<p>ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:</p><p>"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.</p><p>ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.</p><p>ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."</p><p><p><p><p><br></p>
გორელს
შენ ეხლა ისე ნუ გამოგყავს გორის დილა, გეგონება ლივერპული გყავდეთ.ისე იძახი სულ გიგებთ გორიო, შარშან 4 თამაშიდან 3 ბათუმმა მოუგო დილას და წელს ჯერ 2 იყო მხოლოდ და აქედან ერთში მოიგეთ. ასე რომ ძაან ნუ აგივარდება თავში. მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ დილას და გამიხარდება თუ გადალახავს ვორსკლას ბარიერს.ისე რომ იცოდე ცოტა ობიექტურობა არ გაწყენდა.
სოსო
კარგი რა!ჯერ ხომ ყველას გვახსოვს,როგორი ბულინგი წავიდა,ლაზარეს მიმართ.კაცმა კინაღამ თამაშს გაანება თავი!პირველ რიგში,პირადად ლაზარესათვის აღარ შეიძლებოდა ბათუმში დარჩენა,ამხელა გაღიზიანების ფონზე.არც მაშინ შეიძლებოდა ასეთი რადიკალიზმი და არც ახლა!არც შუა სეზონში ღირს,მწვრთნელის შეცვლა,რადგან ეს,ცუდს უფრო მეტს მოუტანს გუნდს,ვიდრე კარგს.ემოცია ცუდი მრჩეველია!სეზონს ბოლოს კი შეაჯამებენ ყველაფერს და თუ გადაწყვეტენ გაშვებას ,ისიც წავა.მისი შემცვლელის საპოვნელადაც საკმარისი დრო ექნებათ,თუ გადაწყვიტეს.
გორელი
ბათუმის დინამოს გულშემატკივრებო დემჩენკო მოგინდათ? ისე გუნდები რო გავცვალოთ არ გინდათ? თან წერთ არაფრით გამორჩეული დილაო. გაგახსენებთ რო არაფრით გამორჩეული დილას ფეხბურთელებით სავსეა დინამო და არაფრით გამორჩეული დილაა სადაც დაგიჭერთ იქ რო გიგებთ. ბათუმის დინამო რო გორის დილას ბულკია ეს მთელმა ქვეყანამ იცის.
ლაშა
მიუხედავად ბევრად დიდი რესურსების კლუბის (თბილისის დინამო და ბათუმის დინამო) მწვრთნელობისა, ვერც გეგუჩაძე და ვერც ჭიაბერაშვილი ვერ ტოვებენ კვალიფიცირებული მწვრთნელის შთაბეჭდილებას მაშინ, როდესაც ახლადშექმნილი ქუთაისის ტორპედო მოკლე ხანში სტივ კინმა შეათამაშა, დემჩენკომ ხომ საერთოდ, შემტევი კლუბი შეკრა! დინამოელებს კი მწვრთნელისგან კრეატივი აშკარად აკლიათ!...
ქობულეთიდან
დემჩენკო მართლაც კაი იქნებოდა ბათუმის დინამოს მწვრთნელად. გეგუჩაძე რომ უნდა წავიდეს, ამაზე მგონი საუბარიც ზედმეტია.
შავი კაცი
ბათუმის დინამო ქომაგების საკუთრებაა და არა კერძო რამდენიმე ადამიანის, მოდი შევთანხმდეთ რომ ჩვენ ერთად ვაშენებდით და ვაშენებთ ჩვენი ქალაქის გუნდს,ჩვენ ტრიბუნა არ მიგვიტოვებია(მაშინაც კი როცა ის არ გვქონდა) და არც ქომაგობა, არც ამ ყველაფრის მიტოვებას ვაპირებთ უბრალოდ მიატოვებს ამ დიდ ოჯახს ის ვინც ჩვენი გუნდის ინტერესებს აზიანებს და ავნებს, ჩვენ კიდე გულს გვტკენს დს იმედებს გვიცრუებს.. მარტივად შევხედოთ ყველაფერს:ნუთუ ვინმე ფიქრობს და ჯერა იმის რომ,ამდენი გულშემატკივრის მოტყუება და დამუნჯება ვინმეს შერჩება.. გეგუჩ წაიყვანე კობახიძე,ვაწაძე,ზარია,დანარჩენებიც ვისიც შენ გჯერა.. ხომ ხედავ რომ შენ ვერ გაამართლე ჩვენი ნდობა. ერთი კლუბი მაინც გავა სულ მცირე შემდეგ ეტაპზე ქართული კლუბებიდან.. რომელიმე კლუბს თუ ამათი წაყვანის სურვილი აქვს 20 000 ლარს სიმბოლურად გადავიხდით ბონუსად გულშემატკივრები... ბოლო აბზაცის მეტი თბილად ვერ დაგემშვიდობებოდი უბრალოდ ეს რასაც აკეთებთ შენ, შენი ვითომ კაპიტანი და დანარჩენები ჩვენი შეურაწყოფაა მეტი არაფერი!!
მამუკა
საქართველოს ჩემპიონატია წუმპეში, ამ უკონკურეციო ჩემპეონატში ისევ ბათუმი თამაშობს დინამიურ ფეხბურთს, ნახეთ თბილისის დინამოს და ქუთაისის თამაში, დამდგარი ფეხბურთი, მუდმივი განივი და უკანა პასები, სვარკა.არავითარი ჯიგარი. ამ წუმპეში ნათელი წერტილი ისევ გეგუჩაძეა, დარწმუნებული ვარ ამ მალტის გუნდს კარგად მოუგებდნენ. ბათუმელი არა ვარ, თბილისის დინამოს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ
კ ო მ ბ ლ ე
მოითმენთ და მერე როგორ...
დევდარიანი
აუჰ.,,რას ამბობ, თორემ სხვა მწვრთნელი ამოქაჩავს? ხალხნო ფეხზე არ უყურებთ მოთამაშეებს? რა დონეა? ჩემი აზრით, აფრიკიდან , ლათინური ამერიკიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან რამოდენიმე იაფფასიანი ფეხბურთელი, რადიკალურად შეცვლის და სტრატეგიულად გარდაქმნის მიმდინარე სიტუაციას. ვიმეორებ, ეს ჩემი აზრია.
Urka
დაშალეთ საქართველოში ფეხბურთი და მაგ ფულით პენსიები აუწიეთ ხალხს.
mitro
მემგონი დროა მარტო გეგუჩაძე კი არა საერთოდ შეიცვალონ მწვრთნელები და უაზრო არაფრის მომცემი ლეგიონერების მაგივრად კარგი ნორმალური მწვრთნელები დავიმატოთ 2 ქართული გუნდი გავიდა გადალახა პირველი ეტაპი და ორივეს მწვრთნელი უცხოელი იყო ზოგადად დილას თამაშიც მომწონს და შემართებაც.. და მგონი უკვე დროა მწვრთენელიბის ნორმალურის რა თქმაუნდა დამატებაზე ვიზრუნოთ და ახალი თაობის მწვრთნელები გავზზარდოთ შემდეგ ჩვენც...
ხვიჩა
მართალია,დროა წავიდეს,ამუხრუჭებს გუნდს.შეიძლება,არა მხოლოდ ის,მაგრამ ყველაზე მეტს ყოველთვის მთავარ მწვრთნელს სთხოვენ... ისაა მხოლოდ გაუფებარი,ზოგიერთი ჭკუისკოლოფი,პოლიტიკას აქაც რომ ვერ ელევა,-"დავარცხნილად საუბრობს გეგუჩაძე,ქოციაო"..რაოდენი "დაუვარცხნელი" ტვინი უნდა გქონდეს,ასეთს რომ ამბობდე.ფუი!
Beqa
სამი დისლაქი ვისი არის შემთხვევით დინამო თბილისის გულშემატკივარის ხომ არა ნეტავ? დდდდდდდ
Правда
ყველა გეგუჩაძის გადადგომას ითხოვს სიმართლეა.არჩილ ბერიძის გადადგომას რატომ არ ვითხოვთ?20 მეტრიდან ვუყურებდი 20 ათასი მაყურებლის თვალწინ როგორ გარბოდა გუნდის პრეზიდენტი მსაჯის გასლახვათ ესე უნდა იქცეოდეს გუნდის პრეზიდენტი?გეგუჩაძემ ამოწურა თავისი მაგრამ საქმე იმაშია არ იცის ვინ მოიყვანოს მის შემცვლელად.არჩილ ბერიძე დიდი მოყვარული ჩანს ფეხბურთის მაგრამ აზრზე არაა როგორ უნდა განავითაროს ფეხბურთი.
ბერიძე
აბა ამდენი შენობა რითი ვაშენო?ბიზნესია ეს ჩემი და არაა თქვენი საქმე
samartali
შარშან ეგ რო დავწერე მომიცვინდენ ვითო ფეხბურთის ფანები და მაგი მეორედ ართქვაო და იყავით ეხლაბცხვრები ხართ ვინმეს თქვენი აზრი არაინტერესებს ბერიძე და ჯუღელი ფყლებს აკეთებს ბიზნესია მათი ბალაძე დვალიშვილი ყუმარს აგვარებენ გეგუჩაძეს ვინმე რამეს არეკითხება.
რომა
დემჩენკო კაი იქნებოდა. არაფრით გამორჩეულ გორის დილას მიათრევს. თან კაი ფეხბურთს თამაშობს
მეიცა
ნამუსის ძრაღვი რო გაგიწყდება,არსადაც არ წახვალ..ვენაცვალე გულშემატკივარს, ვეთანხმები თქვენს მოთხოვნას!!!
გუჯი
შენ წარმოიდგინე თბილისელი ვარ და დინამო თბილისის გულშემატკივარი 30 წელია მაგრამ რომ მტკივა ის რასაც გუნდის უთავმოყვარე ხელმძღვანელობა აკეთებს იმიტომ ვაკრიტიკებ. რაც შეეხება ბათუმის გუნდს ცდილობენ მაინც და მეეჭვება გეგუჩაძის ბრალი იყოს გუნდმა რომ საკვალიფიკაციომდე გაძლიერების მაგივრად ალთუნაშვილი გაყიდა. გუნდს ჭირდება თავმოყვარე, ამბიციური და ფულიანი პატრონი რომელიც სამწუხაროდ არც ერთ გუნდს არ ყავს. რა თქმა უნდა ამას ემატება თავმოყვარე და ამბიციური მოთამაშეები რომლის ნაკლებობასაც განვიცდით. აი ეგაა ჩვენი პრობლემა
ქომაგი
გეგუჩაძემ ამოწურა თავის რესურსი ბათუმში. გუნდს ის ვეთარაფერს მისცემს ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეს ეს ნორმალურია.ბათუმს კარგი უცხოელი მწვრთნელი და ზოგადად ახალი სისხლი ჭირდება ფეხბურთელების ჩათვლით.
ბათუმს ქათქათას
შენ გაიხარე beqa,ახლა უნდა დამეწერა კუპატაძეზე. კუპატაძეს ცოდვა მოეწია ბათუმს.ნაკრების მეკარეს კარიერა რო დაუნგრიეთ ის გუნდი ხართ. ის რაც თქვენ კუპატას გაუკეთეთ რუსეთის გუნდი არ გაუკეთებდა.ჩიჩკანი რო კარგი ყოფილიყო განა დინამო ერთ თამაშს მაინც არ ათამაშებდა? როგორ ფიქრობთ გუნდიდან გაგდებულ მეკარეს ადვილად აიყვანს ვინმე? ისეთ დროს გაუშვით თან რო საერთოდ უთამაშებელი დატოვეთ ნაკრების მეკარე.ხოდა ბუმერანგი ბათუმელებო,ბუმერანგი.
Გუჯი-ს
აქ ბათუმის დინამოზეა ლაპარაკი და შენ ისევ დინამო თბილისს უკმინე.აკი იმოტომაც მოიგეთ თბილისის მარცხი რო გაგიხარდათ. შეეშვით თბილისის დინამოს და მიხედეთ თქვენ პატენტ დინამოს. დაიოკეთ ამბიციები და დაიწყეთ მომავალზე ფიქრი ბავშვთა ფეხბურთით.იქნებ რაღაც მოხდეს და ერთი ფეხბურთელი მაინც გაზარდოთ საუკუნეში ერთი
ჩელენჯერი
დიდი ხანია ქოჩორა გასაშვებია. იმ ხელფასს რასაც ეგ იღებს ნორმალური უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა შეიძლება.
გიორგი
გეგუჩაძის მომხრეთა საყურადღებოდ! თუ ბათუმი ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობს საქართველოში და ეს გეგუჩაძის დამსახურებაა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა თვითონ გეგუჩაძეს გამოეთქვა პროტესტი ხელმძღვანელობის მიმართ და მოეთხოვა მაგალითად სპორტული დირექტორის ან ვინც ხელს უშლის გუნდის განვითარებაში იმის განთავისუფლება. ან კიდევ დაეყენებინა ულტიმატუმი რომ თუ ისე არ გაკეთდება საქმე როგორც მას უნდა მაშინ პასუხისმგებლობას იხსნის და გადადგება. ამის კარგი მაგალითია სპალეტი. სამწუხაროდ მე არ ვიცი რა ხდება კულისებში და აქედან გამომდინარე მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა რომ ჩემი აზრით ყველა დამნაშავეა გულშემატკივრის გარდა, როგორც ვხედავ ყველა თბილად არის მოკალათებული და გულშემატკივრის გარდა არავის აწუხებს ქართული ფეხბურთის ბედი. მაპატიეთ თუ ვცდები მაგრამ ჩემი მოსაზრება ასეთია. მადლობა.
beqa
კუპატაძეც წასვლა ყველაფერზე მეტყველებდა !! მეკარეს შეტენეს ყველაფერი როცა ყველაზე კარგი სანდო კუპატა იყო შეცდომა ყველას მოდის გეგუჩაძეს რამდენი შეცდომააქ ათ ქულა გაანიავა! ბანძი მწვრთნელია დავარცხნილად საუბრობს ქოცია
The
გაძლიერება რომ არ ხდება გუნდის პასუხი მოთხოვეთ ბერიძეს!!! გეგუჩაძე ჯინი კი არ არის.
გუჯი
სიმართლეა რომ ბათუმი ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობს საქართველოში და ალბათ ეს გეგუჩაძის დამსახურებაცაა. რაც შეეხება ევროპაზე კარგად გამოსვლას მაგას კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელები ჭირდება და არა მწვრთნელის შეცვლა. 20 მწვრთნელი ყავს დინამო თბილისს შეცვლილი ბოლო 12 წელიწადში და რა ჩიტსაც იჭერს ყველა კარგად ვხედავთ.
G.LA -ს
კაცურად სიმართლე თქვი-ბადრი ხარ შუბლაძე?
Asea
ჭკუაზე მოსულხართ ადრე იყო გასაგდები გეგუჩაძე რომელიც მხოლოდ დიდ ხელფას იღებდა
თემო
გეგუჩაძის ძლიერება რაში გამოიხატება?
ბათუმს ქათქათას
ჩვენწელთაღრიცხვიდან დღემდე ერთი ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ და ისევ ერთი და იგივეს გაიძახით,წაიღეთ ტვინი თქვენი გულშემატკივარობით. მე პირადად თქვენი რაოდენობა სტადიონზე სულ ძაან არ მაინტერესებს.ერთი ფეხბურთელი მაინც გაზარდეთ წამლად.სიტისაც არ გაუზრდიაო ფეხბურთელიო...აზრზე ხართ რაც დაწერეთ? და საერთოდ სადა ხართ საფეხბურთო რუკაზე ქართული მაშტაბით იცით?არ ვიცი საიდან ამხელა ამბიციები?ერთი ტრანსფერი არ გამიგია თქვენი ნორმალური.ერთი ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ ჩვენ წელთაღრიცხვიდან დღემდე და გია გეგუჩაძესგან რა გინდათ???
Guja
გეგუჩასვით მაგარი მწვრთნელი მეორე არ დაიარება ქართულ სივრცეში.... დაფიქრდით... დასკვნის გამოტანა ძალიან ადვილია.....
Gig
Aba ar axarebs batumlebs maqedan fuli motexva dznelia budzu ucxoelebi awyobs
Gig
Bichebisgan xelfasidan ro wilshia xo yvelam icit tu aqamde rogor ver gaigo direqtorma, ro fulebs texavs , wavides unda
Vato
Xelfasebidan ro bichebs wilebs axevs g nabichvari, davijero aqamde ar icis direqtorma da tqven bichebo, ro Wilshire uzis da procentebs igebs ,batumlebi imito ar chirdeba klubshi ar Unda mag nabichvars gabazreba, geguchadze vici ro amas kitxulob sheni ampartavani dedashevecit. Gaajmevinet mag yles
ზოგს
რო გაიზახით ერთი ფეხბურთელი მაინც გაგიზრდიათო ეგ რა შუაშია??! გუნდი ვერ გაზლიერდა და ითხოვენ გადადგომას გეგუჩაძის და მართალიცაა რას პროფესორობთ ?! ეგრე სიტისაც არ გაუზრდია არცერთი ფეხბურტელი მაგრამ ლიგა მოიგეს მერე? ცოტა დაფიქრდიტ სანამ რამეს დაწერთ.
დ.დ.
თხა რომ გაძღება მგლის მო . . . . ას მოინდომებსო ! ასეა თქვენი საქმე, ღრმად პატივცემულო ბათუმელო გულშემატკივრებო. აჭარაში გაზრდილი ერთი ფეხბურთელი დამანახეთ თქვენს გუნდში და მერე გამოთქვით პრეტენზიები. ისტორიას არ ახსოვს, ჩელეს გარდა, ბურთს გამოკიდებული ყმაწვილი თქვენი რეგიონიდან, რომელზეც ვინმეს ეთქვას, ფეხბურთის თამაში იცისო. საინტერესოა, კიდევ რამდენი საუკუნის მანძილზე გინდათ სხვისი გაზრდილი ფეხბურთელებით იარსებოთ, ჰა? გაანძრიეთ ხელი და პაწა ტვინიც დააყოლეთ, თუ გაქვთ, რა თქმა უნდა !
gionat
გეგუჩაძე მართლა უნდა წავიდეს, ფაქტია ამდენი წელია ბათუმშია, მეტნაკლებად მნორმალური დაფინანსებით, კარგის სტადიონით და გულემატკივრით. არაა ცუდი მწვრთნელი მართლა, მაგრამ არ გამოსდის ფაქტიურად არაფერი, რაღაც ნამდვილად არის შესაცვლელი.
მალხაზ ბოლქვაძე
... რაც ახალი სტადიონი აშენდა, ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს ვერავინ შეედრება, ყვლა თამაშზე 15-20 ათასი კაცი დადის (რომელიმე გუნდმა მოიყვანოს ამის თუნდაც ნახევარი)!!! ...გულშემატკივრების წინააღმდეგ წასვლა, არ იქნება კლუბის პრეზიდენტის მხრიდან სწორი საქციელი (ჯერ არავის გაუმარჯვია)... ... იტალიელ მწვრთნელებზე იყო წლის დასაწყისში საუბარი. კარგი იქნებოდა, მოგვესინჯა...
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
ყველა გეგუჩაძის გადადგომას ითხოვს სიმართლეა.არჩილ ბერიძის გადადგომას რატომ არ ვითხოვთ?20 მეტრიდან ვუყურებდი 20 ათასი მაყურებლის თვალწინ როგორ გარბოდა გუნდის პრეზიდენტი მსაჯის გასლახვათ ესე უნდა იქცეოდეს გუნდის პრეზიდენტი?გეგუჩაძემ ამოწურა თავისი მაგრამ საქმე იმაშია არ იცის ვინ მოიყვანოს მის შემცვლელად.არჩილ ბერიძე დიდი მოყვარული ჩანს ფეხბურთის მაგრამ აზრზე არაა როგორ უნდა განავითაროს ფეხბურთი.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
ყველა გეგუჩაძის გადადგომას ითხოვს სიმართლეა.არჩილ ბერიძის გადადგომას რატომ არ ვითხოვთ?20 მეტრიდან ვუყურებდი 20 ათასი მაყურებლის თვალწინ როგორ გარბოდა გუნდის პრეზიდენტი მსაჯის გასლახვათ ესე უნდა იქცეოდეს გუნდის პრეზიდენტი?გეგუჩაძემ ამოწურა თავისი მაგრამ საქმე იმაშია არ იცის ვინ მოიყვანოს მის შემცვლელად.არჩილ ბერიძე დიდი მოყვარული ჩანს ფეხბურთის მაგრამ აზრზე არაა როგორ უნდა განავითაროს ფეხბურთი.
ბურთი
გეგუჩაძემ რაუნდა ქნას გუნდი რომ ვერქაჩავს.არცერთი გუნდი არარის მზად ფეხბურთის სათამაშოდ.პატარას რაღაცას გაიფაფხურებენ ჭ კლასის გუნდთან და ვსიო მერე ჩაკვდებიან:(ფეხბურთია შედეგი!
mamuka09ze
ბათუმის წვალება არც მე მომეწონა, მაგრამ... ვთქვათ, წავიდა მწვრთნელი, გათენდა მეორე დღე და რას ვშვებით? ვინმე უკეთესი მოგვყავს? ვინ არის მერე უკეთესი? ან იმ უკეთესს რამდენ ხანს აცლით? თუმცა ისიც მართალია, რომ ამ რესურსით უკეთესი თამაში შეიძლებოდა.
N
გეგუჩაძეზე უკეთესს ვის მოიწვევთ, საინტერესოა?! თუ ფიქრობთ, რომ გვარდიოლას დონის მწვრთნელები დათანხმდებიან საქართველოში მუშაობას?!
ნიკო
როგორც იქნა ხმა ამოიღეთ...
dogi
ბათუმის დინამოზე თვითონ ბათუმელმა ფანებმა, ვეტერენმა ფეხბურთელებმა და ვითომ ჟურნალისტებმა შექმნეს გადაჭარბებული მოლოდინები, ყველა გადაცემაში ამბობენ რო ბათუმი ყველაზე გამართული გუნდია საქართველოშიო, რანაირად არის გამართული გუნდში ერთი ბათუმელი არ თამაშობს, გუნდს გამართული აკადემია არ აქვს, გუნდს ევრო 21 ზე ერთი ფეხბურთელი არ ყავდა, გუნდი ტრანსფერებს ვერ აკეთებს, იანვარში მოყვანილ ლეგიონერებს ივნისში უშვებენ ეს არის გამართული გუნდი? გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაა დილაში გამოწურული ფეხბურთელების დატაცება. ნახევარი გუნდი დემჩენკოს გამოწურული ფეხბურთელებით არის სავსე და რაც ყველაზე მთავარია ვერც ერთი ვერ ამართლებს სკამზე ზიან. ბათუმის ფანები ქართულ ბაიერნს რო ეძახდით რა აზრი აქვს ეროვნულ ლიგაში თამაშსო მაგ ამპარტავნობამ მიგიყვანათ იქამდე რო გყავთ გუნდი რომელმაც ფეხბურთის თამაში არ იცის. მარტო ლამაზი სტადიონით რო წარმატებები მოდიოდეს ყატარი მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. ამპარტავნობამ დაგღუპათ თქვენ. და თუ გგონიათ გეგუჩას გაუშვებენ ცდებით!!!
თომა
ეს არის ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული საიტი და ამ კომენტარებს იმედია კითხულობს ბათუმის დინამოს მწვრთნელები და გუნდის მფლობელი. დიახ, დრო კიარა დაგვიანებულიც კია გეგუჩაძის წასვლა! მარტო საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერაფერი შედეგია, არადა გუნდს ყველა პირობა აქვს იმისათვის რომ რამდენიმე ეტაპი გაიაროს თუნდაც კონფერენსლიგაზე.მადლობა მას იმისათვის რომ ისტორიაში პირველად გახადა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი. მან უკვე ამოწურა საკუთარი თავი ამ გუნდში. გეგუჩაძე წადი!!!
გიუშა
მგონი ბერიძესაც ამოუვიდა ყელში გეგუჩაძე და მისცა ,,დაბრო,,მეკობრეებს)))თორემ ესენი ბერიძის ნებართვის გარეშე ჰაერის გაფუჭებასაც ვერ ბედავენ)))
G.LA
თვითონ არსადაც არ წავა. ეგ რომ წამსვლელი ყოფილიყო წინა სეზონის შემდეგ წავიდოდა იმხელა ჰანდიკაპი გაანიავა დინამოსთან ჩემპიონობაზე.
ბათუმელი ექსპერტი
გია მადლობა. გია წადი!
Nikoloz
სიმართლე ისარის რო მარტო მწვრთნელი ვერ ითამაშებს ფეღბურთს..არყავს ბათუმს კარგი გუნდი საქართველოს დონეზე შეიძლება რაგაც შეეძლოს მაგრამ ვერაფერს ვერ გახდები ხარაბაძებით და ჯოვინო გლამარიონით დამიჯერეთ ისეთ ტრანსფერებს აკეთებთ ფეღბურთელს უკვე თავისი მოჭმული რო აქვს და დაღმასვლა აქ დაწყებული თუ ნორმალურ ფეღბურთელებს არ დაიმატებთ არაფერი ეშველება ატვეჩაი ვარ თუ გინდა გვარდიოლა იყოს ტრენერი მარტო ბათუმს არ ეხება..ქართული ფეღბურთი არის ხალხივით კროკოზე ფულს რიცხავენ რიცხავენ და სულ აგებენ აი ეგრეაა ზუსტად
გია
ეგრე რა! იმედია თბილისელებიც მოგბაძვენ და ააცმევიებენ რომანას და ჯიაბრიშვილს!
mesi
ხო რააა გეგუცჰაზე ცავიდეს და არველაზეებიდან რომელიმე მოვიდეს ტასჰიიი კუკურიიიიი
batigoli
შენ რა წაიგე ტვინი ეეეე, პატარა დალაგებულად ილაპარაკე, თორე დაუკრეფავში გადადიხარ უკვეე
გიორგი IV
ჩემპიონები რო ვერ გახდნენ მაშინ უნდა წასულიყო!მიდის ყოველთვის ფულიან გუნდში და ვითომ რამეს მიაღწია!წავიდეს გაგრაში გახადოს ჩემპიონი და ვაღიარებ რო მაგარია!))
სვანსკი
ფეხბურთელს სირბილი ეზარება და გინდა კლოპი მოუყვანე,მარტო ბათუმზე არ ითქმის დინამოს რა ჭირს დინამოს ალბათ დინამოს თემა გინდათ გეგუჩაძით გადაფაროთ თან ფედერაციას არასოდეს ,,ევასებოდა,, ახლა კარგი მიზეზი აქვს მოსაშორებლად. ეგ კაცი საქართველოს გარეთ უფრო მოიხვეჭს სახელს ვიდრე აქ, კვარაცხელიასი არ იყოს აქ დაიწუნეს ახლა ბუზღუნებენ რატომ არ ითამაშაო.მას რატომ არ მიაქციეთ ყურადღება რატომ გაუშვით ახლა მოგინდათ დახმარება?ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით და იცით დასაჭერები ხართ ყველა მაგრამ სადაა პატრონი
თენგაბი
ბათუმის დინამოსათვის, ქართველ მწვრთნელთაგან, იდეალური კანდიდატი კობა ჟორჟიკაშვილია. მისმა გაწვრთნილმა ბოლნისმა ტაქტიკურად გამართული, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა. ვფიქრობ მის ხელში ბათუმს დიდი წარმატებები ელოდება.
Beqa
სამწუხაროდ დაგვიანებულია. შარშანდელი სეზონის შემდეგ უნდა დაეთხოვათ დინამო თბილისთან იმხელა ჰანდიკაპი რო გაანიავა.
abara
2 წელია ვიძახი, გასაშვებია გეგუჩაძე, 1 გააზრებული მონახაზი არ აქვს დინამოს, 82 წუთზე შეცვლებმა და 2 თავდამსხმელის გამოყვანამ, დამატებით დროში წაგება, აბა ბებიაჩემის ბრალია? გეგუჩაძე წადი!!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
Geguchadze 1 wlis ujan iyo gasagdebi magram soflis gundu ro xar da fexburtis gartymashi ro ar xar mere aseti shedegi modis. Yvelam kargad icis geguchadze tu darcha ra iqneba momsval sezonsji evrotasdbze. Isev ertidaigive. Kacma es Kobsxidze ver moicilaa da us ukraineli gaushves . Mokled Batumi narto saqartvelos soflis chrmpionatdhi ty izsms rames am mvrtneltan ertad. Goris Dila jer gamoiyureba ertaderti dalagebuli dzlieri da shekruli gundi. Danarchenebi tabashoben ezos fexburts
kvaxo
აუცილებლად! ბათუმელი მაყურებელი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. თუ ამ მაფიის ხელში ქართულ ფეხბურთს აღორძინება უწერია, ეს ბათუმიდან დაიწყო და უნდა გაგრძელდეს, მართლაც, საოცარ გულშემატკივართა საოცარი მხარდაჭერით.
პირატ, ვაი გულშემატკივრებს.
ქართველი "ულტრასები"! წააგებს გუნდი მწვრთნელის ბრალია, ფეხბურთელები არაფერ შუაშია, მოიგებს გუნდი ყოჩაღ მთ. მწვრთნელო! ასეთი მიდგომა ღუპავს გუნდს.
JABA
ე ბიჭო სად ხართ აქამდე. რაც გეგუჩაძე პირობები აქვს, საქართველოს ჩემპიონატიდან ნებისმიერ ფეხბურთელს იმატებს, მაგრამ მერე უზის სკამზე, მას იმიტომ აკეთებს, მოწინააღმდეგე დაასუსტოს, თორე თავისი "საყვარელი" ფეხბურთელების გარდა იშვიათად ვინმე ახალი ათამაშოს. შარშან იმხელა უპირატესობა გაანიავა და გადააბარა ჩემპიონობა თბილისის დინამოს, სეზონის დასრულებისთანავე უნდა გადამდგარიყო. ის არ დაგავიწყდეთ კიდე გეგუჩაძეს რომ გაყვეს, სპორტული დირექტორი დვალიშვილი, სასწაული სატრანსფერო პოლიტიკა რომ აქვს და მაგის ჩამოყვანილი ლეგიონერები რომ ბრდღვნიან მოედანზე ყველაფერს.
ვენეციის კომისია
გეგუჩაძის წასვლას კი არა ნორმალური უცხოელი მწვრთნელის მოყვანას უნდა ითხოვდეთ... თორემ წავა გეგუჩაძე და მოიყვანენ ვინმე მალადოი გამოუცდელ გეგუჩაძეს, არ მინდა გვარების დაწერა ისედაც ყველამ იცის წრეზე რომ ტრიალებენ... მხოლოდ უცხოელ მწვრთნელებშია ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარების შანსი...
ბათუმს ქათქათას
თქვენ ისეთი ისტორიული და ისეთი მიხწევების გუნდი ხართ მინიმუმ კლოპი უნდა მოიყვანოთ ან ანჩელოტი.აბა კონტე და პოჩეტინიოს ხო არ მოიყვანთ,რა თქვენი საკადრისია?
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"მივდივარ ვარჯიშზე და გეგუჩაძე მეუბნება..." - ლაზარე კუპატაძემ ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით