მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სლოვენიაა, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდერ სეკულიჩმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საწვრთნელ შეკრებაზე დარჩენილი იყო 14 კანდიდატი, რომელთაგან 2 ნატურალიზებული მოთამაშე იყო – მაიკ ტობი და ჯორდან მორგანი. მთავარი ინტრიგაც ის გახლდათ, თუ რომელ ამერიკელ მოთამაშეს აიყვანდა სეკულიჩი. არჩევანი გაკეთდა ტობიზე, რომელიც სლოვენიის ნაკრებში წინა ჯერზეც თამაშობდა და ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

გასულ ევრობასკეტზე საშუალოდ 24.6 წუთში 11.2 ქულა და 7.0 მოხსნა ჰქონდა და ნაკრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მორგანთან ერთად შემადგენლობიდან ალიაზ კუნციც ამოვარდა და სლოვენიის ნაკრებმა საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:

ზიგა სამარი, ალეკსეი ნიკოლიჩი, კლემენ პრეპელიჩი, მაიკ ტობი, იაკა ბლაჟიჩი, გრეგორ ჰროვატი, ზიგა დიმეცი, ზორან დრაგიჩი, ბინე პრეპელიჩი, გრეგორ გლასი, იაკობ ჩებაშეკი, ლუკა დონჩიჩი.

შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელ ციკლში სლოვენიამ უკვე 6 მატჩი ჩაატარა, თუმცა მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა, რაც შედეგებზეც აისახა: მხოლოდ 2 გამარჯვება და 4 მარცხი. სეკულიჩის შეგირდებმა ჩინეთსა (75:73) და მონტენეგროს (104:100) გაჭირვებით აჯობეს, სამაგიეროდ, 2-ჯერ წააგეს საბერძნეთთან (91:98, 77:88), თითოჯერ კი - ესპანეთთან (79:99) და აშშ-სთან (62:92).

სლოვენია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე "დალასის" ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი უკაპიტნებს, სწორედ დღეს მიემგზავრება იაპონიაში, სადაც 19 აგვისტოს ტოკიოს "არიაკე არენაზე" მასპინძლებთან დასკვნით საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

სლოვენიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ იასპარეზებს. მათ დებიუტი 2006 წელს იაპონიაში ჰქონდათ, 2010-ში თურქეთში ითამაშეს, 2014-ში კი – ესპანეთში. ახლანდელ განაცხადში მხოლოდ 4 კალათბურთელია, რომელთაც წინა მსოფლიო პირველობაზე უთამაშიათ: ალეკსეი ნიკოლიჩი, კლემენ პრეპელიჩი, იაკა ბლაჟიჩი და ზორან დრაგიჩი.

საქართველოსა და სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებები მსოფლიო პირველობაზე F ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ვენესუელა და კაბო-ვერდეც ითამაშებენ. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში შედგება. საქართველოსა და სლოვენიის მატჩი 28 აგვისტოსაა დანიშნული.

GBF.GE

ბესო
ვაი შენს პატრონს ! ჩვენ რა ნაკლები პატრიოტი სპორტსმენები გვყვავს ?! რომელი ერთი ჩამოვთვალო ... რაღა შორს წავიდეთ , თორნიკე შენგელიამ პირადად მოუტანა ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური . ოთხ დღეში სამი თამაშის ჩატარება ნუთუ გმირობის ტოლფასი არაა? თუნდაც ის რომ ისეთ კონტრაქტს დებს გუნდებთან , რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებში სათამაშოთ ოპრობლემოდ უნდა გამოუშვან . ერთი კალათბურთელი მაინც დამისახელეთ ევროლიგის მონაწილე გუნდებიდან , რომელსაც თავის ნაკრებში ეთამაშა შესარჩევის დროს. ნუთუ ეს პატრიოტიზმი არაა ?
საბა
აუუუ,ვინ შეაჩერებს ახლა დონჩიჩს??მარტო მოგვიგებს თამაშს!!!!
მინდია-ს
ლაშა ტალახაძე არა პოპულარულ სპორტის სახეობაში გამოდის,შესაბამისად ცნობადობა ნაკლები აქვს მსოფლიოში,ძიუდო,მკლავჭიდი,ძალოსნობა,სუმო,ჭიდაობა სხვადასხვა სახეობის,ფარიკაობა, ნაკლებად პოპულარული სახეობებია,ამიტომ არ აქვთ ჩვენ სპორტსმენებს ცნობადობა მსოფლიოში!!!!!!!!
მინდიას
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი უდიდესი სპორტსმენია. პრობლემა კი სპორტის ამ კონკრეტული სახეობების ცნობადობიდან გამომდინარეა. მთელი მსოფლიო იცნობს ლუკა დონჩიჩს, ლაშას კი მხოლოდ ისინი, ვისაც სიმძიმეების აწევა აინტერესებს. ეს კი მიზერია კალათბურთთან შედარებით, სამწუხაროდ.
მინდია
რა წესია ასეთი შედარებები,არ მესმის.მაგრამ,თუკი მაინც ამ ხაზს გავყვებით,მაშინ შეედაროს მსოფლიოს რაგინდარა ქვეყნის მოქმედი სპორტსმენიდან რომელიმე ან ტიტულებით ან შედეგ-რეკორდებით ჩვენს სახელოვან ,სახელგანთქმულ,ამავდროულად უდიდეს პატრიოტ ახალგაზრდა კაცს - ლაშა ტალახაძეს!!!
ნუგზარ -ს
ევროპის ჩემპიონი გუნდურ სახეობაში, ევროლიგის ჩემპიონი მადრიდის რეალთან ერთად, ევროლიგის MVP,ოლ სტარის სამგზის მონაწილე, ჩვენ ნამდვილად არ გვყავს ესეთი სპორტსმენი,ეს ყველაფერი ოცდასამი წლისამ მოასწრო,მთავარი ტიტულები წინ აქვს!!!!
ნუგზარი-ს
მასსავით ცნობადი არავინ!!!!! სხვა თუ არაფერი, ათი მილიონი გამომწერი სოციალურ ქსელში არც ერთ ქართველ სპორტსმენს არ ყავს,ესეც ბევრს ნიშნავს თანამედროვე სამყაროში!!!!

დონჩიჩი,ყველაზე პატრიოტი სპორტსმენი მსოფლიოში!!!!!!!დღე არ გავა სლოვენიაზე რამე არ გააზიაროს სოციალურ ქსელში,თავისი ქვეყნით ცხოვრობს,მიბაძეთ ქართველო სპორტსმენებო ლუკას!!!!!!!პროფესიონალიზმში და პატრიოტიზმში!!!!!!!!
ნუგზარი
ზოგიერთში უკეთესებიც გვყავს
ანი
ჩემი ლუკა❤️❤️
ლიზა
ეჰ,დონჩიჩისნაირი სპორტსმენები რომ ყავდეს საქართველოს ყველა სპორტის სახეობაში ყველგან პირველები ვიქნებოდით!!!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
სლოვენიამ ავსტრალიას სძლია და ჯგუფიდან გავიდა
კანადამ დონჩიჩის სლოვენია მეოთხედფინალიდან გამოაგდო
უკრაინამ ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენია დაამარცხა [VIDEO]
გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
დონჩიჩის 19 ქულა - სლოვენიამ კაბო ვერდესაც სძლია