„სტუმრად შეიძლება ნებისმიერ გუნდთან დიდი სხვაობით დავმარცხდეთ, მაგრამ საშინაო თამაშებში ყველაფერი იცვლება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წაგება ყველას დაუშვებლად მიაჩნია და განსაკუთრებული აგრესიით და მონდომებით ვთამაშობთ“ – ამბობს ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ლევან ჩილაჩავა, რომელიც "კასტრში" მეოთხე სეზონს ატარებს.

"კასტრი" 13 იანვარს „პიერ ფაბრიზე“ ‘შავ ლომს’ მასპინძლობს. ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა ჩვენი დროით 19:15 საათზე დაიწყება და ტრიბუნებზე, რომელიც 12 500 მაყურებელს იტევს, 500-მდე ქართველიც იქნება.

„კასტრში რაგბი ძალიან უყვართ. რომ არა რაგბი, ალბათ მისი არსებობა არც არავის ეცოდინებოდა. სტადიონი 12 500 გულშენატკივარს იტევს, თუმცა დიდი თამაშებისას, მაგალითად "ტულუზას" წინააღმდეგ, ფაქტობრივად მთელი ქალაქი სტადიონზეა და სასწაულ ატმოსფეროს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავგადაკლული ფანები არიან, ისინი თავშეკავებითაც გამოირჩევიან და არასდროს გადადიან ზღვარს, მოწინააღმდეგე გუნდს და მის ფანებს მუდამ პატივისცემით ეპყრობიან“ – აღნიშნავს ჩილაჩავა.

იმის ფონზე, რომ "შავმა ლომმა" ჩელენჯ თასის პირველ ორ თამაშში თავი კარგად წარმოაჩინა, ერთი შეხვედრა მოიგო და 5 ქულით მეორე ადგილზეა, "კასტრი" ჩვენს დასახვედრად დიდი ენთუზიაზმით ემზადება, მით უმეტეს, რომ ბოლო საშინაო შეხვედრა "პერპინიანთან" 13:17 დათმო.

„მოედანზე ისე გავედით, თითქოს გამარჯვება გარანტირებული გვქონდა და ამის გამო ბოლო წუთზე დავისაჯეთ. მას შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე პირველად "შავ ლომს" ვეთამაშებით და სრული სერიოზულობით და მონდომებით ვემზადებით. ორშაბათს გვქონდა ვიდეო-ანალიზი და მწვრთნელებმა იციან, რომ მეტოქე მოდუნებას არ გვაპატიებს. რაც არ უნდა კრიზისში იყოს "სქარლეთსი", მისი უელსში დამარცხება იოლი არავისთვისაა. "შავი ლომის" სიძლიერეზე "გლოსტერთან" მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობაც მეტყველებს“ – გვიყვება 32 წლის ჩილაჩავა და განაგრძობს:

„მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "შავი ლომის" შემადგენლობის ნახევარზე მეტი საქართველოს ნაკრებში თამაშობს. არავინ ფიქრობს რომ ის ტურნირის დებიუტანტია. სეზონის დასაწყისში ჩელენჯ თასზე მიზნად ჯგუფური ეტაპის გადალახვა დავისახეთ და დარწმუნებული ვარ 13-ის თამაშზე მოედანზე ძლიერი შემადგენლობით გავალთ“.

2012-2020 წლებში ლევან ჩილაჩავას "ბორჯღალოსნების" კვართით 54 კეპი აქვს მოხვეჭილი (10 ლელო). 2011 წლიდან ის ტოპ 14-ის კლუბების – "ტულონის", "მონპელიესა" (2018-იდან) და "კასტრის" (2020-იდან) ღირსებას იცავს და მოედანზე ბევრჯერ შეხვედრია ქართველ ოპონენტს, მაგრამ არასდროს უთამაშია ქართული გუნდის წინააღმდეგ:

„ჯერ არ ვიცი, ვიქნები თუ არა სათამაშო შემადგენლობაში, თუმცა უცნაური შეგრძნება უკვე მაქვს. "გლოსტერთან" და "სქარლეთსთან" რა თქმა უნდა, "შავ ლომს" ვქომაგობდი, მის შემადგენლობაში ხომ არაერთი ისეთი მორაგბეა, რომელთა მხარდამხარ მითამაშია და ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ პროფესიონალი ვარ და თუ თამაში მომიწევს, აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებ“.

შეგახსენებთ, კასტრიდან დაბრუნების შემდეგ "შავი ლომი" ჩელენჯ თასის დასკვნით ტურში თბილისში, „მიხეილ მესხზე“, 20 იანვარს კიდევ ერთ ფრანგულ გრანდ "კლერმონს" დაუპირისპირდება.

Rugby.ge

გიორგი
მაისაშვილის ერთერთი უდიდესი შეცდომა ჩილაჩავასთან ურთიერთობის გაწყვეტაა. საერთოდ, მაისაშვილს უჭირს ძლიერ მორაგბეებთან ურთიერთობა.
გიკი
სამწუხაროდ ვერ მივდივარ მაგრამ ბევრი იქნება 500 ზე მეტი ქართველები
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
"კასტრი" – სახლის გუნდი
ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას "მეტრო რასინგში" გააგრძელებს
"შავი ლომი" სტუმრად "კასტრთან" დამარცხდა
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
ჩელენჯ თასი | კასტრში 500 ქართველთან ერთად
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
დიდი დესანტით კასტრში
ჩელენჯ თასი | დებიუტანტებით წლის პირველ მატჩში
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!