ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს

ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს

23 სექტემბერს, ჩვენი დროით 16 საათზე, ბორჯღალოსნები 2023 წლის მსოფლიო თასის მეორე შეხვედრას გამართავენ. ტულუზში ისინი კარგად ნაცნობ პორტუგალიას ერკინებიან.

„ლობუშმა“ საფრანგეთში თავისი პირველი თამაში უელსთან 16 სექტემბერს გამართა და მართალია 8:28 დამარცხდა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საქართველომ ერთი კვირით ადრე, 9 სექტემბერს ითამაშა (ავსტრალიასთან 15:35) და პორტუგალიასთან მატჩისთვის მოსამზადებლად ორი კვირა ქონდა.

„ვოლაბებთან“ შეხვედრაში 6-კვირიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე. 27 წლის მორაგბე საწვრთნელი შეკრებისას დაშავდა, რის გამოც სამივე გასახურებელი თამაში გამოტოვა და მოედანს მსოფლიო თასზე დაუბრუნდა.

- 6 კვირა გამიცდა და ამან ჩემს თამაშზე გავლენა იქონია, რაც ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად, გარკვეულ ეპიზოდებში შეცდომებშიც აისახა. თუმცა იყო პოზიტივიც. ფეხს არ შევუწუხებივარ, თავდაჯერებულობა მომემატა და მომდევნო შეხვედრებს მზადყოფნაში ვხვდები, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.

- ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ ორი თამაში გავმართეთ (შოტლანდიასთან გასახურებელი და ავსტრალიასთან მსოფლიო თასზე) და ორივეჯერ მხოლოდ ერთი ტაიმი ვიყავით კონკურენტუნარიანები. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მივაღწიოთ ბალანსს?

- ჩემი აზრით აქ ორი განსხვავებული მომენტი იყო. ტიერ1-ის გუნდის წინააღმდეგ მუდმივად დაცვაში თამაში დამღლელია და შოტლანდიასთან ფიზიკურად ვერ გავძელით, რის გამოც მეტოქემ რამდენჯერმე გაჭრა ხაზი. ავსტრალიასთან პირველ ტაიმში ტაქტიკური და ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა. ბევრი სალელოვე მომენტი შევქმენით და სამწუხაროდ, მათი დაბოლოვება ვერ შევძელით, თორემ ასეთ ანგარიშს არ ვიმსახურებდით. ავსტრალიასთან მატჩმა დაგვანახა, რომ ხაზისა და შერკინების ბალანსით, ტიერ1-ის გუნდებთანაც ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა და იმედია ეს შემდეგ თამაშებში ქულებშიც აისახება. ვფიქრობ, ასეთ გუნდებთან ხშირი თამაში შეგვძენს გამოცდილებას და ეს ჩვენს მომავალზე პოზიტიურად აისახება.

- პორტუგალიასთან მატჩამდე მოსამზადებლად ორი კვირა გქონდათ. როგორ გაიარეთ ეს პერიოდი?

- ეს ბოლო კვირა იყო, როდესაც დასვენების შესაძლებლობა მოგვეცა. გვქონდა საშუალება დაგვესვენა, ჩავრთულიყავით სხვადასხვა აქტივობებში და აღგვედგინა ენერგია. თამაშის კვირას ენერგიულად შევხვდით და მომზადება გეგმის მიხედვით მიდის.

- პორტუგალიამ მსოფლიო თასზე პირველი თამაში უელსთან ჩაატარა.

- და ხარისხიანი რაგბიც აჩვენა. ისინი თავდაჯერებულები იყვნენ და საკუთარი 5-მეტრიანიდანაც კი ხელდახელ უტევდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წნეხის გარეშე თამაშობენ. მათ არაფერი აქვთ დასაკარგი და ვფიქრობ ჩვენთანაც ბოლომდე იბრძოლებენ. თუ გავიხსენებთ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, პორტუგალია მეორე ტაიმში გარდავტეხეთ და დიდი სხვაობით დავამარცხეთ. ის შეხვედრა მომავალი თამაშის წინ კარგი ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ შეხვედრას მაქსიმალური მობილიზებით შევხვდებით და სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ.

- რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას რეგულარულად ვეთამაშებით და 2005 წლის შემდეგ მასთან შეხვედრა არ წაგვიგია (15 მოგება და 3 ფრე; ჯამში 18 მოგება, 4 მარცხი და 3 ფრე). ხომ არ იმოქმედებს ეს ჩვენს განწყობაზე?

- ზუსტად ვიცით, რომ პორტუგალია ის გუნდი არ არის, რომელიც რამეს დათმობს და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ველოდებით დაძაბულ და სანახაობრივ თამაშს. თუ არ ჩავთვლით წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, რომელშიც 38 ქულა გავაკეთეთ (38:11), ბოლო წლებში ის ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო. პორტუგალიისა და უელსის შეხვედრის ანალიზი გავაკეთეთ და ვმუშაობთ ჩვენს ძლიერ მხარეებზე.

- 2023 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი გაცხადებული მიზანი ორი თამაშის მოგებაა. ერთი გუნდი, ვისთანაც უნდა გავიმარჯვოთ პორტუგალიაა. ამ გადასახედიდან, ვინ შეიძლება იყოს მეორე – ფიჯი თუ უელსი?

- ჩვენი მიზანი ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლა იყო და ის უცვლელია. ამავე განწყობით გავედით ავსტრალიასთან, მაგრამ თავიდანვე ვერ შევძელით ჩართვა და პირველ ტაიმში დიდი სხვაობით ჩამოვრჩით. ახლა მთავარია, რომ პორტუგალიასთან კარგი თამაში ვაჩვენოთ, თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ და მერე გადავერთოთ ფიჯიზე. მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ავსტრალია დაამარცხა, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მასთან რევანში გვწყურია და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. მაგრამ სანამ პორტუგალიასთან არ ვითამაშებთ, ფიჯიზე ვერ ვიფიქრებთ და მხოლოდ ფიჯის შემდეგ გადავერთვებით უელსზე.

rugby.ge

• სოსო

ავსტრალიასთან ჩემი აზრით,პირველ რიგში მაინც ფსიქოლოგიურმა დაძაბულობამ აგვრია თამაშის დასაწყისში,მერე კი,ზოგიერთ პოზიციაზე კლასში სხვაობამაც იჩინა თავი.ისე ჩანს,რომ შერკინებაშიც პრობლემები შეგვექმნება,ფიჯისთან,დისციპლინაშიც პრობლემები აღარ აქვთ და ფეხით თამაშშიც,მაგარი ბიჭი უპოვიათ.ასე რომ მეორე მოგება,უელსთან უფრო რეალურად მოჩანს და ჩვენთვის რამდენად მიღწევადი იქნება,ამ ორიდან რომელიმეს ძლევა,ძალიან ძნელი სათქმელია.ჩვენი ბიჭებიც კარგად არიან მომზადებულები და თავგანწირვა რომ არ აკლიათ,არც ეს არის საიდუმლო.სწორედ ამიტომ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ვუსურვებ,ისე როგორც ფიჯელებმა იბრძოლეს ბოლომდე და მიაღწიეს მიზანს.საკუთარი თავისა უნდა ვირწმუნოთ და გამარჯვებებიც მოვა!გამარჯვებებს გისურვებთ,ბიჭებო!

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება

U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ

[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა

ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?

U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა

"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი

15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა

მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება

აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა

ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის

ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს

ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება

"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს

რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო

ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში

საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში

ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა