მსოფლიო თასზე მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 12:17 დამარცხდა.

შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ შეტევებით დაიწყო და მატკავას რეალიზებული საჯარიმოთი დავწინაურდით. ქართველი მორაგბეები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ფიჯელებმა ანგარიშის გათანაბრების შანსი მე-14 წუთზე გაუშვეს, როდესაც საჯარიმო ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ შემდეგ საჯარიმო შორიდან ზუსტად შეასრულა ნინიაშვილმა. აქედან მოყოლებული მეტოქე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, 31-ე წუთზე კი ნინიაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბოლოს სწრაფი კონტრიერიშისას ტაბუცაძის დადებული ლელო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 9:0 მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტრავმები მიიღეს ზამთარაძემ და ჯაიანმა და შეცვალეს.

შესვენების მერე მსაჯმა ფიჯელი რადრადა გაასინბინა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ლელო აქეთ მივიღეთ, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. მერე ფიჯელებმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენეს და წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ვიზავიმ ლელო-გარდასახვით ანგარიში გაზარდა. მე-80 წუთზე მეტოქის მორაგბე ტუისოვა გაასინბინეს, მატკავამ საჯარიმო ზუსტად შეასრულა, შეხვედრის დასასრულს ლელოს გატანის შანსი დავკარგეთ და წავაგეთ.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი

საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“

საქართველო – ფიჯი 12:17

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

ეგ პორტუგალია იყო გორგოძიან ნაკრებს რომ მოუგო და თბილისში წვალებით ფრე რომ გამოვგლიჯეთ ბოლო წამებზე.ასე, რომ ისინიც ვითარდებიან და დამსახურებას ნუ დავუკარგავთ

გიორგი! ვინ დასვამს ფერარიზე მერე? მაისაშვილი არც მე მომწონს მაგრამ ვერნ კოტერი და ერასმუსი მოინდომებენ აქ მუშაობას იმ პირობით, რომ ფიჯი დაამარცხონ? ერთხელ მოვუგეთ დიდ გუნდებს, მაგრამ სულ როგორ მოუგებ ამ პირობებში? მაგას ვამბობ, თორემ, ჰა, წავიდეს მაისაშვილი! მეორე ხაზში სულ სამი კაცი გვყავს. ფიჯისთან ოთხი კაცი დაგვემტვრა და გვყავს ვინმე სათანადო შემცვლელი? უსმინეთ ზირაქაშვილის ინტერვიუს და ნახავთ. ნეტა ვცდებოდე, უბრალოდ არ მინდა ფეხბურთივით მოხდეს - სულ მწვრთნელის ბრალი იყოს, ვცვალოთ და მაინც ვიწვალოთ
სიმართლე
პრეზიდენტად - პრარაბი (გასაგებია ვისიც), გამგეობის თავმჯდომარედ - პარლამენტარი/ყოფილი მორაგბე, გამგეობის წევრი - პარლამენტარის (კობახიძის) მამა, მწვრთნელად - პრეზიდენტის ქვისლი, ჯამურად - აბსოლუტური ნეპოტიზმი!!! ჰოდა, მგონი ყველაფერი გასაგებია თუ რატომ ვართ ...-ში. გამოსავალი? დავწერ მაგრამ აზრი არ აქვს, არარეალურია - მამუკა გორგოძე საჭიროა იყოს გამგეობის თავმჯდომარე, ილო ზედგენიძე პრეზიდენტად (ან ვისაც აირჩევს სარაგბო თემი), ჯამში - უნდა მოხდეს რაგბის კავშირის სრული დეპოლიტიზაცია და დაკომპლექტება პროფესიონალი მენეჯერებითა და მორაგბეებით. ეეჰ, სად ვარ, სად ვბანაობ ხომ? ოცნებებში წავედი... რა ვქნა, მე ასეთი საქართველო მინდა - სადაც ძმაკაცობა კი არა პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იქნება პირველ ადგილზე!
გიორგი
თუ მწვრთნელს არაფერი შეუძლია რომ შეცვალოს, მაისაშვილი შეუცვლელი რატომაა? სინამდვილეში,გუნდურ სპორტში მწვრთნელის დონე გადამწყვეტია. ჩვენი ბიჭები იმსახურებენ მართლა მაღალი დონის მწვრთნელს. მეორე და მესამეხარისხოვანი უცხოელი მწვრთნელი ვერაფერს შეგვმატებს. წარმატებას ფული სჭირდება.
ვანდა ჯიქია
ლობჟანიძეს რატო 'ვერ ამჩნევს' ჩვენი გულშემატკივარი დღემდე მიკვირს.
ვანდა ჯიქია
გაცვეთილი პორტუგალიაც ფიჯივით ელიტარულ სიმაღლეზეა გასული? ფრე შევიფეროთ?
გიორგი
ეს იმას ჰგავს, ჩვენი მრბოლელი მაინც ვერ მოუგებს მსოფლიო ასებს და და ჟიგულით უშვებდე შეჯიბრებაზე. ე ბიჯო, ჯერ დასვი წესიერ მანქანაზე და ნახავ, რა შეუძლია და რა არ. ის კი ახლაც ცხადია, რომ ჟიგულით ვერავინ ვერაფერს მოიგებს.
ID
დიაგნოზი 100%... სულ რო ვარსკვლავებს წყვეტდეს, ნეპოტიზმის სუბიექტები ბოლოს ამ შედეგს მოიტანენ ... ყველა შემთხვევაში ... და ყველა სფეროში ... არც ისეთი პატარაა საქართველო რო მაინცდამანინც შენი ძმა, სიძე, ბიძაშვილი და ქვისლი უნდა აღმოჩნდეს საუკეთესო...

ყველაფრის გაანალიზება ცივ გონებაზე ჯობია. ფიჯი დღეს საქართველოზე კი არა, რამდენიმე ტიერ 1-ის გუნდზე აშკარად უკეთესია და ამაში ყველა დამეთანხმება. კი, არსებობს ჩვენს მიერ მათი დამარცხების შანსი, მაგრამ ის ძალიან ცოტაა. იგებს ის, ვინც მოწინააღმდეგეზე ნაკლებ შეცდომას უშვებს - ასეთია ეს თამაში. ამ შეხვედრაში ერთადერთი იმ შემთხვევაში გავიმარჯვებდით, თუ ნაკლებ შეცდომას დავუშვებდით, მოწონაღმდეგისას მაქსიმალურად გამოვიყენებდით და 80 წუთი პირველი ტაიმივით ვითამაშებდით. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე მიიღწევა, რისი დაცვაც სამწუხაროდ ჩვენს გუნდს წლების განმავლობაში უჭირს. რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მაისაშვილი და მოვითხოვოთ უმაღლესი კლასის მწვრთნელი (რომელიც კაცმა არ იცის, რამდენად მოინდომებს საქართველოს ნაკრებში მუშაობას დასახული მიზნებიდან გამომდინარე - გავხდეთ ტიერ 1-ის გუნდი არსებულ სიტუაციაში, როდესაც მუდმივად ვთამაშობთ გაცვეთილ რაგბი ევროპას და წელიწადში ორ კინკილა ტესტს მაღალი დონის გუნდებთან, აღარაფერს ვიტყვი დიდ ათზე), ამ სიტუაციაში საკმაოდ რთულად მოსჩანს. იმის თქმა მინდა, რომ მწვრთნელის შეცვლით ეს პრობლემა არ მოგვარდება და ყველაფერს მარტო მას ნუ ავკიდებთ. ჩვენ ჯერჯერობით არა გვყავს უმაღლესი კლასის მორაგბეები და არა გვაქვს შანსი, მუდმივად ვითამაშოთ 6 თუ 4 ერის მსგავს ტურნირებზე, რაც დაკავშირებულია მსოფლიო რაგბის თავკაცების კეთილ ნებასთან, ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობასთან და მთავარი - ეკონომიურ მდგომარეობასთან, მითუმეტეს მათ მიერ გაჟღერებული ბოლოდროინდელი გეგმები სრულიად ნათელს ხდის იმას, რომ არა აქვთ ჩვენი მსგავსი გუნდების განვითარების არანაირი სურვილი
Zviads
გადადგეს ედი ჯონსი..

ინგლისური მაგან თუ არა სხვამ ხომ იცოდა? ვერ თარგმნიდა თუ რაში იყო საქმე? მოედანზე ნარიაშვილი მარტო ხომ არ იყო?

ოჯახაშენებულებო, ფიჯიმ ინგლისი და ავსტრალია და... ბრავო ჩვენს ბიჭებს!
iza
ყველასთან წავაგეთ ვისთანაც შეიძლებოდა მოგება. კატარსტროფული შედეგია მსოფლიოზე არცერთი მოგება. ვეღარ ვითარდებით. ერთ დონეზე ვართ. სამწვრთნელო შტაბი შესაცვლელია. უფრო მაღალი დონის და გამოცდილი მწვრთნელია საჭირო. ნაკრებში უმაღლეს დონეზე ვეღარავინ თამაშობს. პორტუგალია მალე გაგვასწრებს. მოკლედ დიდი რეგრესია რა.
irakli81
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კაპიტნად ისეთი მოთამაშე უნდა დაენიშნათ ვინც ინგლისური იცოდა, რათა სადავო სიტუაციებში მსაჯთან კომუნიკაცია ჰქონოდა. არა და სადავო მომენტები ბლომად იყო.
ასეა ეს
სწორედ ვასკას დამსახურებაა პირველი ტაიმი რომ მოვიგეთ,როგორც კი აფრასიძე გამოვიდა ამის შემდეგ აირია თამაში.
Maximus
ერთ რამეში პრეტენზია არ უნდა გვქონდე რასაც მონდომება ქვია, მაგრამ ეს თანამედროვე რაგბში ბევრს არაფერს არ წყვეტს ჩვენდა სამწუხაროდ... ნაკრები დაუკომპლექტებელი იყო ან დაკომპლექტებული მიკერძოებით, რასაც გულშემატკივარს ვერ გამოაპარებ. ამ ნაკრებში მამუკა გორგოძე უვარჯიშებელიც აჯობებდა ყველას, მაგრამ კაცი ყველა დროის საუკეთესო მორაგბე წავიდა იმიტომ რომ უკვე მაქსიმუმს ვერ მისცემდა ნაკრებს და რა გამოდის ზოგიერთ ვეტერანს ეს წასვლის დრო გაუვიდა ან გაუყვანეს და რა მივიღეთ ნინიაშვილი და კიდევ ორი სამი კაცი ფერარით და დანარჩენები კი ჟიგულით და შედეგიც სახეზეა. მაისაშვილი კი უნდა წავიდეს მისით უნდა ხვდებოდეს რომ უკვე სხვა სიჩქარეებია და ვერ ეწევა სამწუხაროდ, ისე ტყემალაძეც თუ გაყვება თავისი სტაფით ძაან მაგარი ინება და საერთოდ რაგბი დაუბრუნეთ რაგბისტებს თუ ოდნავ მაინც გიყვართ ეს სპორტის სახეობა...

ეს არის გუნდის გაწყვთნა? პშემადგენლობაში წამყვანი რიგი მოთამაშეების არ ჩართვა, პასი არა, აუტი არა, შერკინება არა, ტაქტიკა არა, წინ გუნდი ვერ მიდის, ერთ ტაიმს უძლებს...და ა.შ. მეტიც, , გადამოწმებებს არ ითხოვ და ფედერაცია არ რეაგირებს ... შედეგი იქნება ოთხი წაგება ერთი ძლივ გადარჩენილ ფრე. ეს არის ეს არის გუნდის გავრთა? თუ რამე გაკეთდა ისიც მოთამაშეების ხარჯზე.

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როცა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იმას იტყვის, რომ ფავორიტული მსაჯობის წყალობით გაუმართლათო, ნამდვილად ძალიან ზედმეტია. გუნდმა მაქსიმუმი გაიღო, ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ ვაჯობეთ და გაუმართლათო, მართლა სირცხვილია
Guderian
ბესოს --ნინიაშვილის ეპიზოდი რომ არა, აბსოლიტურად სხვა შედეგი იქნებოდა, მას არ ვაკნინებ პირიქით,ჯობდა მისი ტემპისთვის მხარი აებათ,ხოლო ფიჯის ცუდად თამაში...რავი რას უყურე ძმა, მაგრამ ტიპები თანაშის მერე ვერ დგებოდნენ ისეთი ძალა შეალიეს და უელსთან და ავსტრალიასთან თუ ნაგათ ცუდად ითამაშეს ხომ საერთოდ. უბრალოდ ჩვენზე ძლიერები არიან+მსაჯი+ჩვენი დერეფნები+ბოლო ფაზა და შედეგიც ეგაა, თუმცა სპორტია და გამართლებაც შეიძლება ყოფილიყო. მადლობა ბიჭებს, მადლობა ნამდვილ გულშემატკივრებს
Vakho
მწვრთნელმა არა ბიჭემა მოიგეს ამიტომ მწყდება გული რო მაგარ თაობას შესაბამისად ვერ ვიყენებთ ზუსტად ეგ არის მწვრთნელის სიძლიერე დამალო შენი სუსტი მხარე და სხვაგან გადაიტანო თამაში რათქმა უნდა რთულია ტოპ გუნდებთან მაგრამ ესეთი თამაში როცა მეტოქეს არ მისდის უნდა გამოიყენო საშენოდ და პირველი ტაიმის გამარჯვება წყალში არ უნდა ჩაყარო...
სკილაჩი
რატომ არცერთ მიმოხილვაში არაა ჩვენი გაუქმებული ლელო, რომელიც შეცვლიდა სრულიად სურათს. არავინ ხმას არ იღებს და არც საერთაშორისო დონეზე არ აქტიურობენ? ეს ეხება ფედერაციას, რომელმაც უნდა დაიცვას ნაკრები ასეთი შემთვევებისგან. ხმამაღლა და მკაფოდ უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება. მსაჯობა იყო საშინელი.
საქმე სხვა რამაშია
თან უნდა შეიცვალოს და თან უცხოებზე უკეთესიაო, გაგვარკვიეთ ამ შეუსაბამობაში? ის მწვრთელები არ იყვნენ იმ კალსის და იმ მოთამაშეებს არ ჰქონდათ იმ კლასის გამოცდილება, რაც დღესაქვთ. კვალიფიციუ მოვთნელი გვჭირდება და არა ასეტები, რომლებზეც მსჯელობთ
მენტორი
ორრი სამარცხვინო თამაში ხომ იყო? ორ ტაიმს რომე ვერ უძლებენ, აუტს, რომ ვერ აწყვდია და შერკინებას ვერ უძლებვენ -ესეც ხომ იყო? პირველი ლელო უმრავლესობაში, რომ გავუშვით, ხომ იყო? წინ, რომ წესიერად ვერ ვუტევდით, ხომ იყო? პასი, რომ ვერ კეთდებოოდა ნორმალური - ეგეც, ხომ იყო? გამოცდილი მოთამაშეების ნაწილი, რომ საერთოდ არ წაიყვანა და ამოყარა შემადგენლობიდან, ხომ იყო? რომ არ გაპროტესტეს ეგ მომენტები, ხომ იყო? რაც იყო - ეგ არის მორაგბეების (ლომების) ბრძოლა და არა მწვრთელის შედეგი. აი ხლა რა იქნება ისიც ვიცით, რომ მსაჯობაზეფედერეაციას რეგეირება არ ექნება! ჰოდა ეგ შედეგი არის კანონძომიერი, სამწუხაროდ
ამაშია საქმე
რა თქმა უნდა მაისაშვილი უნდა შეიცვალოს მაგრამ ყველაფერის მასზე გადაბრალება არასწორია.უკანა ხაზი ფიზიკურად ჩამოუვარდება ტოპ მეტოქეებს ამიტომაც გვჯაბნიდენ,გვჯაბნიან და შემდგომშიც დაგვჯაბნიან როგორი მწვრვთვნელიც არ უნდა გვყავდეს.განსკუთრებით თამაშის ბოლოში ჩანს.რაგბიში ერთი მოთამაშეც შედარებით სუსტი თუ გყავდეს ამას აუცილებლად გამოიყენებს მეტოქე.მაისაშვილამდე სულ უცხოელები არა გვყავდა? რა დაგვიმარცხებია რომელიმე ტოპ გუნდი? მის ხელში კი ორი 6 ერის გუნდი დავამარცხეთ.
ლაშა
სისწრაფეში არიან სუსტები… ეს არის ჩვენი სუსტი მხარე
გიო
აღარ ვაპირებდი რამის დაწერას, მაგრამ აქ ძალიან ბევრი თამაშის უცოდინარი პოსტავს მენტორული ტონით. ავსტრალიასთან თამაში იყო ძალიან ცუდი, პორტუგალიასთან სამარცხვინო, მაგრამ გუშინდელი ფიჯისთან თავდადებული და მოსაგები! რომ არა მსაჯების (!) მიზანმიმართული და სრული უსინდისობა მთელი თამაშის განმავლობაში, შეიძლებოდა ბონუსითაც კი მოგვეგო. აი, რატომ: შერკინებაში მსაჯი პირდაპირ გვძირავდა. რაქებში ფიჯის თითქმის ყველაფერს "უტარებდა", აპატია თიქმის ყველა ბინძური თამაში და კისერი, მაშინ როცა, ჩვენ რამდენჯერმე სულ ტყუილად დაგვაჯარიმა. ფიჯის უტარებდა წინ პასებს, ჩვენ არა. არ ჩაგვითვალა ჩვენი ლელო უსაფუძვლო მიზეზით, მათ კი ჩაუთვალა პირველი საეჭვო ლელო, სადაც, მართალია აუტში არ გადასულა, მაგრამ არ ჩანდა გარკვევით, აქვს თუ არა დამიწებისას ბურთზე კონტროლი. მეორე მათ ლელოზე კი შეეძლო შეეძლო შეეჩერებინა თამაში ტრავმის გამო, რასაც დარწმუნებული ვარ, საპირისპირო შემთხვევაში იზამდნენ კიდეც. ის ჯარიმაც, რაც გაიტანა ფიჯიმ, არასწორი იყო, მანამდე ჩვენთვის უნდა გადმოეცა ბურთი! ეხლა, ვისაც მართლა გაინტერესებთ, შეგიძლიათ თავიდან გადაამოწმოთ ყველა ეს ეპიზოდი! გული სხვა რამეზე მწყდება: ვერ არის ჯანსაღი სიტუაცია ჩვენს ნაკრებში, ვერ ზევით და ვერც ქვევით და რაღაც ამ თამაშის გამოც ვერ ვხედავ სერიოზულ პროტესტს. ახლა გაჩუმება უდრის ჩვენი ყველაფრის მიღმა დატოვებას...
Valka
გასაგებია მწვრთნელი და ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ, მარა 9 ნომერი სუსტი გყვავს ძალიან, კაი 9 ნომერი ამ თამაშს მოიგებდა. პატივის ცემა ვასკას მარა ეგრეა რა
წეწე
წავაგეთ, მაგრამ ნამიბიას და რუმინეთს რომ ვჯობივართ, დამტკიცდა
ციციკორე
ჯერ ერთი, რამდენი წელი გადაიხდის ქართუ? რომ არ გადაიხადოს, უკან გამოგვაგდონ ?! მერე მეორე სტადიონის ბილეთების გარდა, მთავარი შემოსავლის წყარო ტელევიზია და სარეკლამო ბაზარია. გვაქვს მაგის საშუალება ერთი თამაშის ტრანსლაციაში მილიონები ვიხადოთ? ამ იტალიას რომ ეჯიბრებით, უკეთესი შედეგები გვაქვს? ჩვენ ვუგებთ საფრანგეთს, ინგლისს, ირლანდიას ან უელსს?
ციციკორე
აი, თქვენნაირი დამოკიდებულებით ფუჭდება საქმე. სულ ობიექტურ მიზეზებზე გადაბრალება. მსაჯმა დაგვჩაგრა, წვიმამ ხელი შეგვიშალა, გარსია განზრახ გვმტრობს, მარიო რუი პასს არ უკეთებს, მასონები გვებრძვიან და ა.შ
რუსთავი
როცა უკვე ქრონიკული ხდება ერთი ტაიმის ვერთამაში, ნიშნავს რომ ძალიან სუსტი მწვრთნელი გყავს ტაქტიკურად ვერაფერს უპირისპირებს მეტოქის მწვრთნელის ცვლილებებს. ფაქტია ფედერაცია ვერც რაგბშია მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა არც მიკვირს, კორუფცია და ნეპოტიზმი გვხრის შიგნიდან.
ჯუჯი
მეორე ტაიმს აგებენ იმიტომ,რომ ძალები არ ყოფნით.
beeq.777
ბევრჯელ გადავახვიე არჩათვლილი ლელო და წინ პასი არყოფილა ხაზზე იყო და ეგეთ პასა წინპასად არ თვლიან. ეგ კაი და ამდეოსაა კაპიტანის როლი რომ გააპროტესტოს და მოთხოვოს მსაჯს გადანოწმება რაც არ მოხდა არც არჩათვლილი ლელოს დროს, არც საეინაძეზე მხრით თავში გადაყეისას, არც ივანიავილის ბოჭვის შემდეგ როცა გაითიშა და თამაში არაეაჩერა მსაჯმა და ლელო მივიღეთ და არც სხვა წვრილ წვრილ ეპიზოდებში სადაც კაპიტნის მოვალეობაა მსაჯის გამოფხიზლება და გაპროტესტება. ბოლოს კი აღმოჩნდა რომ ნარიაშვილს ვინც კაპიტანი იყო ინგლისური საერთოდ არ ცოდნია და მისი შეცვლია მერე ვინიყო კაპიტანი ვერ გავიგე ან სადიყო. მერაბი რატომ არ დააყენეთ ისიც გასარკვევია და უნდა ითქვას რომ შიდა კონფლიკტის გამო ჩახასნეს . ფედერაცია შუქი აანთეთ ძაან ბნელა მაგრამ მაინც ჩანს რახდება შიგნით. ბევრი კითხვაა და უნდა უპასუხოთ. ჯაფარიძის წამოსვლაზეც პასუხია გასაცწმი რამოხდა ? ბევრი კითხვის ნიშანია ძაან და არაფერი იმალება. სიმართლეა გაუმარჯოს!
საქმეც მაგაშია
ნეტა ეგრე იყოს, რა იცი? ცოცხალია? მიქაუტაძეს ეს მაინც არ ამართლებს, მარა ნეტა ეგრე იყოს
გიორგი
გატანეთ გრელანდია! რამდენი უნდა გვაწვალოთ?

არ მომკვდარა შე Gოიმო შენ
ბესო
ავსტრალიას ეთამაშა საქართველო ტოლ-სწორად??!! რომელ მატჩს უყურეთ საინტერესოა! აი ესეთი რეალობას აცდენილი შეფასებების და ქების გამო ვართ რომ წინ ვერ წავიწიეთ ამდენი წელია!
ჩელენჯერი
წაგებით ამაყები რომ აღარ ვიქნებით მაშინ მოვიგებთ ასეთ თამაშებს.
Giorgi
100 ჯერ დამიწერია და 101 დავწერ იქნებ ვინმე ამაზე დაფიქრდეს.ცალკე რაგბს არ შევეხებკ ზოგადად ქართულ სპორტზე და ხასიათზე ვიტყვი.რატომ არის 10 და 9 შემთხვეაში მიზანთან ახლოს მივდივართ და მიზანს მაინც ვერ ვაღწევთ? ჩემი აზრით ეროვნულ ცნობიერაბაში დევს რაღაც გაფანტულონის,არასაჭირო ეიფორიის,ელეთ მელეთის ელემენტები.და კიდევ ჩვენ ჩვენი წარმატება ლამის ყველა სპორტში სენსაციად გვაქვს შერაცხული.აი ისენი 300 მილიონი არიან, აი იმათ უკეთესი სახლები აქვთ, აი იქ რაღაც სულ უკეთესია და ასე შემდეგ მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო.ეს ბიჭებიც ამ მენტალობით გადიან რომ აი ესენი სუსტები არიან და ვიღაც დევებს უნდა შეეჭიდონ და რამე გმირული ამბავი დაწერონ.არ არის ხალხო ეგრე.ის მოწინაათმდეგეც ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან როგორებიც ჩვენ ვართ.დღევანდელ თამაშს რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს მიდგომაზე ვიტყვი.ვკითხულობ კომენტარებს და აი მადლობა და აი უძლიერესი ნაკრები და აი ლამის სენსაცია მოვახდინეთ და მსგავსი.რავიცი პირველი ტაიმის შემდეგ ამ თამაშის წაგება თეორიულადაც რთულად წარმომედგინა.ფიჟი თამაშობდა უბრალოდ კატასტროფულად და კიდევ ჩვენ ვახდენდით სენსაციას? არ მესმის რა ლოგიკა, არ მესმის რა ეს მიდგომა მართლა. გამოხვედო იგებ პირწმინდად და მაინც ტვინში ის გიდევს რომ ეს ვიღაც დევია და ნუთუ ეს დამარცხდება.მენტალურად უნდა გამოვსწორდეთ მთელი ერი და გამარჯვება ნორმად მივიღოთ და არა სენსაციად.ეს მგონია მთავარი პრობლემა და არ მწვრთვნელი ან მოთამაშე.
აბგდ
და კიდევ მთავარი!!!!!მართლა რანაირად მოვახერხეთ რომ კალათბურთში ფეხბურთში და რაგბიში გვყავს მოყვარულის დონე მწვრთნელები???
აბგდ
რას ვულოცავთ ხალხო ერთმანეთს?რა ომი?რის ომი?ომში წაგებას როდის ულოცავდნენ არ გამაგიჟოთ!ითამაშესო:დ უნდა ითამაშონ და ვის უნდა დაამადლონ?ნუ ხართ ბრმები და ფანატიკოსები!ფიჯი ფიჯი გასაგებია პრაიმშია ხალხი და ამბები მარა მაგათზე უკეთესი პირობები არ გვააქვს?ხალხი კუნძულზე კარვებში ცხოვრობს:დდ ან იმ გულშემატკივრების არ მესმის რა აი ყველაფერზე მადლობას რო იხდიან აი ეგ ხალხი მგონია ყველაზე დიდი მტერი სპორტული სამყაროსი.ერთხელ იბადები ადამიანო და ასეთი რა დავაშავეთ ყველაფერში ლუზერები რო ვართ ან რანაირად არ ბრაზდებით?აი ეს თამაში ახლა წასაგები იყოო? მაისაშვილი გასაშვებია კი ბატონო მარა ამ თოდუა ხმალაძე ნარიაშვილს რო აწვალებთ კიდევ ახლები არ მოდიაან?ამდენ რეფორმებს რო აანონსებთ და ვატარებთო იძახით შედეგი როდის უნდა მოგვცეს?100წლის მერე ქვას უთოვია მე თუ ვერ მოვესწარი გამარჯვებას:დ ან რაის მოდებაძე და ტაბუცაძე ბელგიას ხო არ ეთამაშები ან რუსეთს მართლა?ან მაგ ბიჭების მიკვირს ისეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე თამაშობენ არც ფიზიკა აქვთ არც ტექნიკა?მარტო სირბილი ხო არაა?გაქცევა კი კარგია მარა ტაბუცას პოზიციას სჭირდება პირველ რიგში დაცვის თამაში და ეს ბიჭი ვერ განვითარდაა!!!ნამიბიაც არ აიყვანდა გაფართოებულში მაგ ორს!მაისა უნდა წავიდეს და გუნდიც გაასუფთავეთ არაფრისმომცემი ვეტერანებისგან!შარიქაძე მაგარი ბიჭია მარა კაპიტნად არ ვარგა!კაპიტანი იყო გორგოძე.კაპიტანს საკლუბო კარიერაც მაგარი უნდა ჰქონდეს და შარიქა უკლუბოდ იყო დიდი ხანი კიდე კაი შავი ლომი შეიქმნა და დასაქმდა :დ ცოტა მეტი თვითკრიტიკა და რაციონალიზმი მერე იქნებ გვეშველოს!მადლობას მარტო გამარჯვების დროს ვიტყვი)
zoom
რუმინეთთან ლობჟანიძე რო გად ლეველ ფინტებს აკეთებდა თურმე რაში ყოფილა საქმე , რუმინელები მოყვარულები ყოფილან 8-242 აქვთ ბურთების შეფარდება.ჯერ ჩილეს ნათრევმა იუესეიმ დაგვძაბა მერე შოტლანდიამ ჩაგვახედა სარკეში. კიდევ ორი- სამი საკლუბო ფრანშიზა უნდა გაკეთდეს ,ექვსი ერი დაივიწყეთ სანამ ევროკავშირში არ მიგვიღებენ და ბღუჯა შეკელები არ გვექნება :)
სოსო
მაქსიმუმი არი 50 ევრო ეგეც თამაშს გააჩნია , ქართუმ უთხრა 70 პროცენტს გადაგიხდითო 30 ათი პროცენტის სადღაც 10-30 ლარის გადახდა გვიწევს , მიგვიღონ და იტალიაზე მაგარი შედეგი გვექნება , 18 წელია იტალია ათი თამაში ვერ მოუგია
საქმეც მაგაშია
აიაქსზე არ იდება ინფორმაცია და აქ დავწერ. ეხლა ვუყურებდი აიაქსის თამაშს და მოხდა ტრაგედია :( როგორც ჩანს მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე დაიღუპა. შუა თამაშში. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ნათელი მის ხსოვნას. ეხლა იმიტომ ვწერ, რომ ეს მიქაუტაძე და კიდევ ორი სამარცხვინო კაცი გამოვიდა და ამ ტრაგედიის მერე, როცა გუნდები აღარ იყვნენ მოედანზე და თამაში შეწყდა, დაიწყეს სამმა მოედანზე მოთელვა. თქვენ გესმით? ბურთის გორება დაიწყეს მოედანზე, როცა გუნდები გავიდნენ და დადუმდა სტადიონი ... აი იცი რა არის? როგორი ჩამორჩენილი რეგვენი და სამარცხვინო უნდა იყო, რომ ასეთი რამე ქნა. აი ჩემგან მიქაუტაძეს. ხოდა ამასაც თუ არ გამოაქვეყნებთ , შეგირცხვათ ნამუსი თქვენ! უკვე საკმარისად დამბლოკეთ და გეყოთ. მიქაუტაძეს მინდა რომ გადასცეს ვინმემ - რომ სამარცხვინო კაცია და მრცხვენია რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობს ასეთი კაცი! მოვითხოვ მოხსნან ნაკვეთიდან სამუდამოდ. ფიფიების ქვეყანაში ვინ მოხსნის, მარა მე რომ მწვრთნელი ვიყო არასდროს აღარ გავაკარებდი ნაკრებს!
გიორგი
მაისაშვილთან მართალი ხარ, მაგრამ მორაგბეებს არასწორად აფასებ. შეუძლებელი შეძლეს ამ თამაშში იმის გათვალისწინებით რომ მწვრთნელი ვერაფრით ეხმარება გუნდს.
Gio
ნუ წაიღეთ მსაჯობაზე წუწუნით ტვინი, თითქოს აჯობეს ფიჯის და იმსახურებდნენ მოგებას.
კონსერვატორი
ხელით პირველ წუთებზე კარგად ჩაათამაშეს და წინ პასი .მაგის მერე თვითონაც წვალობენ და ჩვენც გვაწვალებენ.ხელის ტექნიკა 3-4 კაცს აქვს .სპორცმენებსაც აქვს ე.წ. ცვეთა და ამის მაგალითია ნარიაშვილი.საერთოდ რატომ წაიყვანა? მესმის გაშლილ თამაშში ვერ მოუგებ და ჯაჯგურში უნდა მოუგო ფიჯის მარა მაშინ შერკინება სადაა? პორტუგალიასაც ვერ ძრავენ .
KOSTAKURTA
უკვე ძნელი საყურებელია ამდენი უდისციპლინო,უპასუხისმგებლო შეცდომების დაშვება და სხვა მრავალი ტექნიკური წუნი! პირველ ტაიმში უდისციპლინობის გამო 5 ჯერ დაჯარიმდნენ და 7 ჯერ ბურთი ხელიდან გაუვარდათ.ფიჯელები კი ჩვენსავით რამდენჯერ დაჯარიმდენ?!..... პასის კულტურაც დაბალი კლასისაა.რაღაც კომპონენტში ხომ უნდა ჯობდე მეტოქეს.
გაგი
მსაჯობა ვერ იყო კარგი.
დათო
სად ნახე 200 დოლარიანი ბილეთები

ვახ კაცო, როგორ არ გესმით? წაგება-მოგება ხომ ძმები არიან. მთავარია პესუხიდმგებლობა, როგორც ნახეთ მწვრთელებში პასუხისმმგებლობა ჭარბად არის, ცოტა იღბალმა გვიმუხთლა და მოთამაშეთა ტრავმებმა.. პასუხისმეგებლობა ვისაც არ ჰქონდა (თქვენ კარგად ნახეთ) - ეს მსაჯი იყო და მეტოქის ქომაგები.
გიორგი
გამიკვირდა, რომ ნარიაშვილს არ სცოდნია ინგლისური. არადა მსაჯთან სადაო ეპიზოდების განხილვა მხოლოდ კაპიტანს შეუძლია. ასე დავკარგეთ შანსი, რომ არჩათვლილი ლელოს გადამოწმება მოგვეთხოვა. ანდა, საღინაძის წინააღმდეგ თავში თამაში. თუნდაც, საღინაძემ მხარში რომ შებოჭა და მსაჯს რომ კისერი მოეჩვენა. საერთოდ, მსაჯი უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა, ჰმ...
roni
მწვრთნელი რომ ყველა მეორე ტაიმს წააგებს იმას გუნდის სათავეში არაფერი ესაქმება... ან ეს მოდებაძე საიდან გამოჩხრიკეს რას თამაშობს რა მოსწონს? შერკინება ნოლი იყო... დიდი ბოდიში ეხლა ნინიაშვილმა 22 მორაგბე რო ვერ მოატყუა და ლელო არ დადო... თორემ ეგ ლელოც ხო მაისას ჩაეთვლებოდა... უნამუსო მწვრთნელი ხარ რა გელაპარაკო ყველამ იცის ვისითაც ხარ მანდ ნამუსიანი კაცი დაიხურებდა ქუდს და წავიდოდა... მთავარია მერე ვინ მოვა იმედია კიდე ვინმე ნათესავს არ მოათრევს რატომღაც ყველაფერი ამათ თავისი საკუთრება ჰგონიათ თქვენს ბაღში არ ხართ რატო არ გესმით დიიიიიდიან პატარიანად? მორკინალებს მიაქვთ ევროპა და წესიერი მორკინალები ვერ ნახეთ რომ მსოფლიოზე თავი არ შეერცხვინათ? პორტუგალიასთან რას სალელოვე იყო კარში ურტყეს და აქ რაც დასარტმელი იყო კიდეზე კიდებდნენ დისციპლინა ნოლი აზროვნება ნოლი გამძლეობა ნოლი რისთვის წახვედით?
მურთო
0-9 ის მერეც კი ვიცოდი რომ მაინც წააგებდნენ!!! ერთი ტაიმის ნაკრები ვართ!!!
გიორგი
ზოგი კომენტარი დამაბნეველია. ბიჭებმა ჩადეს 120%, მარაბდის ბრძოლის დარი თავდადება. ამის არ დანახვა არ არის პეტიოსანი კაცის საქციელი. მწვრთნელი კი უნდა წავიდეს, ცხადია.
TAZO
შოტლანდიიდან დაწყებული მეორე ტაიმის წყევლა გვაქვს რა,სულ ასე მოგვდის იმ თამაშის შემდეგ.
დდდ
კუკარაჩასი არ იყოს, ათას მანეთს როგორ გაჩუქებ ყოველთვე, ხელფასი მაქვს რვაასიო... შენა და ფულის მაგივრად სხვა რამე რომ შევთავაზოთ მსოფლიო რაგბის მამებს, შენი აზრით, არ წამოეგებიან?!...
გიორგი
ქართული რაგბის სამყაროს ხალხი არის ყველაზე ჭკვიანი ჩვენს სპორტულ სამყაროში. მათ შეძლეს და გულშემატკივართა უმრავლესობაში გააჩინეს რაციონალური მოლოდინი. ანუ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დიდ ტურნირზე ჯგუფიდან ვერ გავალთ. მაქსიმუმ 1 მოგება და ბრძოლა არის ჩვენი მოლოდინი. რაც შეეხება გლობალურად, ჩვენთან რაგბის პროგრესს: ჩვენი დღევანდელობა არის ჩვენი მაქსიმუმი და ეს სულაც არაა ცუდი. ჩვენ არც უნდა გვქონდეს ილუზია, რომ მეტს მივაღწევთ და ოდესმე სტაბილურად დავამარცხებთ ევროპულ ევსეულს და სამხრეთის ოთხეულს. ამას განაპირობებს მთელი რიგი ობიექტური გარემოემევი, მათ შორის ჩვენი რიცხოვნება, რაგბში ჩართულთა რიცხოვნება, სპორტის ამ სახეობის ნაკლებად პოპულარობა და ზოგადად ერის ნაკლებად სპორტულობა. გინახიათ ბავშვები ეზოში რაგბს თამაშობდნენ? სოფლებში სტადიონებზე რაგბს შეხვდებით? ბავშვების უმრავლეობა არჩევს ფეხბურთს, როგორც თამაშს და როგორც სპორტს. იმ რესურსით კი რაც რაგბს რჩება, ალბათ მაქსიმუმი გვაქვს მიღწეული.
M
შეიძლება მაისაშვილი კარგი მწვრთნელია, მაგრამ დროა წავიდეს, ჩემპინთა ლიგის მომგები მწვრთნელები იცვლებიან ხოლმე მომდევნო წელს როდესაც შედეგს ვერ აღწევენ. მადლობა მწვრთნელს იმ მოგებებისთვის რაც იყო, მაგრამ დროა ცადოს თავი სხვა გუნდებში. შეიძლება მაისაშვილის პრობლემა არ არის და ნაკრების მოთამაშეებმა ვერ შეასრულეს დავალებები, მაგრამ ამაშიც რომ დავრწმუნდეთ მაისაშვილი უნდა წავიდეს.
ვოოტ
სანამ არ შეიცვლება ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ამ ჩვენს ღრმად საზოგადოებრივ და ჩვენივე ჯიბიდან უხვად დაფინანსებულ მაუწყებელს შეეძლება მატჩისშემდგომი ინტერვიუს გაწყვეტა იმისთვის, რომ წუნკალი რეკლამა გვატაკოს ცხვირში, იქამდე არავინ მოითხოვოთ რაგბში ფიჯის დამარცხება, ფეხბურთში ესპანეთთან ტოლ-სწორად თამაში, კალათბურთში გერმანიასთან მისაღები ანგარიშით დამარცხება და მისთანები... ვინც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ხედავთ, არხეინად გააგრძელეთ ძველი სიმღერა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, მაგრამ ხეირიანი მწვრთნელი ვერ ვიშოვეთ, ფეხბურთი ჩვენი სტიქიაა, მაგრამ ვერც მწვრთნელი ვიშოვეთ და ვერც ფეხბურთელები და ა.შ... და როცა კალათბურთს არმენები მოგვიგებენ, მერე გაიხსენეთ ჩემი გულღრძო წინასწარმეტყველება...
გიორგი
ასეთი ბრძოლა იშვიათია. მგელივით ბიჭები გვყავს, გაიხარეთ! კარგი მწვრთნელუთ ძალუან ბევრს მივაღწევთ!
გიო
მაისაშვილი ამ მსოფლიოს შემდეგ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს წაგება, მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა (რომლებიც ასე მძიმე თამაშისთვის არც თუ ისე ბევრი იყო), 100%-ით ორკესტრირებული მსაჯობის შედეგია. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო წამებზე მაინც გვქონდა შანსი... ეხლა, უსინდისო იქნება ყველა, ვისაც ახლა ხმის ამოღება ევალება და ამას ძალიან ხმამაღლა არ გააკეთებს! სათქმელი უნდა ითქვას: ყოველივე ეს კეთდება ჩვენი რეიტინგში დასაქვეითებლად და გამგები გაიგებს, რატომაც.

უელსს და იტალიას მაისაშვილმა მოუგო, ხოლო მანამდე და მას მერე ეს უკანსვლა სხვა ყველას ბრალია მის გარდა ხომ? ეს რაგბია რასაც ჩვენი ნაკრები თამაშობს? ძლიერი მხარე რა აქვს ჩვენს გუნდს ერთი მაინც დაასახელეთ (თამაშს ვგულისხმობ და არა ბრძოლას და მონდომებას). სამწუხაროდ ისეთ კრიზისში ჩავვარდით,ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება და 2015 მსოფლიოს შემდგომო მუხტის დაჭერა საერთოდ. 6 ერი კი არა გუნდი 14 კაციან პორტუგალიასთან და ფიჯისთან აგებს 10 წუთიან მონაკვეთებს, რა მადლობა მაისაშვილს და დადებითი შეფასებები მისი მუშაობის.
geo
მეორე ტაიმში ფიჯი მგონი სულ ერთხელ დაჯარიმდა. სამწუხაროდ არა მარტო ფიზიკით, არამედ ჭკუითაც მოგვიგეს
abc
მაისაანთ ბიჭი ფიჯელებს ჭადრაკს ეთამაშებოდა და ცოტა დააკლდა ბოლოს. სამწუხაროა ის რომ დარწმუნებული ვარ ნარდი უფრო იცის . არც ვამტყუნებ , თაობაც დიდი არაფერი მოდის 4 და 5 ნომერი u20 193 სმ ზე მაღალი მგონი არცერთია და 20 წლამდე თუ არ გაიზარდა მერე გაიზრდება? ნარდს მივაწვეთ

აი ნეპოტზმის და კორუფციის შედეგი. ქვისლები ერთი ფედერაციის პრეზიდენტია, მეორე მთავარი მწრთვნელი. შედეგი სახეზეა, მორაგბეები მაღალი დონის, შედეგი ქოცური. პორტუგალიასაც ვეღარ ვუგებთ. ბერას ცოლისძმა ყოფილა მაგარი წრთვნაში
ა
გადამწყვეტი იყო იმათ გასინბინებულ კაცზე აქეთ რომ გავუშვით ლელო მეორე ტაიმის დასაწყისში, ჩვენ რო დაგვედო ლელო მაგ დროს შეიძლება ბონუს ქულით მოგვეგო
სიმართლე
ექვს ერს რომ გაჰკივის უმეტესობა, რამდენი კაცი გადაიხდის ბილეთში მინიმუმ 200 დოლარს და ზემოთ? არაივინ მიგიღებს, კომერციული ტურნირია, გაიგეთ და ნუ წაიღეთ ტვინიიიიიიიიიიიიიიი უვიცების გასაგონად................
გ.
ლობჟანიძის თამაში არ მომეწონა....

არ გასკდე

14 კაცთან მეორე თამაშია ქულას ვერ ვიღებთ 10 წუთიან მონაკვეთში და აქეთ ვიღებთ (პორტუგალიამ ჯარიმა გაგვიტანა და ფიჯიმ საერთოდ ლელო). ორივე შემთხვევაში მათ 5 მეტრიანთან ვთამაშობდით უამრავი შეცდომა დავუშვით. ეს ყველაფერი სამწვრთნელო შტაბის სინდისზეა.
ლევანი
ეეეჰ, როგორი იმედი მქონდა, მაგარი თაობა მოდის, წინ მივდივართ მეთქი, მაგრამ არა ბატონებო, ამდენი წლების შრომა და წვალება, გამოდის ქარს გავატანეთ. ასე სპობს და ანადგურებს ყველაფერს, მისი აღმატებულება ნ ე პ ო ტ ი ზ მ ი, ეს ჩემი პირადი აზრია რა თქმა უნდა. კომენტატორსაც კი ეტყობოდა, ლამის მთელი მეორე ტაიმი, მილოცვები გვასმენინა, ჩავისვარეთ, ქვეყანა შერცხვა, შენ ვის რას ულოცავ დალოცვილო, მაგრამ რა ვიცი აბა, ყველაზე ნაკლებად მორაგბეები არიან დამნაშავეები. ვისი ბრალიცაა ეს ფიასკო და სირცხვილი, თვითონ კარგად იციან, მაგრამ ვაი, რომ არ ანაღვლებთ.
Dato
მაგრად გაგიხარდა არა წაგება. რაგბი ჩვენი თამაშია
შახრუდინი
მაისაშვილო წადი და ეგეთებს მოეშვით წავა აბა რას იზამს მაგრამ ისტორიაში მაინც ჩაწერა მან თავისი სახელი.უელს და იტალია მოუგო და დიდი მადლობა მას ამ წარმატებისათვის.მსოფლიო ჩავარდა სამწუხაროდ
guderian
მადლობა ბიჭებს, რეალურად ბევრად კარგ ფორმაში მყოფ და ძლიერ ფისტან მოგება შეგვეძლო მოგება, ბოლო მომენტს არ ვგულისხმობ,სხვათა შორის მაგაზე მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა ფიჯიმ კომპენსირებულ დროში უელსთან და წააგო თორემ ეხლა პირველ ადგილზე უნდა ყოფილიყო, ჩვენი ძირითადი პრობლემა უკვე მეორე მატჩია (პორტუგალიასთან მთელი პირველი ტაიმი) ლელოს ხაზთან უამრავი მომენტის არ გამოყენება, გადამწყვეტი აუტების წაგება იგივე ლელოს ხაზთან, ამდენი დაკარგული ქულამ ფიჯისთან კი არა პორტუგალიასთან კინაღამ წაგვაგებინა. მიუხედავდ 2 ქულის და არც ერთი მოგების თუ არ ცავთვლით პორტუგალისთან მეორე ტაიმში მთელი გუნდის გათიშვის, ნაკრები და საერთოდ რაგბი წინ მიდის, იტალიას და უელსთან მოგებას, რომ თავი დავანებოთ უბრალოდ გაიხსენეთ როდის შეგვეძლო თუნდაც ისეთ გრანდთან როგორც ავსტრალიაა ტოლსწორად გვეტამაშა, ანუ სტაბილურად პირველ ათეულტან შეგვიძლია თამაში, თან ადრინდელი ვარსკვლავებისნაირი (გორგოძე, ზირაქიშვილი) ეხლა არ გვყავს. ნუ დავესევით ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს, მადლობა ვუთხრათ ყველას, ვუსურვოთ წარმატება უელსთან და მომავლისკენ გავიხედოთ. რაც შეეხება მაისაშვილს, მადლობა ყველა წარმატებისათვის, მაგრამ ვფიქრობ მან უკვე თავისი რესურსი ამოწურა და ჯობია გავიჭირვოთ და მაღალი დონის მწვრთნელი ჩამოვიყვანოთ. მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ, მართლა ლომები ხართ!!!
დათი
წავაგეთ ერთი დაკარგული დერეფნის და საჭირო დროს არასწორი გადაწყვეტილების გამო ანუ მასწავლებელი უნდათ უფრო მაღალი დონის.მადლობა მაისაშვილს., მაგრამ სხვა დონის მწვრთნელია საჭირო ამ ეტაპზე და ახალი სისხლი ნაკრებში
ლომი
მაისაშვილის ნამდვილად არ არის.
რაგბი
ბიჭებს ვულოცავ ძალიან კარგ, დალაგებულ თამაშს! მსაჯი რიგ შემთხვევაში ჩვენ საზიანოდ ცდებოდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას ბიჭების თავდადებაო! მაგრამ ფიჯისთან მხოლოდ თავდადება არაფერს მოგცემს! ჩენმა ბიჭებმა ძალიან კარგად ორგანიზებული რაგბი ითამაშეს!!! სტაბილური გამარჯვებებიც მოვა დიდ გუნდებთან
მიზანს აცდენილო
..ეებოოოოოოოოო!
გლახუნა
ერთი- აუტიდან არასწორად მოწოდებით წავაგეთ,ბიჭებმა მართლა მაგრად იბრძოლეს, თან ყველამ. 6 ერიდან კვალიფიცოური მწვრთნელი და ფიჯის მოვუგებთ, მაისაშვილმა შედეგი დადო,მაგრამ ახლა უნდა წავიდეს და ,,შავი ლომი,,-დან ნაკრების ბიჭები მოამზარაგოს,განს გვჭირდება 2 ნომრები-აქ კონკურენციაა საჭირო...ფიზიკურად მეტად გაბარიტებით- უშეცდომოები.
S.K.K.
ფიჯელებს უელსთან ბოლო წამზე არ გაუმართლათ. სამაგიეროდ ჩვენ ფიჯელებთან არ გაგვიმართლა ბოლო წამზე. რაღაცა კანონზომიერებები განაგებს ყველაფერს.
Hdhdhd
აზრიარაქ აწი ქართველების მონაწილეობში სადმე ლარს არ გადავიხდი ყურებაში და არც ტელევიზორშიფეხბურტს არვუყურე არც კალატბურტს ერტი ესიყოდა ამსტმაც შემაზიზღეს ყურება
გიორგი
გაწბილებული ვარ.უკვე მერამდენედ? კარგი რა
ლევანი
მთავარია, რომ წავაგეთ არა უპასუხისმგებლოდ, არამედ პასუხისმგებლობით. , მივიღეთ პირველად ჩევნს ისტორიაში "ბონუს-პასუხისმგებლობა", რაც ამდენი დღემდე არ მიგვიღა და არის მწვრთელების ამ საბჭოს მიღწევა
Giorgi
მშვენივრად გააჩუქეს 3 ჯერ მოგებული თამაში
კახა
ერთი ტაიმის გუნდი. მოგებული თამაშის წაგება.უაზროდ ბურთის დაკარგვები მეტოქის ლელოს სიახლოვეს.როცა დაცვაზე აგებ მთელ თამაშს და არ უტევ ასე ტამაშს ვერ მოიგებ.არ სჩანს მწვრთნელის სწორი ტაქტიკა,ასევე ვერ ამართლებს ზოგიერტი მოტამაშე,გაცილებით უკეტესები დატოვეს ნაკრებს მიღმა.ის რაც ხდება ფეხბურტში,კალათბურტში გადმოვიდა რაგბშიც. გვჭირდება მაღალი დონის მწვრთნელი და სამართლიანად მოთამაშეების შერჩევა.მაშინ გვეშველება ფეხბურტში,კალატბურთში და რაგბშიც
დათო
ბიჭიჭებიძალიან ცდილობდნენ, ყოჩაღ. არაუშავს, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე ვითამაშეთ და მომავალშიც ვითამაშებთ. ექვსი ერის დონის არ ვართ, მაგრამ ზოგიერთ სამარცხვინო ნაკრებისგან განსხვავებით - თავზე არავის ვაპატყუნებიებთ. რაც შეეხება 6 ერს - როცა ირლანდიასავით მაღალი ეკონომიკა გვექნება, ს პ ე ც ი ა ლ ი ზ ე ბ უ ლ ი მრავალი სკოლა გვექნება და როცა სპორტის ხსენებული სახეობა პ რ ი ო რ ი ტ ე ტ უ ლ ი იქნება , აი მაშინ იმ 6 ერშიც გადასარევად მოვყუჩდებით . მანამდე ჩვენი დონე ასეთია , რაც დავინახეთ. დიდად გული არ დამწყვწტია , რადგანაც ა რ გ ვ ყ ა ვ ს ჩვენ ირლანდია- შოტლანდია- საფრანგეთის დონის ბ ე ვ რ ი მოთამაშე და შედეგიც შესაბამისია
დემე
ამ თამაშის მერე მსაჯს თუ არ მოკვეთენ რაგბს კარგა ხანი აღარ ვუყურებ. ასეთი ყეყეჩი როგორ უნდა იყო, რომ ლელო არც კი გადაამოწმო იყო თუ არა. ამდენი ალოგიკური ეპიზოდი... მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და ასეთი მაგარი დაცვისთვის
giorgi 3
სულ მეორე ტაიმებში ვმარცხდებით. ეს მწვრთნელის პრობლემაა
ალექს
დღეს საქართველოს ნაკრებმა იომა პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო ომი და არა თამაში. ასეთი დაცვა ეთამაშო ფიჯის მართლა საოცარია. მადლობა ბიჭებს. ნამდვილად იმსახურებდნენ მოგებას,მაგრამ არ გაიტეხოთ გული. დღეს დაამტკიცეთ რომ წინა შეხვედრა ცუდი შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი.
რაგბი
ქართულ რაგბში ცვლილებების, რეფორმების დრო დადგა
Beka
მე ვფიქრობ რომ ზოგადად სპორტში , მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა არ უნდა ითამაშოს კალათბურთი გინდა რაგბი თუ სხვა რამე. პირველი ტაიმის მერე ან ყომარობენ და მამაძაღლობენ, ან კიდე არ თამაშობენ. პირველ ტაიმს ვთამააშობთ ყველასთან მაგრად. მეორე ტაიმში კიდე ყველას ყველაფერი გამოსდის ჩვენ ნაკრებთან, სასწაულებს გვიკეთებენ თუ რა ხდება არ ვიცი. ის კი ვიცი რომ მამაძაყლობააა და ნეტი არაფერი. დამაწყდა ნერვები გულშემატკივრობით და გული მტკივა
ToNi
მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის. მგლები ხართ
joni
რაგბი ჩვენი თამაშია მარა აშკარად გვაკლია გორგოძის კლასის მოთამAშეები
ბაჩო
იძახეთ ახლა რაგბი ჩვენი თამაშიაო :))
ც.ხ
მაისაშვილო წადიი!!!!!
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან განწყობა საბრძოლოა - პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს