კარგია, რომ ელიტარულ საფეხბურთო ლიგებში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა (6) გაიზარდა. არიან ისინიც, რომლებიც ამასთან ერთ ნაბიჯში იმყოფებიან. დღეს ვისაუბროთ ჩვენებურებზე, რომლებიც ინგლისის, გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის რანგით მეორე დივიზიონებში ასპარეზობენ. გასულ წელს წარმომადგენელი საფრანგეთის ლიგა 2-შიც გვყავდა, თუმცა ზურიკო დავითაშვილი წელს ახლადაღზევებულ "სენტ ეტიენში" ითამაშებს.

"ჩაკვემ" მაგრად დაიწყო

გაგვიჭირდება თქმა, "უოტფორდი" რამდენად ამბიციურ მიზნებს დაისახავს და პრემიერლიგაში გადასასვკელად იბრძოლებს, მაგრამ პირველი ტური ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგი იყო. გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ბევრი არ გააქვს და ახლა შორეული, ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

"ჩაკვე" განსხვავებულ უნარებს გვთავაზობს, ევროპის ჩემპიონატზე ის ართმევებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რასაც ცოტა ხნის წინ, ალბათ, ვერ წარმოვიდგენდით. გიორგის დახვეწილი პასების გვეიმედება და გასული სეზონის მიღწევა (3 შედეგიანი პასი) უნდა გააუმჯობესოს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ექსფეხბურთელმა კლევერლი 3-მცველიან ტაქტიკაში ჩაკვეტაძეს მარცხენა შემტევის პოზიციაზე იყენებს.

პირველმა ტურმა რაც გამოაჩინა, ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი უეინ რუნის "პლიმუთი" იქნება, "შეფილდი" კი აღზევებას ეცდება; იგივე მიმართება შეგვიძლია "ლუტონსა" და "ბარნლის" შორის გავაკეთოთ; "ბლექბერნი", "სანდერლენდი", სადაც ჯუდ ბელინგემის 18 წლის ძმა, ჯობი თამაშობს და "ვესტ ბრომვიჩი" ამბიციურები იქნებიან; "მიდლსბროს" კიდევ ერთი "მანჩესტერელი", მაიკლ კერიკი თავკაცობს.

უოტფორდელებს უახლოესი მატჩი "სტოკთან" საკუთარ "ვიქერიდ როუდზე" (22 200 მაყურებელი) აქვთ.

"კარლსრუემ" და ბუდუმ თუ ასე განაგრძეს...

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ქართველის ანგარიშზე კი სამი გოლია. დასაწყისი ისეთია, გუნდმა ბუნდესლიგისთვის უნდა იბრძოლოს, ბუდუმ - ბომბარდირობისთვის.

ჯერჯერობით აქ ყველაზე კარგად "პადერბორნმა" დაიწყო. მოგეხსენებათ, მეორე ბუნდესლიგაში ბევრი სახელოვანი კლუბია - "შალკე", "ჰამბურგი", "კაიზერი", "ჰერტა"...

სანაკრებო პაუზამდე ზივზივაძე ჩემპიონატში მხოლოდ ორ მატჩს ჩაატარებს ("ელფსბერგი" და "ბრაუნშვაიგი"), დაბრუნების შემდეგ კი "შალკეს" ესტუმრება. ამასობაში, მათი რეალური ძალა გამოიკვეთება.

თუკი "ქოჩორა" არ წავა...

"ლა ლიგა 2"-ში ამჟამად ორი ქართველი გვყავს, თუმცა გიორგი ქოჩორაშვილს უფრო ამბიციურ კლუბებს უკავშირებენ და არავინ იცის, ის "ლევანტეში" რამდენად დარჩება.

პირველ ტურში, 18 აგვისტოს, ვალენსიელები "ხიხონს" ესტუმრებიან. რაც შეეხება ქართველების დაპირისპირებას, ის 27 ოქტომბერს უნდა შედეგეს, როცა გიორგი წიტაიშვილის "გრანადა" "ლევანტეს" უმასპინძლებს.

"გრანადა" "ვილიარეალიდან" გამოცდილი ნახევარმცველით, მანუ ტრიგეროსით გაძლიერდა, "ეიბარიდან" მეკარე ლუკა ზიდანი (ზინედინის ვაჟი, რომელიც "რეალშიც" იყო) 500 ათას ევროდ შეიძინეს.

ქართელი ფეხბურთელების გუნდებს ამბიციების ნაკლებობა არ უნდა გააჩნდეთ...

იტალია

სერია "ა"-ში მთავარი ვარსკვლავი (ხვიჩა კვარაცხელია) გვყავს, იტალიის რანგით მეორე ლიგაში (სერია "ბ") კი შესაძლოა, სამმა ქართველმა ითამაშოს. ივა გელაშვილს "სპეციაში" ბევრი დრო არ ჰქონდა და ახალი გუნდის მოლოდინშია, ის ახლა იჯარით ბათუმის "დინამოს" ეკუთვნის.

გიორგი კვერნაძის პროგნოზი ბოლო დროს საგრძნობი გახდა. 18 აგვისტოს მისი "ფროზინონე" "სამპდორიას" მასპინძლობით იწყებს. რამდენად შეძლებენ ისინი კვლავ მაღალი მიზნები შეინარჩუნონ, ამის თქმა გაგვიჭირდება. მთავარია, კვერნაძემ მეტი ნდობა იგრძნოს.

გასულ სეზონში აღზევებამდე ცოტა დააკლდა ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს." ამ გუნდის განაცხადში 19 წლის ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძეცაა. კრემონელთა შესაძლებლობების შესახებ მალე უნდა გავიგოთ.

დაველოდოთ, სექტემბრის დადგომამდე კიდევ რა შეიცვლება!...

gel-100
ილო არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ მახათს გირჩევ რო არ გასკდე ბოღმით და სიბოროტით,,ჯერ გირჩევ წერა კითხვა ისწავლო იმისთვის რო სწორად და გამართულად გადმოსცე შენი ნააზრევი, მერე კიდე იმას გირჩევ რო კაცმა სწორედ წერა და აზრის გადმოცემა არ იცი და სხვას როგორ აქილიკებ?? აიღე დაიღე მაინც მეორე ლიგის ფეხბურთელები არიანო რო წერ ჯერ აიღე დაიღე რას ნიშნავს?? და მერე შენ უკეთესი სამსახური და ხელფასი გააქ? მთავარია ევროზე გავედით და საკმაოდ კარგი შედეგიც გვქონდა და მაგ ევროთი ვინ დღეს ისარგებლებს და ვინ ხვალ ეგ გამოჩნდება მალე,,მხოლოდ შენნაირ არაფრისმცოდნეს თუ ეგონება რო ერთხელ ევროზე მოხვედრა მთელი ჩვენი ფეხბურთის და ფეხბურთელებისთვის ახალ გუნდებში გადასვლის წინაპირობა იქნებოდა და მთელი ნაკრები შეიცვლიდა გუნდს, სინამდვილეში ამ ევრომ პროგრესი მოუტანა ყველას ვინც ითამაშა და ვინც არ ითამაშა ბევრი იმათაც შეეხოთ ეს ევრო შეხედეთ ვინ იყვნენ ევრომდე და ვინ არიან დღეს ბუდუ, ქოჩორა, მიქაუტაძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, რამდენი გადავიდა უკეთეს გუნდში და უკეთეს კონტრაქტზე და რამდენი კიდევ გადავა დადექი და ითვალე შენ შე საწყალო
გიორგი
რავიცი მეორე ბუნდესლიგა და ჩემპიონშიპი მე მაღალი დონის ტურნირი მგონია და ეს მარტო ჩემი აზრი არაა
tngh
წარმატებები ჩვენს ბიჭებს და საქართველოს ნაკრებს!!!
ILO
სამწუხაროა,მაგრამ აიღე -დაიღე მაინც მეორე ლიგის ფეხბურთელები არიან და ეგ არის რაც არის, ფაქტიურად მხოლოდ მიქაუტაძემ იხეირა ნაკრების მიღწევებით და ისიც ნაწილობრივ,რადგანაც მისი მარსელში გადაბარგება ძირითადაც საკლუბო შედეგმა განაპიროვნა ვიდრე ნაკრებში გატანილმა მისმა გოლმა და ორმა შეგდებულმა პენალტმა. სხვა დანარჩენი კვარას ჩათვლით ისევ იქ დარჩნენ სადაც იყვნენ-მართალია ათასი ჭორი ვრცელდება ამა თუ იმ ფეხბურთელზე, მაგრამ.... ერთად-ერთი ქართველი ფეხბურთელი დღეს,რომელის სუპერკლუბში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია მამარდაშვილია და სხვებზე რაღაც დავარცხნილი სტატიების კეთება, გადამეტებული ბაქი-ბუქია და მეტი არაფერი-ჩემის აზრით რა თქმა უნდა...
Რერო
მეორე ბუნდესლიგაში ისეთი სახელიანი კლუბები არიან რომ , მიუხენის ბაიერნი რომ დაუმატო პირველი ბუნდესლიგა უფრო შეეფერება ერქვას.
გიორგი
ჩემპიონი ბიჭები გვყავს.კარგი უცხოელი მწვრთნელი დაგვხატავდა ეხლა.
Givi
კარგი ბიჭები არიან მეორე ლიგებში და მალე დაწინაურდებიან აუცილებლად, მთავარია შემდეგი თაობები წამოვიდნენ და ასეთ ლიგებში ითამაშონ, რამდენიმე წელში ძალიან ძლიერი ნაკრები გვეყოლება.
გიორგი
ჯერჯერობით ჩემპიონშიპის რაც თამაშები ვნახე ჩაკვეს ტოლი ვერავინ ვნახე ვფიქრობ ისეთ ტურნირზე როგორიც ჩემპიონშიპია იყო ერთერთი გამორჩეულ ბევრ პრესპექტივას აჩენს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შეუშვეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] გოლი ბოლო წუთზე - გოჩოლეიშვილის კაცნაკლულმა "ჰამბურგმა" "შტუტგარტს" მოუგო
"ლივერპულმა" ლონდონში "ვესტ ჰემს" სძლია - მამარდაშვილი სათადარიგო იყო
ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა" - ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
[VIDEO] "სარაევოს" საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა
[VIDEO] მამუკელაშვილის 13 ქულა და "ტორონტოს" მოულოდნელი მარცხი "შარლოტ ჰორნეტსთან"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგის" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXVტური] ...მათ სჩვევიათ ხოლმე კარის გაჯახუნება!
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
[VIDEO] ქვილითაიას ლამაზი თავურით დაიწყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" ბერლინში თითქმის წაგებული მატჩი მოიგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"კვარა" შეცვალეს - პსჟ სტუმრად "მონაკოსთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
კვერნაძის "ფროზინონე" თასზე "კალიარისთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა - დემბელე სასტარტოში ბრუნდება
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ზივზივაძე ტრავმის გამო "ჰაიდენჰაიმს" "უნიონ ბერლინთან" ვერ დაეხმარება
[VIDEO] ქოჩორაშვილის პრეასისტი და სრული მატჩი - "სპორტინგი" თასის მერვედფინალში გავიდა
წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" სახლში "რენთან" დამარცხდა
დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" ბერლინში თითქმის წაგებული მატჩი მოიგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგის" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
"კრემონეზემ" ისევ მოიგო - ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში - "მეცი" "ბრესტთან" დამარცხდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
"უოტფორდმა" მდგომარეობა გამოასწორა - კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შეუშვეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
მოლოდინი სრულდება - ჩაკვეტაძე "პრესტონთან" მატჩის განაცხადშია
"ნიურნბერგმა" მოიგო - ლოჩოშვილი შემდეგ მატჩს გამოტოვებს
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა - "უოტფორდი" "პრესტონს" დაუზავდა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
კვერნაძემ სერია B-ში იფრინა [VIDEO]
[VIDEO] ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
[VIDEO] ლოჩოშვილის მოპოვებული პენალტით "ნიურნბერგმა" "კაიზერსლაუტერნთან" ფრეს მიაღწია
ორივე ქართველი სასტარტოში და "მეცის" მორიგი წაგება