2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე უელსთან გასამართი (7 ოქტომბერი, 17 საათი), დასკვნითი შეხვედრის წინ "ბორჯღალოსნებს" სამი მოთამაშე გამოაკლდა.

ფიჯისთან გამართული უმძიმესი ბრძოლის შედეგად, კვაჭმა თენგიზ ზამთარაძემ, მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა და უკანახაზელმა მირიან მოდებაძემ სხვადასხვა ხარისხის მოტეხილობები მიიღეს. სამივე მათგანი ბორდოში დარჩა, სადაც ოპერაციები ჩაუტარდებათ.

"ბორჯღალოსნების" მთავარი ექიმის, ნუცა შამათავას თქმით, უელსთან მატჩს, მათ გარდა, ლუკა ივანიშვილიც გამოტოვებს, რომელმაც ფიჯისთან ტვინის შერყევა მიიღო:

„მოდებაძეს, ჯაიანსა და ზამთარაძეს, სამწუხაროდ, ისეთი ტრავმები დაუფიქსირდათ, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ამჟამად თავს სამივე კარგად გრძნობს და ემზადებიან ოპერაციისთვის, რომელიც ბორდოში, ცნობილ სამედიცინო კლინიკაში ჩაუტარდებათ“.

„მირიან მოდებაძეს ყვრიმალის და თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს; ლაშა ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა; თენგიზ ზამთარაძეს იდაყვი ჰქონდა ამოვარდნილი, მოხდა მისი ჩასწორება, თუმცა რენტგენმა ძვლის მოტეხილობაც დააფიქსირა და ისიც საოპერაციოა. მომდევნო შეხვედრას ტვინის შერყევის გამო ტოვებს ლუკა ივანიშვილი“.

„ფიჯისთან მძიმე თამაშის შედეგად გვაქვს მიკრო-ტრავმები და დაბეჟილობები. მორაგბეები ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობით გადიან რეაბილიტაციას, მიმდინარეობს დაზიანებების მენეჯმენტი“.

ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად, "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ რაზმს კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და უკანახაზელი ოთარ ლაშხი შეუერთდნენ.

rugby.ge

გიოს
ამ ლინკზე წაიკითხეთ წინ თამაშად რა ითვლება. https://rugby.edu.ge/
გიოს
არჩათვლილ ლელოზე ვასკაზე წინ თამაში იყო და აი რატომ. სრკ-ს საიტზე დადებულ რაგბის წესებშუ ასე წერია: ბურთის წინ თამაში | პასი 1. 'წინ თამაში&ქუოტ; [სათამაშო] არის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მოხდეს | აღინუსხოს. 2. თუ მოთამაშე მეტოქის ბოჭვისას ბურთს შეეხო და ბურთი მბოჭავისგან წინ წავიდა | დავარდა -- მბოჭავზე 'წინ თამაშია'. * სასჯელი: შერკინება. 3. მოთამაშემ ბურთი მტევნის | მკლავის დარტყმით | ჩაკვრით წინ განზახ | განგებ არ უნდა გადააგდოს. * სასჯელი: ჯარიმა. 4. თუ მოთამაშემ ბურთის დაჭერა | პასის ჩაჭრა სცადა და ამის შანსი ნაღდად ჰქონდა, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა -- 'განზახ წინ თამაში' არაა. 5. 'წინ თამაში' არაა და თამაში გრძელდება, თუ ა. მოთამაშემ მეტოქეს [ფეხით] დარტყმაზე დაუფარა და ბურთი დამფარებლისგან წინ წავიდა. ბ. თუ მოთამაშეს ბურთი მეტოქემ წაღლიტა | [ხელიდან] განგებ გააგდებინა და ბურთი წინ წავიდა [ამ მოთამაშისგან]. 6. 'წინ პასი' [სათამაშო] არის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მოხდეს | აღინუსხოს. * სასჯელი: შერკინება. 7. მოთამაშემ ბურთი [ხელით] წინ განზახ | განგებ არ უნდა გადააგდოს | გადააწოდოს. * სასჯელი: ჯარიმა.
Georgian
რამდენიმე ისეთი ბავშვური შეცდომა იყო.ყველაზე აშკარა როცა 5მეტრიან ზონაში სამჯერ ავიღეთ შერკინებ თუმცა აუტში ვჯობნიდით. ბოლოს კი აქეთ დაგვაჯარიმეს.ბოლო კიდევ დრამატული მომენტი.არ იყო ეგ შეგორება საჭირო.გვერდზე 12 ნომერი ჰყავდა,კიდევ რამდენიმე ქართველი მარჯვენა მხარეს.გამოუცდელობა თუ რა უნდა ჰქნა საჭირო დროს და საჭირო მომენტში,არასწორი გადაწყვეტილები და არატექნიკურობა.ესენია მიზეზები წარუმატებლობის.
roni
მე მორაგბე არ ვარ ვინც მორაგბეები ხართ ერთი ის ამიხსენით რა უნდა ნაკრებში მოდებაძეს? ჩვეულებრივი დაბალი დონის არაპროფესიონალი მორაგბეა რასაც ეგ თამაში შეცდომებს უშვებს კიდევ როგორ იძახებენ მიკვირს
Master
ადამიანი-ს ქომაგობას ვერავინ მასწავლის რაარის.ზუსტად ეს ნიჭიერი ბიჭები გადააყოლეს უნიჭო და ვითომ მწვრთნელს...ფინანსების მოზიდვა კი ტყემალზე მჯდომი კაცის საქმეა თავზე რო დაასვა ბატონმა არქიფომ რაგბს.მე დაწყნარებული ვარ,სჯობს თვითონ იყო წყნარად და ბოღმის გარეშე...
ბესო
გადავხედე კომენტარებს და კიდევ უფრო დავსევდიანდი... ამ წაგების მსაჯზე გადაბრალება უბრალოდ თავის მართლებაა, მეტი არაფერი. მასე ფიჯიც დაიჩაგრა უელსთან თუმცა ამის მიუხედავად ჯგუფიდან გადის!! ჩვენ კი ვართ ჭაობში! როცა კაცნაკლულ გუნდთან ქულასაც ვერ იღებ, როცა ორჯერ გარდასახვამდე 5 მეტრი გრჩება და ბურთს ბავშვურად კარგავ, როცა ელემენტალურად აუტს ვერ აწოდებ, როცა უამრავ შეცდომას უშვებ, როცა მალე იღლები და სისწრაფე გაკლია (მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე თან!!) როცა შეტევაში ერთფეროვანი ხარ და ა.შ. მაშინ არც მოგებას იმსახურებ! არ კმარა მარტო ბრძოლა, არა!! და არც ამისთვის მადლობების გადახდა. ეს მათი სამსახურია და მათი მოვალეობა!
ადამიანი
Master , მისტერ მასტერ ,,ბაზარი არაა" ,მოიზიდე საკმარისი რესურსი და შენ ვისაც გადაწყვეტ,ის დანიშნონ მწვრთნელად. ჰა?! თუ მხოლოდ კლავიატურის ,,ექსპერტი" ხარ და აბა რესურსის შოვნა რა საჭიროა,ისე ითამაშონ სპორტსმენებმა,უფულოდ იმუშავონ ბავშვთა და ჭაბუკთა მწვრთელებმა, ბაზები და მინდვრებიც თავისით აშენდება,აი მისტერ-მასტერი კლავიატურაზე დააწკაპუნებს და ჰოპ... პ.ს. ამდენი უნიჭიერესი ახალგაზრდა საიდან წამოვიდა?! ჯანის გარდა ბირჯღალოსნებმა როგორც იქნა კომბინაციური თამაში რომ ისწავლეს ბრმის გარდა ყველა ხედავს. რაღათქმა უნდა მწვრთელიც შეიცვლება სათანადო ციკლის შემდეგ. დაწყნარდი და უქომაგე ბიჭებს
Zviads
წაქცეულ ვასკაზე იყო წინ თამაში... მაგარი თამაში იყო, სწორად დაგეგმილი, ჩვენ უბრალოდ კლასი არ გვყოფნის, სამწუხაროდ რესურსი ძალიან ცოტაა.. იმედია შემდეგი თაობა შეავსებს უკეთესად ნაკრებს.. კარგი იქნება ქართული ჩემპიონატის კლასი თუ აიწევს, მერე უფრო მეტი ბავშვი შევა რაგბიზე და შესაბამისად არჩევანიც მეტი იქნება, ეხლა თუ არ ვცდები 7500 კაცი დადის რაგბიზე მთლიანობაში, ანუ ძალიან ცოტა...
გიო
ვინც არ იცით, ნუ წერთ მაინც! ზუსტად რაგბის წესებით არ იყო წინ თამაში ლობჟანიძეზე და ატც ჩაუსტვენია ეგ! ბოლო სალელოვე პასზე ჩასტვინა წინ თამაში და იქ დანიშნა შერკინებაც, რომდლიც რაღა თქმა უნდა არ იყო წინ პასი! და წესებითვე, თუ გადაამოწმებდა, თავისივე გადაწყვეტილებას გადაამოწმებინებდა ვიდეო რეფერის და არა სხვა დანარჩენს! თუმცა, არც თამაშგარე იყო და არც წინ პასი!
S.K.K.
უელსელთა კომენტარები თამაშის წინ საკმაოდ შიშნარევია. მგონია დიდი ჯახი იქნება!

საინტერესოა, მაისაშვილმა რა კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ და რას გააკეთებს უელსთან მატჩამდე. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე კრიტიკის მოსმენა მოუწევს და რამდენად ადეკვატური იქნება მისი პასუხი. ძალიან ბევრი კითხვაა კაპიტნის მიერ არჩათვლილი ლელოს გასაჩივრებაზე ინეერტულ რეაქციაზე იმ მოტივით, რომ მან ინგლისური არ იცოდა და რამდენაც გაითვალისწინა ეს ფაქტორი
Master
ნეტავ რისი ბრალია ამდენი ტრავმა?ნეტავ რისი ბრალია პორტუგალიასთან სამარცხვინო და წაგების ტოლფასი ფრე?ნეტავ რიდი ბრალია ამდენი ხნის რაგბში ნაგროვები ავტორიტეტის გაცამტვერება?მწვრთნელი მწვრთნელად,კი ბატონო აუცილებლად შესაცვლელია მაგრამ,ეს არ უშველის არაფერს.თევზი თავიდან ყარს...ასე იცის ყველაფრის გაპოლიტიკურობამ...ყროლის სუნი დგას საქართველოში...ხალხს კი სძინავს მშვიდი უშფოთველი ძილით...
დემეს
რაგბის წესებით წინ თამაში იყო ვასკაზე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, წინ თამაშად რა ითვლება.
დემეს
რაგბის წესებით წინ თამაში იყო ვასკაზე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, წინ თამაშად რა ითვლება.
დემე
გიორგი ტანზე მოხვედრა არ არის წინ თამაში, ხელზე უნდა მოგხვდეს წინ თამაშად რომ დაფიქსირდეს. ვერ ნახე მარლერს თავში რო მოხვდა ბურთი ინგლისი იაპონიაზე 2 მეტრით წინ Vაუვარდა ლევისს ხელში და ლელო Xაითვალა. მარტო ხელზე მოქმედებს წინ თამაში
გიორგი
წინ თამაში იყო სამწუხაროდ, ვასკასგან, ბოჭვის დროს მოხვდა ტანზე, წინ გადავარდა და მერე აიღეს ჩვენებმა და სალელოვე გაათამაშეს.
გიო
სირცხვილი ყველას, ვისაც ხელეწიფებოდა და ხმა არ ამოიღო მსაჯობაზე... ოღონდ ის არ დაიწყონ ახლა, "ეგ არარაგბულია" და რაღაც სისულელეები. ანუ საკუთარ თავებს უფრთხილდებიან და რის მიღმაც დატოვებენ ჩვენს ნაკრებს, ეგ მეორეხარისხოვანია მათთვის...
ნოდო
ჩვენი ლელოს დროს სად იყო წინ პასი თან ვიდეოზე მაინც ენახა ვიდეო მსაჯს რატო დაუჯერა ტრავმები თან ასეთი ცუდია მარა შემცვლელები ზე მოტივირებულები იქნებიან პორტუგალიას რო იყოს არც იმდენად მარა როცა უელსთან გაქ თამაში მეორე სუნთქვა გეხსნება
Napoleoni
9-0 იგებს მოწინააღმდეგეს კაცნაკლულია ლელოში ხარ უაზრო აბსურდულ ტრადიციულ ლაფსუსებს უშვებ და მერე იქეთ იღებ ლელოს. . .ეს კი მერამდენე ლელოს კაცნაკლულია მეტოქისგან ვინმემ დათვალა?. . . ქჩორტუ მსაჯი. . მსაჯი არა კვაჭი. . . შავი ლომი არა იხვი. . ამას ხალხის გაყიდვა უნდა ფრანციაში . . . ის რაგვარია ცხრა ნომერი ზაპასნოი იმენა მოგზავნილია. . . სადღაც საფრანგეთის ჭ ლიგაში სკამს ხედავს და ნაკრებშია,ხოლო ხალხი ვიში ლიგაში მუდმივად თამაშობს და არ ეძახის. . . ესაც ქართველი მწვრთნელი. . . დაანებეთ სუდიას თავი. . .
გიორგი-50
ეს იყო ღირსეული მოწინაღმდეგეების შეუბრალებელი ჯახი... ფიჯელებშიც არიან დაზარალებულები და დაბეჟილები... ჩვენ არ წაგვიგია, იღბალმა მოიგო ბოლო წამებზე... კიდევ შევხვდებიიით...მაგარი ჯიგრიანი ახალგაზრდა თაობა გვყაავს...
გიორგი-50
ეს იყო ღირსეული მოწინაღმდეგეების შეუბრალებელი ჯახი... ფიჯელებშიც არიან დაზარალებულები და დაბეჟილები... ჩვენ არ წაგვიგია, იღბალმა მოიგო ბოლო წამებზე... კიდევ შევხვდებიიით...მაგარი ჯიგრიანი ახალგაზრდა თაობა გვყაავს...
დემე
ბუკა თუ ვერ გამოჯანმრთელდა, კარგი იქნება თუ ისეთი მორაგბე იქნება კაპიტნად, რომელსაც მსაჯთან კომუნიკაცია და მისი დაწნეხვა შეეძლება. რაც ვერ ვნახეთ ფიჯისთან. ნარიაშვილი უდაოდ ყველაზე გამოცდილი მორაგბეა ამ ფორმაციაში, მაგრამ კაპიტნობას გამოცდილებაზე გაცილებით მეტი სჭირდება, თამაშის ბედზე აისახება ეგ.
Samsony
მოდებაძე ძალიან მაგარი ბიჭია და დიდი ძალა დაგვაკლდება მისი სახით. მალე გამოჯანმრთელება ბიჭებს!
Samsony
მოდებაძე ძალიან მაგარი ბიჭია და დიდი ძალა დაგვაკლდება მისი სახით. მალე გამოჯანმრთელება ბიჭებს!
რაგბი
შერკინების უმეტესობა მოიგეს ბიჭებმა, მაგრამ ყველა ჩავარდნა მსაჯმა გაატარა! ლელოს დროს წინ პასი არ ყოფილა! საღინაძეზე მინიმუმ ყვითელი უნდა ყოფილიყო! მოდებაძეზე ტუისოვას პირდაპირ წითელი ეკუთვნოდა პლიუს მინიმუმ შემდეგი 2 თამაშის გამოტოვებით! რაგბის ,,მამებმა" ყველაფერი გააკეთეს ეს თამაში რომ წაგვეგო! ვუდეო მსაჯმა არცერთი სადავო საკითხი არ განიხილა
აბრაკოსტა
არა მარტო "მსაჯმა ბევრი გაუტარა ფიჯის". არამედ ბევრი გაუტარა ნაკრების და ფედერაციის ხელმძღვანელობამაც "ფიჯს"-საც და მსაჯ-საც "ფიჯმაც" გაიტარა.
ბს
მსაჯმა ბევრი გაუტარა ფიჯის,
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ
4 ჩემპიონითა და ყველაზე ახალგაზრდა ქართველით - რაგბის მსოფლიო თასი იწყება
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: თორნიკე მატარაძე სიმბოლურშია. მოდი, ვნახოთ იტალია
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
ლაშა ჯაიანი ინგლისის პრემიერშიპის "უოსფსში" ითამაშებს
ლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
11 გატანილი ლელო - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია 75:12 დაამარცხა [VIDEO]
ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
რაგბიში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინეს
"უმცროსი ბორჯღალოსნები": მთავარი შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
World Rugby-მ დღესასწაულ Halloween-თან დაკავშირებით ქართველი მორაგბეების ვიდეო გააზიარა [VIDEO]
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
"უმცროსი ბორჯღალოსნები": მზადების დასკვნითი ფაზა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
სამი "უმცროსი ბორჯღალოსანი" Rugbypass-ის რჩეულებში მოხვდა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა
აია-ხარები 25:9 - ქუთაისელებმა მოგებით დაიწყეს
ტრანსფერები: ფრანგულ კლუბებში ქართველ მორაგბეთა მიდი-მოდი დამთავრდა
ლაშა ჯაიანი: რამდენიმე მილიონი ლარით რომ დაფინანსდეს ფედერაცია, სერიოზულ შედეგსაც დავდებთ
მერაბ შარიქაძე: დღეს ძალიან არ გაგვიმართლა