ხვიჩა კვარაცხელიამ დახუნძლული 2025 წელი კიდევ ერთი ტიტულით, მსოფლიოს საკონტინენტთაშორისო თასით დაასრულა. საკმაოდ დიდი ხანია, "კვარას” ნორმალურად დასვენების საშუალება არ ჰქონია, გასულ ზაფხულს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იყო, 2024-ში კი ევროპის ჩემპიონატი. ქართველი ფეხბურთელი ცოტას ამოისუნთქავს და ალბათ რამდენიმე დღით სამშობლოშიც ველით.

პსჟ-ს ჯერ წელი არ დაუსრულებია, დღეს, 20 დეკემბერს (ჩვენი დროით 23:59 სთ) თასზე (1/32 ფინალი) სამოყვარულო გუნდთან (ფონტენე) ითამაშებს, სადაც დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობას დასვენების საშუალება მიეცემა. მორიგი შეხვედრა კი 4 იანვარსაა.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში შობასა და ახალ წელს იზეიმებენ, მე-17 ტური უკვე 2 იანვარს (ცხრილის ლიდერი ლანსი ითამაშებს) დაიწყება, ტურს კი პარიზული დერბი დახურავს, “პარკ დე პრენსს” “პარიზი” ესტუმრება.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 8 იანვარს კიდევ ერთი ტიტულის მოგება შეუძლია, როცა საფრანგეთის სუპერთასისთვის “მარსელს” შეხვდებიან. ეს მატჩი უკვე ქუვეითში ჩატარდება, ჯაბარ ალ-აჰმადის სტადიონზე.

21 იანვარს ლუის ენრიკეს ბიჭებს უკვე ჩემპიონთა ლიგა ელით, ასე რომ წლის ბოლოს მოკლევადიანი დასვენება მართლაც მოუხდებათ.

რაც შეეხება წლის ბოლომდე სხვა მნიშვნელოვან ამბებს, ესპანეთში კვირას, 21 დეკემბერს(19:15 სთ), გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ბარსელონას" უმასპინძლებს და 2025 წელს ისინიც დაასრულებენ.

კვირასვე, 20:30 საათზე, ბუდუ ზივზივაძის (ტრავმირებულია) "ჰაიდენჰაიმი" მიუნხენის "ბაიერნს" ესტუმრება, შემდეგი შეხვედრა კი 2026 წელსაა.

დღეს, 20 დეკემბერს(20:30 სთ), გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" "ტოტენჰემს" ესტუმრება, 27-ში კი "ვულვზთან" მასპინძლობა ელის. სხვათა შორის, ლივერპულელები 2026 წლის 1-ელ იანვარს, შინ "ლიდსთან" ითამაშებენ.

ვაჟა მასწავლებელი
ვაჟა მასწავლებელი მადლობას გიხდით კარგ ფანტაზიურ ჩანაფიქრში მორალური მხარდაჭერისათვის! რაც შეეხება დისლაიქებს - ეგ არაფერია, უნდა გავუძლოთ, რადგან ჩვენს გარშემო არსებობენ მრავალი, პირველ რიგში თავისთავისთვის ზიანის მომტანი ადამიანები "ცუდი სიდედრების" მენტალიტეტით, რომლებიც კარგს ვერ აღითქვამენ და ყველაფერში ნეგატივს ეძებენ და თუ გააკეთებ - რატომ გააკეთეო, ხოლო თუ არ, ან ვერ გააკეთე - აუ, რატომ ვერ გააკეთეო!!! "ცუდი სიდედრის" მენტალიტეტიან ადამიანს საახალწლოდ შემწვარ გოჭს თუ მიართმევ იცით რას გეტყვით?: - გოჭი "ბებერიაო", იმიტომ რომ ბოღმისაგან ავიწყდება, რომ ბებერი გოჭი უკვე ბურვაკია და არანაკლებ გემრიელია!

ვაჟა მასწავლებელო,ეს დისლაიქები,ალბათ იმათ გამოგიგზავნეს,ვისაც არ დაჰპატიჟე და უფასო ვახშამი უნდოდათ.დალოცვილებო,თქვენც იმის მეათედი სიხარული მაინც მოუტანეთ,ქვეყანას,რამდენიც ხვიჩასგან გვახსოვს და არც თქვენ დაგამადლიან პატივისცემას,გინდ ვაჟა მასწავლებელი და გინდაც მრავალი სხვა,ნამდვილი გულშემატკივარი.
Algig
Mamard.miqa.qochor.orivesaba(goglidasazo).chakve Tsita.azar.da.kvelam.,bichebo.amoudeqit.ertmanets.gverdshi.da.davipkrot.evropa.da.msoplio.rit.vart.brazilielebz.an.nebism ier.nakrebebze.naklebi?
Algig
Kvara. 2026tcels.unda.moipovo.okros. Burti.kvara.skani.goluapiro.gevkharat.qortuemq.dro.re.si.qukhemdzgvaneli.chqin.boshems.
ვაჟა მასწავლებელი
plato-ს: შეგშურდა კვარას მიწვევა მშობლიურ რამე-რუმეებზე plato-ჯან?. ტოლმასთან როგორ მოვლენ ახლოს, ამიტომ არ გეყვარება ღომი და ელარჯი, თორემ თქვენც მიგიწვევდით! ვისაც კვარას წინსვლა არ უხარია დავსაჯოთ და ტოლმა ვაჭამოთ ცხელ ღომთან ერთად! - მოსულა?
plato
ვაჟაჯან იმედია მარკეტინგს არ ასწავლი :)))))))))))))
ვაჟა მასწავლებელი
ხვიჩა გილოცავ დღევანდელ ნიკოლოზობას, დაესწარით მრავალს შენს ულამაზეს ცოლშვილთან ერთად და წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2026წ და თუ დრო და სურვილი გექნება - შენი ფანების სახელით მიწვეული ხარ ნუცუბიძის პლატოზე, დათუაშვილის 15-ში მოქმედ მეგრულ კაფე "სელეგინში", სადაც შეგიძლია დააგემოვნო უძველესი მეგრული რეცეპტებით მომზადებული რამე-რუმეები.
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
მიქაუტაძის 20 წუთი - "მალიორკამ" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" სტუმრად "კიოლნს" მოუგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი აქვს
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ხვიჩა ზედიზედ მეორე ჩემპიონობისთვის! - "ახლა ან აღარასოდეს"
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEOS] ბუდუს შოუ და ულამაზესი გოლი "ალიანც არენაზე" - ზივზივაძემ "ბაიერნს" დუბლი შეუსრულა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა