ჭიდაობაძიუდო
იპონი 44 წამში - გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო [VIDEO]
ნიკალა მახარობლიშვილი
17:05/26-04-2024
+-
00:00 / 00:00

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

VideoSportall.Ge

26.04.24. შავდათუაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
18
არჩილ
(1)
/
Dislike(0)
ვულოცავ საქართველოს ტატოს გამარჯვებას! საოცარი ბიჭი გვყავს! წარმატებები ოლიმპიადაზე ჩვენს ტატოს!
11:57:06 AM 4/27/2024
გამოხმაურება(0)
jordan beli
(1)
/
Dislike(0)
ძიუდოზეა სტატია და ფეხბურთზე მსჯელობთ.რა გჭირთ ხალხო ერთი საქებარი სიტყვა დაწერეთ რა ბიჭები გვყავს.ტატო ფენომენია.აი შავიზე რა შეიძლება ითქვას ძიუდოს კრიშტიანო რონალდოა!(თუ კრიშტიანო არი ფეხბურთის შავდათუაშვილი)
3:41:23 AM 4/27/2024
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2