ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

gio9
მე ვფიქრობ ბიჭებმა კარგი შედეგი დადეს თუმცა მეტი შეიძლებოდა და ეს მეტი შემდგომ თამაშებში უნდა მოიპოვონ, ჩვენ გულშემატკივრებს მაგისი გვჯერავს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს!!!
ფგდდ
არავის არაფერ ვერჩი მაგრამ გაგუა შესაცვლელი იყო მეორეტამის დასაწყისშივე.ესერთი და ტაქტიკა ნოლიი აზრზს არახარ მწვრთნელობის ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიტყვი.
რუსთავი
ასეთი უწიგნური მწვრთნელი ნაკრებში არ უნდა იყოს,მენტალობაზე საუბრობს და მნიშვნელობა არ იცის..ერთი ეს და მეორე ჩიტაური არის ასეთი გაუნათლებელი
inviz9
მწვრთნელის ხელი არ ეტყობა არც ერთ ჩვენს ნაკრებს არც ეროვნულს და არც ახალგაზრდულს- ქაოტურ , ქუჩის ფეხბურთს ვთამაშობთ და შედეგიც სახეზეა
ბეჟან
მეც მგონია, რომ გადაათქმევინეს და თავადაც აღარ მოიკლეს თავი, წაიზარმაცეს. ეს კი, რბილად რო ვთქვათ, ნამდვილად არასწორია
ირაკლი
რა თქმაუნდა მოგება სასურველი იყო. მითუმეტეს, როცა საკუთარ სახლში თამაშობ. მაგრამ, წაგებაც იყო და წაგებაც. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. საქართველოს ფეხბურთში თანამედროვე უნარ-ჩვევების მწვრთნელის დეფიციტი ნამდვილად არის. გუნდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგრადობა, სწორედ მისგან მოდის. მან უნდა ჩაატაროს ისეთი სელექცია, რომ შემთხვევითობა თითქმის არ განიხილებოდეს. 21- წლამდე ნაკრებმა კარგი გამოცდილება მიიღო და იმედი მაქვს, სამომავლოდ დიდი და სასიკეთო გარდასახვა იქნება.
ისტორია
მეგობრებო, ბოდიშით, წინა კომენტარში შეცდომით მწვრთნელს ვუწოდე ღირსეული. უკან ვიბრუნებ. ღირსეული კი არა, შემთხვევით შემოხეტებულს ჰგავდა სტადიონზე, მიზეზები უამრავია და აქ არაერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა. გულისტკივილით ვუყურებდი ამ უგვან თამაშს, კარების ოთხკუთხედში 90 წუთი ბურთი არ მოხვედრილა, ამას მოხერხება უნდა! ბიჭებს მაინც შევაქებ, იმიტომ რომ ჟინი და ბრძოლის სურვილი ბოლომდე ჰქონდათ მამარდას ჩათვლით. მერე რა რომ მთლიანობაში არ ვიმსახურებდით არც ამ მეოთხედფინალს თამაშით. მამარდა კაცი ხარ კაცური. და იმ ორს, თავი რო აარიდეს საქართველოს ღირსების დაცვას, დიდი ხანი გაჰყვებათ ერთი ულამაზო სახელი.
ისტორია
არავის არაფერი გადაათქმევინეს! თავად თქვეს უარი! და სირცხვილი მათ!
ისტორია
რომ აღარ იცი რა თქვა: ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა ბიჭო, ღირსეული კაცი ხარ, ღირსეული გუნდი დააყენე და რაებს ბოდიალობ, ხვალინდელი არა ზეგინდელი! რამდენჯერ არის ეს ნათქვამი შენამდე ეს გაცვეთილი ფრაზა! სხვანაირად გამოთქვი შენი აზრი ბიჭო და გაამხნევე ჩვენი ლომი ბიჭები!
Რაგბის ფანი
ბატონო მწვრთნელო, რესურსი არასწორად გამოიყენეთ.
Lasha
რატო აფასებთ დადებითად ამ ადამიანის მუშაობას ვერვხვდები. ერთ მაგალითს ვიტყვი მხოლოდ თუმცა ასეთი ათასი იყო. საჯარიმოში ჩავიდა ტანმაღალი ფეხბურთელები კუთხურისდროს, ბურთი გავათამაშეთ და არ ჩავაწოდეთ, ამოვიდნენ ტანმაღალი ფეხბურთელები და ორ ტანდაბალ ფეხბირთელს ჩავუწოდეთ იგივე მომენტში. ბრმები ხართ თუ რაგჭირთ? მეც წავაგე გუშინ როგორც ქართველმა და დავინახე ის რომ ამ ნაკრებმა მწვრთნელისგარეშე ითამაშა. ასე რამ დაგაბრმავათ და დაგაჩაჩანაკათ რომ ისრაელთან ფრე დიდი წარმატება გგონიათ.
"ობიექტური შემფასებელი"
გგონია ბუქარესტში უკრაინასთან მოგების რაიმე შანსი გვაქვს?
Კახა
სვანაძეს და ბიჭებს რაც შეძლეს ყველაფერი გაკეთეს. გამოსვსლი რაშია? ბევრი გადამზადებული ბავშთა ფეხბურთის ტრინერები გვინდა, ტაქტიკური და ფიზ მომზადების
გიორგი
სვანაძის მუშაობა უნდა შეფასდეს დადებითად. მოახერხა რომ ჩვენ ახალგაზრდებს თავისი მაქსიმუმი რაც სადღეისოდ შეუძლიაათ ის თამაში ეჩვენებინათ. ვისაც გგონიათ და 'არითმეტიკით' ასაბუთებთ, რომ მარტო იღბალმა გაგვიყვანა ასეთი ჯგუფიდან მეოთხედფინალში, და იქაც არ წაგვიგია შეხვედრა, უბრალოდ არ გესმით რას ლაპარაკობთ. ახალი არაფერია იმაში რომ უმრავლესობას ეხლა ვინც აკრიტიკებს მწვრთნელს და ნაკრებს უკვე დაავიწყდათ რომ ტურნირის დაწყებამდე ჯგუფიდან გასვლის იმედიც არ ჰქონიათ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მომავალში წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი
სერიოზულად ფიქრობ რომ მხოლოდ გამართლებით შეიძლება ასეთ გუნდებთან თუნდაც ერთი შეხვედრის არ წაგება?! კარგად გცოდნია თემა, ვერაფერს იტყვი.
QT
არ ვიცი აქ თუ კიუხლობს სვანაძე, მაგრამ მინდა მაინც რამოდენიმე კითხვა დავსვა: წინა სამ თამაშში კარში დავარტყით 11-ჯერ, აქედან პორტუგალიასთან 2-ჯერ და გაგვიმართლა 2 გოლი შევაგდეთ, ბელგისთან 7, ყველაზე კარგი მაჩვენებლი და ნიდერლანდებთან 2-ჯერ და ერთი გოლი შევაგდეთ. ხედავ გვიჭირს კარში დარტყმა, გაგუა ვერ ამწვავებს, სხვებიც არ იღებენ ამას თავის თავზე და რა შეცვალე ისრაელთან ? არაფერი და კარში დარტყმა ამ თამაშში გვქონდა 0 ნული. როგორ უნდა მოგვეგო? პირველი ტაიმიდან მოყოლებული რამოდენიმე სათარიგო ფეხბურთელი ხურდებოდა, და რატომ არ გამოიყენე ყველა ცვლილება ? მხოლოდ სამი შეცვლა გაკეთდა, როცა ისრაელმა ყველა ცვლილება გააკეთა, გადაახალისა გუნდი, შენ კი სკამზე დატოვე წინა მატჩებში გამორჩეული ნახევარმცველი ლომინაძე და არ შეცვალე გაგუა, როცა ყოველთვის ცვლიდი და ახლა 120 წუთი დატვირთე, პენალტიც დაარტყმევინე ამ ძალაგომცლილ ბიჭს. მოკლედ მაინც მადლობა ბიჭებს, იბრძოლეს რაც შეეძლოთ და მწვრთნელსაც რადგან 1/4 ფინალიც კი ძალიან მაგარი შედეგია, მაგრამ მე ვფიქრობ მეტად გამოცდილი მწვრთნელის ხელში, გუშინ უკეთესი შედეგის დადება შეიძლებოდა.
Achi
Zogiertebi egetebs wert am pexburts tavdayira uyureben an sularuyureben titktoks uyureben da mere shevlen laivskoreshida statistikas naxuloben albat. Israli naxdad ariyo chvenze uketesi gundi rac karshi daartyes eg unda aexo mamardasda aixo kidec egeti saswauli seivi ar gauketebia gadagvarchinao ro ityvi da ambichebma rac gaaketes naxdad dasapasebeli ramaa da kide vinc gamartlebazeidzaxis am xalxis gamkvirvebia tu pexburtshi ar gagimartlat ver moigebda ara marto pexburtshi cxovrebashi masea dakvirdit egeb gagexsnat tvini
თემური
მიუხედავად თამაშების საშინლად დაბალი ხარისხისა, ბედმა გაგვიმართლა და მეოთხედფინალამდე მივედით. ბოლო სამ თამაშში ძელმა შვიდჯერ გვიხსნა წაგებისგან, ყველა გატანილი გოლი, საზონოვის გოლის გარდა, ინდივიდუალური და არა გუნდური თამაშის შედეგი იყო. პასების სასრცხვილო ხარისხი, მამარდაშვილი და საზონოვი რომ არა ჩვენი დაცვის გადამკიდე მინიმუმ 7 გოლს გადავრჩით 4 თამაშში. მერე იტყვიან არ გაგვიმართლაო.
ჟორა გაბრიჭიძე
გადამრევს ეს კაცი, გუნდმა, რომელმაც მოედანზე დამატებით დროიანად 140 წუთი გაატარა და ერთხელ კარში ვერ დაარტყა, როგორ იმსახურებდა მეტს? საერთოდაც ჩემპიონატის 4 თამაშზე კარში სულ 5-6-ჯერ დაარტყეს და ამის პატრონი ან ამდენს როგორ იმსახურებს? ჩვენ ისე გვიმართლებდა ცოტა რომ მოგვემატებია სამეულში შევიდოდით. თუ სიმართლე გინდათ ამ თამაშით ერთ ქულასაც არ ვიმსახურებდით.
დავიდ
სვანაძე საერთოდ ცალკე უბედურებაა,პრესკონფერენციაზე თქვა გუშინ წიტაიშვილი ჩემპიონატამდე არ იყო სათანადო ფიზიკურ კონდეციებშიო,მაშ რატომ გამოიძახა?გამოაძახებინეს..გაგუა რომელიც ნახევრად პროფესიონალ გუნდში თამაშობს ესპანეთის მე-5 ლიგაში იძახებს და ძირითადში ათამაშებს..დავითაშვილი ისრაელთან საერთოდ გაქრა,14-დაკარგვა ბურთის,არცერთი ზუსტი პასი აი დავითაშვილის მონაგარი და მაინც არ შეცვალა..არაფერს ვამბობ არაფერს ვამბობ ხიზაბიშვილის გამოძახებულ ფეხბურთელებზე და კოვიაშვილიზ უახლოეს ნათესავზე…
ზოლა
რომ არ ელოდა არავინ იმნაირი შედეგი დადეს ბიჭებმა და ლანძღვა კი არა მადლობა ეკუთვნით...
Vasili
მაქ ერთი იდეა, არ შეიძლება რომ სამწვრთვნელო შტაბს დაემატოს ერთი მწვრთნელიც გულშემატკივრის სახით რომელიც იჯდება ზემოთ ტრიბუნაზე და იქიდან უყუროს თამაშს, ამას რატომ ვამბობ იციით? ყოველთვის ხედავს გულშემატკივარი მოედანზე იმ პრობლემას რასაც ვერცერთი მწვრთბელი ვერ გრძნობს და ვერ ხედავ ქვემოთ, გაგუა რომ შესაცცლელი იყო ამას რა დანახვა უნდოდა? ზურიკო რო პორველი ტაიმის მერე გაქრა ამაზე რაღაცა ხო უმდა მოეფიქრა ან შეეცვალა პოზიცია ფეხბურთელისთბის , თავდასხმაში აეწია , პენლების სერიის დროს როგორც ვიცით ის მეორე ბიჭი ძალიან ძლიერი იყო, ხოდა შეეცვალა მამარდაშვილი, რატომღაც მეგონა ბოლომდე რო ამ სურორიზს შემოგვთავაზებდა, ჯერეაერთი იმიტომ რომ თვითონ მამარდა იძახოს რომ სუსტია ამ პენლებში, და ეა ცვლილება ფსიქოლოგიურად მეტოქეზე იმოქმედებდა,წვრთნელის მუღამიც ეგ არის რო ამას უნდა გრძნობდე მოედანზე./ მთლიან ჯამში თამაში არ წაგვიგია და დადებითად უნდა შეფასდეს გუნდიც და მწვრთნელიც, კვარას და ჟორჟის ლქნძღვას შეეშვით ხალხო, თუ რამე კითხვები გაქვყ მაგათ აგენტებს და ოჯახის წევრებს კითხეთ და პლიუს ფედერავიას, რატო გადაათევინეს ბოლო მომენტში ოროვეს? / იმედია არ გავიწირებით და ოლიმპიადაზე მაინც მოვხვდებით
ლევან მაღლაკელიძე
პენლების სერიის წინ, მამარდას გამოვცვლიდი. ხომ ცხადი იყო, რომ პენლებს წავაგებდით. გაგუას ნაცვლად გულიაშვილს გამოვიყვანდი და ზოგადად რატომ იყო ნაკრებში? როგორც ვიცი ფორვარდმა გოლი უნდა შეაგდოს, ბურტის დაჭერა ნახევარდაცვის და დაცვის მოვალეობაა. გაგნიზეს ბოლომდე ვათამაშებდი და საერთოდ, გოჩოლეიშვილს და წიტაიშვილს მეორე ტაიმში შემოვიყვანდი. ანუ მწვრთნელმა უღალატა იმ ტაქტიკას, რამაც აქამდე მიგვიყვანა. არ უნდა დაეყენებია ყველა ერთად და ძალები უნდა გადაენაწილებია,. ცოტა მიწოლა უნდოდა და თამაში ჩვენი იყო. არა უსავს, სვანაძე ახალგაზრდაა და სტრესს და ზეწოლას აშკარად ვერ გაუძლო. მაინც მადლობა ყველას და იქნებ გაგვიმართლოს ოლიმპიადაზე მაინც
ჯიჯი
გეთანხმები მეგობარო ანდაც ყალიჩავა რო შეეშვა თუნდაც.ძლიერია პენალტების დროს.ერივნულ ლიგაში უმრავლესობა აღებული აქვს
ფეოლა
თამაშის წაგების სამი მიზეზი: 1. წიტაიშვილის მაგივრად ზურიკო უნდა შეეცვალა, მაგრამ ვერ გაუბედა, დავითაშვილმა ჩააგდო ყველა შეტევა და ბურთსაც ხშირად კარგავდა, დაიღალა ეტყობა. 2. მთელმა საქართველომ ფული დადო მოგებაზე და ამოქმედდა დაუწერელი კანონი, არ უნდა დადო იმ გუნდზე, რომელსაც გულშემატკივრობ. 3. ყველა თარსი მივიდა სტადიონზე ტიპობის გამო, ჯგუფურ ეტაპზე ერთი თამაშიც რომ არ ქონდათ ნანახი ტელევიზორშიც კი.
1408
ვერ გამოიცნო ცვლილებები. ძლივს ერთი თამაში ითამაშა გაგნიძე და ის შეცვალა.დავითაშვილი საერთოდ არ განძრეულა. ესგულიაშვილი ეტყობა ნაცნობობით არის ნაკრებში. მამარდას ლატარიის თამაში არ უყვარს. ძალიან სუსტია. დაცვას არა უშავს საზონოვის თამადობით. გელაშვილი შესანიშნავია.გამოვა რაღაცა ამ ნაკრებიდან. მწვრთნელი არ უნდა შეიცვალოს და თან განათლებაზე უნდა იმუშაოს
ფანი ფანიაშვილი
თანამედროვე დროის ერთერთმა საუკეთესო მწვრთნელმა თქვა "ეს წაგება რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისი იქნებაო",ეს თქვა სევილიასთან ევროპალიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ და იმ კაცმა სწორად გამოიცნო,მისმა გუნდმა ყველაფერი მოიგო. თუმცა ჩვენი შემთხვევა ასეთი არ იქნება,რადგან ჯიგრული პონტები და ადამიანების დაჩაგვრა ხდება,რანაირად იქნება რაღაც განსაკუთრებული. პირველ თამაშში ითამაშა გულიაშვილმა,საკმაოდ აქტიური იყო და ის თამაში მოვიგეთ,რატომ? იმიტო რო იმ ერთ თამაშში არ დაჩაგრულა არავინ. იმ თამაშის მერე სასტარტო აღარ ანახეს ამ ბიჭს და ის დაიჩაგრა "სახელების" გამოძახების გამო. გამოვიდა ბელგიასთან და გამათანაბრებელი გაიტანა,თუმცა მაინც არ მიეცა შანსი,რისი ბრალია ეს? საინტერესოა,რა დააშავა ამ ბიჭმა რო მეტი დრო და შანსი არ მიეცა. გუშინაც 97 წუთზე შემოუშვა,ხოდა თუ დაღლილი იყო ხალხი,უფრო ადრე არ უნდა ეთამაშებინა სხვები? მერედა,წესიერი და გააზრებული შეტევა რო უჭირთ,ეს ვისი ბრალია? ისრაელის ყველა შეტევა გააზრებული და დამუშავებული იყო,შესაძლოა კლასი არ ყოფნიდათ,მარა კომბინაციური ფეხბურთით გვიტევდნენ. ჩვენები კი,მატაობას უნდებოდნენ,3+ შეხება სჭირდებათ მინიმუმ რო პასზე იფიქრონ და კარში ვერ დაარტყეს. კარში ვერ დაარტყავ და გოლს ვერ გაიტან,ეს საფეხბურთო აქსიომაა. ამ 4 თამაშში,რაც ვნახე იყო დიდი მუხტი და ჟილკა,რომელიც გამოწვეული იყო საკუთარი მოედნის ფაქტორით,ხოლო ეს გამყარებული არ იყო საფეხბურთო კრიტერიუმებით. თუმცა რა ფახბურთზეა საუბარი,როცა შტაბში გყავს ამისულაშვილი,ვისაც ნაკრებში ჩამოსვლა ეზარებოდა(თავად ქეცბაიას აქვს ნათქვამი). რა უნდა ამისულაშვილს ნაკრებში და თუ უნდა,მაშინ წარმატების იმედი რატომ გაქვთ? წაგება არ არის პრობლემა,თუ არ წააგე მოგების მუღამს ვერ დაიჭერ,თუმცა არის რაღაცეები რაც უნდა შეიცვალოს. ბიჭებმა მოინდომეს ალბათ,თუმცა ისეთი განცდა მაქვს,რომ რაღაც შეგნებულად არ გააკეთეს.არაუშავს ვიტყოდი,მარა მერამდენედ არაუშავს,როდის უნდა დამთავრედეს ეს ჯიგრული პონტები? მხედრიონელები პარლამენტში გვიზის და ამისულაშვილი ნაკრებში გვყავს,ხოდა წარმატება რანაირად უნდა გვქონდეს? ნიჭს და პატიოსნებას უნდა მიეცეს გზა ფართო და არა გვარიშვილობას. დარწმუნებული ვარ,გულიაშვილის მამა ან ბაბუა რო ცნობილი ფეხბურთელი ყოფილიყო,ოთხივე თამაში სასტარტოში იქნებოდა,თუმცა არავინ არ ყავს ამ ბიჭს და დაიჩაგრა. ადრეც იყო მსგავსი გულიაშვილი და მომავალშიც იქნება,ხოდა ამიტომ არ გვექნება წამრატება.
კახა
მადლობა თავდადებისთვის მჯერა იმაზე მეტი გააკეთეთ რისი შესაძლებლობაც იყო მაგრამ მინდა მეორე მხარიდან შეხედოთ თუ რამდენად საჭიროა სამწვრთნელო განათლების და პრაქტიკის მიღება თანამედროვე წამყვან ევროპულ ქვეყნებში და ამის დასტურად უტყუარი არგუმენტი თითქოსდა ერთი შეხედვით უკეთესი შემადგენლობის სქაქრთველოს ნაკრებმა პირწმინდად წააგო უფრო სუსტი( თითქოსდა) შემადგენლობის მქონე ისრაელთან სინამდვილეში ისრაელის ფეხბურთელები უფრო მეტად პროფესიონალურად მომზადებულები განსწავლული ფეხბურთელები ყავს ჩვენ მხოლოდ გოლის გატანას და კაცის მოტყუებას ვხედავთ და თანამედროვე ფეხბურთში უბურთოდ ყამაშის ცოდნას უპირველესი თუ არა უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ფეხბურთელები ბურთის ფლობას არამედ ზონების დაკეტვას ეგრეთწოდებულ პრესინგს და ყველაზე მთავარი ყველა ფეხბურთელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს პარტნიორს თავი შესთავაზოს და კიდე ერთი რაც ფეხბურთის ცოდნას და დონეს განსაზღვრავს თამაშის წაკითხვა და გადაწყვეტილებები ბურთის მიღებამდე ცოდნა ჩვენები მიიღებენ ბურთს ჩერდებიან და მერე იწყებენ მოქმედებას( მალხაზ ასათიანზე რატო მწყდება გული მიღებამდე ატყუებდა მოწიინააღმდეგეებს ხვიჩაც როცა ამას აკეთებს შეუჩერებელია ჩაკვეტაზესაც ჰქონდა ეხლა კი როცა ორივეს უკვე თავი ( ზედმეტი ქვებისგან) მაგრებად წარმოუდგენიათ გონიათ რომ ყველას ყოველთვის აჯობებს ნებისმიერ მომენტში არა ბატონებო თუ თქვენს სისხარტეზე მაპატიიეთდა ეშმაკიბაზე არ წამოაგებთ უფრო ხშირად გაჯობებენ
დდდ
პორტუგალიას რო გაურჭო, მაშინ ლა ლიგაში იყო მივლინებით?!...
ლევან88
გეთანხმები, ბოლომდე ველოდი რომ კუტალაძეს შემოიყვანდა პენლებისვის, კუტალაძე უფრო მაგარია მაგ მხრივ. მამარდასთან არავის გვაქვს საპრეტენზიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი “მკვდარი“ ბურთი აიღო, მაგრამ პენლები არაა მამარდას ძლიერი მხარე.
კ ო მ ბ ლ ე
ნეტა არ პრაფესორობდე რაა! კარში არ დაგირტყიატ, ძუნძულის მეტს არაფერს აკეთებდით და რის მენტალიტეტზე ლაპარაკობ, ან რომელ მომავლის თაობაა? მოგება თუ გინდა კარში მაინც დაარტყი, იქნებ ხელიდან გაუვარდეს მეკარეს და შემთხვევითი გოლი გავიდეს, მაგრამ არა, სვანიძე! განა რა დაარიგე ისეთი ბურთი საზამთრო რომ ეგონათ ააა? ჰმ, მეტს ვიმსახურებდითო? რომ არ გაგინებ იმას არ ნიშნავს რომ გინება არ ვიცი დაახლოებით იგივეს ამბობ შენც.მარა უკუღმა...
Lm
ბიჭები თავს ზემოთ ახტნენ და ამისთვის უღრმესი მადლობა. სამწვრთნელო შტაბიდან მეტ სითამამეს ვინატრწბდი. გაგუა აშკარად სუსტი იყო და შესაცვლელი იყო. ზურიკოც დაიღალა ბოლოს და შეცვლები ვაისივით არ ვამოვიყენეთ ისრაელმა კი ლამის მეორე ნაკრები გამოიყვანა. კარში ვერ დავარტყით 1ე0 წუთის მანძილზე და ჯუუტად მივუყვებოდით მძიმე ფორვარდის სტილს. თან იმის ფონზე რომ ისრაელის დაცვა სისწრაფეებზე ეგრევე შეცდომებს უშვებდა. გულიაშვილი დავკარგეთ გაგნიძის ჩანაცვლებით. რავიცი კიდე რამდენი რამ. ხვადაგიანის შემოცვლის მერე დაცვა გამოსწორდა აშკარად. მამარდამ პენალტებზე უნდა იმუშაოს და იქნება ნ1 მსოფლიოში
გიორგი
დავიღალეთ ამ ხვალინდელი დღით!!!
სოსო
მე ვერაფრით გავიგე რატომ ჩაიციკლა სვანაძემ გაგუაზე???ესპანეთის მეოთხე ლიგაშიც არ ათანაშებენ!!
გუსანი
რა უნდა თქვა? არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.... იღბალი სულ შენ მხარეზე არ იქნება.... მწარეა რომ ისარელთან ...საერთო ჯამში მაგრამ რეალური შედეგი....კარგია რომ იმედი რჩება უკეთესობის...მაგრამ მერამდენედ?!...
დათი
რა მენტალურად განსხვავებული რომელია ფეხბურთელი გაგუა რომელიც საქართველოში რეგიონ ლიგაში თამაშობდა და ეხლა ესპანეთის მოყვარულთა ლიგაში,ან დავითაშვილი რომელიც საფრანგეთის მესამე თუ მეორე ლიგაში მოთამაშე,ან დინამოს ფეხბურთელები იმ დინამოსი რომელიც მეცხვარეებმა გაანადგურეს, რომელი ერთი ჩამოვთვალო.სვანაძე ხომ საერთოდ ფედერაციის ტიტუშკა
მწრთვნელი
მადლობა სანაძეს! მე პირადად მეგონა, რომ პორტუგალიასტან გავნადგურდებოდით! პორტუგალი კიდევ ნახავთ აგერ ფინალში გავა და სფრანგეთს შეხვდება!
Amerigo Vespuchi
ფეხბურთი ემოციების მხრივ სასტიკი სპორტია დღეს ბედმა სამწუხაროდ ჩვენ გვარგუნა ეს სიმწარე. კი დღევანდელ შეხვედრაში ჩვენ გვქონდა მინუსები ბოლოს და ბოლოს კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დავარტყით მაგრამ ეს ალბათ ჩვენი მაქსიმუმიც იყო, თავი მაღლა ასწიეთ ბიჭებო თქვენ სრულიად ქართველი ხალხის წინასწარ ჩაფიქრებულ ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბეთ და ვინმეს ერთი სიტყვაც არ აქვს წამოსაძახებელი თქვენზე ამიტომ ყველა თვითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა. წინ უფრო დიდი წარმატებები გველის თქვენთან ერთად უკვე ეროვნულ ნაკრებში, თქვენ ის იმედის მომცემი ბიჭები ხართ რომლებიც მომავალი მინიმუმ 10 წელი საქართველოს ნაკრების ქომაგს მშვიდად ძილის საშუალებას აძლევთ.
Daviti
დგეს ნაკრები იყო ნული.ეს იმის ბრალია რომ 2 საათის მანძილზე კარში ბურთი არ დაგვირტყავს რაც სამწრთვნელო შტაბის უსუსურებაზე მიუთითებს.მე არ ვიცი რა უთხრა ამ ბიჭებს ასეთი რომ კარში ბურთი ვერ დავარტყით.ყველა თამაში უფრო ძლიერათ ჩავატარეთ უფრო ძლიერ და გაცილებით გამოცდილ და ძლიერ მეტოქეებთან.რაც შეეხება გადაღლილობას ისრაელის ნაკრები უფრო გადაგლილი იყო ვიდრე ჩვენი და ეტყობოდათ კიდეც.გუნდი თამაშობდა საერთოდ უმოტივაციო ფეხბურთს.აი ეს არის მწარე მაგრამ სრულუად სიმართლე.ხვადაგიანს რაც შეეხება კარგი ბიჭია მაგრამ 11 მეტრიანი ბევრ სხვა ფეხბურთელს შეეძლო დაერტყა.
L.J .
Cvlilebebi vis sheunaxe???warmatebebi bichebo!!!rac dzala hqondat ibrdzolen!!!
Rtt
როდემდე უნდა იძახოთ ხვალინდელი დღე?
bejo
ყველაფერი კარგი იყო მადლობაა დიდიი !!! აგრესია დაგვაკლდა ყველა მიმართულებით ... 119 წუთზე მამარდას ნაცვლად კუტალაძე რო შემოგეშვა მოვიგებდით ... უბრალოდ არ გადაახტი ეტყობა მამარდას ავტორიტეტეს ... კვარაზე ბევრი დაიწერა .. ჩემი სუბიექტური აზრით კვარასაც და ჟორჟასაც 100 % ით უნდა მიეღო მონაწილეობა , ეთქვათ რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ითამაშებდნენ ან რამე ეგეთი ... ყოველშემთხვევაში ასეთ მნიშვნელოვან დროს მე არ მივდივარ სამოგზაუროთ და სატადიონზე ვრჩები რა უაზრობა გააკეთეს... და კიდე რა უაზრო კომენტარები გააკეთეს რა დაიღალეთ ხალხო ხმა არა გვაქვს ნახევარ საქართველოს თქვენ რა გღლით ??!!!
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
ინგლისმა ისრაელს უპრობლემოდ მოუგო და ფინალში გავიდა [VIDEO]
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
რამაზ სვანაძე: დასანანია, რომ მთელი გეგმა ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ აგვირია
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. საქართველო-ისრაელი. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
U21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...
ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ
ზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ