საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-5 ადგილი დაიკავა. კოტე ტუღუშისა და ძმების – დავით და სანდრო ნოზაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ბოლო მატჩში სლოვაკეთის ნაკრები 96:79 დაამარცხა და მე-5 ადგილზე გავიდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო და 2-ში მარცხი განიცადა. სამწუხაროდ, ამ ორში ერთია საკვანძო, უკრაინასთან მეოთხედფინალური მატჩი, რომელიც ქართველებმა დათმეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

მას შემდეგ საქართველომ ორივე მატჩი მოიგო და მეოთხედფინალიდან გავარდნილ 4 გუნდს (სლოვაკეთი, უნგრეთი, პორტუგალია) შორის საუკეთესო – მე-5 ადგილი დაიკავა. უნგრეთთან მატჩი არ ყოფილა იოლი, რომელიც მადიარების ლიდერობით დაიწყო. უნგრელებმა პირველი პერიოდი 22:20 მოიგეს და დანებებას არ აპირებდნენ. საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხა პირველი ტაიმის ბოლოს შეიტანა, თუმცა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მაინც ვერ მოიპოვა – 46:40 პირველი ნახევრის შემდეგ.

მესამე პერიოდში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც ქართველებმა 3 ქულით მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 9 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ყველაფერი გაირკვა. საქართველომ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და საბოლოოდ 17 ქულით მოუგო, რაშიც ლომის წილი საკალათბურთო კლუბ “ქუთაისის” წევრებს – გიორგი ოჩხიკიძეს და გიორგი სულაბერიძეს მიუძღვით. პირველმა 27 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, სულაბერიძემ კი შეხვედრა 26 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. გამოირჩა ვატო გაჩეჩილაძეც, რომელმაც 14 მოხსნა და 7 ქულა მოაგროვა, ლუკა ლომთაძემ შეხვედრა 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. ლუკა ალავიძემ შეხვედრა 14 ქულითა და 5 პასით დაასრულა.

ტურნირის შემდეგ დასახელდა ტურნირის საუკეთესო (სიმბოლური) ხუთეული, რომელშიც გიორგი სულაბერიძე შევიდა. ქართველი ფორვარდი ჩემპიონატის განმავლობაში საშუალოდ 19.6 ქულას (ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი) და 10.9 მოხსნას (მეორე საუკეთესო) აგროვებდა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21.4-ს (მეორე საუკეთესო) შეადგენდა.

ამით, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი დასრულდა. ფინალში მასპინძელმა რუმინეთმა უკრაინას 80:58 მოუგო. ორივე გუნდმა A დივიზიონის საგზური მოიპოვა. მესამე საგზური ფინეთს ერგო, რომელმაც ბრინჯაოს მატჩში ნიდერლანდები 73:56 დაამარცხა.

GBF.GE

გიო
სულაბერიძის და ქართველების გარდა რომ არ გვყოლოდნენ ბოლო ადგილით დავამთავრებდუთ.უცხეთში წასულები სულ დაბალი დონის გუნდში თამაშობენ და მწვრთნელებს გონიათ იფრენენ. შედეგიც სახეზეა.საქართველოში მომზადებულები რომ წაგეყვანათ ხომ ა ლიგა გარანტირებული იქნებოდა.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება
საქართველოს U20 ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად ესტონეთის ძლევა სჭირდება