2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში 19:43 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უელსელები 17:0 დაწინაურდნენ, ჩვენი ჩათვლის მოედანზე ლელოები ტომას ფრანსისმა და ლიამ უილიამსმა დაამიწეს, რასაც სემ კასტელოუს 2 გარდასახვა და 1 საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, ტაიმის მიწურულს მერაბ შარიქაძემ ჩვენი მხრიდან მოახერხა ლელოს დადება, ლუკა მანტკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნები" ბურთს აკონტროლებდნენ, თუმცა ჩვენი შეცდომით ლუის რის-ზამიტმა ისარგებლა, ლელო დადო, სემ კასტელოუმ კი გარდასახვა ზუსტად კიდევ ერთხელ შეასრულა.

53-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ უელსელთა ჩათვლის მოედანზე ბურთი დაამიწა, თუმცა მოწინააღმდეგემ მისი კიდეზე გადაყვანა მოახერხა და ლელო არ ჩაითვალა.

დერეფანში დალაგებული თამაშის შემდეგ 59-ე წუთზე ვანო კარკაძემ მეორე ლელო დადო, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

62-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს დერეფანი, გაიშალა შეტევა, შემდეგ კი უკვე დავით ნინიაშვილმა პირველხაზელი მარტივად ჩამოიშორა, გაჭრა ხაზი და კიდევ ერთი ლელო დაამიწა, მატკავამ ამჯერად გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა.

67-ე წუთზე ლიამ უილიამსის ზუსტ გადაკიდებად რის სამიტი კარგად მიყვა, ბურთი იდეალურად აუხტა და თამაშში მეორე ლელოს დადება აღარ გასჭირვებია, სემ კასტელოუმ კი კიდევ ერთხელ გარდასახა ზუსტად.

71-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დავით ნინიაშვილი და ტაიმე ბაშამი 10 წუთით ანუ მატჩის ბოლომდე გააძევა, მიზეზი ჩხუბის წამოწყება გახლდათ. ამის შემდეგ კიდევ ერთმა მორაგბემ მიიღო ტრავმა და მოედანზე 13 კაცით დარჩენა მოგვიწია, რაც მეტისმეტად დიდი დანაკლისია...

74-ე წუთზე რის სამიტმა თავისი მესამე ლელო დადო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ცოტა საეჭვო სიტუაცია იყო, კარგად არ ჩანდა რამდენად დაამიწა რისმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედანში.

79-ე წუთზე ჯორჯ ნორტმა კიდევ ერთი ლელო დადო, სემ კასტელოუმ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2023 წლის მსოფლიო თასი. V ტური. C ჯგუფი

საფრანგეთი. ნანტი. „სტად დე ლა ბოჟუა“. 7 ოქტომბერი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე ყველანაირად მოუმზადებელი წავიდა. ამის საპირისპირო მაგალითი პორტუგალიამ მოგვცა, რომელმაც ყველა თამაში, განსაკუთრებით კი ფიჯისთან, ძირითადის მოთამაშეებით ითამაშა. ჩვენ კი აუარებელი მოთამაშე დაგვიშავდა. აქედან გამომდინარე, შედეგი სრულიად ლოგიკურია. არ მინდა გაცვეთილ მწვრთნელის თემას დავაბრალო ყველაფერი, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სამწვრთნელო შტაბის მიერ გაწეულმა სამუშაომ ეს შედეგი დააფიქსირა. ბევრი მოთამაშე ნაკრებს დაემშვიდობება, მაგრამ თუ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი ისევ ამ ხალხმა უნდა აითვისოს, მაშინ საგულშემატკივროდ მხოლოდ მაისაშვილის, მაისურაძის და ლელოს ქომაგები ივლიან. წინ რაგბი ევროპა მოდის და ასე მგონია, იქაც გაგვიჭირდება ძველებურად გამარჯვება. ფაქტია, საქართველოს ნაკრებმა პროგრესის მაგივრად რეგრესი განიცადა. გუნდი კატასტროფულად გამოიყურება შერკინება აბსოლუტურად ყველა რგოლში - დგომაში, მიწოლაში, დერეფანში და მოლში. თუ ამის თაობაზე ისევ იოსებ ტყემალაძის ტრადიციულად თემას გადახვეული, ამოსუნთქვის გარეშე სადღეგრძელოები უნდა ვისმინოთ, ჩათვალეთ მაისაშვილი ამ გუნდით ისევ მწვრთნელი იქნება და ფუჭად ჩავლილი 4 წელი განმეორდება დღე და ღამე იტალიისა და უელსის დამარცხებით გამოწვეული ნოსტალგიებით, რომლებსაც მე პირადად ფიჯისთან მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მერჩივნა, აღარაფერს ვამბობ პორტუგალიასთან მიღწეულ სამარცხვინო ფრეზე
თემო
რა სამარცხცვინოა! ჯერ გადადგა და შემდეგ რეგბის კავშირმა უარყო! იმედი მაქვს "დაწყნარებულზე" მაინც შეცვლიან!
გიორგი
Spirtall.ge, მაისაშვილი გადადგაო და მართალია? რას გაჩუმებულხართ? გაგვახარეთ!
გიორგი 50
გული მტკივა, ამას რომ ვაღიარებ... ამდენი წაგებების და ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ, ვხვდები, რომ ჩვენი ადგილი სწორედ იქაა, სადაც ახლა ვართ... და თუ სისტემა და მენეჯმენტი არ შეიცვალა, ამასაც დავკარგავთ...
ანდრო
აგერ პორტუგალიის მწვრთნელი წავიდა ნაკრებიდან. ახალი კონტრაქტი და მეტი ხელფასიც შესთავაზეს, მაგრამ კაცმა უარი თქვა, ოჯახთან დასვენება მირჩევნიაო. ალბათ ჩათვალა, რომ რაც ამ ოთხ წელიწადში გააკეთა, მეტს ვეღარ მისცემდა ახალს და წავიდა მოგებული და თავაწეული. ამ ჩვენს მაისაშვილს ნამუსი რომ ჰქონდეს და კიდევ შარიქაძესაც, სულ ვიღაცეებს და რაღაც ხელისშემშლელ ფატქორებს რომ აბრალებენ, ისიც კი წავიდოდა ნაკრებიდან. ხომ ხედავ რომ ვეღარ ქაჩავ?! არა მარტო მწვრთნელი, არამედ მოედანზე კაპიტანი (ყოჩი) რომ არ ყავდა ნაკრებს გამოჩნდა. მაგრამ ამ გადაწყვეტილებასაც ვაჟკაცობა უნდა. შეიძლება კიდეც გადააყენონ (რაღაც არა მგონია), მაისაშვილო, მაგრამ ხომ უნდა გეყოს კაცობა, რომ არ გითხრან და არ გაგინოს ნახევარმა რაგბის სამყარომ?!
თემო
კი, მიხუინები უნდა დაგაბრუნოთ:)
თემო
რომ გადადგა?1:)))))))))))
თემო
გადადგა უკვე:)))
fani
ხალხო, აქ რომ მსჯელობთ ეს გადადგეს ის გადადგეს, ვერ ხვდებით რომ "წერე და იკითხე" გამოგდით! მაისაშვილი ვინც დააყენა, ისინი არიან სათავეში ზემოთ და მთლიანად სისტემაა შესასცვლელი ანუ ძირფესვიანი ცვლილებებია საჭირო რაგბის კავშირში. მაგრამ იმ მულტფილმის არ იყოს ("კატა და ლომი"), "აბა ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო" - ვინაა იმის გამკეთებელი რომ ნეპოტისტური კლანი დაშალოს?! ანუ პრარაბი ტყემალაძე, კობახიძის მამა (გამგეობაში რომ ზის მყარად) და მისნაირი წურბელები გადააყენოს?! ვირტუალურ სივრცეში წერის დრო წავიდა, ქმედებაა საჭირო! თუმცა, ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ ვინც მუდამ გაიძახის: "კი ბატონო, იყვიროს ყველამ, ვიყვირებ მეც" (კინოფილმი "დათა თუთაშხია). ჰოდა, როცა ასეა, მაშინ ტყუილად ილუზიები ნუ გექნებათ. ვოტ ტაკ :)
Maximus
არავინ არ გადადგება აი ნახავთ, დაგავიწყდათ ეს ხომ საქართველოა. აქ ფსკერზე წლები რომ იყო, ამას არავინ არ მიაქცევს ყურადრებას, მთავარია ფული მოჭრან ფედერაციის ბიუჯეტიდან(ხალხის ფული).ერთი კითხვა ჩნდება რომელი პორტუგალიელი რაგბისტი ჯობია ჩვენ რაგბისტებს ცალკე აღებული??? ესეიგი რა გამოდის მწვრთნელია ბრალში ამ სრულ ფიასკოში თავისი გუნდით(ფედერაციით), ჰოდა წადით ბიძიკო დაანებეთ ამ რაგბის თავი თუ ოდნავ მაინც დაგრჩათ ამ სპორტის სიყვარული.
ქრისტიანი
ოცნებამ რამდენი უბედურება მოუტანა საქართველოს!-ფეხბურთში ანტირეკორდი,რაგბიში ჯგუფში ბოლო ადგილი,ქვეყნის პოლიტიკა მოღალატური,დროა ესენი გავაჩეროთ....
ქრისტიანი
ოცნებამ რამდენი უბედურება მოუტანა საქართველოს!-ფეხბურთში ანტირეკორდი,რაგბიში ჯგუფში ბოლო ადგილი,ქვეყნის პოლიტიკა მოღალატური,დროა ესენი გავაჩეროთ....
იმედი
პორტუგალიას დიდი შანსი აქვს 6 ერზე. ევროპული ქვეყანაა, დიდი პროგრესი აქვთ, მონდომებულები თამაშობენ (ბურთის დაჭერის დროს ბურთს არა სცდებიან, პასის დროს ერთმანეთს თავში არ არტყამენ ბურთს, ძალაში და შერკინებაში ვერ დავჩაგრეთ, სწრაფები არიან, მოედანზე არ ეყარნენ თამაშის ბოლოს და ა.შ.) და დისციპლინაშიც არა უშავთ.
კოტე
მარტო #გარსიააუტ? #მაისაშვილიცაუტ!
გიორგი
ეჰ, ქართველები ოპტიმისტები ვართ, თორემ როგორ შეიძლება ჩვენს დანგრეულ ქვეყანაში რაგბში წარმატება გვქონდეს? მორაგბეები ძალიან მაგარი გვყავს, მაგრამ ყველა დანარჩენი ისეთია, როგორც ჩვენი პარლამენტი. ანუ, სამარცხვინო.

თუ მართლა ეგ არის რეალური მიზეზისა მაგას მალავს მაისაშვილი, მაპატიეთ და დებილი ყოფილა. სხვა ახსნა მაგას არა აქვს. თქვას და ვერ გავიგებთ? იმათიც მესმის, ეგ ტურნირი აშკარად დრომოჭმულია მაღალი დონის მოთამაშისთვის და ტრავმა რომ მიიღოს, კლუბმა უნდა იზარალოს. ოფიციალურად მაგას ვერ ეტყვიან, მაგრამ აზრი გასაგებია. უარესი კიდევ ის არის, რომ ამდენი მოთამაშე დაგვემტვრა და მომავალ რაგბი ევროპაზე ვინიცობაა, მოგება გაგვიჭირდეს.
გია
მაისაშვილი რანამუსით არ გადადგა? მაგას მწრთვნელი ქვია??????????
დავითი...
ბოლო ადგილებზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ჩვენს ნაკრებს,გასაკვრია როგორ მიაღწია მაისაშვილმა იმას რომ ასე დააბეჩავა ნაკრები?ასეთი მაგარი თაობის ასე უხეიროდ გამოყენება ყოვლად დაუშვებელია,კარგი დაგეგმილი კი ჰქონია სამწვრთნელო შტაბს რომ აცხადებდა გეგმას მივყვებითო,მიაფარეთ ტაშტი ახლა ლევანას მისმა მომხრეებმა,საინტერესოა ეყოფა ნამუსი თვითონ რომ წავიდეს თუ კიდევ გაიბრიქება და სხვა გარემოებებს გადააბრალებენ შედეგს....წადი წადი და წაიყვანე თან ხურციძე ტყემალაძის დუეტიც... გაძლება და წარმატებები ქართულ რაგბს.
სიმართლე
ესეც ასეეეე, "გილოცავთ"! პორტუგალიამ სენსაცია მოახდინა, ფიჯი დაამარცხა და ბოლო ადგილზე დაგვტოვა ჯგუფში... მოკლედ, ამასაც მოვესწარით... ჰოდა, აწი ბიუჯეტიდან ნულოვანი დაფინანსება! იმ ერთმა კაცმა დააფინანსოს თავისი ჯიბიდან, თუ უნდა - ხალხის ფულისგან კი ხელები შორს!
Giorgi
ბოლო ადგილი ჯგუფში, მე მგონი მწვრთნელის გარეშეც არ გაგვიჭირდებოდა ამ შედეგის დადება, ისე რა მოსატანია და სანამ მსოფლიო ჩემპინატი დაიწყებოდა ფედერაციას მივწერე იქნებ დაგვეხმაროთ საფრანგეთში მცხოვრებ გულშემატკივრების ბილეთების შეძენაშითქო, პასუხი : ტკტ გე ზე ნახეთო -:) შევედი საიტზე და ვნახე ბილეთები: თბილისი -სამტრედია მე 3 კლასი
badri
გეთანხმები 100% მარა რბილად ნათქვამია
გიორგი
გასაიდუმლოებულია მაისაშვილის სელექციის პროცესი. ჭორის დონეზე გავიგე, თუ რატომაა კონფლიქტი საფრანგეთში მოთამაშე ზოგიერთ უძლიერეს მორაგბესთან, რასაც ახლავე მოგახსენებთ. რაგბის ფედერაცია და მაისაშვილი გულშემატკივარს ოდნავ რომ გვცემდეს პატივს, ეს ამბავი თავად უნდა მოეყოლათ. მოკლედ, საქმე ის ყოფილა, რომ ფრანგული კლუბების დიდი ნაწილი არაოფიციალურად ზეწოლას ახდენს ჩვენს მორაგბეებზე, რომ რაგბის ევროპის თამაშებზე ნაკრებში ნუ წახვალთო. თუ ეს ასეა, სრულიად გასაგები და გამართლებულია, რომ ეს მორაგბეები თავს იკავებენ რუმინეთთან თამაშზე ჩამოსვლისგან. ფრანგული კლუბიდან გამოშვება მატერიალურ გაჭირვებასთან ერთად დეკვალიფიკაციას ნიშნავს, ანუ ასეთი მორაგბე ვეღარც ნაკრებს გამოადგება. ჩვენ რომ ნორმალური მწვრთნელი გვყავდეს, დაპირისპირების მაგივრად გაიგებდა ამ ამბავს და ამ მორაგბეებს მაშინ გამოიძახებდა, რომდესაც ფრანგულ ლიგებს პაუზა აქვთ. ანუ, ზაფხულობით და რაც მთავარია მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ამის მაგივრად, მაისაშვილმა შეგვაჩვია იმას, რომ შერკინებას ვაგებთ უკვე პორტუგალიასთანაც კი, რადგან მსოფლიოზე არ გამოიძახა ამ მომენტისთვის საუკეთესო პირველ და მეორეხაზელები. მდგომარების გამოსასწორებლად მარტო მაისაშვილის გაშვება არ იქნება საკმარისი. რაგბის კავშირმაც უნდა შეიგნოს რაღაცეები. პირველ რიგში პატივი უნდა გვცენ გუშემატკივარს და გულახდილად გვესაუბრონ ავსა თუ კარგზე. ბოლოსდაბოლოს ჩვენთვის გამოდიან მოედანზე, თუ ვცდები?
დიახ, ჯიბის ინდივიდუალური ბილიარდი
ჩვენი თამაში არც რაგბია, არც ფეხბურთი და არც კალათბურთი არ სხვა კოლექტიური სახებები სპორტისა. ჩვენი თამაშია ინდივიდუალური ჯიბის ბილიარდი.
გიორგი
არც 6 ერის შესახებ გევუბნება სიმართლეს ვინმე. არადა, ეს ადვილად გამოსაცნობი ამბავია. 6 ერი კომერციული ტურნირია და იქ თამაშებზე ბილეთის ფასი საშუალოდ 30-50 ფუნტი ან ევროა, რაც სულ ცოტა 100 ლარია. იქ თამაშებს ესწრება სულ ცოტა 20 000 მაყურებელი, მაგრამ ჩვეულებრიც სტადიონები სავსეა (40-50 000 მაყურებელი). ჩვენთან აგბი ევროპას ესწრება დაახლოებით 3 000 მაყურებელი და ბილეთის ფასი 3-10 ლარია. იტალიის მაგივრად რომ გვათამაშონ, რამხელა ზარალს ნახავს 6 ერი გაყიდული ბილეთების მხრივ? უზარმაზარს. ახლა სატელევიზიო ლიცენზიები. რომელი ქართული ტელეკომპანია გადაიხდის მილიონებს 6 ერის პაკეტში? არადა, იტალიური ტელეკომპანიები იხდიან ამ ფულს. ამის გამოა, რომ მსაჯები გვჩაგრავენ, რომ 6 ერის კომერციულ დირექტორებს სათქმელი ჰქონდეთ საქართველო ვერაფერს იგებს, ანუ ჯერ არ არის ჩვენი დონისო. ისე, მაისაშვილის ხელში ეს ასეცაა.
ჯობის
ჯიბის ბილიარდია ჩვენი თამაში!
Bonaparte
"Napoleon" - ხარ არა მარტო ნამდვილი რუსი, არამედ ნამდვილი პუტინისტი. რუსი მსაჯი გირჩევნია ბრიტანელს? სლავი ჯობია ანგლოსაქსს? ევროპულ ჩაგვრას გირჩევნია საბჭოთა ჩაგვრა? უსამართლო წარსულს სტირი და უსამართლო აწმყოს არ უღიმი? - მოკლედ - აღმოსავლურს ეტრფი და დასავლუი გძაგს. კარგი რა Napoleon, კარგი რა, მათავარია კურსი და არა შედეგი, როგორ ვერ გაიგე :)
გიორგი
ქართული რაგბის ერთერთი მთავარო პრობლემა გასაიდუმლოების ჩვევაა. "რაგბის ოჯახი"-ს ძახილით ტიერ-1 გუნდებთან ტოლ-სწორად ვერასდროს ვითამაშებთ. ტიერ-1 გუნდების მწვრთნელები გულშემატკივარს დეტალურ ანგარიშს აბარებენ სელექციაზეც და მწვრთნელთა გუნდზეც. ჩვენ კი მხოლოდ ყურმოკრულად თუ გავიგებთ თუ ვინ არის დაცვისა თუ შეტევის მწვრთნელი. არც ის ვიცით თუ გვყავს სპეციალიზებული მწვრთნელები შერკინების, მოლის, რაქის და, დერეფნისა. ეს ამბები მხოლოდ "რაგბის ოჯახი"-მა იცის. თქვე დალოცვილებო, გულშემატკივრისთვის თამაშობთ, თუ "რაგბის ოჯახი"-სთვის? ჩვენთან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა სელექციის პროცესი, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა ტიერ-1 ქვეყნებში. 2019 წელს ჩილაჩავა იყო საუკეთესო 3 ნომერი. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჰეიგის გადაწყვეტილება, რომ ჩილაჩავა არ ათამაშა ფიჯისა და ავსტრალიასთან. იქინად მოყოლებული მაისაშვილმა ამოიძულა ჩილაჩავა. გასაიდუმლოებულია თუ რატომ. ჟვანიასთან კონფლიქტიც გასაიდულოებილია, არადა 2019-2020 წლებში ეს იყო საუკეთესო 1 ნომერი. ახლა კარკაძეც მხოლოდ იმიტომ გამოიძახეს, რომ ზამთარაძე დაიმტვრა. სად არიან ქუნთელია, შვანგირაძე და სხვა ფორვარდები? ეს ამბები მხოლოდ "რაგბის ოჯახი"-მა უნდა იცოდეს? თუ ეს ასეა, მაშინ შექმენით "რაგბის ოჯახების" ტურნირი და ეთამაშეთ სხვადასხვა ქვეყნების საიდუმლო პოლიციების ნაკრებებს.
Napoleoni-ს
რომ ამბობ რუსები წნინდანები არიანო, მნიშვნელობა აღარ აქვს "მაგათთან შედარებით"დაამატებ თუ არა. რუსის ჯარი დგას სამაჩაბლოსა და აფხაზეთში და არა ევროკავშირის. გულისამრევია ეს ყველაფერი.
Napoleoni
მაგას ის მოყვება რომ შენ გამოხვალ პუტინისტი. . .როგორც ფიჯისთან ინგლისელი მსაჯის კრიტიკა პუტინისტობად გასაღდა აქაური ლიბერალების მიერ ,ეგრე იქნება მანდაც. . .მთელი ევროპული ტაბლოიდები აღშფოთებას ვერ მალავდნენ ინგლისელს ზღვარგადასული უნამუსო ის გამო მაგრამ აქ ვერავინ გაბედა შალვა რამიშვილის გარდა ვერავინ ღამის თქმა. . .სპორტულმა ჟურნალისტებმა პირში წყალი ჩაიგუბეს. . . რა იმ მსაჯმა თავისით აიღო ხელი ნამუსზე?!. . . ვისაც ეგ სჯერა განვიტარებია. . . სანამ ავსტრალიას თანაბრად ვეთამაშებოდით იგივე ქნეს მსაჯებმა ,ხოლო როცა გაირკვა ყველაფერი მერე გახდნენ ობიექტურები. . . ესაა ევროპა და მისი სამართალი. . რომ ვამბობ რუსები მაგათთან შედარებით წმინდანები არიან თქო პუტინისტია იარლიყს მაკრავენ. . . ძველი თაობის ფეხბურთელებს რომ კითხოთ ყველა ერთხმად დაგიდასტურებთ რომ საბჭოთა პერიოდში დინამოს დაჩაგვრა მსაჯებისგან ახლოსაც ვერ მოვა იმასთან რაც დამოუკიდებლობის პერიოდში ევროპელი მსაჯები გვიშვრებუან სპორტის ყველა სახეობაში,თვით ჭიდაობის და ძიუდოს და თუნდაც ფარიკაობის ჩათვლით. . ბებერი მეძავი მეძავია და მორჩა. . .
status quo
ისევ ჩავისვარეთ.
Valka
მოდითნეხლა დავიწყოთ აბა, ოო რა საოცრათ და ლამაზად წავაგეთ ესეთი წაგება ბევრ მოგებას იდრის))). ნოლი კომბინაციები ნოლი რაც კი შეეხება ტაკტიკას კომბინაციებს რუმინეთი და პორტუგალიაც არ თამაშობს მასე, თორე მითქვავს და გავიმეორებ ბიჭებს საკმარისზე მეტი კლასი აქვთ,რომ ბევრად რთული კომბინაციები შეასრულონ ხმაო ყოველ შემთხვევაში 8 კაცს მაინც, მარა სადააა ეს კომბინაცია ვინმემ ნახეთ ამ მსოფლიოზე?????!!!
არდილეს
დავიჯერო პრესსკონფერენცია არ იყო? ფედერაციას ან ნაკრებს პრესსატაშე არ ყავს? მსოფლიო ფორუმია, მატჩებს არავინ იხილავს,თუ იხილავს სუბიექტურად !!! სპორტული ჟურნალისტის ადგილზე მივლინება ალბათ ფანტასტიკის სფეროა არა? ეს არის თავის აგდება და სამარცხვინო დამოკიდებულება!!! თავის მომჭრელი ამბავი
კორონიკო!
აუცილებლად გვესაჭიროება უცხოელი მწვრთნელი, ეს არ უნდა ეწყინოთ ქართველ მწვრთნელებს! ეს იქნება როგორც "სისხლის გადასხმა" გუნდისთვის!!!
რას იძახი
პორტუგალიასაც რომ ვეღარ ვუგებთ ამას ვერ ხედავ ? ფიჯი რა გგონია ასეთი სასწაული რომ გამორიცხავ მათთან მოგებას ? ფიჯის კი არა ამ მსოფლიოზე ნორმალური მწვრთნელის ხელში ავსტრალიისთვისაც უნდა მოგვევგო! ან ამ რეიტინგს რომ იძახი, ნანახი გაქვს ეგ რეიტინგი ? მაქსიმუმ 12-13 გუნდის გარდა ყველა ნაკრები 0 ის ტოლია. ანუ მე20 ადგილზე იქნები თუ 50 ზე აზრი არ აქვს ორივე პოზიცია ერთი დონეა !
გიორგი
24-19 ზე უელსმა რომ ლელო დადო, წინ პასი იყო ფლანგის მოთამაშეზე (15 ნომერი ვილიამსი), რომელმაც მერე ფეხით დაარტყა წინ. განაპირა მსაჯი იქვე იდგა და გაატარა. ჩვენ რომ დეფიციტები გვაქვს და შეცდომებს ვუშვებთ თამაშის გადამწყვეტ ფაზებში, გასაგებია. მაგრამ მსაჯებმა ასე უნამუსოდ რომ “დაგვძირეს” ესეც ფაქტია. გააკეთონ სტუდია, მოიწვიონ სტუმრები და გაარჩევინონ ნიკა ამაშუკელს ეპიზოდები და ჩვენც გვეცოდინება.
აკაკი
დასავლეთი რა შუაშია? კარგად შეიძლება დასავლეთის გარეშეც იყო. სპორტზე ავიღოთ საბჭოთა კავშირში ქართული ფეხბურთი ცუდად იყო? რუსეთი ავიღოთ ახლა. ჰოკეიში ძალიან მაგრები არიან, კალათბურთშიც მშვენიერნი და ფეხბურთშიც მოგებული აქვთ ორჯერ უეფას თასი. ახლა რუსეთუმე და რაღაც სისულელეები არ დაიწყოთ ეს არის ფაქტების მოხსენიება იმას საწინააღმდეგოდ რომ ევროპაში გაწევრიენება აქვთ რელიგიურ მესიანისტურ დონემდე აყვანილი. ერთი გლახუნ, რუმინეთი შენი აზრით არ არის ევროკავშირის წევრი? ან კიდევ ბევრი ისეთი ქვეყანა რომელიც რაგბში ან თუნდაც ფეხბურთში ვერ ქაჩავს? უნახავმა რა ნახა "იიი ევროკავშირი გვიშველის" ასეთი "ტიპები" ნუ ხართ
კუკური
ნკრები მაისაშვილს, შავი ლომი მაისაშვილს, ბარემ ახალგაზრდულიც მაისაშვილს დაუქვემდებარეთ და ა.შ. ამახაგური, რომ შემთხვევით მოვიგეთ უელსთან, ხომ გამოჩნდა რეალური დონე ამ სამწვრთელო "შტაბის"?. კარგია კომენტარები: იბრძოლეს! იომეს! თავი დადეს! და ა.შ. - მაგრამ კვალიფიციურად ითამაშეს? ვისი პასუხისმგებლობაა აუტს, რომ ვერ აწვდის გუნდი, პასს ვერ აკეთებს, შერკინება ვერ აწვება, ფეხს შედეგიანად ვერ ურტყამს, ამდენ ჯარიმას იღებას - ეს ვისი დასალაგებელი იყო? ჩვენი აუტების უმრავლეობა უელსმა მოიგო, ჩვენ უელსის ერთიც ვერ მოვიგეთ. - რომელ გამარჯვებაზეა პრეტენზია - მწვრთელმა აუტი ვერ მოწესრიგა. დატოვეთ მაისაშვილი და მივიღებთ ლომს კი არა შავ ..... .
simartle-ს
ან საკუთარ თავს ან ჩვენ რას გვერჩი, ყველა კომენტარი ღვარძლით რომ სავსე გაქვს და დისლაიქებიც აჩვენებს შენი მგინებელი ყოველთვის ბევრია. თუ მაზოხისტი ხარ და გსიამოვნებს, რომ გაფურთხებენ მაშინ კი ბოდიში, მართლა შესაცოდებელი ხარ როგორც ავადმყოფი...
გიორგი
ყვალაფერს საზღვარი აქვს. მაისაშვილი თუ კიდევ არ წავა, აღარც კი ღირს ქართული რაგბის ყურება.
გიორგი
ჩვენი უდიდესი პრობლემაა, სიმართლის დამალვა. რატომ დუმან ვეტერანები, მწვრთნელები, ჟურნალისტები? მოყვარერეს პირში უძრახე, განა სხვისია. ესსაა ფეხბურთშიც, კალათბურთბურთშიც... როგორი ძარგაწყვეტილი უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთი სუსტი გამოსვლის მერე დარჩე მთავარ მწვრთნელად. აქ ხომ ვერ გვეტყვით, რომ ჩვენები ცუდ გუნდებში თამაშობენ.
გუჯი
დასკვნა: ამ მსოფლიოზე რადგანაც 1 თამაშიც კი ვერ მოვიგეთ ჩვენი შედეგი ძალიან ცუდი იყო მაგრამ პოზიტიურიც იყო, თუნდაც ხელით თამაში და ფაქტია რომ ქართულ რაგბის მომავალი აქვს. რაც შეეხება მწვრთნელს, მადლობა მაისაშვილს რომ გუნდი იმ დონეზე მიიყვანა ტიერ1-თან ბრძოლა შეგვიძლია ასე თუ ისე და 6 ერის გუნდებს მოვუგეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ეხლა დროა ახალი და უფრო მაღალი დონის მწვრთნელი მოვიდეს რომ სხვა სიმაღლეზე ავიდეთ. ასევე გვჭირდება ფიზმომზადების მაღალი დონის მწვრთნელები, არა მარტო ნაკრებში არამედ ყველა გუნდში დაწყებული ბავშვების გუნდებიდან.
giga
ქართულ-ჯიგრულად არა?
გოგა
ნარდი ჩვენი თამაშია
გიო
თავიდან ვფიქრობდი რომ მწვრთნელი არაფერ შუაში იყო..მაგრამ აშკარად ჩანს ბიჭებში პროფესიონალიზმი გარდა მწვრთნელისა რომელიც მხოლოდ თავის მართლებით არის დაკავებული..აშკარად სუსტია ეროვნული ნაკრებიათვის.თუმცა ისაც გასათვალოსწინებელია რომ ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა.ბევრი არაა ნაკრების დონე.სორცხვილი არაა წასვლა პირიქით.მაისაშვილს თუარ გაუშვებენ თავისით უნდა წავიდეს.
ფაქტიურად ჯადოსნობა გჭირდება
fani
მაისაშვილო და მთლიანად სამწვრთნელო შტაბო, ჩელენტანოს ერთი ცნობილი სიმღერის ტექსტს შეგახსენებთ: "ბაი, ბაი, ბაი, ბაი, ბაიიიი..."
aburjga
ხალხო, მეგობრებო, რა გჭირთ ასეთი, რამ გაგამხეცათ?! როგორ უნდა მოვუგოთ უელსს და ფიჯის, რატომ ვითხოვთ ამ სისულელეს?! რა მაისაშვილი რა გჭირთ?! უბრალოდ ესენი ჩვენზე უფრო მაგარი გუნდებია, ობიექტურად?! რა უნდა ქნას მაისშვილმა უფალი ღმერთი ხომ არაა?! ნორმალური გუნდი გვყავს მსოფლიო 20-ულში შევდივართ, სალმარიისია? არა, მაგრამ ახლა ეს არის რაც არის!
ჰაალანი!
აი ამ სლეობას რო იწონებთ, მჭედლიშვილი ვინ არი?))))
ნოე
ორი უსუსტესი ნაკრები ჩვენ და ნამიბია
Რაგბის ფანი
ვინც რაგბის აზრზე არ ხართ, რატომ წერთ დილეტანტურ კომენტარებს? ბრძოლა თუ ვერ ნახეთ, სტატისტიკას მაინც ჩახედეთ, თითქმის ყველა კომპონენტში ვაჯობეთ უელსს (აუტის და რამდენიმე წვრილმანის გარდა). ... აქვე შეკითხვა მაქვს მწვრთნელებთან: - როგორ ვახერხებთ მეტოქეზე უკეთესი სტატისტიკის მქონე გუნდით წაგებას დიდი ანგარიშით?

, "აუტიიიიი" ლევან, "აუტიიიიი" მაისაშვილო, ოეეეე, შერკინებაზე, პასზე და ფეხით თამაშზე აღარაფერს ვამბობ, ოეეეეე "აუტიიიიი" მაინც ....
გულშემატკივარი
ხო კიდე რა მაინტერესებს ისევ მსაჯი იყო დამნაშავე,ისევ მოთამაშეებმა ვერ ივარგებს ამინდი იყო ცუდი მზე თვალებში უჭყიტინებდა თუ ამჟამად ვის დააბრალა წაგება მაისაშვილმა??? მატჩის შემდგომი კომენტარი როგორი იყო არ გადამდგარა ჯერ კიდევ მათ შორის შავი ლომიდანაც???
გლახუნა
6 ერიდან კცალიცოური მწვრთნელები და ამ თაობის ბიჭებიდან ტოპ-10-ლში ადგილს დავიმკვიდრებთ. -1-ლი-პასუხისმგებლობის,მით პროფესიონილიზმის ხარისხს სწრაფად აამაღლებენ- განამტკიცებენ, 2- საჭიროა გუნდის მოძრაობის ასწრაფება (აგდებულ ბურთზე სქრაფად ასვლა-სწრადად ჩამოსვლა,გამჭრელთან მიყოლა-არ დაგვიანება), 3-სპეც-მომზადება-შერკინებაში დომინირების დაბრუნებისათვის (1-ლ ხაზელების მძაფრი კონკურენცია-მუდმივი ცვლილებებით)-აუტის უშეცდომოდ მოწოდებისათვის (2 ნომრების მომზადებას სერიოზული ყურადღებაა ჭირდება- კონკურენციის გაზრდა) შერკინების ვერ მოგება ნიშნავს თამაშში საშუალოდ 20 ქულის დაკარგვას (ჯარუმა-აუტი-მოლი- ლელო- 7 ქულა,ჯარიმები-3 ქულა)-აუტის წაგებცა ნიშნავს საშუალოდ 20 ქილის დაკარგვას (მეტოქის 5 მეტრიაში რომ 2-4 დერეფანს აგებ-როგორ მოიგებ?!), 4-მოლის მაგრად დამუშავება- სარგებლობა, 5-სწორი სტრაგია- ტაქტიკის გამოყონება ყოველიმკონკრეტული თამაშის წუნ მეტიქის შესწავლა- სისუსტეების მაქს გამოყენება 6... ზოგადად გვჭირფება სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცება,მისთვის ბრძოლა, თან მუდმივი, + დასავლურ სამყაროსღან სტრ-ლი პარტნიორობა,რომ პასუხისმგებლობა ცხოვრების წესი გავიხადით,ე.ი პასუხისმგებლობა ყველა სფერო-ყველა მიმართულებით -ყოველგან- განვამტკიცოთ.
idki
მწვრთნელი უნდა შეიცვალოს
დიდგორელი
რას უცდის მაისაშვილი??!! ნუთუ არ გადადგება.. 90% შერკინების წაგებული = ისტორიული სირცხვილი არ უნდა ამას ეხლა ყვირილი: რაგბი ჩვენი თამაშია. არ არის და ეგაა.
გიგი
ბევრი კარგი და ძლიერი მორაგბეა ნაკრებში, ბევრიც ნაკრებს მიღმა. ეხლა ერთი კარგი კაცი გვინდა ვინც კარგ ტაქტიკას (ან რამოდენიმე ტაქტიკას) ამ კარგ მორაგბეებს მოარგებს და ამ მსოფლიოზე დაშვებულ შეცდომებს გაუშიფრავს. ხოდა ყველაფერი კარგადააო ნუ გვეტყვით.
Rezo
რაგბის აზრზე ხარ? რა ჩილაჩავა და მელიქიძე? ბოლოს როდის ნახე ცილაჩავა? რაც ნარიაშვილია, იმაზე უარესია. და მელუქიზე ყოველთვის უსუსტესი იყო. მე არ მახსოვს,არა თუ ვინმეს მიწოლოდა, აქეთ არ მიწოლოდნენ+ უარი თქვა ჩამოსვლაზე.
მიხო
ბოლო ჩემპიონატების ყველაზე ცუდი შედეგი, პორტუგალიასაც თუ გავითვალისწინებთ ალბათცოტა სამარცხვინოც, წესით და რიგით ახალი კარგი მწვრთნელის მოძიოება უნდა დაიწყონ
ფეხბურთის გულშემატკივარი
გაუქმდეს რაგბი საქართველოში!
გულშემატკივარი
ესეიგი რა გამოვიდა მთელი სარაგბო სამყარო თავის მეთაურობით მოწოდებული იყო მაისაშვილი დიდი მწვრთნელი გამხდარიყო ხოდა ჯიგრებმა პირდაპირ ნაკრები მისცეს და შავი ლომი სავარჯიშოდ.. შედეგი ის გამოვიდა რომ როგორც იმისგან არ გამოვა სალამური ისე მაისაშვილი ვერ გახდება დიდი მწვრთნელი ასე რომ შეწირეს მაისაშვილს ნაკრების მომავალი, ქართული რაგბის პრესტიჟი და მთელი დაკარგული ოთხი წელი...
ჩელენჯერი
ვის რა ვალი აქვს მაისაშვილის ასეთი გუნდი საბოლოოდ რომ გააბანძებინა? სამარცხვინო ფედერაცია, სამარცხვინო მწვრთნელი და სამარცხვინო შედეგი! წაგებით ამაყები მხოლოდ ბანძები არიან!
rable
მოიცადა თუკი შავ ლომში ვთამაშობ და ორმოც წელთან ახლოს ვარ მაინც უნდა ვითამაშო ხო?)) მადლობა მწვრთნელს და არაერთ ვეტერანს, უფრო კვალიფიციური მწვრთნელის ხელში ამ ნაკრებიდან მინიმუმ ხუთი-ექვსი მორაგბე ჩანაცვლდებოდა, ზოგი დამსახურებული (ვეტერანიცაა უკვე). მადლობა ბიჭებს რაც შეძლეს, არაუშავს თუ ვერ მოვიგეთ ვერცერთი, რაღას ვიზამთ)) მომავლის იმედი ვიქონიოთ
გიორგი
ჰეიგის შედეგები მსოფლიოზე სანატრელი გაგვიხდა.
912
შეუსრულებელი მისია #5
Idki
ნორმალური მწვრთნელის ხელში ამ ნაკრებს მინიმუმ ორი თამაში მოგებული ექნებოდა
არდილეს
ეს ხმალაძე რა გახდა კაცო?!
ზ.მ.
,,თქვენ, ძალჺთ ჟურნალისტებო და ვაი სპეციალისტებო,ქართველი გულშემატკივარი,ხალხი გამოთაყვანებულები რომ გგონიათ და ხალხის კინკილა კისერზე მოკალათებულები,ვითო საქმეს რომ აკეთებთ,წლობით,სინამდვილეში ერთ ადგილზე ტკეპნით ან სულაც უკან უკან სვლით,რეებს წერთ,ეროვნულმა ნაკრებმა ბრძოლაში წააგოო,ან უფრო დაჯთაბნულად,მძიმე ბრძოლაში დავმარცხდითო,ომის დროსაც ვერ გაიგებთ ჭკუადმყოფელი ადამიანისგან,მძიმე ბრძოლაში წავაგეთ ომი და დავკარგეთ მიწა წყალი ქართული,მამაპაპათაგან დანატოვარი.ნორმალური ადამიანი გაჩუმდება ამგვარ ყოფისას და მსწრაფლ ეცდება შეცდომების გამოსწორებას,დაკარგულის დასაბრუნებლად,,მცდელობებით მოკლე ვადებში,თუ მას ალლად,არა ფუყე სიყვებით,მხოლოდ უყვარსთავისი სამშობლო და ჭკუცც უწყობს ,განსწავლული,ხელს,წწაგებული საქმის საქმის გამოსასორებლად.ხალხი კი რას ხედავს? ყველაფერში ჩასვრილად მოქმედებას მათ მიერ,ვისაც ევალება,ეს ყველაფერი.ორივე თამაში რაგბიში მსოფლიოზე უშანსოდ წავაგეთ ტაქტიკურ სტრატეგიულად,ფიჯისთან მეორე ნახევრიდან,უელსთან პირველივე ნახევრიდან,პორტუგალიასთან,არაპროფესიონალური წყვეტებით,უმოქმედობითნაკრების ხელმძღვანელობისა,ერთი და იგივე უვარგისობებით,წლობით,რომ გრძელდება:უძაღლო ქვეყანაში,კატებს რომ აყეფებდენო,ამ ანდაზისამებრ,როდემდე? ყველაფრის სრულ განადგურებამდე ჩვენივე თავით,უთავობით?
დათო
ნაკრებმა ავვენს უღიმღამო თამაში და შედეგიც სახეზეა. ეს ჩემპიონატი ჩვენთვის კატასტროფულად დამთავრდა და გვაჩვენა სადაც ვართ. სასწრაფოდ გადატარებელია ცვლილებები, პირველ რიგში მოსაყვანია უცხოელი ცნობილი მწვრთნელი, შერკინებაში კარკაძე, მელიქიძე და ჩილაჩავა უნდა იყვნენ შემადგენლობაში, სამწუხაროდ მიქაუტაძე, მჭედლიშვილი, ნარიაშვილი ვეღარ ქაჩავენ კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ….
დააT
მე არ დავიბრალებ რაგბის სპეციალისტობას. ჩემი აზრით საქართველოს ნაკრები ამ მსოფლიოზე ძალიან ცუდი იყო. ფიზიკურად ძალიან სუსტები ვიყავით, ბევრჯერ ძალიან ახლოს ვიყავით ჩათვლის მოედანზე და ვერ ვდებდით ლელოებს, ჩვენს აუტებს ვაგებდით, სამაგიეროდ ჩვენს ჩათვლის მოედანზე მიღებული ლელოებიდან თითქმის ყველა იყო მარტივი შერბენებით დადებული. მაგრამ უცხოელი მწვრთნელის მოწვევას არ აქვს აზრი. უცხოელ მწვრთნელში დიდი ფულის ყრა რაში გვჭირდება იმ სპორტში სადაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხან ოდნავ უკეთესები ვიქნებით, ხან ოდნავ უარესები. ძლიერები რომ ვიყოთ ამისთვის ფინანსები არ გვაქვს და რაგბის საერთაშორისო ფედერაციაც არაფერს აკეთებს რომ ეს სპორტი განვითარდეს. ჩაკეტილი სპორტია, მხოლოდ ელიტური ნაკრებებისთვისაა. სტატისტიკა: მე-6 მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშეთ უელსთან თამაშში დავდეთ საიუბილეო 30-ე ლელო უელსთან თამაშში მივიღეთ საიუბილეო მე-100 ლელო
სერგო
უდავოდ დიდი და კარგი პოტენციალი აქვს ნაკრებს, თავდადება უფრო მეტი, უბრალოდ დისციპლინა და მეტი კრეატიულობა არის საჭირო, რომელიც უფრო მაღალი დონის მწვრთნელს შეუძლია მოიტანოს
გოგა
ბრძოლაში დამარცხდა?
სერგო
უდავოდ დიდი და კარგი პოტენციალი აქვს ნაკრებს, თავდადება უფრო მეტი, უბრალოდ დისციპლინა და მეტი კრეატიულობა არის საჭირო, რომელიც უფრო მაღალი დონის მწვრთნელს შეუძლია მოიტანოს
ენძო
დერეფანში ამდენ შეცდომას როგორ უნდა აგებდეს გუნდ,რომელიც ექვს ერში თამაშს ითხოვს.არცერთი გუნდი რომელმაც ჩვენ დაგვამარცხა არ იყვნენ დაუმარცხებლები.უბრალოდ ჩვენები ფიზიკური მომზადებით ძალიან ცუდ ფორმაში იყვნენ.მაისაშვილი ახლაც მსაჯებს შეაწმენდს ხელს და ამით მორჩება ყველაფერი.
მურთო
ბრძოლაში არანინაში დაამარცხა კიდე. სად ნახეთ ბრძოლა? ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით ხოლმე და როცა არ ვარგიან შენიშვნაც უნდა მისცეთ. გუნდს რომელსაც არაფერში ჭირდებოდა ჩვენთან მოგება ბურთი დაგვახია თავზე, ანგარიშით ნუ მსჯელობთ, თამაშშ თუ უყურეთ კარგად ნახავდით. როცა შენი 30 აუტიდან 35 აქებ(
Rezo
მაისაშვილმა პირობა ვერ შეასრულა, ამიტომ მიდის
ალექს
აი როგორ არ გაგვისკდეს გული რომ ესეთი პოტენციალის ნაკრები რაც ჯერ ფიჯისთან ვნახეთ,მანამდე ავსტრალიასთან მეორე ტაიმში და ახლა უელსთან მოუგებლად ასრულებს ამ ჩემპიონატს.. უკიდურესად სამწუხაროა რა..სამწვრთნელო შტაბი გადასახალისებელია. მაისაშვილის უმადური არავინ არ უნდა იყოს, მან მიიყვანა გუნდი იმ დონემდე რომ ტიერ1-თან ბრძოლა შეგვიძლია,მაგრამ სტაბილურად ვერ. მსაჯი დღეს ისევ არ გვწყალობდა(წინპასის რეკორდი მოხსნა უელსმა), სამწუხაროდ არც იღბალი იმათგან განსხვავებით. ცალკე აღსანიშნავია და ფიზმომზადების მწვრთნელი არის გამოსაკითხი რატომ გვაქვს მსგავსი ტრავმიანობა?!! დღეს ბოლოს მგონი 11 კაცით დავრჩით!! დერეფანი მარადი პრობლემაა- თამაშში ერთი-ორი აუტი შეიძლება დაკარგო მაგრამ ამდენი??!! დინამიკაში უელსმა ვერაფრით გვაჯობა- პირიქით, ჩვენ უკეთესები ვიყავით ჩემი აზრით. მოგვიგო დერეფნით, წინპასებით, უილიამსის ბრწყინვალე დარტყმებით და რათქმაუნდა ჩვენი ბავშვური შეცდომები არცერთი არ გვაპატია. ერთი სიტყვით, დიდი პოტენციალი აქვს გუნდს ჩვენი U20-ის გათვალისწინებით და სრულიად ახალი სამწვრთნელო შტაბია მოსაყვანი.
KOSTAKURTA
განვლილ თამაშებშიც დავწერე და ახლაც დავწერ 100-ჯერც რომ იყოს საჭირო.ამდენი უპასუხისმგებლო და უდისციპლინობის გამო დაშვებული შეცდომები უპატიებელია!7-ჯერ საკუთარი აუტი წავაგეთ.თამაშგარეში რამდენჯერ დავჯარიმდით აღარც მახსოვს.პასის მიცემის კულტურა საშინელეებაა! 3-ჯერ დაკარგული პასების გამო დაგვიდეს ლელო.ნინიაშვილის დადებული ლელოს შემდეგ ეიფორიიდან ვერ გამოვედით და კონცენტრაცია დაკარგულებმა უელსმა წუთშივე დაგვალელოვა.არადა ამ გუნდს ბევრად უკეთესი რაგბის თამაში შეუძლია აშკარად რომ არა ეს დასანანი საბედისწერო შეცდომები.ქართველებმა მართლა ვაჟკაცურად და ჯიგრულად იომეს.თავი არ დაზოგეს და ამისთვის გულწრფელი მადლობა.ახლა კი ისევ წინ,ახალი გამარჯვებებისაკენ!
Zviads
ჩემი მოკრძალებული აზრით ამ ნაკრებში უპირველესი პრობლემა მემტალობაა, სათამაშო ინტელექტი დაბალია, ტექნიკური შესრულება საშუალო ან დაბალი (აუტი, გადაყრა, დაფარება..), მეორე ხაზი პრობლემურია, ღერძი პრობლემურია, საერთო სისწრაფე საშუალო, შევსება მცირე.. ხოდა გინდა ედი ჯონსი ჩამოიყვანეთ და გინდა ფარელი შედეგი მაინც იგივე იქნება... გამოსავალი ჩემი აზრი, ამ ეტაპზე, არის ფრანჩაიზის განვითარება, იქ ახალი ბიჭების წამოწევა და ნაკრების ბირთვის შეკვრა ამ გუნდში და ნელ-ნელა ძლიერ ტურნირებში ჩართვა... გრძელვადიან პერსპექტივაში კი დიდი 10-ის დაფინანსების გაზრდა, სკოლებში რაგბის დანერგვა, ანუ მეტი ბავშვი რაგბიზე და შესაბამისად არჩევანის გაზრდა... მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, უკან არ დახევისთვის... გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!
ქართველი
2003 წლის შემდეგ პირველაფ ვბრუნდებით სახლში მოგების გარეშე. სრული ფიასკო, მართლა ყველაზე ცუდ სცენარშიც ვერ წარმოვიდგენდი ესეთ ცუდ შედეგს. გამოდით ეხლა და იიი იტალიასს მოვუგეთთ. ვის აინტერესებს ვის მოუგე აგერ 4 თამაშიდან მსოფლიოზე ვერცერთი ვერ მოიგე. მაისაშვილის გადადგომის განცხადებას ველოდები
ელიასი
მსაჯების ბრალია ამ ქვეყანაზე ყველაფერი. საერთაშორისო ფედერაციებიც დასანახად ვერ გვიტანენ. მხოლოდ ღრუსებს ვუყვარვართ, კიდევ უფრო მეტად ჩინელებს და ჩრდ.კორეელები კი თურმე საერთოდ ჭკუას კარგავენ ჩვენზე. ჰოდა, მათ ვეთამაშოთ, მაგათ ხომ ყველაფერში მოვუგებთ: რაგბიშიც, ფეხბურთშიც, კალათბურთშიც, წყალბურთშიც და, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია, პლიაჟის ჭადრაკშიც. სხვათა შორის, ამას წინათ წყალბურთის კომენტატორებმა 1-ელ არხზე იტალიის კლუბთან 9 ბურთით წაგებული მატჩის ბოლოს წაიტრაბახეს, რომ ასეთი მიკროსკოპული სხვაობით ამათთან ჯერ არ წაგვიგიაო. შესანიშნავი მეთოდია იდიოტთა დასარწმუნებლად, რომ ძლიერ საგძნობი წინსვლა ჩვენში სახეზეა გამოხატული და ამას დანახვა უნდა წადით კი არა და წაეთრიეთ!!!
gia
ლუზერების ქვეყანა გავხდით (ყველაფერში)
ბესო
ეს თამაში ვაჩუქეთ უელსს .უამრავი შეცდომა მშვიდ გონებაზე ვერ ვთამაშობთ ტაკტიკურად უსუსურები ვართ.ლელოები იდება ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გუნდი არ ჩანს.ამდენ შეცდომაც ერთა თასის არცერთი გუნდიც კი არ გაპტიებს.ამდენი ტრამვა არასდროს ყოფილა ანუ ფიზმომზადება და მედპერსონალი ჩავარდნილია. მაისაშვილო მადლობა და მშვიდობით .გუნდი სადაც ხმალაძეს და მისნაირებს ათამაშებენ შედეგს ვერ დადებს შეწყდეს ეს ნაცნობობით დაკომპლექტება ამოვიდა ყელში.
გოგა
#მაისაშვილიout!!!
Simartle
Lagbi cveni tamasia tasi vai tqvens patrons Ddddddddd
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
სამადლობელი "ბორჯღალოსნებს" - ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში!
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"