"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და დავით ნინიაშვილმა, უელსთან 7 ოქტომბერს გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაში ნანტში, „სტად დე ლა ბოჟუაზე“ საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
ლევან მაისაშვილმა, მომავალი შეხვედრის მოლოდინების გარდა, ფიჯისთან გამართული თამაში და გუნდში არსებული მდგომარეობაც შეაფასა:
„სამ მოთამაშეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა. ტრავმა სპორტის თანმდევი ნაწილია, რომელმაც, სამწუხაროდ, ძალიან დაგვაზიანა. განსაკუთრებით მძიმე იყო ფიჯისთან მატჩის დასაწყისში მიღებული ორი ტრავმა (თენგიზ ზამთარაძე და ლაშა ჯაიანი), რის გამოც ნაადრევად მოგვიწია შეცვლები და ამან მეორე ტაიმში ტაქტიკური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვცა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე მოვისაკლისეთ, მნიშვნელოვანია ის სისტემა და ერთიანობა, რომლითაც ვთამაშობთ. მოედანზე გასული თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად დაიხარჯება, დანარჩენი კი შაბათს გამოჩნდება“.
„შარშან იტალიასთან და უელსთან გამარჯვებებით თამასა გაცილებით მაღლა ავწიეთ. გულშემატკივარმა ეს თამასა ორჯერ უფრო ასწია, რაც გასაგებია. ახლა უელსს სხვა მწვრთნელი ჰყავს, მან მსოფლიო თასისთვის მზადება ყველაზე ადრე დაიწყო და დაახლოებით 4-5 თვეა ერთად გაატარეს. ყველა მოთამაშეს კარგად ესმის სათამაშო გეგმა და ის შემთხვევით არ იკავებს ჯგუფში პირველ ადგილს“.
გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ნეკნის ტრავმა მოირჩინა და უელსთან 99-ე კეპს მოიხვეჭს:
„ხვალინდელი თამაშის მოსაგებად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ ყველა თამაშზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ, მაგრამ სადღაც არ გაგვიმართლა, სადღაც ცოტა ჩვენ დავაკელით. რაც მთავარია, თავი არსად დაგვიზოგავს და ეს ყველაზე ნათლად ფიჯისთან გამოჩნდა“.
„ფიჯისთან ბიჭებმა ისეთი ტრავმები მიიღეს, რომლებიც მხოლოდ თავგანწირვით მოდის. მირიან მოდებაძემ გატეხილი ყვრიმალით 10 წუთი ითამაშა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი რამაა. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ნეკნის ხრტილი მქონდა დაზიანებული, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა და სათამაშოდ მზად ვარ“.
„დაგვემატნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც მზადების ეტაპი ჩვენთან ერთად გაიარეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი თამაშში დიდ ენერგიას და მოტივაციას ჩადებს“.
„შარშანდელთან შედარებით უელსი ბევრად სტრუქტურულ და დალაგებულ თამაშს აჩვენებს. ისინი თითქმის არ უშვებენ შეცდომას და ამის ხარჯზე შეძლეს სამივე თამაშის მოგება. ის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნოემბერში იყო, თუმცა მე მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია!“.
დავით ნინიაშვილი: „ფიჯისთან ნაჩვენებმა თამაშმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. გავიაზრეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია მოსაგებად ბრძოლა. უელსთანაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და მინდა ეს თამაში იმ ტრავმირებულ ბიჭებს მივუძღვნა, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან“.
rugby.ge
ტარიელი
დაიწყო თამაში, პირველი ტაიმის ნახევარი გავიდა, ასეთი სუსტი თამაშები მსოფლიო ჩემპიონატებზე არ მახსოვს, როგორიც დღეს, ასევე პირველი ორი ტურიც. საინტერესოა ხმალაძე რა კრიტერიუმით აიყვანეს ამ ჩემპიონატზე და დღეს რატომ დააყენეს საერთოდ. ( ალბათ სტატისტიკისათვის) . არ ვიცი, არ ვიცი. წარმატებები ბიჭებს.
მეგრელი
ეხლა ამათი წვალების ყურების დროა, წააგებენ 40 ქულით და ვიძახოთ: მადლობა ბიჭებო. ეს ლუზერის მენტალიტეტი ხო მკლავს.
მაგათ ბიგარი არ ყავთ და ჩვენ მწვრთელი. ასე, რომ ეგ ბიგარი არაფერი შეღავათია.
Rezo
მიდით, ბიჭებო! მაგათ ბიგარი არ ყავთ და ეგ ნახევარი გუნდია! ტქვენ დაიმსახურეთ ერთი მოგება და მოიგებთ, ამინ!
ნიკა
ბიჭებს რა თქმა უნდა მადლობა, მაგრამ მადლობა მაისაშვილსაც, და მწვრთნელებს საერთოდ, მათ ბევრი გააკეთეს დამერწმუნეთ.. ფიჯისთან შეცდომების გამო მსაჯმა ბოდიში მოიხადა, ეს შეცდომები გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი აზრით, თუმცა მოედანზეც 1-2 მომენტი იყო ისეთი ბიჭებს სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღოთ ეგებ მაინც მოგვევგო.. უელსთან გაუჭირდებათ, თუმცა კარგ თამაშს ველი... ვისურვებდი, რომ გულშემატკივარს საქართველოში ყოველთვის გაევსოს სტადიონები მეტოქის მიუხედავად...
გიორგი
ამ გზით განაგრძეთ ბატონო ლევან! შეახოცეთ ბიჭები უელსს, რადგან თამაში თქვენ ვერ დაალაგეთ. შეწყვიტეთ, რადგან სხვა თქვენ არაფერი შეგიძლიათ დაუპირისპიროთ დრაკონებს - მხოლოდ ამათი თავდადება და ტრავმები. ნაკრები მეორე ტაიმებს იმიტომ აგებს და ტრავმებს ირებს, რომ ბრძოლის მეტი მწვრთელმა ვცერაფერი დაამუშავა და ვერაფერი დუასახა მის გუნდს. აქედან არის ამდენი ტრავმაც და ლლელოც. რომ ვერ უტევ, შერკინებით ვერ ჯაბნი, აუტს ვერ აწვდი, პასს ვერ აკეთებ და ა.შ. - ფიზიკურადაც ვერ გაუძლებ ორი ტაიმის თავდაცვით ომს. განაგრძეთ ბატონო ლევან, აბა თქვენ ხომ არ ზიანდებით, მოთამაშეები ზიანდებიან
ჟორა
ფიჯისთან მართალია წაგაგებინეს, მაგრამ მაინც ვამაყობ თქვენით. პორტუგალიასთან კიდეც რომ მოგეგოთ, საამაყო ვერაფერი აჩვენეთ. ეს ბოლო თამაშია, ამიტომ თუ კარის გამოჯეხუნება არ გამოვა, თამაში გვაჩვენეთ, რომ ვიამაყოთ თქვენით.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
სამადლობელი "ბორჯღალოსნებს" - ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში!
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"