მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერლიგის 1-ელ ტურში "ბარნლისთან" მიღებული ტრავმის გამო კევინ დე ბრუინი 3-4 თვეს გამოტოვებს, ბელგიელს ოპერაცია ესაჭიროება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ქალაქელები" მის შემცვლელს აუცილებლად შეიძენს. გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, "სიტის" ლუკას პაკეტას შეძენა სურს და "ვესტ ჰემს" 60 მილიონი ფუნტი შესთავაზა. "ჩაქუჩებმა" წინადადება იუარა, თუმცა მანჩესტერელები ახალი გაუმჯობესებული შეთავაზების გაკეთებას გეგმავენ.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Goal-ი "სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ურჩევს და ამის მიზეზებსაც განმარტავს.

"ერთი წლის წინ მისი სახელი ალბათ ძალიან ცოტა გულშემატკივარმა იცოდა, თუმცა დღესდღეობით ქართველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა, მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" სერია A-ს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

კვარაცხელიამ, რომელსაც "კვარადონას" უწოდებენ, გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს დრიბლინგის შესრულების წარმოუდგენელი ნიჭი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ პრესინგის თამაშიც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

"სიტის" გულშემატკივრებს ქართველი ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიყვარული გააჩნიათ, რაც "ქალაქელებისთვის" არც ისე კარგ პერიოდში გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. ეჭვგარეშეა, ქართული ფეხბურთის ჯერჯერობით ბოლო ვარსკვლავს ქალაქ მანჩესტერში გაშლილი ხელებით მიესალმებიან.

დე ბრუინის ტრავმა კლუბმა არა პრობლემად, არამედ შესაძლებლობად უნდა მიიჩნიოს, დიდი ალბათობით, ბელგიელის შეცვლა 2-3 წელიწადში საჭირო მაინც გახდება. მიუხედავად ფოდენის მიმართ პატივისცემისა, ინგლისელი კევინის სრულყოფილ შემცვლელად ვერ მოიაზრება.

ამ მიზეზების გამო "მანჩესტერ სიტიმ" ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. ქართველის ტრანსფერის სავარაუდო თანხა 90 მილიონ ფუნტამდე აღწევს, თუმცა 22 წლის ასაკში მან უკვე დააფიქსირა ის შედეგები, რაც "ეტიჰადს" ამჟამად ჰაერივით სჭირდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" სერია A-ს პირველი ტურის მატჩს 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" გამართავს.

რონი
გრილიში სკამზე დასმას არ აპატიებენ გვარდის?))) რატო ვითომ ულამაზესია თუ ისე თამაშობს მიმიქარავს მარადონა?)) სტერლინგს ააცმევინეს მანიუდან კაპიტანს აახვეინეს ფოდენს სკამზე ალპობენ და ხვიჩამ თუ გაამართლა ვის ეხსომება შენი გრილიში? გამაცინებთ ხოლმე რა

გრილიშს საერთო როგორ განიხილავთ ვერ ვხვდები - 10 ნომერი ასეთი შეუსაბამო იყოს ფეხბურთელისთვის, ერთი ლასანა დიარა მახსენდება (ჩამშლელი მაინც იყო კარგი) და მეორე ეს.

ჩემო მოკრძალებული აზრით, სიტი კვარას კარიერის დაღუპვა იქნება. დე ბრუინი რომ დააბრინდება მერე? გრილიშის სკამზე დასმას ინგლისელები არ აპატიებენ გუარდიოლას და შესაბამისად ვერც გაბედავს. მეორეც არის, გუარდიოლას გუნდში მხოლოდ გუარდიოლაა ლიდერი და თავისუფლებას არავის აძლევს, რაც კვარას ფეთქებად ფეხბურთს ნამდვილად არ წადგება.
ორდე
ფოდენზე უფრო ხვიჩას კონკურენტი გრილიში იქნებოდა, მაგრამ ეს ვარიანტი მიზეზთა გამო გამსვლელს არ ჰგავს
დავით
მოიცა რასაც კასანო დაწერს ეგაა მხოლოდ მართალი? მე პირადად ორი გუნდის დაპირისპირების მომხრე ვარ. სიტი რომ ნაპოლის შეხვდეს უბრლოდ გაგლიჯავს. ხვიჩას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ. ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე.
papai
ხვიჩა გრილიშს ნამდვილად ჯობია.. ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალობითაც, მაგრამ სამწუხაროდ სიტი დე ბრუინის შემცვლელს უფრო მოძებნის ვიდრე გარემარბს.. ეგეთი კი ესპანელი დანი ოლმო მგონია
las
დაწერე რომ ძიუბა და რუსეთის ნაკრები მაგარია და მაგათაც მოეწონებატ :)
რობი
აქ ვიღაცეებს არ მოეწონა რომ დავწერე ხვიჩა გრილიშ ჯობია მეტქი :) აი წაიკითხეტ რას წერს კასანო ხვიჩაზე _ მას ნებისმიერ მსოფლიო დონის გუნდში შეუძლია თამაში,რადგან სწორედ მათი დონის მოთამაშეა, ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს გრილიში ვიდრე „სიტიში“, კვარაცხელია უფრო კრეატიულია, უფრო დიდი პიროვნებაა, და უფრო მაღალი ხარისხი აქვს.
რატი
მერე მიკირტუმ დე გასპარიჩი დათანხმდება? ეგ წუწურაქი.
რობი
გუშინ ვინც უყურა მან სიტის თამაშს ალბათ ყველამ ნახეთ რიგორ აკლდა ამ გუნდს დე ბრუინე, გიუნდაგანი და ჩამი საყვარელი ფეხბურტელი ბარდღუნია ბერნარდუ სილვა!:) აი გრილიში ხომ მაგარია, მაგრამ ხვიჩას დონის ნაღდად ვერ არის!
იმერელი
60 მილიონად იყიდის სიტი და მგონია გცარდიოლა უნნდა დაფიქრდეს. მალე წავლენ სილვაც და დებრუინიც და უკეტესი სემცვლელი ახლა არავინ არ ჩანს.
las
ეჰ. კვარა მაინც ქართველია და არ ფასდება :) დიდი შრომაა საჭირო. რამოდენიმე ქართველმა მოთამაშემ დიდი სიტყვა უნდა თქვას მსოფლიო ფეხბურთში, ბოლო-ბოლო ნაკრები მაინც უნდა გავიდეს ევროზე მხოლოდ ამის მერე დაფასდება ქართული ფეხბურთი. ეროვნულ ჩემპიონატს რო ვიხსენებ ყველა იმედი მეკარგება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
მოიესით ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა - "ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს ულტიმატუმი წაუყენეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
ლუკას პაკეტა პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"სიტის" ახალი მცდელობა - მანჩესტერელები პაკეტას შეძენას კვლავ შეეცდებიან
პაკეტას სასწაული გოლი ლიგა 1-ში [VIDEO]
"ამ ზაფხულს კვარაცხელიას ეს შესაძლო ტრანსფერი შოკისმომგვრელი იქნება და ევროპას შეარყევს" - El Nacional ხვიჩას შესახებ
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პაკეტა "სიტის" სასურველ ფეხბურთელთა პაკეტშია - "ვესტ ჰემმა" მანჩესტერელთა პირველი წინადადება დაიწუნა
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" 120-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა