ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ნაპოლის" ნაადრევი მატჩი - როცა კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა...

"ნაპოლის" ნაადრევი მატჩი - როცა კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა...

ფეხბურთელები და გულშემატკივრები ისევ "ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩის ემოციების ქვეშ არიან; ხვიჩა კვარაცხელიას მოედნიდან ნაადრევად გასვლასა და მის რეაქციაზე დიდი მსჯელობა არ წყდება. სავარაუდოა, რომ მწვრთნელი კალცონა "კვარას" ინდივიდუალურად გაესაუბრებოდა, მათ გასაცნობად დრო თითქმის არ ჰქონიათ. "ნაპოლიმ" საშინაო ასპარეზზე ოთხეულისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს და 26-ე ტურში (სულ 38 ტარდება) სერია "ბ"-დან კიდევ ერთ აღზევებულ გუნდს, "კალიარის" ესტუმრება - დღეს, 25 თებერვალს, 18:00 საათზე.

ბოლო შეხვედრაში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დაბრუნდა, თუმცა ამჯერად განსაკუთრებული ურთიერთქმედება ვერ დავინახეთ. ახლად დანიშნული მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მისი მიღწევა უნდა იყოს. პირველი წრის მატჩში (16 დეკემბერს) ნეაპოლელებმა ხვიჩას გოლით (2:1) გაიმარჯვეს, რაშიც ნიგერიელის წვლილი დიდი იყო. გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც მაშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოვაქვეყნეთ - "გუნდმა გასული სეზონის საუკეთესო პერიოდის ფრაგმენტები შემოგვთავაზა, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეუჩერებელი, ერთმანეთთან განსაკუთრებული ენერგიით შეკავშირებული და დამანგრევლად შედეგიანი იყო. ეს უკვე ოპტიმიზმის საბაბს იძლევა. საკმაოდ დიდი ხანია, ცენტრფორვარდისგან ისეთი სილამაზე, ესთეტიკურობა, ფიზიკური მონაცემებისა და ნატიფი ტექნიკურობის შეთავსება არ გვინახავს, როგორც ეს ოსიმენმა გააკეთა... კვარაცხელიას ის მოლოდინი, როცა ძელიდან ასხლეტილი ბურთის ბადეში გახვევას ელოდა, ამაღელვებელი იყო. წამი, რომელშიც ბევრმა რამ გაიელვა - კიდევ ერთი წარუმატებლობა მისთვის არაფრით შეიძლებოდა, ის ასე ფიქრობდა..."

კვარაცხელიამ "კალიარის" პირველ წრეში გამარჯვების გოლი გაუტანა

ლეგენდარული კლაუდიო რანიერის გუნდი გასავარდნ ზონაშია. წინა ტურში "კალიარის" "უდინეზესთან" ქულა "ნაპოლიდან" სეზონის ბოლომდე აყვანილმა ჯანლუკა გაეტანომ მოუპოვა. ზემოხსენებულ პირველ დაპირისპირებაში გაეტანო ნეაპოლელთა რიგებში თამაშობდა, თუმცა თავს ვერაფრით გვამახსოვრებდა.

თუკი მაცარი კვარაცხელიას ფლანგიდან ცენტრში გადაწევაზე ჩამოყალიბდა, თუკი ლინდსტრომი მარცხნივ თავს მშვენივრად გრძნობდა, კალცონა მსგავს თემებზე რამდენად იფიქრებს, ჯერ არავინ იცის. ისე ჩანს, ნახევარდაცვაში ტრაორემ მაქსიმალურად ბევრი დრო უნდა მიიღოს; როტაციის პრინციპით (თუკი მწვრთნელი ამაზე ფიქრობს), მარცხენა მცველის პოზიციაზე ახლა რუის ველით, ცენტრში კი ჟესუსი ნათანმა უნდა ჩაანაცვლოს. დისკვალიფიცირებულ კაპიტან დი ლორენცოს მაცოკი შეცვლის.

ნეაპოლელებს კალიარელებთან თითქმის არასდროს უჭირთ. რაც შეეხება ხვიჩას, მან "ვერონას" ორივე მატჩში გაუტანა და იმედია, ამას "კალიარისთანაც" შეძლებს.

შეხვედრას 39 წლის ლუკა პაირეტო განსჯის. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე ისეთ არბიტრებს ამწესებენ, მათ დაპირისპირებებში ნაკლებად რომ გვინახავს. აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასთან" საპასუსო დუელამდე "ნაპოლი" კიდევ 3 გუნდს შეხვდება, მათ შორის კი, ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

• სიმართლე

ფსიქოლოგი აიყვანე. აშკარად გამოგადგება ყველაზე მეტად. თუ არც ამას გაითვალსიწნებ, არაა პრობლემა. წინაზეც არ გაითვალისწინე და შედეგებს ხედავ.

• ზვიადი

სანიოლი თუ ყველაზე კარგად შეარჩევდა კვარაცხელიას პოზიციას, არ მეგონა მწვრთნელის დავალებით დღეს აშკარად მეტს მუშოაბს დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც და ბურთს ისე უფრთხილდება, ზედმეტ ფინტს არ აკეთებს, სახეზე კი ჩამქრალია

• სოსო

ღვთისავარს ალბათ არ ეწყინება,რადგან ეს საყვედური,ყველაზე ნაკლებად,სწორედ მას ეხება.დანარჩენში, შენ გვერდით ვარ.მართლაც ძალიან "ვგრუზავთ",ხვიჩას.არც ამდენი ხბოს აღტაცებით დითირამბების ფრქვევაში გადაჭარბებაა საჭირო და არც ეს შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ლანძღვა გინება შეიძლება,ადამიანს ყველაფრის სურვილს რომ უკლავს.ზომიერებაა საჭირო ქებაშიც და კრიტიკაშიც.განსაკუთრებით,ეს კრიტიკას ეხება,რადგან არაკეთილგანწყობილი კრიტიკა,რომელიც ჩვენში ცხოვრების ყოველდღიურ წესად გადააქციეს, მავანმა მედიასაშუალებებმა,უკვე რიგით მოქალაქეებშიც მკვიდრდება და ყველას უწამლავს ცხოვრებას.საერთოდაც,თუ რაიმე არგუმენტი არ გაქვს და ისე ამბობ რაიმე ცუდს,ამას ლანძღვა ჰქვია და არა კრიტიკა.

• ხვიჩა კვარაცხელია

მადლობა თემურ მეგობარო. რომ ჩამოვალ საქართველოში გინახულებ. დალევ რამეს?

• მამუკა

რა შუაშია აქ მორწმუნე ხარ! მორწმუნე ქილერი ათობით ,შეიძლება უდანაშაულო ს საიქიოში ი ს ტ უ მ რ ე ბ ს! ,მაღალი რანგის საეკლესიო ,პირი , ჯარს ლოცავს (კაცი არ კლა და..მოუწოდებს ,,მ ო ძ მ ე " მტრები რაც შეიძლება ბევრი და მალე მოკლან!) ახალგაზრდა ბიჭს კი თურმე უფლება არა აქვს უკმაყოფილება გამოხატოს! მორწმუნეა ? ალბათ კი მაგრამ ეს მას უფლებას ვერ წაართმევს,უკმაყოფილება გამოხატოს! ორივე ხელის შუა ნ ა თითის ჩვენებით ა ც კი! ბატონო ,,პროფესორო" თემური! და ვინც შენს აზრს იზიარებს¡¡ იცი უკმაყოფილება ერთი ქვეყნის დედაქალაქის ფეხბურთის მოედანზე, ჩვენმა ,,დ ი ნ ა მ ო ე ლ მ ა" თ ო რ ა ძ ე მ როგორ გამოხატა?? არ ი ც ი !? ძალიან ა ც კარგი..

• gel-100

გცხვენოდეს ამ კომენტარის დაწერის გამო,,მიკვირს რატო მოგდით თავში ესეთი აზრები??ეს რო შენი მოგონილია მაგას ბავშვიც მიხვდება,,ალბათ ცოტახანში დაწერ როცა არ მისდის თამაში ნაჩხუბარია მეუღლესთან და როცა რიგდებიან მერე კარგად თამაშობსო,,რა ვიწრო საახლობლოდან იცი ჯერ იმ კაცის დედას შევეცი ვინც შენ მაგაზე გელაპარაკა

• იქნებ ხვიჩამ წაიკითხოს! თემური

ხვიჩა, შენ ფიქრობ, რომ ეხლა მარტო ხარ? და ნაპოლის გუნდში ბევრს შენი არ ესმით? ნაწილობრივ, რაღაც გაგებით შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ შენ მორწმუნე ხარ და ყველა მორწმუნე ძლიერია! მე სულიერ სიძლიერეზე მაქვს საუბარი (არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს ამ სიტყვებს!) დარწმუნებული ვარ შენ არ შეგეშლება და აუღელვებლად, ემოციების გარეშე სწორად შეაფასებ შენს ირგვლივ ყოველგვარ სიტუაციას, რაც შემდეგში, ხო შემდეგში ყველა გაგებით ძლიერს გაგხდის! წარმატებები ხვიჩას! და ეს ასეც იქნება...

• ვოოტ-ს

მგონი ამ ავტორის ქვეშ ეგ ყველაზე ნაკლებად უნდა დაიწეროს, რადგან პრევიუ თუ ანალიზო საჭიროა, თანაც კომპეტენტური. ზოგადად, გეთანხმებით, მაგრამ ეგეც ჩვენი, მკითხველების ბრალია, მხოლოდ ხვიჩას სტატიებს ვხსნით და ვეცნობით

• ერი

მაცარი არ უნდა გაეშვა ლაურას! გვიან მაგრამ გუნდად აქცევდა ისევ! ეს კარლსონა სულ დააქცევს

• ვოოტ

მგონი, ღვთისავარს არ უნდა ეწყინოს, თუ ვიტყვი, რომ ლელო-ში დაიდო ძალიან კარგი და ობიექტური სტატია - კვარაცხელია და მედლის ორი მხარე. პირადად მე, ყველა სიტყვას ვეთანხმები და ვიზიარებ იმ აზრს, რომ ყველაზე მეტად ხვიჩას მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ვნებს... არ შეიძლება, ახალგაზრდა კაცის ყველა საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ნიუსი და ჭორ-მართალი ყველგან განხილვის მთავარი თემა იყოს და გამორიცხულია, რომ ეს მის ფსიქიკაზე არ აისახოს... აქ უსაქმური ტიპები ლამისაა კომენტარებში გაუძვრნენ ერთმანეთს ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო და წარმოიდგინეთ, ხვიჩას რამდენის ატანა უწევს, თქვენ გაუძლებდით?!...

• gzp

სკამზე დასმა მოუხდება, მაგას და ყველა სხვას ვინც ხელების შლას დაიწყებს. დაეშვებიან მიწაზე

• ბ. დილანიშვილი

შესანიშნავია. ასმათანავე გაცნობებთ, რომ გაგუნაშვილმა და ფაფუნაშვილმაც მოუმატეს და დავაყენოთ ნაკრებში კვირკველიასთან ერთად.

• მანფრედ კალცს

საინტერესოა, თუმცა გამოიყენება "ახლად დაქორწინებული წყვილი", "ახლად აღმოჩენილი გარემოებები", "ახლად აშენებული ბინები", "ახლად შეძენილი ნივთი"

• Naomi

ხვიჩას ძაან ვიწრო საახლობლო წრიდან ვიგებთ რომ, ხვიჩა ძაან განიცდის დროის(თვეების) გასვლის პარალერურად რომ მისი მეუღლე არაწ ფეხმძიმედ.( ძაან უნდა თურმე შვილი) და რაც მეტი დრო გადის ნერვიულობა ეტყობა. და ვინმემ დაელაპარაკოს რომ ეგ აღარაა სანერვიულო მედიცინის დღვანდელი განვიათარბის პირობებში.ნუ თწვისთავს რო არ გავს ფსიწოლოგიურად ფაქტია. და…

• kaxa

პაპუნაშვილმა აშკარად მოუმატა და მგონი ღირს ნაკრებში მისი გამოძახება, კვარას დისკვალიფიკაციის ფონზე! რაც შეხება კვარას, კვარა ნაკრებში ყოველთვის მზადაა!

• მანფრედ კალცი

ავტორს! ახლად დანიშნული ნიშნავს თავიდან, ხელმეორედ დანიშნულს. ახალ დანიშნული კი არის ცოტა ხნის წინ დანიშნული. სხვა მხრივ ვუერთდები აქ გამოთქმულ მოსაზრებებს.

• ქ. გ.

კაცუნა Cazzo-na და ეშმაკუნა აურია-ელიო ნაპოლის გაანადგურებენ.

• სოსო

ეს ჩემი სეხნიას პოსტია,მეგობრებო!კომბლეს მუდმივი ღადაობა არც მე მომწონს,ძალიანაც მასღიზიანებს,მაგრამ ასეთი სიტყვებით საიტზე შემოსვლას,არც ჩემ თავს ვაკადრებ, არც თქვენ და არც კომბლეს.

• gio9

შური ოხერია ტავკომბალავ

• სოსო

კომბლეს მოხდა კომბალი ტ---------ში.დდდ

• ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი

სპორტალ!!დანი ალვეშის პატიმრობას რატომ აუარეთ გვერდი??ქალთმოძულეების რეაქციის გეშინიათ??

• კ ო მ ბ ლ ე

ფუყე გამოდგა ეს კაკალი ფუუუ ყეეეე!

• ამაშია საქმე

ბატონო ჟურნალისტო მთავარი პრობლემა კვარაცხელიას ცუდ ფორმაშია,რომელიც კარგავს იმ თვისებებს რომლითაც ერთი წლის წინ ბრწყინავდა.დრიბლინგი,მოულოდნელი პასები,კარებში დარტყმები.სანამ ძველ ფორმას არ დაიბრუნებს რასაც თავდადებული შრომა ჭირდება არაფერი ეშველება და ყოველთვის მოგიწევთ სხვადასხვა მიზეზებით მისი გამართლება.

"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე

"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა

პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს

ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს

"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა

სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა

უარი 2 მილიონ ევროზე - დიოკერეში "არსენალში" ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს

"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა