საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩვენმა გუნდმა პოლონეთის ნაკრები დაამარცხა და საფრანგეთისა და სლოვენიის შემდეგ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფის ყველა მონაწილე გადადის პლეი ოფში, სადაც მერვედფინალში სხვა ჯგუფის წარმომადგენლებს უწყვილდებიან.

A ჯგუფი B-ს, ხოლო D ჯგუფი C-ს ჯვარედინად უწყვილდება. საქართველო, როგორც C ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული გუნდი, მერვედფინალში D ჯგუფში მე-2-ზე გასულს ხვდება. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, თბილსის დროით დაახლოებით 21:30 საათზე გაირკვევა, როცა დასრულდება საბერძნეთისა და იტალიის მატჩი. ამ 2 გუნდთან ერთად შესაძლებელია საქართველოს შეხვდეს ისრაელიც. ეს ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა.

ქართველებმა პოლონეთთან მატჩის პირველი ტაიმი 32:36 წააგეს, გადამწყვეტი მეოთხედის წინ კი 6 ქულით ჩამორჩებოდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე პოლონელებმა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ ქართველები არ გატყდნენ. ილია სულაძის, ირაკლი ქარდავას, მათე ყავლაშვილის და მათე ხატიაშვილის შედეგიანი თამაშით ჩვენებმა ჩამორჩენა ხომ შეამცირეს და თამაშის დასრულებამდე 3 წუთთ ადრე, გაათანაბრეს კიდეც.

ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ნიკოლოზ გიგინეიშვილის სამქულიანი, რომლის შემდეგაც საქართველო 63:60 დაწინაურდა. გამარჯვების მომტანი ქულები ხატიაშვილმა მიითვალა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 67:62. საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდი 20:9 მოიგო და ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი ირაკლი ქარდავა გახდა, 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა ილია სულაძეს, ხოლო მათე ხატიაშვილმა და მათე ყავლაშვილმა 11-11 ქულა ჩააგდეს.

GBF.GE

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა