიღწეულ წარმატებებზე. პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას და ვუქომაგოთ ბოლომდე. მე მაინც მგონია ბოტები და ფეხბურთის უცოდინარი ხალხი აკრიტიკებს ჩვენი ფეხბურთის მარგალიტს
ჩელენგერი
სამწუხაროდ გადამწყვეტ თამაშებს ვერ ვიგებთ. მენტალური პრობლემა გვაქვს.
სიმართლე უნდა ითქვას
მართლა ძალიან მაინტერესებს, იმ ოთხი ადამიანის აზრი, ვინც არ დამეთანხმა. გულწრფელად მოვისმენდი ფაქტებით გამყარებულ აზრს. იქნებ და მე ვცდები. რაიმე ტყუილი დავწერე? არ ითამაშა მესიმ ახალგაზრდულში როდესაც ოქროს ბურთის მფლობელი იყო? ან კრიშტიანუ არ თამაშობდა როდესაც უკვე წარმატებული ფეხბურთელი იყო? თუ სამშობლოსთვის რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო ეგაა ჩემი შეცდომა?
soso
სულ ამას ვამბობდი რომ შეუძლებელია საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი შეხვედრა მოიგოს, პიარით,კომენტატორების ბაქი-ბუქით და ემოციურ ფონზე რაღაც გამონათებერბი იქნება,მაგრამ გადამწყვეტი,აუცილებლად მოსაგები თამაშის მოგება გამორიცხულია.აი!!! გაგუა,ზურიკო და წიტა, მაგრები როგორ არიან ამიხსენით ,ან სხვა შემტევები 120 წუთის მანძილზე სტატისტიკურად კარში დარტყმა 0 რომ გექნება, რა ისრაელის ნაკრების გაძლებაზეა საუბარი. კიდევ, მამარდამ ბევრჯერ გაადაგვარჩინა,მაგრამ ამხელა ამბიციის მქონენე მეკარემ ერთი პერალტი მაინც უნდა მოიგერიოს-ეს საყვედურის გარეშე რა თქმა უნდა....სამწუხაროა,მაგრამ სულ ეს ვართ ფეხბურთში, შესარჩევში დიდი ალბათობით ტრადიციულ ბოლოდან მეორე ადგილზე გავალთ - ეხლა საკლუბო დონეზეც ჩავფლავდებით და მომავლის იმედის მორიგ წრეზე წავალთ.....სულ ბოლოს-კვარამ და მიქაუტაძემ დაახვიონ ერთად თავისი იტალიური-ფრანგული ტიტულები და......... ის იმედგაცრუებული სახეები რომ ენახათ გუშინ ქართველებისა, მაინტერესებს გაუძლებდა თუ არა ხვიჩას შუბლის ძარღვი-ალბად კი...
დავითი 1121
ანუ ხალხს ვუყურებ კომენტარებში (დიდი ალბათობით ეს ხალხი 30დან-50 წლამდე ხალხი იქნება მათი ტერმინებიდან გამომდიანარე)და ერთ ამბავში არიან იმის გამო რომ კვარამ და მიაქმ უარის თქვეს ნაკრებში თამაშიზე რაღაც მიზეზების გამო სწორედ ასეთი ვაი პატრიოტების გამო არის ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში.ის კი არა და რომ დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება კვარას ნაკრებიდან წასვლაზე როჟებმა მონაო და აგენტი მიწოდეს პრინციპში არ ჯობია მარტივად მომაკრა იარლიყი ვიდრე გაანალიზო ჩემო კომემტარი და აზრი გამოიტანო.აბა ახლა მიდით დისლაიქები მოაყარეთ ბლომას პოსტზე და რაც მთავარია მოღალატე აგენტი პუტინი და რუსეთუმეს დაძახება არ გადავიწყდეთ თქვენთვის ხომ ყველა ეგეთია თუ თქვენს მსოფლმხედველობაა არ ეთანხმება
აუფ
სერიოზული პრობლემა გაქვს ძმა.
ოცნების მოყვარული
ძალიან გული მწყდება რო ვერ გავედით ოლიმპიადაზე, არადა რა შანსი გვქონდა..სამაგიეროთ ისლანდიამ ააცილა ბოლო ტყორცნა და აგვისტოს ველოდებით!!
mamuka
ისე ამტკიცებთ კვარა დაღლილიაო, თითქოს კვარა იყოთ. დაღლილი იქნება აბა, მოცლილი და დაუღლელი ვინაა? ჩემპიონატი 21-იანებისაა თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს? უნდა მიეჩვიოთ, რომ ყველა ჩემპიონატი კრიტიკულია და სისულელეა ის, რომ ვიღაცა არ ანიჭებს ყურადღებას 21-მდელთა თამაშებს. გამოდის რომ ტყუილად ირჯებიან ეს ბიჭები? ნუ წერთ ათას სისულელეს. ბრძოლას უნდა მიაჩვიოთ თავიდანვე და ყველა ასაკობრივი გუნდები უნდა ისევე წავახალისოთ, როგორც დიდები. დიახ, ისე უნდა უგულშემატკივრო 21-იანებს, როგორც დიდებს და ჩემი აზრით მეტადაც, რადგან ამჯერად 21-იანებში უფრო მეტი შანსი იყო გამარჯვებისთვის. ვინმეს გაქვთ ილუზია, რომ დიდების ნაკრები რაიმე გარღვევას გააკეთებს ამ მოცემულობით? კარგით რა? შოტლანდიასთნ თამაში თამაში იყო??? :) ახლა აქ მეტი პოტენციალია 21-იანებში და აქ უნდა გაგვეჯაზებინა. დაღლა და მიზეზები არ გვინდა. გუნდს სჭირდები და სერიოზული შანსი გეჩითება, უნდა ითამაშო, რაც შეგიძლია. ძალიან ცუდად გამოუვიდათ კვარას და ჟორჟს. ჩემს ირგვლივ უამრავ ადამიანში ძალიან ცუდი განწყობაა მათადმი და ვფიქრობ, ეს საზოგადოებაშიც ასეა სამწუხაროდ. არა მგონია, მათი დასვენება ეროვნულ გუნდებს რამეში წაადგეს წარმატების კუთხით, ნაპოლის კი წაადგება ალბათ, მაგრამ ქართულ ფეხბურთს რა ხეირი? :(
Mr.kostaia
პენალტების გამაზვა ასეთ გადამწყვეტ მომენტში, არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელი ხარ.არ ჩამოვთვლი რამდენ დიდ ფეხბურთელმა ვერ შეძლო გატანა პენალტების სერიაში,ყველამ იცის.ამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს საქართველოსთვის და მათი გაკიცხვა არა მართებულია. მადლობა მათ თავდადებისთვის. ყველამ მის გულში ჩაიხედოს, თუ ვისი "დამსახურებაა" ჩვენი ნაკრების მარცხი. ღმერთმა დაგვიფაროს ვინმეს მოღალატეობა დავწამოთ, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი ღირსია იცოდეს ყველაფერი და მიიღოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო ნათქვამი რომ ხვიჩა და ჟორჟი იქნებოდნენ განაცხადში და თუ რატომ მოხდა შემდგომ ის რაც მოხდა. ქართველები ემოციურები ვართ,მაგრამ მალევე გადაგვივლის ხოლმე წყენაც. ღმერთმა ხელი მოუმართოს ხვიჩასაც და ჟორჟსაც.წარმატებები საქართველოს
Mr.kostaia
პენალტების გამაზვა ასეთ გადამწყვეტ მომენტში, არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელი ხარ.არ ჩამოვთვლი რამდენ დიდ ფეხბურთელმა ვერ შეძლო გატანა პენალტების სერიაში,ყველამ იცის.ამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს საქართველოსთვის და მათი გაკიცხვა არა მართებულია. მადლობა მათ თავდადებისთვის. ყველამ მის გულში ჩაიხედოს, თუ ვისი "დამსახურებაა" ჩვენი ნაკრების მარცხი. ღმერთმა დაგვიფაროს ვინმეს მოღალატეობა დავწამოთ, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი ღირსია იცოდეს ყველაფერი და მიიღოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო ნათქვამი რომ ხვიჩა და ჟორჟი იქნებოდნენ განაცხადში და თუ რატომ მოხდა შემდგომ ის რაც მოხდა. ქართველები ემოციურები ვართ,მაგრამ მალევე გადაგვივლის ხოლმე წყენაც. ღმერთმა ხელი მოუმართოს ხვიჩასაც და ჟორჟსაც.წარმატებები საქართველოს
SOS!!!
პენალტის დარტყმა როგორ არ უნდა შეგეძლოთ არ მესმის! სადაა თქვენი პროფესიონალიზმი, მეტი უნდა მოსთხოვოთ საკუთარ თავს თუ გინდათ რომ გამარჯვებას მიაღწიოთ! შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა არის დიდი გამარჯვებების აუცილებელი პირობა, მაგრამ არა საკმარისი! გული არ გაიტეხოთ, გისურვებთ რომ გამარჯვებებით გაგეხარებინოთ ქართველი ერი !
აბდულა
კომენტარების წერას რა აზრი აქვს ახლა როცა ურემი გადაბრუნდა და გზა გამოჩნდა. მიქაურაძეს და კვარაცხელიას ბოლო დამატებულ წუთში ეთამაშათ მოვიგებდით.და კიდო კარგად თამაშსს იმას უძახით კარში ბურთი არ დაგვირტყია 120 წუთის განმავლობაში.
გივი
მოკლედ, ესეიგი, ყველა წერს იმ ორ ტიპზე, ვისაც საერთოდ არ უთამაშიათ ამ ტურნირზე და თურმე მათი ბრალი ყოფილა რომ წავაგეთ...
მირზა
ჯერ არაფერი დასრულებულა, უკრაინას უნდა მოვუგოთ და ოლიმპიადაზე გავიდეთ.
გ.შ.
დღევანდელი ფეხბურთი სამწუხაროდ ძაალიან შორსაა ჩვენ რომ გვინდა იმისგან(ზოგადად სპორტი) ,ესაა რეალობა, მსოფლიო წესრიგი, "ძლიერნი ამა სოფლისა" როგორც გადაწყვეტენ ეგრე იქნება, ფულს ეგენი ოხდიან და მუსიკასაც ეგენი უკვეთავენ, ამ ყველაფერს შეეწირა მარადონა, კრივში ტაისონი და ა.შ. , დინების საწინაამღდეგოდ ცურვას, სამაგალითოდ დასაჯეს და ვინც დაყვა კიდევ სამაგალითოდაც დაასაჩუქრეს , მაგალითად მესი... და ა.შ. ძალიან ბევრი ... საფრანგეთმა გააკეთა მსოფლიო ჩემპ. ფინალში რა სცენარიც მიაწოდეს ის და ჩვენ , ჩვენი გაქანებით ვის დავეკარგეთ, ესაა რეალობა სამწუხაროდ... დავტკბეთ სანახაობით სადამდეც მოგვცემენ ამ სანახაობას ...
გურულო
მადლობა ბიჭებო.თავი არ ჩაღუნოთ,ამაყად იარეთ.მაგარი ბიჭები ხართ,ბოლომდე იბრძოლეთ და თავი დადეთ.გაიხარეთ,წარმატებები,ღმერთი თქვენთან.ყველაფერი წინ გაქვთ.ვამაყობთ თქვენით.
ბადრი ჯაფარიძე
თითქმის ყველა ფეხბურთელმა დააფიქსირა თავისი აზრი სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინდელ ამბავთან დაკავშირებით. ზურიკო, გოჩო, აზარა, მამარდა, ძველი მგლები - კაშო, კანკავა და სხვები - იქეთ გვამხნევებენ. ყიჩაღ ბიჭებო, ამისთვისაც დიდი მადლობა. P.S. კვარაცხელიას სიტყვაც არ დაუძრავს….
კოტე
საღოლ კობა, ჩაგეთვალა ;)
თენგაბი
პირველ რიგში, მადლობას მოვახსენებ სოსოს (ბატონი სოსო მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ ვიცი ეს სახელია თუ პირობითი მეტსახელი). მე ვეცნობი ამ სახელით გამოქვეყნებულ პოსტებს და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოაზროვნე და კომპეტენტური პიროვნება წერს. არ ვაპირებდი გამოხმაურებაზე კომენტარს, მაგრამ საინტერესო საკითხებზე იყო იქ მსჯელობა და ვფიქრობ რაღაც სასარგებლოს დამატება შეიძლება. სად დავწერე კატასტროფა ხდება-თქო? პირიქით, ამ ჩემპიონატმა აჩვენა ჩვენი გუნდის თავდადებული თამაში, რაც ბოლო ხანს ასე გვაკლდა და მადლიერმა გულშემატკივრებმა გულმხურვალე ქომაგობით და სიყვარულით გადაუხადა. მართალია, ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთ წელიწადში არ იზრდება, მაგრამ ჩვენი საფეხბურთო ისტორია რამდენიმე წლით ხომ არ განისაზღვრება? ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველო დიდი საფეხბურთო და სპორტული ტრადიციების ქვეყანაა? ჩავარდნის პერიოდი გვქონდა, ყამირიდან კი არ ვიწყებთ? ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის თასების თასი აქვს მოგებული, ლივერპულისთვის, ინტერისთვის, ნაპოლისთვის და ბევრი ცნობილი გუნდებისთვის აქვთ მოგებული. კალათბურთში ჩემპიონთა თასი გვაქვს მოგებული ფინალში რეალთან. ვიმეორებთ, ჩავარდნის პერიოდი გვქონდა, მაგრამ სპორტი და ფეხბურთი კი არ მომკვდარა და ის ყოველთვის იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ საუკუნეები არ ჭირდება რაიმეს გახსენებას და აღორძინებას. თუ ეკონომიკურ პირობებზე გაქვთ საუბარი, მაშინ ისიც გავიხსენოთ, რომ დანგრეული გერმანია ომიდან ცხრა წელიწადში გახდა მსოფლიო ჩემპიონი და 15 წელიწადში ნაატომარ იაპონიასთან ერთად მსოფლიოს ეკონომიკურ ლიდერებად იქცნენ. თქვენი მსჯელობა რაღაცათი ნაც-ქოცურ რიტორიკას მაგონებს, თითქოს საქართველოს ისტორია 2003 წელს ან 2012 წელს დაიწყო. რაგბზე მეც გეთანხმებით. რამდენიმე თვის წინ ვრცელი პოსტი მქონდა თუ რა როლი ითამაშა ბანკმა ქართუმ ქართული რაგბის აღორძინებაში და ჩვენ რომ ამ დონეზე ვართ მთლიანად ამ ორგანიზაციის მესვეურების დამსახურებაა. კარგს არავის ვუკარგავთ, მაგრამ თუ წინა ხელისუფლებამ უარი თქვა ფეხბურთის დახმარებაზე, 2012 წლის მერე ვინ დაგვიშალა? 11 წელი გავიდა, მიშას „სანატრელი, საოცნებოდა და სინგაპურიზაციის“ ეპოქის დასრულებიდან. ზემოთ რა მოგახსენეთ, ომისგან დანგრეული და განადგურებული გერმანია 9 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო კიდევ უფრო ნაკლებ წლებში მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ლიდერი. არ ჭირდება ქვეყნის ეკონომიკის და ტრადიციების განახლება-აღდგენას საუკუნეები. კარგად ნაკეთები საქმე თვითონ არის საუკეთესო რეკლამა და მავანთა ვერავითარი გნიასი მას ვერაფერს დააკლებს. ხელისუფლებამ საქმე უნდა აკეთოს, ოპოზიციამ აკრიტიკოს, ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს, ხოლო იქ სადაც პოზიცია ოპოზიციას ტლიკინში აყვება, საქმე გვერდზე რჩება. არც გერმანია-იტალიასთან თქვენი შედარებაა მთლად საუკეთესო. ახლა რომ ვთქვათ იმათ უკეთესი პირობები აქვთ და ძიუდოისტებს პოზიციების დათმობა ვაპატიოთ, ან ლაშა ტალახაძემ გერმანელს ვერ უნდა მოუგოსო და ა.შ. ბოლო-ბოლო ეკონომიკურად არც ხორვატია არის გერმანია-იტალიის დონის, მაგრამ ... მართალია ბევრ ასპექტში გვიჭირდა, ეკონომიკურადაც, რაოდენობრივადაც და ა.შ. მაგრამ გონიერების ხარჯზე დიდგორი, ხრესილი, ბასიანი და უამრავი უთანასწორო ბრძოლა მოგვიგია, დიდი სტრატეგები და ტაქტიკოსები, დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე, ერეკლე მე-2, სოლომონი, გიორგი ბრწყინვალე და ა.შ. გვყავდა სათავეში. იმ წერილში იმაზეა საუბარი, გონიერებით ნურავის დავეჩაგვრინებით-თქო და არა ნაცარქექიობის გაპრავებაზე. ჩვენ მანამ ვერ გაგვანადგურებენ და უფრო ადრე დავდგებით ფეხზე, სანამ გვექნება წინსვლის სურვილი, სწრაფვა და ღირსება. წარმატებებს გისურვებთ.
სოსო
მრ.კოსტაია,მესამე საგზურისათვის,ორი საუკეთესო მეოთხედფინალისტი იბრძოლებს და უკრაინას შევხვდებით,თუ საფრანგეთი და ინგლისი,ნახევარფინალში გავლენ.ასეა დებულებით. სოსოს-ს.აბა რა გითხრა?მე თუ რაიმეს ვამბობ,ვცდილობ არგუმენტებით განვამტკიცო,ჩემი დებულება.შენ კი,გადმოაფურთხებ,რაღაცა სისულელეს და არც ფიქრობ,რას კადრულობ!ჩაჰყევი ამ საიტს,ნახე ჩემო პოსტები და თუ სადმე მაინც ნახავ ჩემნი მხრიდან,ნაცების და მით უფრო მიხოს მომხრეობას,ყველასთან ბოდიშს მოვიხდი,მაგრამ თუ ჩემს პოსტებში,მათ კრიტიკას ნახავ,თანაც არგუმენტირებულს,მაშინ შენ მომიხადე ბოდიში.თუმცა მეტი არა ჩემი მტერი,შენისთანებმა,ღვარძლის ნთხევისათვის ვინმეს მოუბოდიშონ!მაინც მგონია,შენ,თვითონ უნდა იყო ნაცების ბოტი და ჩემი ნერვების მოშლას და წყობილებიდან გამოყვანას ცდილობ.სხვა შემთხვევაში,ნორმალურად მოაზროვნე,ჩემი პოსტებიდან ასეთ დასკვნას ვერ გამოიტანდა.ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი.
ოთარი
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისათვის. სული და გული ჩადეს ბოლომდე და ამის გამო უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. რათქმა უნდა იყო შეცდომები და იმედია სპეციალისტები განიხილავენ ყველა ნიუანს. მე კი როგორც რიგითი გულშემატკივარი, მხოლოდ ერთ რამე ვიკითხავ, მიუხედავად მამარდას დიდი პატივისცემისა, სათადარიგო სკამზე გვყავდა ორი მეკარე, რომლებიც პენალტების მოგერიებითაც გამოირჩევიან და ბოლო წუთზე მაინც უნდა შეგვეცვალა. კუტალაძემ სამი პენალტი აუღო თასზე ბათუმს, არც ყალიჩავაა ნაკლები. დიდი სიყვარული და პატივისცემა მამარდას, მაგრამ მისი მოგერიებული პენალტი მე არ მახსენდება. ისე როგორ არ მინდოდა ისრალთან შეხვედრა და ჩეხები და გერმანელები მერჩია. დარწმუნებული ვარ გერმანელებთან უკეთაც ვითამაშებდით და სასაცილოა, მაგრამ წაგების შემთხვევაშიც კი ასე არ დამწყდებოდა გული. იბრძოლეთ და იშრომეთ ბიჭებო და წარმატებებიც აუცილებლად მოვა ყველაფერ კარგს გისურვებთ
სოსო
პირველ მეორე პუნქტში ნაღდი ხარ!მესამე პუნქტში რასაც წერ,მაგის წამალი,კარგი გამთამაშებელია,რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს.მეოთხე პუნტი კი,რა გითხრა?ადამიანები,4 ტიპის ტემპერამენტით ხასიათდებიან.ეს რა თქმა უნდა ძირითადი ტიპებია,და ყოველი ადამიანი,მიახლოებით მაინც აქედან რომელიმეში ჯდება.სვანაძე,უფრო თავშეკავებული ტიპია,რომელიც გარეგნულად არ გამოხატავს გრძნობებს,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ გრძნობები არ აქვს და არ განიცდის.ნოდარ ახალკაცი რომ გენახა,ამას სტადიონზე რა უნდაო,იტყოდი,მაგრამ როგორი მწვრთნელი იყო,კარგად გეცოდინება.
nika
ეჰ კვარა, კარიერაში ბევრ ტიტულებს მოიპოვებ, მაგრამ ევროპის ჩემპიონობის შანსი აწი არასდროს არ გექნება.
სოსო
ზურა,თვითონაც ხომ კარგად იცი,რომ საქართველოში,საყრდენი და გამთამაშებელი,შემქმნელი ნახევარმცველები გვიჭირს?არ გვყავდა ისეთი კაცი,ვინც მწვავე პასებს დაარიგებდა და რა ვქნათ?საყრდენები,ახლანდელ პირველი ნაკრების საყრდენებზე უკეთესები კი არიან,პერსპექტივაში,მაგრამ კიდევ უკეთესები გვჭირდება,სწრაფებიც რომ იქნებიან,ბევრსაც ირბენენ,იბრძოლებენ და პასებსაც გააკეთებენ,წინ.გუშინ,ნახევარდაცვის მიერ მიღებული ბურთი,პირველ რიგში უკან ბრუნდებოდა და უკვე დალაგებულ ებრაელთა დაცვის წინააღმდეგ ვიწყებდით შეტევას.ეს რა თქმა უნდა ძნელია.გვეყოლება ძლიერი გამთამაშებელი და თამაშიც გაცილებით სწრაფი გახდება,მით უფრო შეტევა.სისწრაფესთან ერთად კი,სახიფათოც გახდება და შედეგიანი თამაშის პირობებში,ფეხბურთელიც ნაკლებად რომ იღლება,თუნდაც ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარე,მგონი არც შენ გესწავლება.რაც გვყავს,ჯერ ამით უნდა გავიდეთ იოლას და როცა უკეთესები გამოჩნდებიან,მაშინ ნაკრებიც უკეთესი გახდება.ამ ბიჭებს სრული მხარდაჭერა სჭირდებათ,რადგან დიდი ალბათობით,ოლიმპიური საგზურისათვის საბრძოლველი,კიდევ ერთი თამაში მოუწევთ და ვითომ გულშემატკივრებისაგან,ასე უღმერთოდ გაწირულებმა,რა განწყობით უნდა ითამაშონ?უკვე ნახეს,ამ ხალხის მიდგომა და ახლა, რაც უნდა ყელები დაიხეთქონ მხარდაჭერის ყვირილით,ამ ბიჭებს,იმ გაწყობას ვეღარ დაუბრუნებენ.აღარ დაუჯერებენ მათ და იმიტომ.რასაც შესძლებენ და იბრძოლებენ,ეგეც იმიტომ იქნება,რომ სამშობლოს გულისათვის და საკუთარი ღირსებისათვის იბრძოლებენ,მაგრამ ის აღმაფრენა,რაც მაყურებლის მხარდაჭერის გამო ჰქონდათ,აღარ ექნებათ.
სტალინი
იმედია დღეს ქუთაისში ინგლისი მოიგებს და ოლიმპიადაზე ერთი საბჭოთა ნაკრები მაინც ითამაშებს(უკრაინა ან საქართველო). ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი.
ზზზზ
ჩვენი ორი ვარსკვლავი რო გვყოლოდა იქნებ მოგვეგო კიდეც მაგრამ მიქაურაძე ტრამვას აერიდა ახალ გუნდს ელოდება და კაირიერისთვის გადადგა ეს ნაბიჯი კვარამ სეყვარებულთან ერთად დასვენება არჩია.ცვენი ბიჭები მაინც გმირები არიან განსაკუთრებით ზურიკო აზარავი გიჩოლეიშვილი და მამარდამ ოთხივემ ითამაშა ერივნულში და აქაც ჩამოვიდნენ გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ
gzp
ეს ტირილი რა პონტია?
სოსო
ის პირველი ნაკრები იყო,მეგობარო!ძალიან დიდი განსხვავებაა ასაკობრივსა და პირველ ნაკრებს შორის.მარადონას თამაში,ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატშიც მაქვს ნანახი და უკვე მაშინ,ისეთი ფიზიკა ჰქონდა,ორი თამაშის გადაბმით თამაშიც ვერ დაღლიდა.1978 წელს,ის უკვე სანაკრებო დონის ბიჭი იყო,მაგრამ ლუის მენოტიმ,არ წაიყვანა,ჯერ ძალიან პატარაა,შესაძლოა გადაიწვას და ასეთი ტალანტი დავკარგოთო.1982 წელს,უკვე წაიყვანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე,მაგრამ მაშინაც კი,ჯერ კიდევ არ იყო მენტალურად მზად და ჩემპიონატი,სამარცხვინო გაძევებით დაამთავრა.უკვე მესამე მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა,ის გუნდის აღიარებული ლიდერი,რომელსაც ფიზიკასთან და ტექნიკასთან ერთად,ფსიქოლოგიაც მომწიფებული ჰქონდა, ნაკრების წინამძღოლობისათვის.ჯერ კიდევ ერთი წლის წინ,კვარა,რუბინში 70 წუთის შემდეგ იღლებოდა და სცვლიდნენ,ხშირად.ასევე გაგრძელდა ნაპოლიშიც და მხოლოდ ბოლოსკენ და ისიც არა ყოველთვის,კვარა თამაშს ამთავრებდა.ამთავრებდა,მაგრამ შედეგიანი მოქმედებები აღარ ჰქონდა.მთელი ნაპოლიც გადაღლილი ჩანდა და სხვებსაც ძალიან უჭირდათ,რადგან ადამიანი მანქანა აარ არის და შეუსვენებლად თამაში არ შეუძლია.ვიღაცის პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად,წამოსულიყო და მესამე სეზონი,შეუსვენებლად ჩაეტარებინა? ამის შემდეგ,ვეღარც ნაპოლის გამოადგებოდა და ვეღარც საქართველოს პირველ ნაკრებს,სადაც მისი კარგი ფორმა,ბოლო თამაშებმაც დაგვანახა,რამდენად აუცილებელია.იქ ვეღარ ითამაშებდა და ახლა ამაზე დაუწყებდნენ გინებას,ვარჯიშს მოუკლო,თავში აუვარდა და ნაკრებიც ფეხებზე ჰკიდიაო!თორნიკე შენგელიას მაგალითი თვალწინ არ გვაქვს?კაცმა ცსკაში თამაში,ერთადერთი პირობის გამო დაიწყო,რადგან ეს იყო ერთადერთი კლუბი,რომელმაც მას,ევროლიგის თამაშების პარალელურად,საქართველოს ნაკრებში გამოშვების პირობა მისცა,იმ ნაკრებისა,რომელიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებისათვის ემზადებოდა და საგზურისათვის იბრძოდა.რა აღარ აკადრეს,ზუსტად იგივე ხალხმა,დღეს რომ კვარას ლანძღავენ,ქვეყნის მოღალატედაც კი გამოაცხადეს და სულ არ აინტერესებდათ,მიზეზი!რატომ?ძალიან კარგად იცოდნენ,მაგრამ ცნობილი ტელეარხების აგიტაციას აყოლილნი,ყველაფერს კადრულობდნენ.ლაშა ტალახაძე რომ ლაშა ტალახაძეა,არც მას მოაკლეს გინება,როგორ გაბედა,საქართველოს ნაძირალა პრეზიდენტთან ერთად,სურათის გადაღებაო.ეს ის პრეზიდენტია,დღეს მათ მხარეზე რომ გადავიდა და ვინც მაგ თანამდებობას აღირსა,იმათ წინააღმდეგ გამოდის(თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს,პრეზიდენტია და მორჩა).ასე რომ, ეს ჩასაფრებული ხალხია,რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ,ყველას დაუნგრიონ ცხოვრება თუ სიმშვიდე,ვინც ქვეყანას ახარებს.
ნოდო
ნაკრების სუსტი მხარე მშიშარა სვანაძე
QT
არ ვიცი აქ თუ კიუხლობს სვანაძე, მაგრამ მიმდა მაინც რამოდენიმე კითხვა დავსვა: წინა სამ თამაშში კარში დავარტყით 11-ჯერ, აქედან პორტუგალიასთან 2-ჯერ და გაგვიმართლა 2 გოლი შევაგდეთ, ბელგისთან 7, ყველაზ3 კარგი მაჩვენებლი და ნიდერლანდებთან 2 და ერთი გოლი შევაგდეთ. ხედავ გვიჭირს კარში დარტყმა, გაგუა ვერ ამწვავებს, სხვებიც არ იღებენ ამას გავის თავზე და რა შეცვალე ისრაელთან ? არაფერი და კარში დარტყმა ამ თამაშში გვქონდა 0 ნული. როგორ უნდა მოგვეგო? პირველი ტაიმიდან მოყოლებული რამოდენიმე სათარიგო ფეხბურთელი ხურდებოდა, და რატომ არ გამოიყენე ყველა ცვლილება ? მხოლოდ სამი შეცვლა გაკეთდა, სკამზე დატოვე წინა მატჩებში გამორჩეული ნახევარმცველი ლომინაძე და არ შეცვალე გაგუა, როცა ყოველთვის ცვლიდი და ახლა 120 წუთი დატვირთე, პენალტიც დაარტყმევინე ამ ძალაგომცლილ ბიჭს. მოკლედ მაინც მადლობა ბიჭებს და მწვრთნელსაც რადგან 1/4 ფინალიც კი ძალიან მაგარი შედეგია, მაგრამ მე ვფიქრობ მეტად გამოცდილი მწვრთნელის ხელში, გუშინ უკეთესი შედეგის დადება შეიძლებოდა.
მეიცა
ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ
ჯორჯო ბიძია
დღეიდან ინება ისევ ცარეილი ტრიბუნები და ნაპოლის თამაშის სანახავად მორბენალი ბობოლები "ფორცა ნაპოლის" ძახილით!!!
სათქმელი
ეს იყო ყველაზე სამარცხვინო თამაში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რომელიც საკუთარი გულშემაკივრისთვის შეუთავაზებიათ,ეს იყო დადგული სპექტაკლი..ნემსაძე გამახსენდა. გადაახვიეთ და ნახეთ როგორ ცპეციალურად არ ურტყავენ კარში..
ლადო
ამ ტირილს სჯობს რეალობას თვალი გაუსწოროთ. ფეხბურთი ცივსისხლიანობის გარეშე არ გამოვა. მოსაგები უნდა მოიგო, ყოველგვარი პანიკის გარეშე. პენლები ლატარიააო, არც ეგრეა საქმე. კარგად დარტყმულ პენალტს მეკარე ვერ იღებს, კარგად დარტყმა კიდე ნებისყოფის ამბავია, რაც ჩვენებს სამწუხაროდ არ აღმოაჩნდათ. ახალგაზრდულის მერვედფინალში კი არა, ხალხი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უემოციოდ ასრულებენ დარტყმებს. ან პენლებამდე რატომ მივიდა? ყველაფერში დაგვჯაბნა გუნდმა, რომლის საერთო ღირებულება მამარდაშვილის ფასის ნახევარია. გადადეთ ეს ემოციები და ცრემლები გვერდით. ცრემლები რო მინდოდეს კორეულ ფილმებს ჩავუჯდებოდი
სოსო
თენგაბ,მგონი გავიწყდებათ,რომ ორიოდე წლის წინ,საქართველო,რეიტინგში ასეულის მიღმა იყო და სულ ახლახან ავიწიეთ,ოთხმოცეულში.ფეხბურთი ვითარდება და ერთბაშად არაფერი ხდება.არც ფეხბურთელი იზრდება 1 წელიწადში და არც მწვრთნელი.გერმანელები და იტალიელები ვერ გავიდნენ ჯგუფიდან და ჩვენ რომ მეოთხედფინალში,ისიც პენალტებით დავმარცხდით,რა არის მანდ კატასტროფული?იმათ რაღა უნდა თქვან?ჩვენ ფეხბურთელებს,აქვთ ისეთი კვება,სავარჯიშო პირობები თუ სამედიცინო მომსახურება,როგორც თუნდაც ისრაელს?საქართველოს ჩემპიონატის დატვირთვები,უახლოვდება ევროპულს?აბა მაშ,როგორ უნდა ითამაშონ მათ სისწრაფეებზე?რაგბის მაგალითზე რომ საუბრობთ,ამითაც ჩანს,რომ ეს ყველაფერი კარგად გესმით,მაგრამ სორელიც და სხვა უცხოელი მწვრთნელებიც,სულაც არ იყვნენ ვარსკვლავი მწვრთნელები,თუმცა ჩვენთან შედარებით,მაინც ძლიერები იყვნენ და კიდევაც შეატყვეს,ქართული რაგბის განვითარებას.მეორე მხრივ,ისინი,პირველ ნაკრებში მუშაობდნენ და კოორდინაციას უწევდნენ ასაკობრივ ნაკრებებთან მუშაობასაც.თვითონ ასაკობრივებში კი,ქართველი მწვრთნელები მუშაობდნენ.რაგბის წამოწევას,ახალგაზრდა მწვრთნელების გადამზადებამაც ძალიან უშველა და შესაძლებლობების ფარგლებში,კარგმა დაფინანსებამაც.ამ ყველაფერს,ბანკი ქართუ აფინანსებდა და მან,მაშინდელ ფეხბურთის ფედერაციასაც შესათავაზა დახმარება,თუმცა უარი მიიღო,დახარჯული ფულის კონტროლის უფლებას არ მოგცემთო!შედეგად წლები დაიკარგა და სწორედ ამ დაკარგული წლებით არის ჩვენო დღევანდელი ფეხბურთი,რაგბიზე უკან.დღეს ფეხბურთშიც უკვე გვაქვს რამდენიმე კარგი ბაზა,აშენდა წინა მთავრობის მიერ უმოწყალოდ დანგრეული სტადიონების ჩამნაცვლებელი ახალი სტადიონები და დღევანდელი საფეხბურთო მეურნეობა,უკვე გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდა.ეს,აუცილებლად მოიტანს შედეგს.მწვრთნელების სტაჟირება,რა თქმა უნდა კარგი აზრია და ცხადაძის თუ არველაძის ნაამბობებიდან ვიცით,რომ ისინიც დადიოდნენ სხვადასხვა კლუბებში,სტაჟირებაზე.ვიცი,რომ დღესაც დადიან,თუმცა უფრო მეტია საჭირო,მაგრამ ალბათ ესეც იქნება.ადრე თუ დაბრკოლება ინგლისურის არცოდნა იყო,დღეს უკვე ძალიან ბევრმა ახალგაზრდა მწვრთნელმა იცის,ინგლისური.მწვრთნელების გადამზადება,საქართველოშიც მიმდინარეობს და ესეც დროთა განმავლობაში,აუცილებლად მოიტანს შედეგს.მსოფლიოს ჩემპიონები კი,ჩვენი ადამიანური და ფინანსური რესურსებით,ალბათ ვერასოდეს გავხდებით,მაგრამ კარგ ნაკრებად ნამდვილად შეგვიძლია გადავიქცეთ,დროთა განმავლობაში.თუ რა თქმა უნდა მოვითმენთ და ყველაფერს საკუთარი ხელით არ დავანგრევთ!რაგბის გარშემოც,რამხელა გნიასი ატეხეს მავანმა,ანადგურებენო,ქართულ რაგბის,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ყველაფერი პირიქით იყო და დღეს უკვე ქართველი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ,ჩვენს ნაკრებებს.ამ მწვრთნელებსაც უწუნებდნენ დონეს,მაგრამ ნაკრებთან ერთად,ისინიც იზრდებოდნენ და დღეს უკვე სად არიან,კი ვხედავთ.დღესაც გაიძახიან უბრალოდ კარგი თაობა მოვიდაო!თუმცა ავიწყდებათ,რომ ეს თაობა,სწორედ მათი გაზრდილია.ფეხბურთში ასე იქნება,თუმცა ფეხბურთში,ეს გაცილებით ძნელი მისაღწევია,მთელ მსოფლიოში ფეხბურთის განვითარების მაღალი დონის გამო. კინაღამ დამავიწყდა,ჩვენს აკადემიებშიც,დღეს,უკვე სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების,წამყვან კლუბებში ნამუშევარი უცხოელი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ აქაურებს და ესეც რა თქმა უნდა, დიდი სკოლაა ჩვენებისთვის.მათი მუშაობის შედეგი კი,უკვე ჩვენი ფეხბურთელების თამაშით,ევროპაში დიდი დაინტერესებითაც ჩანს.სხვათა შორის,ჰექტორ რაულ კუპერი,რომ ხედავდა ჩვენი,ადგილობრივი მწვრთნელების დაბალ დონეს,ყოველ ოთხშაბათს ატარებდა ეგრეთ წოდებულ ოთხშაბათობას და ცდილობდა მწვრთნელების თუ ფეხბურთელებისათვის აუცილებელი ანაბანა მაინც ესწავლებინა.უკვე მეორე მესამე მეცადინეობაზე,თითქმის ყველა შემოეფანტა.მაშინ ასეთი სიტუაცია იყო,დღევანდელისაგან განსხვავებით და დღევანდელი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მენტალიტეტი,აღარ არის,"მენტალიტეტ დებილ".დღევანდელი ბიჭები,უკვე გაცილებით უფრო პროფესიონალები არიან,მაშინდელებთან შედარებით,რადგან უკვე იციან,რა არის ევროპული მოთხოვნები,რა ელით წინ და ხშირად,ინგლისურსაც ფლობენ.
თედო
მარადონა სხვა წონა იყო ძმა. მარადონასთან ვისი შედარება შეიძლებოდა ან მაშინ , ან ახლა ? იყო ერთი იმ დროს , მეტი არავინ . იყო ფეხბურთი და მარადონა . სად მისი ავტორიტეტი და სად კვარასი ? გააჩერეს კვარაც და მიქაუტაძეც , არ ათამაშეს და უნდა აღვიქვათ რეალობა .
გია
უბურთოდ მოძრაობა არ ვიცით, პასი კულტურა არ გვაქვს, თანამედროვე ტაქტიქოსი მწვრთნელი არ გვყავს- აბა თამაში როგორ უნდა მოვიგოთ
გია
1000%-ით გეთანხმები
alex
მოკლედ თავს ზევით ძალა არ იყო, ერთადერთი რაც მომეწონა იყო შემართება და პასუხისმგებლობა მოკლედ ყველაფერი დადეს. სამწუხაროა, რომ უკვე ტექნიკითაც ვეღარ გამოვირჩევით რაც ადრე ასე გვქონდა, კვარაცხელიას რაც შეეხება ეტყობა მართლა გადაღლილია და ეს ჩანდა მის ბოლო თამაშებში ნაპოლიში და საქართველოს ნაკრებშიც, კვიპროსთან და შოტლანდიასთან. ნამდვილი ბრძოლა კი ხვიჩას, მიქაუტაძეს და საერთოდ საქართველოს ნაკრებს წინ აქვს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი და ყველაზე მთავარი, ერთა ლიგის პლეი ოფი, საიდანაც მჯერა მოვხვდებით ევროპის ჩემპიონატზე.
Akaki⁸
დასანანია წაგება! მაგრამ ორჯერ დასანანია ნაზუქივით ორი უპირატესობა ჰქონდათ ! პირველი სახლში! და მთელი გულშემატკივრების მუხლჩაუხრელი ყიჟინი რომელიც ებრაელებს ტარაბუას ახვევდა! და მეორე პენალტები! უნდა მოგვეგო!!!!!
100
ხვიჩას როგორ ადარებ მესამე ლიგაში მოთამაშე ვიღაც ფრანგ ჟორჟს.
დაუნახავები არ არიან
მაგათ მცირე გამონაკლისის გარდა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები არც აინტერესებთ, უბრალოდ კვარაცხელიაზე და საერთოდ ყველაფერ ქართულზე არიან დაბოღმილები ეს ცნობილი სანაია ლჯპტ სასტავია. მიქაუტაძე კი ისე მოაყოლეს ხვიჩას მაგი არც ადარდებთ.
თორელი
ყველაზე ადეკვატური კომენტარი-100%
თორელი
ერთმა სერიას A ს საუკეთესო ფეხბურთელობით საკუთარ ქვეყანას გაუთქვა სახელი, მეორემ საფრანგეთის ლიგა 2 ში იგივე წარმატებით ისევ ქვეყნის იმიჯი და ცნობადობა აწია და ემიგრანტები დღეს ამაყად და თავაწეული , რომ დადიან თუნდაც იტალიაში ამას შეძლება უნდა და აქ ვინც ვაჩხაკუნებთ კლავიატურას არცერთს ამდენი არ გაგვიკეთებია ჩემი თამადობით . არ შეიძლება პროფესორს მოვთხოვოთ სტუდენტობა, კვარას მოპოვებული იმიჯისთვის არც იქნებოდა კარგი 21 წლამდელებში თამაში. მათ უკვე გაიარეს ეს დონე და აღარ ეშლებათ პრიორიტეტები, კვარაზე და ჟორჟზე მაშინ გავბრაზდები თუ დავინახავ რომ ეროვნული ნაკრებისთვის დაზოგავენ თავს და ბოლომდე არ დაიხარჯებიან. აღარ არიან ტიპები 21 წლისები.
აკო
ყველაზე ადეკვატური კომენტარი კვარას და მიქაუტაძის თემაზე. 100%
ტოტი
კვარაც და მიქას აპირებდნენ თამაშს. კვარა ნამდვილად მახსოვს რომ ამაზე წერდა კიდეც. მერე უეცრად თითქმის ერთდროულად ორივემ უარი თქვა. ძალიან გთხოვთ ყველას მიაქციეთ ყურადღება - ს ი ტ ყ ვ ა ს იტ ყ ვ ი თ ე რ თ ნ ა ი რ ი ტ ე ქ ს ტ ი თ! მოიძიეთ და დარწმუნდებით. თქვენი არ ვიცი და მე ეჭვი მაქვს მათ უთხრეს არ ეთამაშათ!
თორელას
ნამდვილად გეთანხმები ყველაფერში მესამე პუნქტის გარდა.
თქვე დაუნახავებო
კვარაცხელიაზე ან მიქაუტაძეზე როგორ საუბრობთ რამ დაგბოღმათ ათი თავით წინ წასწიეს ქართული ფეხბურთი მაგ ბიჭებმა. სამარცხვინოა ეგ საქციელი. ისევ თქვენ დაუკრავთ ტაშს როცა დრო მოვა. ნუ იქნებით დაზომბებული ხამები.
თორელას
ყველაფერში გეთანხმები გარდა პირველისა რა გააკეთეს საქართველოსთვის ევროპაზე გავედით? მსოფლიოზე გავედით თუ ოლიმპიადაზე,მოიქცნენ როგორც ბავშვები და არა როგორც კაცები,ხალხის სიყვარულს და პატივისცემას თუ გრძნობ ამას გართხილება უნდა თუ არადა ერთი უკიდურესობიდან მეორეში ისე უცებ აღმოჩნდები ვერც გაიგებ,მსოფლიოში რამდენი მაგალითი არსებობს პატრიოტიზმის იქნებ წააკითხოთ და მიხვდეს რა ხდება მის თავს,თუმცა რა შორს მივდივარ თორნიკე შენგელია არ კმარა მაგალითისთვის?
გიო
არაფერი უკეთესი გუნდი არაა ისრაელი უბრალოდ ჩვენ ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე პენლებამდე არ უნდა მიიყვანო საქმე
სოსო
ვასილი,რასაცშენ სწერ,ეგ პირველ ნაკრებზეა ნათქვამი!ასაკობრივი ნაკრებების დანიშნულება კი,ახალგაზრდის ამ ნაკრების დონემდე მიყვანაა!ვინც უკვე თამაშობს და ლიდერიცაა,იმათ რა მიყვანა სჭირდებათ?შემადგენლობის სიღრმე უნდა შეიქმნას,რომ ერთი და ორი კაცის გამოკლებამ,ნაკრებზე დიდად არ იმოქმედოს.ჰოდა სხვა ბიჭების ამ ნაკრებში თამაში,სწორედ მაგ მიზანს ემსახურება.აქ გამოცდილებასაც იღებენ და ძლიერი გუნდების ყურადღების ცენტრშიც ხვდებიან.თუ აიყვანეს,მაშინ უკვე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან.სწორედ ასე მოიქცნენ რეგბისტები და შედეგიც სახეზეა.დღევანდელ ნაკრებს,გაცილებით დიდი სიღრმე აქვს,შემადგენლობაში,ვიდრე ადრე და სწორედ ამიტომაა გაცილებით უფრო სტაბილური.
სოსო
კარგით რა ხალხო,აზრზე რომ არ ხართ,იქიდანაც ჩანს,რომ კიტეიშვილსაც საყვედურობთ,27 წლის კაცს!ბარემ მართლაც და გუცაევსაც მოუწყვეთ,ობსტრუქცია!
ქომაგი
როცა პირველ ნომრად დაგვჭირდა თამაში გუნდმა ვერ ითამაშა.დაღლილობა. აღდგენა ვერ მოხერხდა. არანაირი ფანტაზია მოედანზე.გუნდი სრულიად გამოფიტული იყო. კიდევ ერთი მოსაგებ თამაშში 5 მცველით არ უნდა გახვიდე გოჩოლწიშცილი აზაროვი გელაშვილი საზონოვი კალანდაძე ესენი ყველა მცველები არიან.მოიაწრაფიშვილი ძირითადში უნდა ყოფოლიყო ყველაზე დასვენებული ჩანდა და იმიტომ რომ წინა თამაშში ერთი წუთითაც არ გასულა მოედანზე.
სოსო
კარგი რა,რამდენჯერ უნდა დაწერო,ერთი და იგივე.ოთარ კიტეიშვილი,27 წლისაა უკვე და მაგ ნაკრებში რა უნდოდა!
ინასა
მე მაინც მგონია რო უნდა ეთამაშა კვარას. კი დამღლელი სეზონი იყო მაგრამ როცა საქმე შენს ქვეყანას ეხება ყველაფერი უნდა გადადო, მაგიტო იყო მარადონა ლეგენდა და განუმეორებელი, წიგნში წერს რო ნაპოლიმ მხანაგურზე წასვლა პერუში წასვლა აუკრძალა 4 დღეში იუვენტუსთან თამაში გვქონდაო და ფულადი ჯარიმით დამემქრნენო, სასაცილოდ არ მეყოვო, დავჯექი მანქანაზე ეროპორტში მარტო მივედი გავფრინდიო, ითამაშა იქ გოლი გაიტანა, არც დამისვენიაო უკან წამოვიდა ვარჯიშივ ვერ მოვასწარიო და ეგრევ თამასი იყო, და იქ იუვესაც გაუტანა, მერე კლუბს დაელაპარაკა და უთხრა რო მისთვის ნომერი პირველი ნაკრებია და სულ არ აინტერესებს მათი სანქციები, არ არსებობდაო ძალა რომელიც მე გამაჩერებდაო რო ნაკრებშია რ ჩავსულიყავიო. დარწმუნებული ვარ სადღაც ნანობს რო არ ითამაშა, კი ძნელია მაგრამ ნაკრებისთვის ეს უნდა გაეკეთებინა ჩემი აზრით
თორელი
კომენტარებს ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველებს სერიოზული ეთნოფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს. 1. ვიღაც უსაქმური ტიპები კვარას და მიქაუტაძეს აკრიტიკებენ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის უკვე იმდენი გააკეთეს მთელ თქვენ თაობებს, რომ ეყოფათ. მოდი დააყენეთ კაცურად ეგ ფუჭი კლავიატურა და თქვენ საქმეს მიხედეთ. 2. არცერთ ნორმალურ და გამართულ ქვეყანაში არ ხდება 21 წლამდელებთან დაკავშირებით ასეთი აჟიოტაჟი, რადგან ყველგან იციან , რომ ეს არის ახალგაზრდული ჩემპიონატი და არ აქვთ ჩვენსავით გადაჭარბებული , არალეალური და ამ დონის ჩემპიონატისთვის შეუსაბამო ემოციური დამოკიდებულება. ეს ალბათ კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა რომ როგორც ერი ვერ ჩამოვყალიბდით და მცირე მოვლენებში ვეძებთ სიხარულს. 3. ცაში აგყავთ და მადლობას უხდით ბიჭებს რისთვის? ყველა თამაში ქაოსურად, უტაქტიკოთ და პირწმინდად ცუდად , რომ ჩაატარეს? ანუ შეფასებაშიც გვიჭირს და ანალიზშიც, უკვე აღარ ვიცით რა არის მაღალი დონის თამაში და ზურიკოს სწორხაზოვანი დრიბლინგი გვგონია ფეხბურთი? მე პირადად ჰოლანდიის 21 წლამდელთა თაობაში გავცვლიდი ამ ჩენპიონატში თუნდაც ჩემპიონობას. ცოტა ტვინი გაანძრიეთ და მიხვდებით რასაც ვიძახი. 4. შეხედეთ ისრაელის ნაკრების მწვრთნელის ანთებულ , ემოციურ და თამაშში ჩართულ მწვრთნელს და მერე შეხედეთ ფედერაციისგან დაპროგრამებული სვანაძის არაფრისმთქმელ გამომეტყველებას? აი სად გვიჭირს და სად არის სისტემა შესაცვლელი? თუ გვინდა, რომ წარმატება მოვიდეს, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ და კარგზე ცუდი არ უნდა ვიძახოთ და ფუჭი და არაფრისმომცემი ვითომ წარმატებებით თავი არ უნდა ვიტყუოთ.
ობიექტურად
კომენტარების ნაწილს გადავხედე და კიდევ უდრო დავწრმუნდი რა დაუნახავი და ბოროტი ერი ვართ! ვის საყვედურობთ, რას საყვედურობთ, ამდენ ბოღმას საიდან ანთხევთ.. არ ითამაშა კაცმა და სწორადაც მოიქცა, ძაან მაგარი სეზონი ჩახურა, პირველივე წელს რეები აკეთა სერია ა - ში, თავისი ადამიანობით 1 წელში იმხელა სიყვარული დაიმსახურა საერთოდ უცხო გარემოში, რომ მე მსგავსი დამოკიდებულება ფეხბურთელისადმი არც მახსენდება (მაგალითად მილანთან წაგებულის მატჩის შემდგომ). ტკბილად ჩაამთავრა სეზონი, დაოჯახდა და ის მცირე შუალედი რაც დასვენებისთვის რჩებოდა, თავის პირადს და ოჯახს დაახარჯა. რათქმაუნდა ვფიქრობ სწორადაც მოიქცა, ჯერ ერთი მოცემულობიდან გამომდინარე რაც მას ჰქონდა, და მეორე - არ იყო აუცილებელი მაგის სიტუაციაში იმ რისკზე წასვლა, რომ ვიღაც 19 წლის ტიპმა ფეხები დაგამტვრიოს და კარიერა დაგინგრიოს. სხვა პლუსებიც დავინახე მე მათი არ თამაშით, პირველი: ნაკრებმა ირწმუნა რომ კონკრეტულ ერთ და ორ ფეხბურთელზე არ არიან დამოკიდებულები და მეორე - გარკვეული მოთამაშეები მეტად გამოჩნდნენ მათი არ ყოფნის ფონზე და მომავალში ჩვენ უფრო მეტ ქართველს ვნახავთ უკეთეს გუნდებში!! მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და გულშემატკივარო ნუ ვიქნებით ბოროტები, ყველას წარმატებას გისურვებთ!
სუფრის წევრი
ეგ უკვე დავლიეთ მეგობარო
გია
მთლიანობაში თუ შევაფასებთ ჩვენი ნაკრების შედეგი არ იყო ცუდი. ფაქტია რომ თამაში არ წაგვიგია. თამაშის ხარისხი და კლასი ნამდვილად გვაკლია. მაგრამ ბიჭებს ბრძოლის ჟინს ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. ინდივიდუალურად რამოდენიმე ფეხბურთელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ისიც უნდა ვაღიაროთ სპორტული იღბალი აშკარად ჩვენ მხარეს იყო ოთხივე შეხვედრაში. მთავარია ბიჭებმა თავის თავში ძალები ირწმუნეს მათ შეუძლიად თავაწეულმა თამამად იარონ. მადლობა მათ
ale
ორი დაღლილი ვირი
las
ვაღიაროტ ხალხო ჩვენი ნაკრები არ იყო გუნდი, რაც შეძლეს ეს რამდენიმე მოთამაშის ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით. ჩვენი ფეხბურთი ისევ ჭაობშია და კაცი არ არის მიმხედი. ჩვენმა ფეხბურთელებმა არ იციან თანამედროვე გამართული ფეხბურთი. ეს უნდა შეითვისონ ბავშვობიდან. ამას ჭირდება გამართული იმფრასტრუქუტრა და თანამედროვე პროფესიონალი მწვრტნელთა კორპუსი. ჩვენთან რაც ხდება ესაა ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი სამწვრთნელო სისტემა. ვერ ასწავლიან თანამედროვე ფეხბურთს, ტაქტიკას, სქემებს, პრესინგს. და ათას ნიუანსებს რაც ქმნის დღეს ფეხბურთს. ასე რომ შენი ტექნიკა ბევრს ვეღარაფერს აკეთებს, შეიზლება გაგიმართლოს რამდენჯერმე, მაგრამ საბოლოოდ ფიასკო გელის.
ჯონის
ეგეთი საგანძური კარგად შეინახეთ შენისთანებმა!
თენგაბი
დადებითი, რაც ამ ევროპის ჩემპიონატმა დაგვანახა იყო ნაკრების ფეხბურთელთა უდიდესი მონდომება და ბრძოლის ჟინი, რამაც მიგვიყვანა მეოთხედფინალამდე. აღსანიშნავია ასევე გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა და დიდი მადლობა, როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს. სამწუხაროდ წავაგეთ და ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის პრობლემები, რაც ზოგადად ქართულ ფეხბურთს აქვს - პირველ რიგში, ჩვენი სამწვრთნელო აზროვნების დაბალი დონე. სვანაძეს არაფერს ვერჩი, კაცმა რაც იცოდა, იმაში გული და სული ჩადო. სამწუხაროდ მეტი არ იცოდა. ეს მარტო სვანაძის ბრალი არ არის. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ შემოქმედებითი ფეხბურთი, შექმნა არ გვეხერხება. ამის თავი და თავი მიზეზი უბურთოდ მოძრაობის არ ცოდნაა. ეს კარგად გამოჩნდა ისრაელის ნაკრების ფონზე. ლამის აგვაწიოკეს თავისი სწრაფი, ეფექტური გადაადგილებებით და დროული პასებით. გამუდმებით მანევრირებდნენ და ეძებდნენ თავისუფალ სივრცეებს და ნაპრალებს ჩვენს დაცვაში. განსაკუთრებით ეფექტური იყო მათი პირველი შეტევა, სწრაფი კონტრშეტევა. ჯგუფურად, მინიმუმ სამი-ოთხი ფეხბურთელი ცდილობდა სწრაფად გადმოსულიყო ჩვენს მოედანზე და გასულიყვნენ დასარტყმელ პოზიციებზე. ეფექტური კომბინაცია დროული გახსნის და დროული პასის სინთეზია. სამწუხაროდ ამ საფეხბურთო ანა-ბანას მოკლებულია ჩვენი, ქართული, როგორც საკლუბო, ასევე საფეხბურთო ნაკრებები, ძირითადიც და ახალგაზრდულიც. ყველა შეტევას, იყო საჭირო თუ არა, მაინც დინჯად, ზოზინით ვიწყებთ. სანამ მეტოქის ფეხბურთელები არ დაიხევენ თავიანთ პოზიციებზე, მანამ ბურთი ვერ გადაგვაქვს მეტოქის ნახევარზე. იმიტომ რომ წინ არავინ იხსნება, არ მანევრირებს უბურთოდ და თუ მოხდა საოცრება და დროულად გაიხსნა ვინმე, პასს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ეს სათამაშო ელემენტი არა გვაქვს აყვანილი, გათავისებული საფეხბურთო აზროვნების, ტაქტიკის დონეზე. დარბის ძირითადად ის, ვისაც ბურთი აქვს. დანარჩენები ძირითადად დგანან, სტატიკურ მდგომარეობაში არიან. ანდა ავიღოთ კონტრშეტევა. ჩვენ ძირითადად ვახორციელებთ ერთი კაცით, გაიქცევა გაგუა და თუ გაგვიმართლა და გრძელი პასი გავიდა, გოლსაც გავიტანთ. სამწუხაროდ, მთელს ამ ჩემპიონატზე ასეთი მოხდა მხოლოდ ერთხელ. მხოლოდ ერთხელ გაგვიმართლა. შეადარეთ ახლა ამას ებრაელთა კონტრშეტევები, სისტემატურად, ზვავივით, მოულოდნელად გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე. გვიტევდნენ ჯგუფურად, ფლანგებიდანაც, ცენტრიდანაც. ცდილობდნენ მანამ შემოეტიათ ჩვენთვის, სანამ ჩვენი დამცველები მოასწრებდნენ ჩამოსვლას და დაცვის ორგანიზებას. ამას ყველაფერს ისეთ სინქრონში, სათამაშო ტაქტიკის დონეზე აკეთებდნენ, ეტყობოდათ ტაქტიკური მომზადების დონე. გარდა ამისა, იყო ბევრი ხარვეზი, მაგრამ ძირითადად ეს არის მარცხის მიზეზი, გლობალური პრობლემა, როგორც ახალგაზრდულის, ასევე ძირითადი ნაკრების. და ქართულ ფეხბურთს მანამ არაფერი ეშველება, სანამ სამწვრთნელო მომზადების დონე არ ამაღლდება. ზოგადად, ეს სპორტის სათამაშო სახეობების პრობლემაა. რაგბის გარდა ყველგან, ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში, ხელბურთში ეს პრობლემა გვაქვს. რაგბში ეს იმიტომ მოვახერხეთ, რომ მოწვეული გვყავდა ისეთი ტაქტიკოსები და გამორჩეული მწვრთნელები, როგორებიც იყო კლოდ სორელი, რიჩარდ დიქსონი, მილტონ ჰეიგი. არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ საფეხბურთო ნაკრებში ვიწვევდით ძირითადად ცნობილ ფეხბურთელებს (ალან ჟირესი), რომელთაც არავითარი სამწვრთნელო დამსახურება არ გააჩნდათ ან ისეთ მწვრთნელებს ( ტოპმიოლერი, კუპერი), რომელთა დიდების წლები უკვე ჩავლილი იყო, ხოლო მეთოდები მოძველებული და ვადაგასული. თუ მოქმედი, ცნობილი ტოპ მწვრთნელის ჩამოყვანის საშუალება არა გვაქვს, მაშინ შევარჩიოთ რამდენიმე ნიჭიერი, ახალგაზრდა მწვრთნელი, გადავიხადოთ და დროებით მივამაგროთ ასისტენტებად გვარდიოლას, ანჩელოტის, კლოპს, ტენ ჰააგს და ა.შ. რომ მათი სამწვრთნელო მეთოდები, ტაქტიკური ხედვები შეისწავლონ და მერე ჩვენთან გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ჩვენს პორტალზე ბევრი ადამიანი პოსტავს, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში უკეთ ერკვევა, ვიდრე ზოგიერთი საფეხბურთო ფუნქციონერი. შევქმნათ მათგან ანალიტიკური ჯგუფი, რომლებიც გასული თამაშის სრულფასოვან ანალიზს უანგაროდ დადებენ, ხარვეზების, ნაკლოვანებების გამოსწორების თავისეულ ვერსიას შემოგვთავაზებენ და გაცილებით წინ ვიქნებით, როცა ისიც ვიცით, რა არ ვიცით. როდესაც ამ პრობლემას მოვაგვარებთ, მერე უკეთ იმუშავებს ჩვენი მენტალობა, ფეხბურთელთა თავდადება, გულშემატკივართა მხარდაჭერა და ყოველთვის მაღალი მიზნებისათვის ვიბრძოლებთ.
ჩელენჯერი
სიტყვები,სამწუხაროდ დავმარცდით ქართული ფეხბურთის თანმდევია
ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!
აი გახსოვდეთ მარად და მარად. ეს უღირსი უმადურების ჯგრო
ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ.
ეს უღირსი უმადურების ბრბო
Xedav shen ra Dgeshia es ujisho xalxi
რა პრეტენზიები გაქ შე უბედურო ესეიგი იტალიის ჩემპიონობა არ გაგიხარდა არც საუკეთესო ფეხბურთელობა არც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაში თანაც პირველ სეზონში!!! ეს ყველაფერი არ გაკმაყოფილებთ თქვე საქონლებო და გადაყევით რაღაც წკვინტლიანი 21წლამდელების ჩემპიონატს ფუ თქვენი
ნიკოლოზი
პენალტებამდე საქმე არ უნდა მიიყვანო, მთელი თამაშის განმავლობაში კარში არ დაგვირტყამს პრაქტიკულად!
Pretenziebi
ესენი ხო ხალხი არ არიან. უსაქმური საქონლების ჯოგი არიან
დავით 67
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.ბიჭებმა ბევრი გააკეთეს. რაც მთავარია წაუგებლად ჩაატარეს ჩემპიონატი. თამაშამდე დავწერე კიდეც, რომ საქმე პენალტებამდე შეიძლება მივიდეს მეთქი და ისიც ვთქვი, რომ იქნებ მეორე მეკარე დაეყენებინა ( შეეცვალა მამარდაშვილი პენალტებზე) რადგან მიუხედავად დამაჯერებელი თამაშისა, პენალტების აღება უჭირს.ძალიან განვიცადე და ეხლა წამომიდგენია თვითონ ფეხბურთელები როგორ დღეში იქნებიან.ასე პირველი ნაკრების მარცხზე არ მინერვიულია. ხვიჩას და ჟორჟს დაანებეთ თავი, ესენი თქვენი საგინებლები ნაღდად არ არიან. არადა ვიცოდი მარცხის შემთხვევაში მათ დაუწყებდნენ უსაფუძვლო კრიტიკას, ეგ კი არა და გამარჯვების შემთხვევაშიც ასე იქნებოდა. აი არ უნდოდათ ჩემპიონობა ? და ა.შ. ისრაელი შემდეგ ტურში ვისაც არ უნდა შეხვდეს განადგურდებიან, ყოველთვის არ გაუმართლებთ თავის უღირს ქომაგებთან ერთად.ჯერ გერმანიასთან მერე ჩეხეთთან ეხლა ჩვენთან .
გია
ჯონის, რა ვერ გაიგე პატრიოტიზმი გაუგებარია თქვენთვის. როცა გუნდს სჭირდები უარს ამბობ, მერე იმის მაგივრად სათადარიგო სკამიდან უგულშემატკივრო და სამოგზაუროდ მიდიხარ. ეს რა საქციელია ამას რა ქვია. როცა ქვეყანაში ასეთი პოპულარული ხარ ყველა გიყურებს იმედის თვალით, შენი იმედი აქვთ. ესე აკეთებდა მარადონა, ყველა სპორტულ შეჯიბრზე სადაც არგენტინა გამოდიოდა, გასახდელში სპორტსმენებთან ერთად იყო. პატრიოტი იყო და მიტომ. პატრიოტიზმზეა საუბარი, სხვა არაფერი.
დავითი1112-ს
რას ჰქვია “ნაკრებიდან არ გავაქციოთ”?! საიდან ასეთი მონური აზროვნება,შე მართლა ბრბოს ნაწილო?! რა უფლება აქვს ვინმეს,ვინც არ უნდა იყოს იგი,რომ ნაკრებიდან გაიქცეს?! დანარჩენში კი,კვირას მხარეს ვარ,მართლა რომ არ ყოფილიყო დაღლილი,აუცილებლად ითამაშებდა!
სიმართლე უნდა ითქვას
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს კვარამ და გიომ. 2007-8 წლის სეზონზე მესიმ ოქროს ბურთი აიღო, იყო ბარსელონას და ეროვნული ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ახალგაზრდულთან ერთად ითამაშა. 2003-2004 წლებში რონალდუ იყო მანჩესტერის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ მანაც ითამაშა სრულად ახალგაზრდულთან ერთად. ამათ რა ცნობადობა უნდოდათ სკაუტებისათვის, თამაშს იყვნენ მოწყურებულები თუ დიდი ფეხბირთელები არ იყვნენ? უბრალოდ დადგნენ იქ სადაც მათ სახელმწიფოს დასჭირდა. რომელ დაღლაზე საუბრობთ, მესიმ და მოდრიჩმა მაგათზე მეტი თამაში ჩაატარეს და ახლა ნაკრებებს ეხმარებიან. ასაკიც გაიხსენეთ აბა მათი. დაბალი დონის ტურნირი არისო რომ გაჰყვირიხართ. ხშირად ტარდება მსგავსი ტურნირი საქართველოში? არ ეწერება ფეხბურთელის კარიერულ სტატისტიკაში? ან კიდევ ხშირად გვაქვს შანსი, რომ სპორტის ამ სახეობიდან ოლიმპიადაზე მოვხვდეთ? ნაპოლში რომ აკითხავდნენ და გულშემატკივრობდნენ ხომ სასიამოვნო იყო? მეცის და ნაპოლის გულშემატკივრობა რომ დაიწყო ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ მაგათ გამო. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს, მაგრამ შენი წარმატება პირველ რიგში შენს სამშობლოს უნდა გამოადგეს. ყველა ჩვენგანი ვალდებულნი ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსათვის რაც კი შეგვიძლია. სად იყვნენ დღეს? ტრიბუნებზე მაინც იყვნენ? დამოკიდებულებებს აქვს დიდი მნიშვნელობა.მითუმეტეს, როდესაც ლიდერი ხარ. როდესაც შეიძლება მაგალითი გახდე მომავალი თაობისათვის. თქვენი აზრით ნაკრებს მის წარმატებაში არ ჰქონდა წვლილი? წარმატებები საქართველოს ნაკრებს და სრულიად საქართველოს.
ჯუჯი
ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველაფერი იღონეს,რაც შეეძლოთ. რაც შეეხება კვარას,თავი დაანებეთ ყველამ. ალბათ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან ჩვენზე უკეთესად იცის სიტუაცია.
შოთა
რაც შეეძლოთ იბრძოლეს, რა ვქნათ ამ ასაკის ნაკრებს მეტი არ შეუძლია.გავა წლები ბიჭები მიიღებენ გამოცდილებას , პროფესიონალიზმის მხრივ დაუხვეწებიან და უკეთესად ითამაშებენ.დღეს ერთი რამ ვნახე და მინდა ავღნიშნო. იბრძოლეს ბიჭებმა რაც შეეძლოთ, შეიძლება მწვრთნელს მეტი მუხტის მიცემა მართებდა, დღეს ტაქტიკას და სტრატეგის არ გაუმარჯვია. დღეს ბრძილაში დავმარცხდით. ვისაც 90 წლების ნაკრების თამაშები ახსოვს დამეთანხმებით , რომ კლასი არ აკლდათ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ გუნდურად ბრძოლა არ გამოგვდიოდა. ამ ბიჭების შემყურე მომავლის იმედი მაქვს, მინიმუმ ბრძოლა შეუძლიათ
ჯონი
რა გინდათ კვარასთან ვერ გავიგე.... სირცხვილია უკვე კვარა არის საგანძური და მას მოფრთხილება უნდა!
ლაშა
ზუსტად. სამი-ოთხი ფეხბურთელი შეთანხმებულად პრესინგზე უნდა თამაშობდეს მეტოქის საჯარიმოში და ნამდვილად ექნება შედეგი, მაგრამ პრესინგზე თანაშს ბევრი სირბილი და ფიზიკურად მაგარი მომზადება ჭირდება.
დავითი 1121
შენ აღარ იხუმრო თორწ ვინმეს მოკლავ სიცილით
დავითი 1121
შური და ბოღმა არ იცი თვითონ რომ ასეთ მდგომარეობაში არიან ვერ იტანენ სხვა რომ წარმატებულია კაცს თავის გადაწყვეტილება არ აპატიეს ეგ კი აეა და ჩემი მოსაზრება რომ დავაფიქსირე კვარაზე რომ ასეთი უმადურობით ნაკრებიდან არ გავაქციოთ მეთქი აგწნტი მიწოდეს და რავი ძმაო ამ ხალხს რა უნდა ელაპარაკო ჩვეულებრივი დაუნახავი ბრბოა მეტი არაფერი
ნიკა
არსებობს ერთი ჯადოსნური სიტყვა - პრესინგი. პრე-სინ-გი! როგორც კი შეძლებენ ჩვენები მეტოქის დაპრესინგებას სულ მცირე 50-60 წუთის განმავლობაში (და არა 10-20 წუთის განმავლობაში, როგორც ეს საუკეთესო შემთხვევაში ხდება დღესდღეისობით), შედეგებიც მალე მოვა, მათ შორის მედლები! ეს ეხება ჩვენს ყველა ნაკრებს, ასაკობრივებსაც და უფროსებსაც. რა თქმა უნდა, ამას ცოდნა და ფიზიკური მომზადება ჭირდება. პირველი მწვრთნელმა უნდა ასწავლოს, მეორე - ფეხბურთელებმა უნდა განივითარონ. ეს რეალურია, ამას უნდა რწმენა და მონდომება. დანარჩენი ყველაფერი მეტ-ნაკლებად გვაქვს.
დავით
თქვენ ვინ გტყ...თ კვარა სად დაისვენებს და სად არა? არ გაუხურეს საქმე ამ 22 წლის ბიჭს? ლამის არის მოღალატედ გამოაცხადონ. ამ უსაქმურების ხროვამ.გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. მეტი რაღა გინდათ
Giorgi
ბიჭებს მადლობა მაგრამ გადამწყვეტ თამაშებს ვერ ვიგებთ როცა პრეტენზია გვაქვს გასვლის უნდა მოიგო გადამწყვეტი თამაში და პენლებამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე ისრაელმა თანაბრად გვეთამაშა და მეტი მომენტიც შექმნა სიმწვავე აკლდა ჩვენ თამაშს სიმართლეს თვალებსი უნდა ჩავხედოთ პირველ ნომრად თამაში ბოლომდე არ შეგვიძლია ჯერ
ჯელა
არა ძმაო.ვის რა აქვს სასაყვრდურო ბიჭებთან.ყველაფერი ხდება.პენალტები იცით რაცაა და ვის არ წაუგია.მთავარი მუღამია.მონდომება,ჟინი,მოგების სურვილი.ამათი ცრემლებიც ერთ რამედ ღირს და ბევრს ამბობს.არ მოხდა კიდე ერთი მოგება.არაუშავს.ხდება.ყოჩაღ ბიჭებო
emigtanti
უსაქმურები არიან და იმიტომ . თორე ჯერ მარტო 21წლამდების თამაშზე დინამო როგორ უნდა გაავსო . სხვა საქმე არა აქვთ კლავიატურის ღრუზინებს , მოუნდათ კიდე ყურება ხვიჩას თამაშის
წყალწაღებუაშვილი
მეც მინდოდა მეგრძნო ის გახარება და ემოციები, რაც ნეაპოლელმა ქომაგმა გამოიარა! მაგრამ კვარას და ჟორჟს არ უნდოდა.
ჯოვანი ელბერი
კვარამ და მიქაუტაძემ აღიდგინეს ნეტა ძალები? ბოვშები ძაან არ დაისიცხონ ზღვაზე კვარას "კეპკა" გაუგზავნეთ უქუდოდ დადის შუაგულ პლაჟზე თან შუადღეზე და ვნერვიულობ კაცი
კონსერვატორი
ხალხური ზეპირსიტყვიერება ))ესეიგი არც თუ ისე წარმატებული მეფე ყოფილა თუ ძალით გამოყავდათ . მეფე რემბო და კუნთავიკა კი არა პოლიტიკოსია. სიმამაცეს ვერ დავიწუნებ , აი შორსმვრეტელობას კი . ლუკა მოდრიჩი ხორვატია ,კვარაცხელია ქართველი .არ მინდა გული გაგიტეხო მარა ტრაქტატის მერე რუსულმა იმპერიამ ბრძოლისუნარიანობა ,მოგვადუნა,ღვინო და ღიპზე ტყაპუნი**
გულდამწვარიაშვილი
ჩვენო ჩემპიონო! ვინ თუ არა ჩვენ, მთელი საქართველო შენ გვერდითა ვართ და შენზე ამოგვდის მზე და რატომ, რატომ არ დაიხარჯე და არ იბრძოლე შენი ხალხის გასახარებლად?! ეჰ კვარა, კვარა!
გეგი
არაფერი გეშველებათ შენ და შენისთანებს.
გეგი
ხოდა შენ კი მე დამიჯერე,მაინც არაფერი გეშველებათ შენ და შენისთანებს.მაგრამ რას დამიჯერებ აბა,ამპარტავნების ზენიტში ხართ ამ ქვეყანაში უმეტესობა.ყოვლის მცოდნე ერთმანეთის მჭამელი ხალხი,საერთოდ აზრიც კი არ აქვს რამის თქმას, უმადურები ხართ და იმის მოვლა და გაფრთხილებაც კი არ შეგიძლიათ რაც გაგაჩნიათ.
აგენტ 1121-ს
კვარა კი არა, მესი წავიდა ნაკრებიდან და რო მიხვდა, რამხელას მიქარავდა, დაბრუნდა და მუნდიალი მოიგო. ეგეთი კომენტარებით იმდენს იზამთ, რომ ამ სამაგალითოდ თავმდაბალ ბიჭს ამპარტავნობის ჭიას გაუჩენთ და ზუსტად ეგ იქნება მაგის დაღუპვა, თორემ საქართველო კვარათი თუ მის გარეშე, იყო, არის და იქნება!!!
დათი
ებრაელები დაღლილები ჩანდნენ ჩვენზე მეტად დამატებით დროში. კვარაცხელი.ა რო ყოფილიყო და თუნდაც 2 ე ტაიმის შუა წელიდან ჩართულიყო, ამ თამაშს მოვიგებდით 100 პროცენტიც. გავა წლები და კვარა იტყვის, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში იყო მისი უარი აქ თამაშზე.გაიბრჭყინებდა აუცილებლად, საქართველოს გაიყვანდა ოლიმპიასაზე და იქნებოდა გმირი.ეხლა ასაკით 21 წლამდელების ევროპაზე და მსოფლიოზე აღარ მოიწევს თამაში და ეროვნულით იქ ან მოხვდება მის კარიერაში და ან არა
დავითი 1121
სავსებით გეთანხმები როგორ მინდა ხალხის ასეთი უმადური დამოკიდებულების გამო წავიდეს კვარა ნაკრებიდან ეს ხალხი უკეთეს ნამდვილად არ იმსახურებს
mirosan
22 წლის ბავშვი?? ესეც ქართული ნონსენსია.....
ვოოტ
დამიჯერე, ვიცი, რასაც გეუბნები - ყველა კომენტარი წავიკითხე და თუკი ვინმეს უნდა შერცხვეს, ჯერ-ჯერობით პირველობას არავის უთმობ...
დდდ
კიტეს ძალიანაც უნდოდა, ძმაოჯან, მაგრამ ბოლო მომენტში მის ნაცვლად გუცაევი ჩასვეს განაცხადში და იმ ძველი ანეკდოტის არ იყოს - კრებებს ნუ აცდენ ხოლმე...
Mr.kostaia
მემგონი ვცდები მართლა, europop-ზე წავიკითხე, თურმე წესდებაში სწერია, რომ თამაში უნდა გაიმართოს ორ საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის-ო. ვნახოთ.
სოსო
ორი გუნდი გადის მეოთხედ ფინალიდან ჩვენ და უკრაინა და რუმინეთში ვთამაშობთ გამარჯვებული მიდის რათქმაუნდა ინგლისი და საფრანგეთი გავა
Mr.kostaia
გეგი-ს კი მრცხვენია, ოღონდ მათ მაგივრად
Ras merchodi Jonjolia _
თქვენი უჯიშო უმადური ნაბო##ვ@რი დებილ ღრუზინ თავებს შ. მოგი@##ნთ კაცობა ქართველობა თქვენს ცხოვრებას შ******* საქმე არა გაქვთ თქვენი დებილი აზროვნება მ****** ვითომ ახალგარდული ოლიმპიადა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემპიონთა ლიგა და დიდი ნაკრები რო შეიყავით. რაო აXვარო ღრუზინებო რაც ხვიჩამ აგაბლატავათ ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიაში აგივარდათ თავში
Zviads
მადლობა ბიჭებს!!!
ასამიანს
ადამიანს. მე ვიყავი სტადიონზე ვგულშემატკივრობდი და მეტი რა ვქნა? ან სხვა რამე რომ შემოგთავაზო? არა?
გიორგი
ქართველი გულშემატკივრები ახლა ითვალონ მარადონაზე და კიდევ იქ, სადაც ჟორჟი გადავა. ბრავო კვარა, ბრავო მიქაუტაძე!!!
გეგი
აქ კომენტარებს ვკითხულობ და არ გრცხვენიათ ხალხო საერთოდ?არა ძმაო თქვენ არაფრის ღირსები არ ხართ,არც ხვიჩასნაირი წარმატების მომტანი ადამიანის და არაფრის საერთოდ,ასეთი შური ბოღმა და კიდევ ასეთი პროფესორობა რომ გვაქვს ამ ქვეყანაში მააგიტომაც ვართ აშენებულები და იყავით მუდამ ასეთ ქაქში.რაღა უნდა გელაპარაკოთ მართლა რაა,ყოვლის მცოდნე ვირთხებივით ხართ!
ქუთაისი
მაანი, ნუ ბოდიალებ თუ კაცი ხარ. კვარას გადაღლა არ არის მანდ მხოლოდ. საქმე ისაა, რომ ეს ჩემპიონატი რომ ეთამაშა, მაშინ დასვენებისათვის დრო აღარ რჩებოდა. ნაპოლი შეკრებას იწყებს 15 ივლისს. იტალიის ჩემპიონატი რომ იწყებოდეს ერთი თვის მერე, ვიდრე იწყება ეხლა რეალურად, მაშინ რა თქმა უნდა ითამაშებდა ამ ევროზე. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მანდ ძირითადად სატრანსფერო ამბებია და ათასი ნიუანსი. იუვენტუსში გადავა დიდი ალბათობით და იმათ თავისი პირობები ექნებოდათ მიქაუტიძის მიმართ .
ირაკლი
მოიცა, მარტო მე მაქვს ცუდ დღეში ნერვები? როდესაც ასეთი შანსი გვქონდა და როდესაც ყველას მაქსიმუმი უნდა დაედო, (გულშემატკივრებს რაც შეეძლოთ დადეს) და ამ დროს ფეხბურთელი რომლის ყველაზე დიდი იმედი აქვს ხალხს, იმიზეზებ რომ დაღლილია! აი ამას ქვია თავში ავარდნა - გინდა დამეთანხმე და გინდა ნუ დამეთანხმები
ელიასი
ამ გუნდს არც მონდომება აკლდა და არც თავგანწირვა, მაგრამ ძალიან დაბალი შეტევითი პოტენციალი გააჩნდა და ძირითადად იღბლიან შემთხვევითობაზე იყო დამოკიდებული. ვერც განსაკუთრებულად ნიჭიერი რომელიმე მოთამაშე გამოჩნდა. დავივიწყოთ და რაგბისტებს ვუქომაგოთ, რომლებსაც მართლაც კარგი, ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და იმ იღბლიანობის ნახევარი მაინც ვუსურვოთ, რომელიც ფეხბურთელებს უხვად ჰქონდათ. კარგ გუნდებს გაუმარჯოს, მით უმეტეს ჩვენსას!!!
Mr.kostaia
იმათ ვისაც ჰგონია, რომ ინგლისის და საფრანგეთის გასვლის შემთხვევაში შეიძლება მოვხდეთ ოლიმპიადაზე როგორც საუკეთესო მეოთხედფინალისტი,მე მგონი ტყუილად გვაქვს მაგის იმედი, საუკეთესო მეოთხედფინალისტი უკრაინაა, რამეთუ ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულა მოაგროვეს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე...
დდდ
არ ვიცი, შესაძლოა, ლუკა მოდრიჩზე უფრო მეტი გსმენია, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, ერთი ასეთი მეფეც გვყავდა - პატარა კახს ეძახდნენ სიყვარულით. 60 წელი ისე იმეფა, რომ ცხენიდან არ ჩამომხტარა და ხმალი არ გაუგდია ხელიდან, უკვე ღრმად მოხუცებული ძალით გაჰყავდათ ბრძოლის ველიდან, ფაქტიურად იტაცებდნენ... არა, სად ერეკლე და ეგეთ შედარებას კი არ ვაკეთებ, მითუმეტეს, ვერც მის კუნთოვან მასაზე მოგაწვდი ინფორმაციას, უბრალოდ დაღლა-ზე გამახსენდა...
Martali
კვარაზე ვინმე მაგალითს მოიყვანს ლეაოს და ლეაოს შემცვლელი პორტუგალიას 3-4 ფეხბურთელი ყავს და პორტუგალიისთვის ჩვეულებრივი ტურნირი იყო. და როცა შენი ქვეყანა ასე მოწყურებულია სავსე სტადიონს და სიხარულს და მწვთნელი ასეთ რთულ ტურნირზე 120 წუთს ისე ამთავრებს რომ 3 ცვლილებას ვერ აკეთებს ეს შენი გუნდელების ღალატია და მგონია ორივე განიცდის ამას და ეს რომ ცოდნოდათ ორივე ითამაშებდა თუნდაც ლიმიტირებულ დროს. და გულსატკენი ისაა რომ ყველამ იცის ბოლო წუთებზე და მითუმეტეს დამატებითში რომ შემოსულიყვნენ უეჭველი მოვიგებდით თამაშსაც და ტურნირსაც
1212
კვარაცხელია კარგად იყოს სადაც არის და როგორც არის, ყველა თავად აკეთებს არჩევანს, ხოდა მთავარი დაგვავიწყდა, მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ბრხოლისთვის!!! მაგრამ მაინც გული მტკივა, ვფიქრობ ოდნავ მეტი შეეძლოთ ისრაელთან
ადამიანი
ყველამ თავის მამუდას მუხედოსო. ან ჯერ შენი გაკეთებული დაგვანახე და მერე სხვა განიკუთხეო
Martali
საწყენი ისაა რომ 120 წუთი და 3 გამოუყენებელი ცვლილება. კვარა მიქაუტაძე კიტეიშვილი…და ქართველების და ვისთანაც გაიზარდნენ მაგათი მაგარი სიხარული. და ამას ფულის მთვლელები ფედერაციაში ვერ ახსნიდა და ვერც პოდსებია აგენტი რომ ყავს. და დარწმუნებული ვარ ნანობენ დღეს და არ მინდა გული გაიტეხონ და გავამხნევოთ და ნუ დაგვავიწყდება 22 წლის ბავშვები არიან ჯერ და ნუ მოვთხოვთ ბევრს
ვოოტ
ეს გრძნობა, ალბათ, ბევრს გვაქვს, რადგან ხვიჩამ, იქნებ, მისდაუნებურადაც, თავად ასწია თამასა, როცა უბრალოდ ნიჭიერი ფეხბურთელიდან რაღაც უფრო ყოვლისმომცველ იმედად გადაიქცა, თორემ წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ალბათ, სწორადაც მოიქცა... რას ვიზამთ, იტალიაში და ნეაპოლში უფრო ადვილი ყოფილა ნახევრადღმერთობა, ვინემ ღმერთისგან ბოძებული ნიჭის ბოლომდე გახარჯვა საქართველოში...
გეგი
ვენაცვალე ჩვენს ბიჭებს!!!
გეგი
არ გრცხვენია?
ქალი გველი
როცა კაცი არ დგას თავის სიმაღლეზე და ქალის ჭკუაზე დადის. იმას სულ ფეხებზე კიდია, მთავარია მაგრად დაისვენოს კუნძულოვან სანაპიროზე, და თუ ხვდება იმას, რომ შეიძლება მისი ქმარი მომდევნო სეზონებზე უდინეზეში ან ჯენოაში დააპანღურონ
მაანი
კვარას და ჟორჟს! ჯერ დააფასე სამშობლო და მშობლიური ერი, შემდეგ სხვა! მისი მსახურება უდიდესი პატივია; მისთვის თავგანწირვაც უდიდესი პატივია! როცა სამშობლოს სჭირდები, არც უნდა დაგცდეს სიტყვა - დავიღალე. აბა ქუდზე კაცი რაღაა? გვიჭირდა თუ გვილხინდა, მანც ფეხზე ვიდექით და მხარდამხარ ვიბრძოლოთ - ცალი ხელითაც, ცალი ფეხითაც. ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენ მხოლოდ ბრძოლაში ვეცემოდით. აბა ჩვენს წინაპარს, ყოველდღე რომ ათასი ჯურის მტერი გვესეოდა, რა ექნა? რადგან დაღლილი იყო გუშინდელი ბრძოლისგან, დღეს არ ეომა? და რომ დაესვენა, როგორ ფიქრობთ, მოვიდოდით ასე დღემდე? და რას პასუხობთ თქვენს წინაპრებს? რომ დაიღალეთ ისე, რომ თქვენი სამშობლოს და ერის მსახურებისთვის (20-22 წლის ასკაში თან) ვერ იცლით? რა ექნა ჭარმაგ ქართველ მეფეებს, 70-80 წელს მიტანებულები რომ ჯარს ხელმძღვანელობდნენ, ამხნევებდნენ და ვაჟკაცობის მაგალითს აძლევდნენ სხვა მეომრებს? ისინი არ იყვნენ ცხოვრებისგან დაღლილნი (და არა ერთი ჩემპიონატისგან)? თან ისინი ყოველდღე სიკვდილს შესცქეროდნენ თვალებში იმისათვის, რომ ჩვენ დღეს აქ ვყოფილიყავით! და რა მაგალითს აძლევთ თქვენ თქვენს თაობას? ეგაა ლიდერობა? არა ბატონებო, ეგ პატარა კაცობაა. მეგრულად პატარა ჭიჭეა - ჭიჭეკოჩობაა ეგ. აკეთეთ ბიძიკო ფული და ისიამოვნეთ ცხოვრებით, მაგრამ იცოდეთ საკუთარი თავისათვის ზრუნვა სამშობლოს სიყვარული არაა. მადლიანი ქართველობა ყველას თავის სახელს არქმევს და ეგ მოპოვებული ქონება თუ სიამოვნება წარმავალია - ის ერთ წამში შესაძლოა გაქრეს! აი, ხალხის სიყვარული კი მარადიულია და უზენაესი ღირებულების! ეს უნდა გესწავლათ აქამდე და თან უნდა გაგეკეთებინათ ახლა! დღეს თქვენ ყველაზე მეტად სჭირდებოდით ქართველობას, რომ ამ დაბეჩავებული/ გაღატაკებული ერისათვის ბედნიერება მიგენიჭებინათ; რომ ყველა ერთად უფრო ამაყნი გავმხდარიყავით! გამარჯვების სიოს დაებერა ქართულ სულში! თქვენ გქონდათ შანსი გამხდარიყავით ევროპის ჩემპიონები თან საქართველოს სახელით! ამაზე დიდი მიღწევა გქონიათ ან გექნებათ? ეს შანსი ოდესმე განმეორდება?!
სოსო
თუ ამ თამაშში ბიჭებს მოტივაცია ვერ შეატყე,ან ბრმა ყოფილხარ და ან კიდევ,დანახვა არ გინდა.
მამუკა
ყველაზე მართალი ხარ შენ
პაატა
ბევრი გულიტკივილი გამოიხატა და მატჩის ნამდვილად სიღრმისეული ანალიზი გააკეთეთ, მადლობა ყველას! ასე რომ მხოლოდ ორი მცირე კომემტარით შემოვუფარგლები: 1. რომ არა მამარდაშვილის ყოჩაღობა პირველივე ტაიმში მოგვითავებდნენ საქმეს, ასე რომ ისე ისრაელის ნაკრების მწვრთნელი მაგაში მართალია, უბრალოდ ძალიან საწყენია რა გონორითაც ეგ თქვა, ამიტომ პირადად მე 1/2-ში მაგათ მოწინაღმდეგეს ვუქომაგებ! და 2. მესიმ ფეხბურთში მოიგო ყველაფერი მაგრამ მაინც ვერ იყო ის ვინც გახდა მსოფლიო ჩემპიონობის შემდგომ! ანუ სამშობლოს სახელით ბრძოლა ყველა სპორტსმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი, მით უმეტეს როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი აქამდე ჯერ არ გვქონია…. ამიტომაც დიდი მადლობა ყველა იმ ბიჭს ვინც თავი არ დაზოგა და ლამის კუნთების გაწყვეტამდე ირბინა!!!
გულშემატკივარი
მამარდაშვილი და დავითაშვილი სუპერ გულის ბიჭები არიან, კლუბშიც შეაკლეს თავი და ნაკრებშიც. ბიჭებს ყველას მადლობა, გული არ გაიტეხოთ, უფრო დიდი გამარჯვებებიც მოვა. პ.ს. სამაგიეროდ, კვარაცხელიამ სტადიონიდან ქომაგიბაც არ იკადრა და მშვიდად დაისვენა საბერძნეთის კუნძულებზე.
შაკო-ს
გაზრდილხარ კარგია,მოვიკითხავ…
ჟორა
ეხლა კომენტარები ცხელ გულზე კეთდება გამწარებული გულშემატკივარის მიერ და ამიტომ არის ასეთი მწვავე, საერთოდ მინდა მჯეროდეს, რომ ძალზედ გადაღლილი იყო ხვიჩა, ან კლუბმა არ გამოუშვა, თორემ თვითონ ჩამოსვლა უნდოდა, რაც შეეხება მიქაუტაძეს მე მგონი ამ ბიჭმა თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი დაჰკარგა, ის წარმატება, რაც წელს მოიპოვა, მაინც 2-ე ლიგის წარმატებაა, ისე ყველას გასაგონად: მარადონამ 1985 წლის სეზონში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მარტოდმარტომ ათრია მაშინდელი საკმაოდ უფერული არგენტინის ნაკრები(ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც), თვით მარადონას სიტყვები გავიხსენოთ, იტალის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ მიდიოდა რომის აეროპორტში მიფრინავდა ბუენოს აირესში მოაგებინებდა იქ ნაკრებს თამაშს, მოფრინავდა უკან და 2 დღეში საკლუბო თამაში მქონდაო და შემდეგ ისევ თავიდან, მოგეხსენებათ სამხრეთ ამერიკის ზონაში მაშინ 18 შესარჩევი მატჩი ტარდებოდა, აი ასე ჩემო კარგებო ვისი სახელიც ჰქვია ეხლა ნაპოლის სტადიონს და ვინც ფეხბურთის ღმერთად მიგაჩნიათ ის თავს დებდა ყოველ თამაშში თავისი ქვეყნის ნაკრებისათვის.
ჯორჯო ბიძია
ისრაელი უნდა გასულიყო ოლიმპიადაზე.. ვერ გაიგებთ!!!
Რაგბის ფანი
ჩემპიონატზე არც ერთი მატჩი არ წაგვიგია! კარში დამრტყმელი როცა გვეყოლება, მაშინ ბარე ორი გრანდი ვერ გაგვიძლებს.
სოსო-ს
წადი და შენ ბელად მოხოს მიხედეთ ნაცებმა!
Martali
საწყენი ისაა რომ 120 წუთი და 3 გამოუყენებელი ცვლილება. კვარა მიქაუტაძე კიტეიშვილი…და ქართველების და ვისთანაც გაიზარდნენ მაგათი მაგარი სიხარული. და ამას ფულის მთვლელები ფედერაციაში ვერ ახსნიდა და ვერც პოდსებია აგენტი რომ ყავს. და დარწმუნებული ვარ ნანობენ დღეს და არ მინდა გული გაიტეხონ და გავამხნევოთ და ნუ დაგვავიწყდება 22 წლის ბავშვები არიან ჯერ და ნუ მოვთხოვთ ბევრს
4444
მართალია დიდი ადამიანიც უნდა იყო და ცოტა პატრიოტიც. რავიცი იმიტო კითხეს უკრაინაზეც და მთელი ამბავი ატყდა ტიპს აზრი არ მოეკითხებოდა და პოზუციას არ აფიქსირებდა. წარმატებებს ვუსურვწბ. იმედია მიხვდება.
ირაკლის
კაი ჩემო ძმაო რა დღეში გაქვს ნერვები. არავინ მოგეწონა დღეს დავიჯერო რომ მისი თამაში აღნიშნო?
Mr.kostaia
საფრანგეთი და ინგლისი თუ გავა, უკრაინაა ჩვენზე წინ, 7 ქულიანი ჯგუფურ ეტაპზე, ასე რომ ტყუილად ვართ მაგ იმედად
არაფრის!
ამ ნაკრების ბიჭებიც მადლობელი იქნებიან. ძალიან კარგად ითამაშეს და წარმოაჩინეს თავი. და კარგ კლუბებში მიიწვევენ.
Silver xerxes
ამისულაშვილი ცოლიძმამ მოაწყო სტაფში? ან ამ სტაფში უმრავლესობა ქურთ მეტადონშიკს რატო გავდნენ?
xoni
მამარდაშვილი სადაც იქნება ყოველთვის წააგებს ნაკრები,წსვიდეს იმ ვალენსიაში და იქ გამოირჩეს რასისტული გამოხტომებით
zura222
მე ვაარ სანაიას მიმდევარიიიიიიი ??????? DDDDDDDDDDDD ან სად დაინეხე ჩემი სანაიას მიმდევრობა ??????????
Mr.kostaia
140 წუთი საიდან მოიტანე თუ ძმა ხარ. მესამე დამატებითი თუ ნახე ეგ სხვა საქმეა
Martali
კვარაზე ვინმე მაგალითს მოიყვანს ლეაოს და ლეაოს შემცვლელი პორტუგალიას 3-4 ფეხბურთელი ყავს და პორტუგალიისთვის ჩვეულებრივი ტურნირი იყო. და როცა შენი ქვეყანა ასე მოწყურებულია სავსე სტადიონს და სიხარულს და მწვთნელი ასეთ რთულ ტურნირზე 120 წუთს ისე ამთავრებს რომ 3 ცვლილებას ვერ აკეთებს ეს შენი გუნდელების ღალატია და მგონია ორივე განიცდის ამას და ეს რომ ცოდნოდათ ორივე ითამაშებდა თუნდაც ლიმიტირებულ დროს. და გულსატკენი ისაა რომ ყველამ იცის ბოლო წუთებზე და მითუმეტეს დამატებითში რომ შემოსულიყვნენ უეჭველი მოვიგებდით თამაშსაც და ტურნირსაც
ჟორა
ეხლა კომენტარები ცხელ გულზე კეთდება გამწარებული გულშემატკივარის მიერ და ამიტომ არის ასეთი მწვავე, საერთოდ მინდა მჯეროდეს, რომ ძალზედ გადაღლილი იყო ხვიჩა, ან კლუბმა არ გამოუშვა, თორემ თვითონ ჩამოსვლა უნდოდა, რაც შეეხება მიქაუტაძეს მე მგონი ამ ბიჭმა თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი დაჰკარგა, ის წარმატება, რაც წელს მოიპოვა, მაინც 2-ე ლიგის წარმატებაა, ისე ყველას გასაგონად: მარადონამ 1985 წლის სეზონში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მარტოდმარტომ ათრია მაშინდელი საკმაოდ უფერული არგენტინის ნაკრები(ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც), თვით მარადონას სიტყვები გავიხსენოთ, იტალის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ მიდიოდა რომის აეროპორტში მიფრინავდა ბუენოს აირესში მოაგებინებდა იქ ნაკრებს თამაშს, მოფრინავდა უკან და 2 დღეში საკლუბო თამაში მქონდაო და შემდეგ ისევ თავიდან, მოგეხსენებათ სამხრეთ ამერიკის ზონაში მაშინ 18 შესარჩევი მატჩი ტარდებოდა, აი ასე ჩემო კარგებო ვისი სახელიც ჰქვია ეხლა ნაპოლის სტადიონს და ვინც ფეხბურთის ღმერთად მიგაჩნიათ ის თავს დებდა ყოველ თამაშში თავისი ქვეყნის ნაკრებისათვის.
Silver xerxes
კვარაცხელია მართლა დაიღალა , კუნთოვანი მასა მოემატა და სიმაღლეშიც გიზარდა რომელი ხართ ატვეჩაი რო ჩაკვეტაძესავით არ დაემართებოდა?
მამუკა
ძალიან დიდი მადლობა კვარას და ჟორჟს!!!
დაჩი
მადლობა ბიჭებს და გულშემატკივრებს ამ პერიოდში განვლილი სიხარულისთვის!ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
ირაკლი
საქართველოს ვერ გასვლა ნახევარფინალში, კვარას გაუხარდებოდა. როგორც ერთმა ძალიან ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, კვარა ეგოისტი ფეხბურთელია რომელიც გუნდისთვის არ თამაშობსო. აი ამ თვისების გამო და კიდე იმის გამო, რომ ჩვენი "თავმდაბალი ბიჭი" სინამდვილეში მაგარი ამპარტავანი ბიჭია, გაუჭირდება დიდი ფეხბურთი ითამაშოს - ფეხბურთი კოლექტიური, გუნდური სპორტია. როგორც გახარიამ უღალატა ქართველ ხალხს, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში სტადიონზე გულშემატკივარი არ დაგვიშვეს, ასევე კვარამ უღატა გუნდს - რას ქვია დაიღალე დავგადაიღალე
სოსო
კიდევ კარგი წავაგეთ!რამდენმა გაიხარა ამ საიტზე!ბიჭებს კი მადლობა,თავდადებისათვის.ძალიან ძლიერ მეტოქეებს გავუსწარით,ჯგუფში და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური თუ დიზიკური ენერგიაც დახარჯეს.ეს თამაში,მაინც ფინალივით იყო,თან ამდენი გულშემატკივარი და მგონია,ფსიქოლოგიური დაწოლა,მაინც იგრძნობოდა.ბიჭები გადამწყვეტი დარტყმის,ან პასის გაკეთებას ვერ ბედავდნენ,უფრო პასზე იყვნენ ორიენტირებულები,რომ ვინმე სხვას გაერისკა დარტყმა.რაც დავარტყით,ისიც სულ ბრძოლაში და უხერხული პოზიციიდან ვცდილობდით,როცა ზუსტი დარტყმა,თითქმის შეუძლებელი იყო და საყვედურს ვერავინ ეტყოდათ,გაფუჭების შემთხვევაში.დაცვაში კი,საყრდენების ზონიდან მაინც ხშირად ვარტყმევინებდით,რაც ძალიან სახიფათო იყო.დაცვა კარგად თამაშობდა,ნახევარდაცვაც თითქოს ცუდი არ იყო,მაგრამ პასების უმეტესობა,უკან კეთდებოდა და გამწვავების შანსს ვკარგავდით.ვფიქრობ,ცენტრიდან მწვავე შემყოლი პასების და საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმების შემთხვევაში,გაცილებით მეტი ხიფათის თუ არა,დაძაბულობის შექმნას შევძლებდით.გაგუას ალბათ არ უნდა დაერტყა პენალტი,ძალიან გადაღლილი იყო,მუდმივი ფიზიკური ორთაბრძოლებით.დარტყმისას,სახეზეც აშკარად ეტყობოდა დაძაბულობა და ვგრძნობდი,რომ ვერ გაიტანდა.რაც თვალში მეცა,კიდევ ის იყო,რომ რამდენჯერმე,ერთმანეთს შეუშალეს ხელი,ჩვენმა ბიჭებმა,კარში დარტყმის მცდელობა.ერთს რომ გაეტარებინა,მეორე უკეთეს პოზიციაში ელოდა ბურთს.ესეც ალბათ დიდი დაძაბულობის და სურვილის ბრალი იყო.ენა არ მომიბრუნდება,რომელიმე ფეხბურთელს,ან მწვრთნელს,საყვედური ვუთხრა,რადგან მათ მართლავც არაფერი დაუკლიათ და იმაზე მეტს მიაღწიეს,რისი მოლოდინიც,რეალურად უნდა გვქონოდა.ჯერ არც ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი გვაქვს დაკარგული,რადგან სავარაუდოდ,ინგლისი და საფრანგეთი,ნახევარფინალში გავლენ და ოლიმპიადაზე,ერთი საუკეთესო მეოთხედ ფინალისტიც გავა.ასე რომ წინასწარ ნუ გამოვიგლოვებთ შანსის დაკარგვას.საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს,ჯერ კიდევ.მთავარი მაინც ის არის,რომ ამ ჩემპიონატის შემდეგ,ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი,აუცილებლად წავა,ევროპულ კლუბში.რამდენიმე ისედაც იქ არიან და აქ მიღებული გამოცდილებაც,ძალიან გამოადგებათ,სამომავლოდ.ასე რომ, საქმე არც ისე ცუდად არის,როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია და იქნებ ოლიმპიადაც, ჩვენიანად ჩატარდეს.ნებისმიერ ჩვენს ფეხბურთელს ვუსურვებ კარგი კარიერის აწყობას.
გოგა
ჩემ კომენტარს რატომ არ აქვეყნებთ
შაკო
ანათებ
ჟორა გაბრიჭიძე
ხალხო, გინახავთ ასეთი დაცვა? მოწინააღმდეგეს 140 წუთი ეთამაშო და ერთხელ კარში არ დაარტყმევინო? ჩვენებიც ყველაფრის ღირსები არიან და ებრაელებიც, რა თქმა უნდა, დამსახურებისამებრ.
Mr.kostaia
ხვიჩას და ჟორჟის ადგილზე საჯაროდ გამოვიდოდი და ბოდიშს მოვუხდიდი ქართველ ხალხს! ძალიან დაგვწყვიტეს გული. სამშობლოს სიყვარულში დაღლილ ხალხს გაუმარჯოს ღმერთმა
რატი
1. მადლობას ნაკრებს ვუხდი და მხარს ვუჭერ. უმადური ერთუჯრედიანების გასაგონად, მარტო მაშინ არ სჭირდებათ მხარდაჭერა, როცა იმარჯვებენ. ლხინში ყველა შენი ძმა და მეგობარია, გასაჭირი წარმოაჩენს, თუ ვინ ვინ არის. 2. უკვე მეათიათასედ დაიწერა, თუ რატომ სჯობდა კვარას და ჟორჟის გადაწყვეტილება, მაგრამ აზრი?! ცარიელ თავში ხომ არაფერი შევა! და ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ისეთი ხალხი აკრიტიკებს, დივანზე გორაობის და ბირჟის გამყარების გარდა სხვა მიღწევა რომ არ აქვს. კიდევ ერთხელ, ნაკრებს მადლობას ვუხდი, ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ. მთავარია, კარგ გუნდებში მოხვდნენ, რათა გამოცდილება შეიძინონ, რაც ეროვნულ ნაკრებში უკან დაგვიბრუნდება. ამ ჩემპიონატის დანიშნულება ესეცაა, რაც ბევრს ავიწყდება.
KOSTAKURTA
გაგუა გამოსაცვლელი იყო დროულად. სისხარტე და მოქნილობა მაგას არ ააქვს.ლანდივით დაბორიალობდა მოედანზე-0!!¨დავიტაშვილიც გამოსაცვლელი იყო.საერტოდ არ ცაუვიდა თამაში.
დსდუ
სვსნაძეს დაავალეს ფედერაციამ ბიჭების გამოძახება და შემადგენლობაც დაწერილი ქონდა,უთქმელად დავალების შესრულებისთვის სვანაძე დაჯილდოვდება საუკეთესო მონის სტატისით…
ღადაობთ?
კარში დარტყმა 0:5??? ეხლა ვნახე
სიმართლე
უი არ ვიცოდი, რამდენი რამე გცოდნიათ? :):):) მარსზე კი არ ვცხოვრობ? :):) ყველა იღლება, შენი ქვეყნისთვის არ უნდა დაიღალო! ამაზე ნუ ვიდავებთ, გუნდის და ამდენი მაყურებლის დაღალატება არაა კარგი საქციელი!
ცუდად ვარ
კვარას და მის კლუბს, სადაც არ უნდა გადავიდეს, მაინც ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ეს ოხერი გული მეუბნება, რომ ისე ვეღარ, როგორც აქამდე. და ვერაფერს ვუხერხებ ამ საზიზღარ გრძნობას...
აბდულა
კვარას უნდა ქონოდა იმხელა ჭკუა რომ უნდა ეთამაშა.დიდი უპირატესობა გვქონდა და კარში ვერ დავარტყით.მეორე კიდო კიტეიშვილია თუ ვინც არის...ასეთი ამპარტავანი რატო არიან...თუ ქვეყანას არ გამოადექი იყავი ვარსკვლავი ეგოისტური მიდგომა.ამას ჩემპიონატის დაწყების წინაც ვწერდი.თუ ვარსკვლავი ხარ ქვეყანას უნდა გამოადგე და ასახელო ასე მწამს მე.
გოგა
თამაშით ისრაელი იმსახურებდა, დარტყმები 5-0 თან მათ სასარგებლოდ, გაცილებით მეტი მომენტი შექმნეს, კვარაზე და მიქაუტაძეზე მეც ნაწყენი ვარ, ზურიკო ოქრო კაცია, გოჩოლეიშვილს ვინ დააბრალა ფეხბურთელიბა ბურთის მიღება არ იცის და ბოლოს მამარდაშვილის ერთი მოგერიებული პენალტი გამახსენეთ თუ აქვს საერთოდ ცხოვრებაში ოფიციალურ ან ამხანაგურში მაინც აღებული?
სიმართლე
რა გჭირთ ხალხო? მართლა მოგწონოთ კვარას და ჟორჟის საქციელი? ღადაობთ? არ გინდოდათ მოგება? გუნდი ძაან მაგარი იყო და ბიჭებიც გმირები არიან ყველა. მაგრამ კვარა და ჟორჯი დამღალატებლები არიან. ჯერ შენი ქვეყნისთვის უნდ აივარგო და შემდეგ სხვის კარზე იბოგინე.
zura222-s
კიდევ ხართ ეს სანაიას მიმდევრები? რამდენი დარჩით კიდევ ეს ნაცები?
მარღანია
კვარას ახლობელია ხარ? აბა გვეხუმრები? არ გინდოდა, რომ მოგვეგო? ასაკით ხომ ეკუთვნოდა, რა მნიშვნელობა აქვს 6 იქნებოდა თუ 10? ეგება ეს თაობა გყავს მაგარი! კაი რა, აჯაზებ ახლა!
გურჯი
რას წერთ დასვენება არ უნდათ მთელი სეზონი ლაშქრობაში იყვნენ
სიმართლე
მოღალატეობა პირობითია! რეალურად ეს დაღალატებაა ხალხის და გუნდის, მით უმეტეს, როცა ლიდერი გქვია.
გიორგი
სალამი კვარას უნდა ეთამაშა ამ ტურნირზე, მაგიტომ გვჯობია ხორვატები პატრიოტიზმში, რომ ნაკრები მათვის წმინდაა რამხელა მოტივაცია იქნებოდა ყველასთვის, კვარა რომ ნაკრებში ყოფილიყო, ჩემთვის მისი საქციელი დიდი მინუსია
კაი რააა
ტიპმა120 წუთში 3 შეცვლა გააკეთა.
ადოლფ
ისევ ამუშავდა ანანიას პრეზერვატივების საამქრო მთელი დატვირთვით- ხვიჩას წინააღმდეგ.
ლაშა
სამშობლო თუ უკან პლანზე დგება, აქ ყველაფერი ნათქვამია. ფარისევლობა მისი მიამიტობა და უბრალოობა, თუ სიმორცხვე. დიდი გაქანება ჰქონია, მაგრამ ასე შორს ვერ წავა. ასე ასრულებენ ვარსკვლავობას! გააზრებული არა აქვს, რომ პირადი ცხოვრება სამშობლოზე წინ არ უნდა იდგეს. აბა ომი რომ დაიწყოს და ყველა საქორწინო მოგზაურობაში დავტყდეთ, ამ ქვეყნას ვინ დაიცავს? დიახ თავისებური ომია ევროპის ჩემპიონატი. აქ მოგებით ჩათვალეთ, რომ საქართველოს და ქართული ფეხბურთის ცნობადობა უაღრესად გაიზრდებოდა; იმაზე მეტად, ვიდრე კვარა ან სხვა ახერხებენ ლოკალურად!!!
გურჯი
ვერ დავიძინებ. არ დამეძინება.როგორ დავიძინო 27 ივნისიდან 1 ივლისამდი თურმე ჩვენ გვეძინა სიზმარში ისრაელი გად…თ
უვიცი
წეღან მოკლედ დავწერე მწვრთნელის შეცდომებზე, მინდა ოდნავ უფრო გავშალო თემა იმ ახალგაზრდებისთვის ვისაც ნაკლები საფეხბურთო გამოცდილება აქვთ და ვერ ხვდებიან თუ რაშია მწვრთნელის დანაშაული. 1.წიტაიშვილის ძირითადში დაყენება. გიო სუპერ ფეხბურთელია, თუმცა სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, მიუჩვეველია 90 წუთს თამაშს და თავიდანვე გამორიცხული იყო მისი ბოლომდე თამაშში დარჩენა. მწვრთნელს სწრაფ გოლზე გათვლა აშკარად არ ჰქონდა და თავიდანვე ჩანდა ეტაპობრივად აპირებდა ზეწოლის გაძლიერებას, შესაბამისად გაუგებარი იყო წიტას ძირითადში დაყენება და თამაშის დასკვნით ნაწილში მისი ნიჭის და შესაძლებლობების ფეხბურთელის არ გამოყენება. 2. გაგუას ბოლომდე დატოვება თამაშში. გაგუა სუპერ კარგი ბიჭია, თუმცა უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ ის არ არის ძლიერი კომბინაციურ თამაშში, არ არის სხარტი და მასიური კომბინაციების მცდელობისას უბრალოდ ბალასტია მოედანზე. ასე თუ ისე გასაგები იყო მისი როლი ბელგიასთან და ჰოლანდიასთან, სადაც სატურნირო მდგომარეობა საშუალებას გვაძლევდა პოზიციურად გვეთამაშა და მისი პლუსები გამოგვეყენებინა, მაგრამ დღეს და განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაუგებარი იყო მისი მოედანზე დატოვება. მთლიანად არეული იყო თავდასხმა და ვერ პოულობდნენ ადგილებს. 3. დავითაშვილის გაუგებარი პოზიცია. იმის შემდეგ რაც ზურიკომ მარჯვენა ფლანგზე შემოგვთავაზა, რა ნოუჰაუ იყო სვანაძის მხრიდან მისი მარცხენა მხარეს გადაწევა ვერ გავიგე, თუ პირველ ტაიმში მოულოდნელობის ეფექტზე იფიქრა, ცხადი იყო, რომ ამან ვერ გაამართლა და წიტაიშვილის გაყვანის შემდეგ მაინც დაებრუნებინა 11 ნომრის პოზიციაზე უპრიანი იქნებოდა. ჩვენი ცალსახად საუკეთესო მოთამაშე ჩვენი მწვრთნელის გადაწყვეტილებამ ნაკლებ ეფექტური გახადა. 4. შეცვლების არ გამოყენება. კომენტარის გარეშე... გუნდი ვერ ურტყამს კარში 45 წუთი, 67 წუთი, 90 წუთი, 105 წუთი და ცვლილებებს შედეგები არ მოაქვს,ამ დროს კი კიდევ ორი შეცვლა გაქვს მარაგში. უბრალოდ უცნაურია რატომ შეიძლება არ გამოიყენო.
შაკო
ანათებ და ათბობ ისეთი "მზე" ხარ
ქუთაისს
გენაცვალე მამაქალაქო❤️
გია
აქ მარტო ფეხბურთზე არაა საუბარი, პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული
გიას
თამაშზე რო დაწერო კომენტი და არა კვარაზე არა? ძაან კარგად ითამაშეს და იბრძოლეს. რა სანახაობა გჭირთ
Martali
კალაძეზე და ფედერაციაზე ცუდს თუ დაწერ მეორე დღეს იდება 27 ე გვერდზე კომენტარი. ბიჭებს მადლობა იბრძოლეს ბოლომდე და გაგვახსენეს სტადიონი სავსე როგორია. კვარას და მიქაუტაძეს რაც შეეხება მოღალატეობა ძაან ზედმეტია და ბევრი ცხელ გულზე წერს. ისე კი თავის თანაგუნდელებს ვისთან ერთად წლებია მოდიან ისინი კი დააღალატეს. და თავის თავს დაუშავეს. როცა შენს გამო არარსებული რეისები სავსე დაფრინავდა ნეაპოლში შენც უნდა გადაუხადო ხალხს მადლობა. და დიდი ფეხბურთელი როცა ხარ დიდი ადამიანიც უნდა იყო და ცოტათი მეტი მოგეთხოვება. და მეორე ლიგის ფეხბურთელმა რატო იუარა ეგ საერთოდ არ მესმის. დღეს ყველა ეს ბიჭი ვინც ითამაშა ბევრად მაგარი ფეხბურთელები და ქართველები აღმოჩნდნენ
რატის
მეგობარო, რაში უხდი მადლობას ჟორჟს და კვარას?
ლევანი
ჩვენ პენლებისთვის მზად არ ვიყავით, რადგან ეს პირველი ფლეი-ოფი იყო, მენტალურად პირველ რიგში. დანარჩენი, რა ვთქვა? დიდი მადლობა ბიჭებს, მადლობა ამ ემოციებისთვის. დანარჩენი მომავლისაა, მთავარიათავი დადო სამშობლოსათვის. სამშობლოსთვის არ იღლებიან, არაააააა! დიდება საქართველოს!
Las
რა გაახუტეთ საქმე. ბოლო ბოლო სირცხვილია მყელ ეროვნულ დანკრებს 21 წლიანში ხო არ გადმოიყვანდით. ისედაც 6 მოთამაშე იყო. ბარემ კაშია და კვეკვესკირიც მოგვეწვია ძალიან კარგი ქნა კვარამ რომ არ ითამაშა
მურთო
გაგუას უნდა დაერტყა საერთოდ, არ ქონდა კარგი თამაში და ჯობდა სხვა მისულიყო. და არც მამარდა უნდა დამდგარიყო პენალტებში. რა რა და არ იცის ამ ბიჭმა პენალტების აღება და ჯობდა სხვა დამდგარიყო. ძალიან დასანანი მარცხი. კი იბრძოლეს, უპირატესობასაც ვფლობდით მაგრამ 120 წუთი კარში ვერ დარტყმაა ძალიან ცუდი შედეგია!
ეგრეა
ეს იყო უნიკალური შანსი, რომ ევროპა მოგვევგო და თან შინ (ეს სერიოზული ზურგია). კვარას და მიქაუტაძის დამატება ამ მიზანს უფრო რეალურს გახდიდა. ასეთი შანსი არ მეორდება ხოლმე. პირიქით ყველა უნდა მობილიზებულიყო და ეგ მაგარი სიტყვა გვეთქვა ფეხბურთის ისტორიაში. თან რამდენ მილიონ ქართველს გააბედნიერებდი და ამაყს გახდიდი. ამად ღირს ცხოვრება, დამიჯერეთ. ამას არც ნაპოლიში ნაშოვნი მილიონები არ გადაწონის. ეს ისტორიაა და ხალხის სიყვარულია, ქვეყნის გამარჯვებაა და ეს უფრო ცნობად გახდიდა ქართულ ფეხბურთს მსოფლიოში, ვიდრე კვარას თამაში ნაპოლიში. ეს რა შეცდომა დაუშვეს კვარამ და მიქაუტაძემ, გაოგნებული ვარ! ეს იყო უნიკალური შანსი, რაც ვერ გამოიყენა ქართულმა ფეხბურთმა და ამას ყოველთვის ინანებენ. ამ ლაქას ჩამორეცხვა გამორიცხულია.
არტ
მე ენა არ მომიბრუნდება ამ ბიჭებზე და სვანაძეზე ცუდის თქმისთვის. თამაშის წაუგებლად გამოეთიშნენ ფაქტიურად. პენალტები ლატარეაა მაინც. მეორე ტაიმი და დამატებითი დრო დომინანტები იყვნენ, ხო ალბათ როდესაც ცოტა დრო რჩება და მოწინააღმდეგე აშკარად 11 კაცით კარში დგას დაწოლა ჯობია ჩაწოდებებით და გადმოვღდნილ ბურთებზე ბრძოლით, მეტი დარტყმებით (თუნდაც ალალბედზე) გაგრძელო. ალბათ. მაინც ყოჩაღ ბიჭებო! ახლა ხვალინდელ თამაშებში ღმერთმა ქნას ისე დალაგდეს, რომ ოლიმპიადაზე მოვხვდეთ. რთულია, მაგრამ ვნახოთ.
გია
კვარა დღეს რომ ყოფილიყო უეჭველი მოვიგებდით. დაიღალაო რა დაიღალა თუ ძმა ხარ. ნოემბერი და დეკემბერი დაისვენა, ტრავმის და მსოფლიო ჩემპიონატის გამო. ითამაშა იანვარი-აპრილი , მაისში ფაქტიურად ჩემპიონი იყო და მაინცადამაინც თავი არ მოუკლავს. ნაკრებში 2 თამაში ითამაშა და ეგა არის და ეგ. არადა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ჰაერივით საჭირო იყო. კარგი ვთქვათ არ შეგიძლია მძიმე სეზონის გამო, გუნდთან მაინც დარჩი სათადარიგო სკამიდან მაინც უგულშემატკივრე და განიცადე სიხარული თუ გაჭირვება, ადგა და საქორწილო მოგზაურობაში წავიდა იტალიაში. არ ვიცი ამას უკვე რა ჰქვია, სახელი თქვენ დაარქვით.
კაი ერთი
მადლობა მათ ვინც თავი არ დაზოგა! აი ჟორა და ხვიჩაზე რა მოგაზსენო!
ტაჰამატა
გუნდს რომელსაც სათამაშო ტაქტიკა არ გააჩნია სულ არ გაუმართლებს.შედეგიც სახეზეა.
T.t
გეთანხმები,თან როცა პენალტისტები სკამზე გყავს იგივე ლომინაძე,ხორციელი და კიდე იყვნენ
dato-ს
შენ ბიძიკო, ოლიმპიადაზე მოხვედრა საბავშვო თამაშები თუ გგონია, ჯობია ფეხბურთს გაერიდო!
გ.შ.
მწვრთნელმა წააგო ნამდვილად და ფედერაციამ პირველ რიგში, მაკედონიასთან რაც მოხდა იგივე სუნი ასდის ამ ყველაფერს, ისე 0 დარტყმა რო გექნება რაზეა ლაპარაკი, და ეს იყო ზუსტად ბიჭები მოტივაციის გარეშე იყვნენ... ჩიხრაძე არ უნდა გაეშვა , ძაან კაი ფორვარდია, შეკრებიდან, ბევრს ჯობდა ძააან ... და კიდე არის რაღაცეები სამწუხაროდ... მწვრთნელს თავის აზრი რომ მყარად არ აქვს დაყენებული ყოველთვის ასე მოხდება, იკითხებოდა 1 წუთიდანვე რა სცენარითაც დამთავრდებოდა ყველაფერი , ზუსტად ვიცოდი 0:0 რო მორჩებოდა აი ამ წინაპირობებიდან((((
რატი
ზოგიერთს კომენტარზე ეტყობა, რომ გულშემატკივრი კიარა ნაგავია, უმადური ნაგავი. ნაკრები უვარგისიაო, კვარა (და ჟორჟი) მოღალატეო და ა.შ. მადლობა ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, მეტი იშრომეთ, რომ უფრო ძლიერები გახდეთ. წარმატებებს გისურვებთ! :)
შაკო
ისრაელის ნაკრების ლიდერებმა მთელი სეზონი ხო ითამაშეს, მერე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშეს (რომელიც არგენტინაში ჩატარდა და 7! მატჩი ითამაშა ისრაელმა - ნახევარფინალში გავიდნენ), მსოფლიოს დამთავრებიდან სადღაც 1 კვირაში კი ევროპის ახალგაზრდულზე წამოვიდნენ (ყველა ვისაც ასაკით ეკუთვნოდა). ისენიც დაღლილები იყვნენ, მაგრამ პატრიოტები!
gzp
დღეს ფორტუნა ისვენებდა. დევიღალე სღვაზე წავედიო.
აქაური_ს
21 წლამდელთა ჩემპიონატებზე ევროპის იქნება თუ მსოფლიო სტადიონები სულ ცარიელია უცხოეთში
გია
კვარა დღეს რომ ყოფილიყო უეჭველი მოვიგებდით. დაიღალაო რა დაიღალა თუ ძმა ხარ. ნოემბერი და დეკემბერი დაისვენა, ტრავმის და მსოფლიო ჩემპიონატის გამო. ითამაშა იანვარი-აპრილი , მაისში ფაქტიურად ჩემპიონი იყო და მაინცადამაინც თავი არ მოუკლავს. ნაკრებში 2 თამაში ითამაშა და ეგა არის და ეგ. არადა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ჰაერივით საჭირო იყო. კარგი ვთქვათ არ შეგიძლია მძიმე სეზონის გამო, გუნდთან მაინც დარჩი სათადარიგო სკამიდან მაინც უგულშემატკივრე და განიცადე სიხარული თუ გაჭირვება, ადგა და საქორწილო მოგზაურობაში წავიდა იტალიაში. არ ვიცი ამას უკვე რა ჰქვია, სახელი თქვენ დაარქვით.
Vasili
ისევ კვარას და მიქაუტაძეს მიახტა ხალხი!/ შეეშვით! მე როგორც კი წავიკითხე მაგათი განცხადება რომ არ ითამაშებდნენ ეგრევე გინება ავტეხე! ეს რომ მაგათი პირადი გადაწყვეტილება არ იყო ორი აზრი არ არუს! მანამდე ორივე აცხადებდა რომ ერთი სული ქონდათ როდის დაუწყებოდა ეს ტურნირი რომ ქართველი ხალხი გაეხარებინათ! და ისე მოხდა რომ ბოლოსწინა დღეს ორივე ერთიდაიგივე ტექსტი გააშაშალა! მთელი ეს ბოლო ორი თვე მასა წერდა რატომ უნდა ითამაშონო და არ უნდა ითამაშონო! ცალკე ჟურნალისტები იპუტავდნენ! ყველა მიხვდა რაშიც იყო საქმე! ამ ბიჭების ნაცვლად სხვების გამოჩენა უნდოდათ რადარზე, სხვების შეყვანა დამატება ნაკრების სიაში, იმიტომ რომ ბევრი აგენტი იყო ჩამოსული და სანაკრებო სივი ტრანსფერუსთვის არუს უმნიშვნელოვანესი! ხალხმა ვერ გაიგო რომ ნაკრები თავის გამოჩენის სქშვალება არ არის, თავი უნდა გამოიჩინო საკლუბო დონეზე და ნაკრებში უნდა მოხვდეს ის ვისაც შეუძლია თამაში, აი რა აზრი ქონდა ეხლა მაგ ფეხბურთელების დამატებას როცა მათ მოედანზე შემოყვანას არანაირი სარგებელის მომტანი არ იყო? ასე რომ ამ ბიჭებს შეაწმინდეს ხელი! მოთხივეთ პასუხი ამ ბიჭების აგენტებს , გარემოცვას და ფედერაციას პირველ რიგში! უმარილო ხალხია ფედერაციში ამას ვწერ ძალიან დიდი ხანი, ვისით უნდა ჩაინაცვლოს ეს ფედერაცია ეგ აღარ ვიცი! ერთადერთი იმედი არის ის რომ მაგრა გაგვიმართლდეს ეხლა და ოლიმპიადაზე გავძვრეთ რამენაურად, საფრანგეთმა და ინგლისმა უნდა მოიგონ, და ორ საუკეთესო მეოთხედფინალისტენს შორის უნდა მოვხვდეთ
ქუთაისი
სიმართლეს- სიმართლე კი არა და ერთ ერთი რიგითი ჩასაფრებული ხარ. აქ იმდენად კვარას გადაღლაში კი არაა საქმე, არამედ იმაში, რომ ეს ევროპა მთავრდება ისე და იმ დროს, რომ კვარაცხელიას ფაქტიურად მოუწევდა იტალიის ჩემპიონატისთვის მომზადების დაწყება, უკვე ზედიზედ მეორედ, დასვენების გარეშე. უბრალოდ ვერ ასწრებდა დასვენებას. ნაპოლი შეკრებას იწყებს 15 ივლისს. სხვა ფეხბურთელების მაგალითი რომ მოგყავს, ის თუ იცი მაინც თუ როდის იწყება ან საფრანგეთი 2, ან უკრაინის პირველობა. შენ ისიც არ იცი, რომ ოლიმპიადის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და თან რეალური. თავი კი ქართული ფეხბურთის მოამაგედ მოგაქვს. შენ თუ ქართულ ფეხბურთზე გული შეგტკივა, მაშინ ასე ღვარძლიანად არ უნდა წერდეს კვარაზე და მიქაუტაძეზე, თუნდაც არ გქონდეს რეალური ინფორმაცია, თუ რატომ არ კი არა, ვერ ითამაშეს ეს ჩემპიონატი. მითუმეტეს, რომ უკვე ჩავლილი ამბავია.
zura222
ეხლა ვფიქრობ იქნება ჯობდა ინგლისს შევხვედროდით ? ინგლისი ნაღდად არ ჩააყენებდა ავტობუსს დაცვაში და კომტრშეტევებზე გვექნებოდა კარგი შანსები ! ჩვენ არ გამოგვდის პირველ ნომრად თამაში და არ გამოგვდის იმიტომ რომ ჩვენი მწვრთნელები დაცვაზე და მეორე ნომდად თამაშზე არიან ორიენტირებულები ძირითადშიც ასეა ქეცბაია-ვაისი-სანიოლი და აქ განსაკუთრებილად გამოჩდა ამ ჩემპიონატზე ხშირად ისეთი შეგრძნება იყო რომ შეტევაში ჩვენ ბიჭები უბრალოდ აზრზე არ იყვნენ რა უნდა გაეკეთებინათ და ასე აგორავებდნენ ბურთს ფლანგიდან ფლანგამდე და უკან @
მმ
სვნაძე შეცვლები არ გააკეთე, ოხრად დაგრჩა. გაგუა სიქაგამოცლილი პენალტზე გაუშვი. არ ჯობდა შეგვეტია 3 ახალი ფეხბურთელით? ესაა ბიჭების უპატივცემულობა 120 წუთში 3 ცვლილება!!! საჯარიმოში ქაოსურად შევდიოდით, ადრე სუსტ თამაშს შედეგი ფარავდა და ახლა კი დავრჩით ოლიმპიადის გარეშე!
მარღანია
მოღალატეა ის ვინც, თავისი სამშობლოს გვერდში არ უდგება და მხოლოდ სხვა ქვეყნის/ქალაქის დიდებისთვის იბრძვის! შენ რომ მაგარი მეომარი იყო, იტალიის გვარდიის ლიდერი და საქართველოს მტერი რომ შემოესიოს, დავიღალეო იტყვი??? :):):):) კაი რა
კახა
და ნაკრები და ქვეყანა არაფერს ნიშნავს?
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
რო გამოვა და ყველა ბურთის შეხებაზე რო დაუსტვენს ქართველი გულშემატკივარი, შეცვლას თვითონ მოითხოვს მერე!!!
Charley
ფეხბურთი ემოციების მხრივ სასტიკი სპორტია დღეს ბედმა სამწუხაროდ ჩვენ გვარგუნა ეს სიმწარე. კი დღევანდელ შეხვედრაში ჩვენ გვქონდა მინუსები ბოლოს და ბოლოს კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დავარტყით მაგრამ ეს ალბათ ჩვენი მაქსიმუმიც იყო, თავი მაღლა ასწიეთ ბიჭებო თქვენ სრულიად ქართველი ხალხის წინასწარ ჩაფიქრებულ ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბეთ და ვინმეს ერთი სიტყვაც არ აქვს წამოსაძახებელი თქვენზე ამიტომ ყველა თვითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა. წინ უფრო დიდი წარმატებები გველის თქვენთან ერთად, თქვენ ის იმედის მომცემი ბიჭები ხართ რომლებიც მომავალი მინიმუმ 10 წელი საქართველოს ნაკრების ქომაგს მშვიდად ძილის საშუალებას აძლევთ.
gulshematkivari0703
ნაკრებისთვის არაფერი გაუკეთებია ხვიჩას! ნაპოლისთვის კი ბატონო. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემი ნაკრები! აი ნაპოლი სულ ფეხებზე მკიდია!
Rtt
კაით ეხლა გაგვიმართლა და ჯგუფიდან გავედით სულ ხო არ გაგიმართლებს
X
ვინც კვარაცხელიას მოღალატეს უწოდებთ თქვენთვითონ ხართ მოღალატეზე უარესები თქვენ ქართველები არ ხართ საერთოდ. ბიოლოგიურ ნაგვისგან არის გასაწმენდი საქართველო
Mr.kostaia
იცი რას გეტყვი ბიძიკო,ქვეყანა რომ დავიკიდეთ და ყველა გვერდში არ დავუდექით ერთმანეთს, იმიტომ დავკარგეთ ნახევარი საქართველო და ვართ იქ სადაც ვართ...ასეთ დროს მჭირდებოდა ხვიჩა და ჟორჟი, რომ ქვეყნისთვის ებრძოლათ...ეეჰ...ამ ბიჭებს მაინც დიდი მადლობა, არ იბრძოლესო კაცი ვერ იტყვის, მაგრამ არ შეუძლიათ მეტი და რა ქნან... რა შანსი გაგვემაზა, აფსუს
ჯიჯი
მართალი ხარ ძმაო და პენალტებში ყალიჩავა უნდა დაეყენებინა,გადახედეთ სტატისტიკას.
75*
მამარდაშვილი პენლებს რომ ვერ იღებს ხომ ვიცით. უნდა შეეცვალა პანლებზე
გურჯი
ეს რა ჭირი გვჭირს ტო
მარღანია
კაი ზღაპრებს ნუ ჰყვები. მანდ მუშაობს ორი ტონა ნაცნობი. არაფერი არ შემოუთვლია ისეთი ნაპოლის! კვარას თემაა პოლნად! მაგარი ანტიქართული იკისრა!
ადამიანი
ჯერ თავად გააკეთე რამე ღირებული და მერე განიკუთხე სხვა,კლავიატურის ლომო
bejo
მილიონი კომენტარი დაიწერა რომ პენალტებზე უნდა გვევარჯიშა ...
აქაური
ესეთი დონის თამაშებზე ავროპაში მაქსიმუმ 2-3 ათასი მაყურებელი დადის. ჩვენთან ერთ დღეში 56 ათასი ბილეთი გაიყიდა, და კარში არ დაარტყეს. რა მოხდა ნეტა.თან ერთი დღით მეტი დაისვენეს ჩვენებმა!!!
Მახვში
მადლობა ბიჭებს, ჩემი აზრით ეს იყო ამ გუნდის მაქსიმუმი... მაქსიმუმის მაქსიმუმის შანსიც იყო, მაგრამ არ გამივიდა... ამ ნაკრების მინუსი შეტევა იყო, ამიტომაც ყველა თამაში უკნიდან ვითამაშეთ... მადლობა მთელს გუნდს განვლილი დღეებისთვის!!!
დათო
არ მეგონა კვარაზე, მაგრამ ასეთი მოღალატეობას არ ველოდი. ეს რა იკისრა ტიპმა?
Giurza
მე არც კვარას დამცველი ვარ და არც მიქაუტაძის, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვეთ პასუხი, რა შემოუთვალეს ნაპოლის ხელმძღვანელობამ და რაზე თქვა უარი ფედერაციამ, რაც შემდგომ კვარამ გადაღლას დააბრალა და საკუთარ თავზე აიღო ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის წყენა
Oto
კვარაცხელიას ვისთან უნდა ეთამაშა გაგუასთან ან ვინმე მოისწრაფილიშვილ? თუ დავითაშვილთან? ერთი ესპანეთში მე-7 ლიგაში თამაშობს,მეორე საფრანგეთის რომელიღაც ლიგაში! სერიას ა-ს საუკეთესო ფეხბურთელზე იძახით,თუ აცნობიერებთ საერთოდ ამას?
სიმართლე :))))
სიხარული აჩუქა ნეაპოლელებს! ჩვენი სიახრული საქართველოს გამარჯვებაა - იტალიელო ქართველო. მართლა გჯერა, რომ საქართველოს ცემპიონობა და წარმატება უფრო ნაკლები სიხარულია, ვიდრე ნაპოლის? მგონი, გადაიწვა ხალხი! რად მინდა შენი იტალიის ჩემპიონობა, სამშობლოს თუ არ გამოადექი??!!
ჰერელი
ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ნაკრებში არის საბა საზონოვი, რომელიც თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს. დანარჩენები სამწუხაროდ ჩამორჩნენ დროს და ვერ ვითარდებიან. სხვათაშორის, მოდი და შეადარე კვარაცხელია და მამუკა გორგოძე ერთმანეთს ქვეყნის სიყვარულში, ცა და დედამიწაა
gulshematkivari0703
რატომ თქვა მიქაუტაძემ თამაშზე უარი,აი რატომ?! ვინმემ იცის საერთოდ?! წარმოდგენა შემეცვალა მაგ ბიჭზე! მეორე ლიგის ფეხბურთელი ხარ ბოლო ბოლო! ახალგაზრდა,ჯანღონით სავსე,ჩემპიონატი შენს სამშობლოში ტარდება! ნუთუ არ ყავდა გარშემო ისეთი ხალხი,რომ ეტყოდა,უნდა ითამაშო აუცილებლადო! ეს ძალიან დიდ დაღს დაასვამს მის პიროვნებას!!!
სიმართლე
ჯერ შენი ქართველობა უნდა გაახარო და არა იტალიელები! ქართული ფეხბურთი არაა ნაპოლი! შენი სამშობლოს წარმატება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს შენთვის, ვიდრე ნეაპოლის! ვის ეყვარები? ნეაპოლელებს? არა აჯობებდა ეს ჩემპიონატი მოგვევგო და ისტორიაში შევსულიყავით? არ აჯობებს ქართველებს უყვარდე და მათ მიანიჭო სიხარული; ამ დაბეჩავებულ ქვეყანას რა? შენ მილიონები და ამათ სიხარულით არა? ეგაა სამშობლო? შენი ქვეყნისთვის უნდ ადაიღალო და დაიცალო ბოლომდე! ესაა ვაჟკაცობა. დანარცენი რაც დაწერე ბელეტრისიკაა! მე ნაპოლის ფანი კი არ ვარ, ჩემი ქვეყნის ფანი ვარ!
მწრთვნელი
შეცვლები ვის შევუნახეთ!? ისრაელმა ექვსი შეცვლა გააკეთა! შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება! იმათი მეკარე მაგრა ცდებოდა გამოსვლებზე! შეტევა უნდა გაგვეძლიერებინა, მაგრამ შეეშინდა სვანაძეს გარისკვის და ენდო პენალტების სერიას, რაშიც არ გაგვიმართლა! არა უშავს, მომავალში უნდა მოუმატოს ახალგაზრდულლმა!
მამუკა
არ არის კვარა მზად არც რეალში და არც რომელიმე დიდ გუნდში სათამაშოდ, რამოდენიმე თვეში აღმოჩნდება სკამზე, აგიხსნით რატომ, ჯერ ერთი ნაპოლის ნუ შევადარებთ გრანდებს, მეორე იტალიის ჩემპიონატი საგრძნობლად ესპანეთისას, ინგლისი საერთოდ ცალკე თემაა, 21 წლის ბიჭი თუ ისე დაიღალა რომ თავის ქვეყნის ნაკრებში თავისზე კლასით ნაკლებ ფეხბურთელების წინააღმდეგ სათამაშოდ არ იყო მზად, ძალიან ეჭვი მეპარება რომ ტოპ გუნდში მთელი სეზონის მანძილზე მაღალ დონეზე სათამაშოდ იყოს მზად, ერთ უბრალო მაგალითს მოგიყვანთ შეხედეთ ლუკა მოდრიჩს, 37 წლის ასაკში რეალმა გაუგრძელა კონტრაქტი, არა და პერესი სულ წინააღმდეგი იყო მოდრიჩის ნაკრებში თამაშისა ბოლო წლებში, მაგრამ მოდრიჩი მაინც ვერ დაითანხმეს ნაკრებიდან წამოსვლაზე, ხო და ისე თამაშობს ტიპი რომ პერესს სხვა გზა არ ჰქონდა რომ არ გაეგრძელებინა კონტრაქტი, როგორი სეზონი ჰქონდა რეალს წელს ყველა ფრონტზე და ამის შემდეგ როგორი თამაშები ჩაატარა მოდრიჩმა ნაკრებში, აი ეს არის პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, ხო და 21 წლის ასაკში თუ უკვე დაღლილი ხარ, მაშინ შენი ფეხბურთიც მანდ არის დამთავრებული
მადრიდისტი
აბონემენტი მქონდა ჯგუფის აპრილში ნაყიდი, დღევანდელი მატჩის ბილეთი ვერ ვიყიდე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით..
ჯორჯო ბიძია
ნაპოლის როდის აქ სუპერთასის თამაში ჩავუჯდეთ ლომებო.
niko
გუშინ ხომ ვამბობდი რომ ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთ მეთქი.
dato
xvichasgan ra gindat tqve sacodavebo. tipma saqartvelos namdvil gulshematkivars imdeni sixaruli achuqa rac aravis gauketebia 20 welia. 2 welia gadabmulad tamashobs da ragac sabavshvo evropis chempionatistvis ar daesvena? an am mamardashvils ras gadaekidet penlebamde vin miiyvana? an mets raghas itxovt sikvdilis jgufshi pirvelze gavidnen da mainc akritikebt. an ugulshematkivret an sheeshvit. me dzalian momewona nakrebi, meore taimshi dz dajabnes metoqe. ubralod gamocdileba ar eyot. es bichebi tavis satqmels erovnulshi ityvian.
zura222
აბა ვინაა შუაში ?? რა ტაქტიკა აირჩია თავიდაბვე ? და მერეც უაზროდ ბურთის გორაობა და უბურთოდ კი საჯარიმოში ავტობუსის დაყენება და მამარდა რომ არა მინიმუმ 0-3 წავაგებდით
უვიცი
სვანაძემ წააგო თამაში, სხვა მხრივ არაფერ შუაშია ნამდვილად
zura222
4 დარტყმა შენ მოიგერიე ? რა ექნა მამარდას ? შეტებაში წასულიყო და კარში დაერტა ??
ლაშა 19
შენ ხარ უკეთესი, თუ უკეთესი მეკარე გეგულება 21 წლამდე ან საერთოდ 40 წლამდე :)
G.LA
არა უშავს ჯერ კიდევ გვექნება შანსი ჩემი აზრით ოლიმპიადაზე წასვლის. საფრანგეთი და ინგლისი თუ გავლენ 1/2 ფინალში ორი საუკეთესო მეორე ადგილოსანი გაარკვევენ ვინ წავა ოლიმპიადზე. დაველოდოთ ხვალინდელ თამაშებს. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და სამი ტაიმი ვაჯობეთ. რას ვიზავთ პენლებია და ვიტყვი ებრაელებმა ეშმაკობით გვაჯობეს. მეორე პენალტი რომ იგივე კუთხეში დაარტყეს უკვე მივხვდი რომ ყველა პენალტს იმ კუთხეში დაარტყავდნენ. ჩვენებმა თვითონ ბიჭებმა როგორც მოინდომეს ისე დაარტყეს პენლები, ებრაელებმა კი გადაწყვიტეს ყველა ერთ კუთხეში დაერტყათ. ეს იყო ჩვენ მეკერის ფსიქოლოგიაზე გათვლილი, რომ სულ იმ კუთხეში არ გადახტებოდა. ორჯერ თითქმის აიღო მამარდამ.
ქომაგი
არ ვაკნინებ სვანაძის დამსახურებას, მაგრამ მაინც ვერ გავიგე - რატომ მხოლოდ სამი შეცვლა, როცა არაქათგაცლილმა მეტოქემ ყველა გამოიყენა? 90 წუთი გაძლეს, მაგრამ მერე აშკარად დაიღალნენ ბიჭები. და კიდევ - გაგნიძეს ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა, არ უნდა შეეცვალა. გულიაშვილი უნდა შემოეყვანა, ოღონდ აშკარად გადაღლილი და დღეს სამწუხაროდ არაეფექტური ზურიკოს ნაცვლად.
zura222
ოლიმპიადას რაც შეეხება ჯერ არაა ყველაფერი დაკარგული--მთავარია ნახევარფინალში ინგლისი და საფრანგეთი გავიდნენ და ამ შემთხვევაში ისრაელი და კიდევ ერათი ნახევარფინალისტი გადიან ოლიმპიადაზე იმიტომ რომ ინგლისი არ გადის ცალკე ქვეყნად და საფრანგეთი უკვე გასულია როგორც მასპინძელი და რჩება ერთი ადგილი მესამე და ეს ადგილი მეოთხედფინალში წაგებულებში გათამაშდება
ქუთაისი
აქ ვინც კვარაზე წერთ იმათ გასაგონად. ეს ჩემპიონატი მთავრდება ივლისის შუაში. ზუსტად მაშინ, როდესაც ნაპოლი იწყებს პირველ შეკრებას. ერთი წლის უკან ისე გადავიდა კვარა ბათუმიდან ნაპოლიში, რომ არ დაუსვენია. იქ ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ბოლო ტურებში და საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებში ჩანდა თუ როგორი გადაღლილი იყო. არც წელს დაესვენა?!. ადამიანია, რობოტი ხომ არ არი. დარწმუნებული რომ იყოთ, ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ კვარას მაინც უნდა ეთამაშა ამ ჩემპიონატზე, უკვე ხო ჩავლილი ამბავია და კვარასთვის და ჩვენი ფეხბურთისათვის კარგი თუ გინდათ, მაშინ რაღა საჭიროა ახლა იმის ძახილი, რომ კვარაცხელიას რომ ეთამაშა და ასე შემდეგ. სანამ რამეს იტყვით, ჯერ ინფორმაცია იქონიეთ, მერე გაანალიზეთ და მერე დაფიქრდით.
სიმართლე
კვარაცხელია და მიქაუტაძე მოღალატეები არიან! რად მინდა მათი იტალიის თუ საფრანგეთის ჩემპიონობა? იტალიელების გასახარებლად იღწვიან და ფრანგების! დღეს მილიონობით ქართველს დასწყდა გული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ოლიმპიადაზე ქვეყნის არგასვლის გამო. მათი გუნდში ყოფნით რეალური იქნებოდა ევროპის ჩემპიონობაც, რომლის შანსი სხვა დროს ნაკლებად ექნება ქართულ ფეხბურთს (თან შინ)! რაც არ უნდა თქვათ, ეს ზურგში დანის დარტყმაა და მოღალატეობაა, რაც კვარამ და მიქაუტაძემ გააკეთეს! დაიღალნენ? კარგით რა? სხვები დასვენებულები იყვნენ? შენი ქვეყნისთვის არ უნდა დაიღალო და რაც შეგიძლია ბოლომდე უნდა დაიხარჯო. არც კვარა და არვ მიქაუტაძე არანაირად არ დახარჯულან საქართველოთვის ისე, რომ დაღლილიყვნენ! ისინი დაიხარჯნენ და დაიქანცნენ იტალიისთვის და საფრანგეთისთვის. დავითAშვილი არ დაიღAლა? გოჩAლეიშვილი არ დაიღალა? მამარდაშვილი არ დაიღალა? სხვები? მაგრამ ეგენი თქვენნაირი უჯიგროები კი არ არაინ და ფულზე დახარბებულები? ასეა, ფული სამშობლოსაც გავიწყებს და ამიტომაც ვიქნებით ფარჩაკები ყველაფერში! სამშობლო მარტო გებჟალია და ხაჭაპური არაა, სამშობლო ის ხალხიცაა, რომელიც დიდი იმედით შეჰყურებდა დღევანდელ და ხვალინდელ დღეს. თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთებელი გახდნენ კვარაც და მიქაუტაძეც, ამ სირცხვილს და კატასტროფულ შეცდომას ისინი ვერ ჩამოირეცხავენ. აუვარდათ თავში. ეს მათთვის გამოცდა იყო; როცა შენი ქვეყანა არ გიყვარს, ვერც შენს საქმეში იქნები წარმატებული! რად მინდა შენი გენიალურობა, თუ ეს შენს ქვეყანას არ მოახმარე. ეს წაგება კვარაცხელიას და მიქაუტაძის კისერზეა! ეს უდიდესი კატასტროფული შეცდომაა მათ კარიერაში, რაც მათ კარიერას დაანგრევს. ადამიანს, რომელსაც სამშობლო არ უყვარს ვერავინ ვერ უსურვებს წარმატებას!!! ვის რაში აინტერსებს ნაპოლი, თუ იუვენტუსი? შენი ქვეყნისთვის რა გაგიკეთებია? ფუი! ფულს გამოკიდებულ ვაი-ქართველებად იქეცით! მადლობა იმ თავდადებულ გმირ ბიჭებს, დღეს რომ ბოლომდე დაიხარჯნენ! თქვე გულიანო, ჯიგრიანო ქართველებო, გენაცვალეთ! თქვენი თაობის ვარსკვლავები და ლიდერები თქვენ ხართ და არა ფულს გამოკიდებული ვაი-ქართველები!
ლაშა 19
მადლობა ჩვენ ბიჭებს ამდენი სიხარული , რომ მოგვანიჭეს. გული არ გაიტეხოთ ყველაფერი წინ არის. მთავარია მონდომებით ივარჯიშოთ და ენთუზიაზმით გააგრძელეთ თამაშები. ბედნიერი დასვენება .
მდააა...
120 წუთი და კარში დარტყმა 0. - ვისთან? - ისრაელთან. - ჰოდა, ნუღარ გწყინს.
LD
მადლობა ბიჭებს. ნუ გავკიცხავთ. იომეს ჯიგრულად. ყველაზე მეტად მათ დაწყდათ გული. ეხლა საფრანგეთსა და ინგლისს ვუგულშემატკივროთ. შესაძლოა მე-5 ადგილით გავიდეთ ოლიმპიადაზე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მჯერა მომავალში გაგვახარებენ.
ვინმრ
მამარდაშვილი არის ანტი მეკარე..სვანაძე კი ფედერაციის ჭური,რასაც ჩასძახებენ იმას აკეთებს
დევდარიანი
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ თითქოს 3 ვაგონი ცემენტი დაცალეს ჩვენებმა და საერთოდ არაფრის თავი არ ქონდათ. უნდა აღინიშნოს რომ ძაან მაგრად გაგვიმართლა პენალტების სერიამდე რომ მივედით. და კიდევ, სვანაძე საერთოდ არაფერ შუაშია.
ენძო
ნოდარ დუმბაძის ერთი გმირი ამბობს:"კაცი რომელმაც ცურვაც არ იცის გემის კაპიტნად დანიშნეთ და ეს გემი ტანჯვა-წამებით ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე მიიყვანა,კი არ უნდა დასაჯო მადლობა უნდა გადაუხადო და მედალი დაკიდო" სვანაძეს მადლობა ამ გუნდმა ეს რომ მოახერხა დიდი გმირობაა.მალადეც კვარა!ისე გაგიმარჯოს როგორც შენი სამშობლოსთვის მოინდომე.
gio
მაინც ცუდი გამოდგა კვარაცხელია, ცუდად გამოუვიდა და გააკეთა ეგ ყველაფერი. არანაირი გამართლება არა აქვს
zura222
კცარა და მიქაუტაძე რა თქმა უნდა დაღლილები იყვნენ მაგრამ სხვები არ იყვნენ ? არ ეთამაშათ მთელი ჩემპიონატი მაგათაც თამაშსი 30 წუთიც საკმარისი იქნებოდა ორივე მოედანზე რომ ყოფილიყვნენ ან მარტო ეს ოლიმპიადაზე გასასვლელი ეთამაშათ !
დინამოელი
სკუდეტოს გილოცავ ხვიჩა .....
gulshematkivari0703
პირველ რიგში მწვრთნელმა წააგო ეს თამაში! თამაში როგორც კი დაიწყო ჩვენი გუნდი ძალიან უკან დახეული თამაშობდა,ზედმეტად ფრთხილად! ვერ ვხვდები,აბა ვისთან უნდა ითამაშოს ჩვენმა ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?! რაც არ უნდა იყოს,ისრაელის ნაკრებს ეთამაშები,შენს უკან 45 ათასი გულშემატკივარი გიდგას და შენ კიდე უკან პასებით და რაღაც გაუგებარი ტაქტიკით იწყებ!! ცალკე თემაა მიქაუტაძე და კვარაცხელია! მაგათ სინდისზეა ეს წაგება,განსაკუთრებით მიქაუტაძესი (კვარაცხელიასგან განსხვავებით ბევრად ნაკლები თამაში ჩაატარა სეზონში) რა ისტორიული შანსი გვქონდა ოლიმპიადაზე გასვლის! ასეთი შანსი ათასში ერთხელ თუ მოგვეცემა....
სოსო
ქებამ აწყინათ გაგუას,დავითაშვილს და კვარაცხელიას!!!!!
KOSTAKURTA
გაგუას როგორ შეიძლება პენალტი დაარტყმევინო! ესპანეთის მე-4 დივიზიონში თამაშობს.მოედანზე ლანდივითაა.სისწრაფე მაგას არ გააჩნია და სისხარტე,მოქნილობა.
უვიცი
ცხელ გულზე რა უნდა ითქვას არ ვიცი, ძაან მოინდომეს ჩვენებმა, მაგრამ რეალურ მომენტამდე ვერ მივიდა საქმე... უნდა შევაქო აუცილებლად საზონოვი, სასწაულად მაგარი მცველი გვყავს და კიდე გაიზრდება... აზაროვი ყოჩაღ ძალიან კარგი ბიჭია, საუკეთესო იყო... სხვებზე რა ვთქვა არ ვიცი ვინმეზე აუგის თქმა არ მინდა, ალბათ გული ეტკინებათ, მაგრამ მწვრთნელს დავადანაშაულებ პირველ რიგში წიტაიშვილის ძირითადში დაყენებისთვის, შეცვლაზე ძალიან, ძალიან შეცვლიდა მისი შემოსვლა თამაშს, მეორე შეცდომა გაგუას არ გაყვანა იყო, გაგუას თამაში აღარ იყო მეორე ტაიმის შუაწელიდან სხვა ტიპის ფორვარდი გვჭირდებოდა, გულიაშვილი უნდა დარჩენილიყო ცენტრზე, არეული და დაულაგებელი შეტევა გვყავდა, ვერ ინაწილებდნენ ადგილებს. ძალიან დასანანი იყო ნიკა გაგნიძის დანაკლისი, ამ ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. უნდა მოგვეგო აუცილებლად, მაგრამ სამწუხაროდ...
შაკო
კლასნი ფანტაზისტა და სწრაფი ცივსისხლიანი ფინიშერი აკლდა მხოლოდ ამ ნაკრებს და გაცილებით შორს გავიდოდა. ეეჰ, არადა ეგეთები გვყავდა, მაგრამ დაიღალნენ ჩემპიონატის წინ.
zura222
მთელი თამაში კარში ვერ დავარტყუით უაზროდ ვაგორავებდით ბურთს @ ესაა მაგარი მწვრთნელი და მაგარი ტაქტიკა ? პოზიციურად გვაჯობეს და ტაქტიკურადაც @ აქამდე რომ მოვაღწიეთ ეს მთლიანად ბიჭების დამსახურებაა და არა სვანაძის ! ისევ ის ავადმოსაგონარი ფინალი გამახსენდა მაკედონიასთან და ისევ 10-0 მოუგო მეტოქის მწვრთნელმა ჩვენსას @ არადა ოლიმპიადაზე რა მაგარი შანსი გვექნებოდა წესიერ მწვრთნელს დანიშნავდნენ პლიუს კვარაცხელია და მიქაუტაძე და სხვებიც დაგვემეტებოდნენ
ალექს
სიკვდილი ადრეა ერთა ლიგის ფლეიოფებია წინ და ჯგუფური ეტაპი ევროპის ჩემპიონატის
Georgian
ჯერ ვნახოთ შემდეგ სეზონში, ან მოიპოვებს და ან არა, საქართველოს დაკიდება ძვირი დაუჯდება
ჟორა
გუნდი რომ მოედანზე 140 წუთს გაატარებს და კარში ერთხელ ვერ დაარტყავს, რისი ღირსია? ვულოცავ ისრაელი ყვერებიან ბიჭებს გამარჯვებას და ვისურვებდი მის ფინალში ნახვას. ის რაც მოხდა, არავის დააბრალოთ ყველაფერი დაქინძული ჩვენი ფედერაციის ბრალია.
simartle
მადლობა ბიჭებს და ნაკრებს მთლიანად. კარებში თუ არ დაარტყავ გოლი არ გავა. არც ამ ნაკრებს და არც პირველ ნაკრებს კარში საჯარიმოდან საერთოდ არ აქავს დარტყმული. ეს თამაში პენლებამდე არ უნდა მიეყვანათ, რადგან მამარდა ყველაზე ცუდი მეკარეა პენლების დროს რაც მინახავს. ბევრი კარგი ბიჭია ამ გუნდში და იმედია დიდ ფეხბურთს ითამაშებენ, მაგრტამ ზედმეტ ბურთის თრევას დღევენდელფეხბურთში არ გაპატიებს არავინ განსაკუთრებით როდესაც სულ საჯარიმოში შესვლას ცდილობენ და ახლოდან დარტყმას რაც ვერ ხერხდება მეთოქის მიერ დაცვის მთლიანად საჯარიმოში ამოკეტვის გამო. ამიტომ არის საჭირო საჯარიმოს გარედან დარტყმა და უფრო მეტი ჩაწოდება, როდესაც გაგუას ნაერი ტანმაღალი ცენტრი გყავს. აზაროვმა ბევრჯერ დაატორმუზქა ჩაწოდების მაგივრად. კვარაცხელიას კი მაინც ვუსაყვედურებ რადგან ახალგაზრდა კაცი ხარ და სამაგალოთოობა რომ გინდა მარტო პირჯვრისწერა არ შველის მაგას ხალხის დასანახავად. თავი უნდა დაეოდო და ეთამაშა. პირჯვრის წერა ეკლესიაში. მოედანზე ფეხბურთი და თავდადება საქართველოს ფორმით. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ამ წაგებასაც. იმედია შეცდომებს დაინახავენ თვითონ ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც და პირველ ნაკრებშიც მიხვდებიან რატომ ვერ თამასობს ნაკრები როცა საჭიროა და რატომ ჩაისვარეს შოტლანდიასთან. მადლობა ნერვიულობისათვის და წნევის აწევისთვის. წავედი გავისეირნებ გულს გადავაყოლებ იქნებ სუფთა ჰაერმა დამაწყნაროს.
Georgian
კიდევ აპირებენ ირბინონ ნაპოლის თამაშებზე? საქართველოს დაკიდება ძვირი დაუჯდება ყველას, ნუცა ბუზალაძის არ იყოს
simartle
ai riti gvjobia ukraina ukraineli arasdros arityvis tavis qveyanaze uars kvaram samwuxarod tqva....
ნაკრების გულშემატკივარი
120 წუთის განმავლობაში კარში ვერ დავარტყით, მაგრამ მეტოქის მეკარეც უნდა გამოვარჩიოთ: შპარგალკა ჰქონდა და პენალტების აღებაც კარგად იცის. იმედი ჯერ კიდევ არსებობს რომ ოლიმპიადაზე მოვხვდებით. წარმატებები!!! რაც შეეძლოთ, გააკეთეს ბიჭებმა !!! მიყვარხართ!!!
ნიკა
ეჰ კვარა, კარიერაში ბევრ ტიტულებს მოიპოვებ, მაგრამ ევროპის ჩემპიონობის შანსი აწი არასდროს არ გექნება.
ზაზა
ერთი და იგივე სქემით ითამაშეს ყველასთან, არანაირი სიახლე განლაგებაში და ფეხბურთელებში. გამართლების იმედად ვიყავით. პირველი ტაიმი საერთოდ კატასტროფული იყო, არანაირი აგრესია, კარშიც ვერ დავარტყით. არ ვიმსახურებდით მოგებას, არაა ჩვენი საქმე ასეთი სიფრთხილით თამაში, ძალიან ძლიერ გუნდებთან მესმის, მაგრამ ისრაელთან რატო უნდა ითამაშო ასე.
რუსთავი
მაინც არაუშავს პირველი მცდელობისთვის მაგრამ შეგვეძლო გასვლა თავისუფლად. უბრალოდ საწყენია.
Iberia
ar dablokot es eriaris romelmac ieso or vercxlad gayida verasdros egirsebit mshvidobas gmertma dalocos chveni bicebi da saqrqartvelo
Netaniahu
მთელი მატჩის სტატისტიკა კარში დარტყმებით ისრაელი-6 საქართველო-0-ნოლი-ზერო-არაფერი-არცერთი-ვერცერთი მეორე გამოჩნდა რომ ახალგაზრდულში ტალანტი არ გვყავს ვიზეც რამე დიდ იმედებს დავამყარებთ... ერთადერთი საზონოვს აკვს შანსი კაი მცველი დადგეს. მესამე გილოცათ ჯგუფური ეტაპის დაძლევას
გაგო
ესპანეთის მე-6 ლიგაში თამაშობს ვინმე გაგუა და ნაკრებში ათამაშებ მაგრამ გასაგებია სვანაძეს რასაც ეუბნებიან ის უნდა გააკეთოს.ან ერთი გოლი გაიტანა დავითაშვილმა და მესის შეადარეს,რა გააკეთა დღეს დაგორავდა მინდორზე…კვარაცხელიას გარეშე ქართული ფეხბურთი არ არსებობს,,ხვიჩაა მხოლოდ ქართული ფეხბურთი,ხვიჩამდე ქართველებს ფეხბურთელი არ ყოლია როგორიც ხვიჩაა ეგეთი..კვარაცხელიას ულევი წარმატება ყოველთვის…
გულშემატკივარი
კარებში რო არ დაარტყავ 120 წუთის განმავლობაში,ძნელია მასე თამაშის მოგება.ძალიან გულდაწყვეტილი ვარ,ისტორიული შანსი გავუშვით ხელიდან,მვხედრილიყავით ოლიმპიადაზე.
ჯორჯო ბიძია
დავიფიცე ეხლა, მე ნაპოლის თამაშს აღარასოდეს ვუყურებ!!
ბადრი ჯაფარიძე
ასი პროცენტით!
gulshematkivari0703
ზუსტად ამის დაწერას ვაპირებდი ახლა! კვარაცხელია კიდევ კარგი,მაგრამ მიქაუტაძემ რაზე იუარა ნაკრებში თამაში აი რატომ?!
just
მუშაობა, მუშაობა და კიდევ უამრავი მუშაობა მომდევნო წლებში. მადლობა ბიჭებს და თითოეულ გულშემატკივარს ვინც გაიზიარა ეს სიამოვნება!
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
კვარამ ხო მიიღო ზაგარი, მაგას ვენაცვალე..
გიორგი
სვანაძე!!ლადო ჩიხრაძე და ცოტნე ფაცაცია რატომ არ დატოვე გუნდში??!!იყავი გაგუას იმედზე ეხლა!!ტიპს ესპანეთის მესამე ლიგაშიც არ ათამაშებენ!!!!!!
რუსთავი
აეგაა რააა ასეთ დონეს მიუჩვეველი მწვრთნელი გადამწყვეტ თამაშებს სულ წაგვაგებინებს. რამდენიც გინდათ ამართლეთ კვარას და მიქაუტაძეს ძალიან დიდი მინუსი!!! ეგ შეილება კლუბშო ვერ ითამაშო დაღლილობის გამო მაგრამ საკუთარიქვეყნისთვის უნდა ,,მოკვდე,, კიდეც!
აქაური
ბაი ბაი ოლიმპიადა..
ვალერი
მამარდაშვილი პენალების დროს ისე დგას გალახული ბოვშივით, საწყლად.. რაალი და ჩელსიო.. ასეთი ჭორებისთვის თუ არ რცხვენიათ, ნეტაი...
Georgian
ეხლა ხვიჩას არ ცხვენია?
ტტტ
მაქაუტაძის და კვარაცხელიას სინდისზეა ეს წაგება.
მეიცა
120 წუთი კარში რო არ დაარტყავ წუსტად ისრაელთან,მე რაღაცას ვფიქრობ მარა არ მინდა თქმა .. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს!!!
სოსო
მეკარე უნდა შეეცვალა გამოეყვანა დინამოს მეკარე რამდენი პენალტი აქვს აღებული, ნანსრდა ვერ იღებს ამ პენლებს მაქამდე რომ მივედით მისი დამსახურებაა
Levani
Karshi tu ar daartyi ver moigeb. Mainc sagol.
აუეეე
კვარაააა გილოოოოცააავ იტალიის ჩემპიონობაას !!!!! და სხვა რაღად გინდა აწიიი…ეეე მიდი დაიცავით აბაა ….მეტა.. ….!!!!
Karche ra
ufali ebraelebma awames da mainc uyvars da yoveltvis gverdshi udgas...
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
ინგლისმა ისრაელს უპრობლემოდ მოუგო და ფინალში გავიდა [VIDEO]
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. საქართველო-ისრაელი. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა
U21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...
ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ
რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა
ზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ