თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ Metaratings-თან ინტერვიუში "ვალენსიას" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

ჩელებაძის თქმით, გიორგი სათამაშო სტილით რინატ დასაევს ჰგავს და საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობს.

-გაუწევს თუ არა მამარდაშვილი "ლივერპულის" მეკარეებს კონკურენციას?

-არამხოლოდ გაუწევს, არამედ გუნდში საუკეთესო იქნება. ის უბრალოდ შესანიშნავია. დიახ, არის გარკვეული კომპონენტები, რომლებიც უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ კარის ხასზე ბრწყინვალეა.

-დაეხმარა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა კარიერულ წინსვლაში?

-გეთანხმებით, ის ტურნირზე საუკეთესო იყო. ვერავინ იტყვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე მას რომელიმე სხვა მეკარემ აჯობა. მამარდაშვილი ფანტასტიური იყო. 23 წლის ასაკში უკვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლევ იაშინი, ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარე, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო, 25 წლის იყო, როდესაც ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო.

პირადად მე, მამარდაშვილს რინატ დასაევს შევადარებდი, რომელიც ქართველზე მუდამ დადებითად საუბრობს. დასაევი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო 5 მეკარეს შორის მუდამ შედიოდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამემულის შემთხვევაშიც ასე იქნება", - განაცხადა ჩელებაძემ.

შეგახსენებთ, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მამარდაშვილი "ლივერპულთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ქართველი მეკარე "მერსისაიდელებს" 2025 წელს შეუერთდება, მიმდინარე სეზონს კი იჯარის წესით "ვალენსიაში" გაატარებს.

beqa
შენ რა მაგარი ბიჭი ხარ
ბაცოკაძე.კალატოზი.პატრიოტები
ევროპით დავამმარცხებთ რუსეთს , წინ ევროპისკენ
სიმართლე
ბევრი მოსაზრება წავიკითხე, ამიტომ მოკლედ (პუნქტებად) დავწერ ჩემს აზრს: 1. დასაევი მართლაც ჩინებული მეკარე იყო და მისი თამაშით არაერთხელ მიგვიღია სიამოვნება. თუნდაც ერთი ფაქტი - საბჭოთა ნაკრები რომ შეხვდა ინგლისს გასვლაზე და მოუგო (2:0), იქ დასაევმა არაერთი რთული ბურთი აიღო და ბრიტანელები აალაპარაკა. ასე რომ, ჩელებაძის მიერ მამარდას დასაევთან შედარება უადგილო არ არის, მით უმეტეს თუ გავითავლისწინებთ რომ რუსულ პრესას აძლევს ინტერვიუს; 2. ზოგადად არც მე მომწონს ის ტენდენცია რომ ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები ინტენსიურად ურთიერთობენ რუსულ პრესასთან და ნოსტალგიურ სტილში ქათინაურებს უძღვნიან. თუმცა, მოდი მათი პოზიციიდან შევხედოთ: საუკეთესო წლები საბჭოთა ეპოქაში (ან რუსეთში) გაატარეს, იქაურ კოლეგებთან იყვნენ დაახლოებული და ბუნებრივია, აქცენტს ამაზე იმიტომაც აკეთებენ რათა თავიანთი თავიც წარმოაჩინონ. სწორედ მაგიტომ, მე ამ ყველაფერს ღიმილით ვუყურებ; 3. ახლანდელი თაობა სულ სხვა მენტალიტეტისაა! ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ, როცა პირველად გამოჩნდნენ ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მამარდაშვილი და კიდევ რამდენიმე მათგანი, სწორედ მაშინ ვუთხარი ჩემს ბიჭს რომ ეს თაობა ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გაიყვანს ჩვენს სამშობლოს დიდ ტურნირზე-თქო. დასკვნა: "მოვიკლათ წარსულზე დიდებაზე ფიქრი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს!"
წყალობა
34 წელია ნორმალური მთავრობა არ გვეღირსა ხალხზე მზრუნველი და ვიღაც ვახო ლაპარაკობს კომუნისტურ სიკეთეზე,ვერ ხედავთ რა ხდება ამ ქვეყანაზე?დღევანდელი დღით ცხოვრობს პარლამენტი,მთავრობა,მერია და ყველა სახელმწიფო დაწესებულება რასაცა წაგლეჯ შენია რაც არა დაკარგულია-თი ცხოვრობს,ეხლა ჩელეს ინტერვიუს ეტყობა მასაც ნოსტალგია შემოაწვა რუსეთის დასაევი რომ მოიყვანა მაგალითად განა ქართველებს ნაკლები მეკარეები ყავდათ?ქლესა უნდა იყო ესეთი აზრების თქმისათვის და ქართველი მეკარეების დიდი შეურაცყოფაა,კოტრიკაძიდან დაწყებული ყველა მეკარე ნანახი მყავს და იმიტომ ვწერ ამას
ბაციკაძეკალატოზი
ევროპა სიმათლეა ევროპა სიყვარულია ევროპა .
dato
41 ში პაპჩემი გერმანელება მოკლეს ეხლა გისმენ რას მეტყვი
სოსო
კლასით მიამსგავსა,კევინ და კიდევ იმით,რომ ისიც ძალიან ახალგაზრდა გახდა,ვარსკვლავური დონის.19 წლისა,უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრების ნომერი პირველი მეკარე იყო.აქ კომენტარების ბევრი დამდებისაგან განსხავებით,რევაზ ჩელებაძემ,კარგად იცის,რასაც ლაპარაკობს.მის წინააღმდეგაც უთამაშია და მასთან ერთადაც.ისე,არც რუსი არ უნდა იყოს,რინატ დასაევი.თუ მეხსიერება არ მღალატობს,ყაზანიდან წამოიყვანა,უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა მოსკოვის სპარტაკმა.
პატრიოტი
ეჰ ვახო, ვახო, ნეტავ რამდენი წლისა ხარ ასე დადებითად რომ გახსოვს საბჭოთა პერიოდი, ყველა რომ იპარავდა და ისე ცხოვრობდა, ბოლოს მოსაპარავი არაფერი იყო და დაიწყო ტალონების პერიოდი, არ გახსოვს, ცხადია, ისიც არ გახსოვს მექრთამეობა რომ იყო, იჭერდნენ და ხვრეტდენ კიდეც ზოგიერთ მექრთამეს, ჩვენ კი გულს ვიოხებდით რუსებთან ფეხბურთის ჭიდილში, გვავიწროებდნენ, მაგრამ მაინც ჩვენი გაგვქონდა, ვგულშემატკივრობდით სსრკ ნაკრებს, იმიტომ, რომ იქ თამაშობდნენ მესხი, ჩოხელი, მეტრეველი, ბარქაია, სიჭინავა, ხურცილავა, მაჩაიძე, ასათიანი, მაგრამ ზოგიერთ დიდ ფეხბურთელს ავიწროებდნენ ,აქაც მექრთამეობა იყო, ალბათ, ჩელეს ეცოდინება, როგორ მოხდა, რომ ბესკოვის ჯილა გახდა
სანდენს ქიდი
სად ჯანდაბიდან მოიტანეთ, რომ დასაევი ქართველებზე გიჟდება? მისი არაერთი ინტერვიუ მაქვს ნანახი ან წაკითხული და ყველაფერი პირიქითაა! თუნდაც გორდონთან მისი ინტერვიუ ნახეთ. ქართველებს მექრთამეებად და თამაშების ჩამწყობებად მოგვიხსენიებს.
ვახო
მართალი ხარ! საბჭოთა კავშირის დროს ქართველი ერი ბედნიერი იყო, თუნდაც იმიტომ, რო არ უჭირდა და ცხოვრობდა საუკეთესოდ! ქუჩაში ქართველ "მათხოვარს" ვერ შეხვდებოდი, ეხლა? სამუშაო გინდოდა? ნაღდად იშოვნიდი, თანაც სადამდესაც შეგეძლო, იმ ასაკამდე გამუშავებდნენ, თან პენსიასაც იღებდი, ეხლა? პროდუქტების სიაფეზე აღარაფერს ვიძახი! ყველაფერს ნატურალურს მივირთმევდით, ეხლა? ხალხი ქუჩაში დავდიოდით ღიმილიანი, არავითარი აგრესია ერთმანეთის მიმართ და ასე შემდეგ, ისე, რო ავად სახსენებელი და უხსენებელი ეხლანდელი დროა: გაუსაძლისი, სევდიანი და უპერსპექტივო!
aburjga
ჯიგარ!
Ზაკო
მამარდას მე პირადად მამუკა აბუსერიძეს უფრო ვამსგავსებ
კევინი
მაგარი ჩლუნგი კომენტარებია. რუსულ პრესას აძლევს ინტერვიუს და რუსებიდან ვინც მიამგვანა და ვისი თამაშიც უნახავს, ის ახსენა ჩელებაძემ. პირადად მე, დასაევის სტილს ვერ ვამგვანებ მაინცდამაინც, მაგრამ ჩელებაძე ეგრე ხედავს და არაა ეს ტრაგედია.
ტყე
დასაევის აზრზე არაა ბევრი
ზაკო
იგივეს გიპასუხებ ზაზა ჩემო კარგო ერთი განსხვავებით, მონობასთან დაკავშირებით, ვისი მონა იქნები არც იმას აქვს მნიშვნელობა და განსხვავება, უბრალოდ დასაევი მართლა ძლიერი იყო და ამის თქმა არ უნდა გეთაკილებოდეს ადამიანს დ იმის გამო რომ სსრკ თამაშობდა მაგის გულისთვის ან რუსობის გულისთვის, რომ არ იყო ძლიერი მაგის არაღიარება არ არის სწორი,იმავე პერიოდში ჩივაძემ და ყიფიანმა ინგლისი გადარია, მაგრამ ვინმემ რომ თქვას რა ტვინი წაიღეთო( ისე აქაც იძახის ბევრი), იმას არც ფეხბურთის სიყვარული აქვს და არც ქვეყნის პირველ რიგში, ასე ერთი ხელის მოსმით რომ ყველაფერს ანადგურებენ და ხაზს უსვამენ, ისე ჩელე იმან გააკრიტიკოს ვისაც ან ქართული ფეხბურთისთვის ან თუნდაც ქვეყნისთვის მასზე მეტი გაუკეთებია, ხოლო მონობა ყველასი ტეხავს რუსისაც,ევროპელისაც და ამერიკელისაც, არ აქვს მნიშვნელობა!!!
ზაკო
დიდი ისტორიის მფლობელი ხარ, მაგრამ მგონი რეალობა არ იცი ვინ და რატპმ არ წაიყვანეს ჩელე ფინალში და ნუ დაიბრალებ მემატიანეს სტატუს, ნუ ატკენ კაცს გულს იმის ლაპარაკით რაც რეალურად არ იცი,დასაევზე კიდევ აქ დავწერე უკვე და რუსი იყო თუ თათარი არ აქვს მნიშვნელობა, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო იმ პერიოდის
ზაზა
ზაკო ჩემო მეგობარო, არავინ არ აპირებს დინამო - 81 დავიწყებას და მათ შორის არც საბჭოთა საქართველოს დროინდელ ღვაწლმოსილი სპორტსმენების. უბრალოდ აქ სხვა რამეზეა საუბარი, დარწმუნებული ვარ თავადაც კარგად ხვდებით რა ვიგულისხმე. უბრალოდ წარმოუდგენელია, ყოველშემთხვევისთვის ჩემთვის, რომ ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ვერ მოიშორა სსრკ-ს ნოსტალგია. ზემოთ ვიღაც წერდა მოსეზე, ალბათ მართლა დიდ ხანს უნდა ვიხეტიალოთ უდაბნოში რომ მთლიანად ერი გავთავისუფლდეთ მონური კომპლექსისგან. ეგ არის და ეგ.
გენა
დასაევი მართლა კლასიანი მეკარე იყო
ეუსებიო
ჩელე ახალკაცს არ მოუყვანია დინამოში, ჩელე ბიძამ მოიყვანა დინამოში.
პატრიოტი
რა დაგემართათ, რას გავხართ. თქვე უბ.....ო, არც მევარ ხალგაზრდა, პელეს თამაშიც მინახავს სტადიონის ტრიმუნიდან და იაშინისაც. მახსოვს როგორი ცუდი პერიოდი ჰქონდა იაშინს, კინაღამ არ წაიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე, ან კიდევ მსოფლიოზე კოლუმბიისგან 4 გოლი გაუშვა, მაგრამ რუსებმა მესხის ნაცვლად მსოფლიო ნაკრებში ის გაუშვეს, იქ რამდენიმე თამაში გამოუვიდა და ოქროს ბურთი მისცეს, რა დასაევი, არ იყო დასაევი დიდი მეკარე, მე ჩელეც მახსოვს, ბესკოვმა ოლიმპიადაზე წაიყვანა, მაგრამ 13 მაისის ფინალზე არ წაიყვანეს, რადგან სხვები უკეთესები და უფრო სასარგებლოები იყვნენ, კაკილაშვილიც კი ...
ზაკო
რა შუაშია დასაევები, ჩანოვები ან იაშინები? შენი ლოგიკით უტკინი რომ აღმერთებდა დინამო-81 ეგეც უნდა დავივიწყოთ ან ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი და სხვა ლეგენდებიც ამოვიგდოთ მეხსიერებიდან? ხოლო დასაევს რაც შეეხება 80-ან წლებში ძოფის, შუმახერის და პფაფის გვერდით თამამად იკავებდა მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარეთა შორის კუთვნილ ადგილს და ეს რეალობაა და არა რუსული ნარატივი, ხოლო მამარდასწინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ როგორც პირად, ისე სპორტულ კარიერაში
რუსოფობ ლიბერასტებს
1)ყველაფერი საბჭოთა და რუსული იმიტომ გვაქვს საზომად ქცეული,რომ ბევრად სჯობდა დასავლეთის ხელში ყოფნის დროს საქართველოს მდგომარეობას. 2)გუცაევის,ჩელებაძის,ხურცილავას და სხვა ქართველი ფეხბურთელების ხსენებისას პირები გამოირეცხეთ.დამპალი ლიბერასტული თესლიდან აღმოცენებულო არარაობავ,--შენ ვინ მოგცა მაგის უფლება დამსახურებული, ვალმოხდილი,ჩვენი ახალგაზრდობისდროინდელი კერპები უდიერა მოიხსენიო და შეურაცხყოფა მიაყენო?3)საბჭოთა კავშირის ნოსტალგია იმიტომ გვჭირს,რომ მაშინ ქართველები ბევრად უფრო ბედნიერები ვიყავით ვიდრე დღეს.შენი გამორეცხილი ტვინი ამას ჩახვდება? 4)ნამდვილ ქართველს არასოდეს არ შინებია რუსის,ეს თქვენ,გალიბერასტებულ ,გადედლებულ თაობას გაქვთ მათი შიში რამეთუ ბევრ სისულელეებს და უნამუსობებს აყბედებთ მაგ უძვლო ენებს.
ქართველი.
ეეეეჰ, ჩელე ჩელე? ბიჭოს, სანამ ინტერვიუს მისცემდი რუსულ მედიას, მანამდე ამ საიტის: ექსპერტებს, პრაფესორებს, უნდა დაკითხებოდი, შეიძლება თუ არა რუსულ მედიასთან ინტერვიუ???
ამატაკი
დაწყნარდი ბიძია, მეტი აღარ ინერვიულო. ოღონდ წადი მაინც და ექიმს ეჩვენე. არ იქნება ურიგო, დიაჯერე, შენთვისვე აჯობებს, მიდი...მიდი.
ქართული
გასაგებია რომ ჩელეს და დასაევის მიმართ უარყოფითი კომენტარების დიდი უმეტესობა ტროლ ბოტებისაა და პასუხის გაცემა არ ღირს, მაგრამ მაინც დავწერ რინატ დასაევზე მათთვის, რომლებმაც ნაკლები იციან მის შესახებ...დასაევი ითვლება მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო მეკარედ...მხოლოდ ორ ფაქტს მოვიყვან მის შესახებ...რინატ დასაევი არის 1988 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის პრიზის მფლობელი...ხოლო 2004 წელს იგი დასახელდა ყველა დროის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, არა მეკარეებს, არამედ ზოგადად ფეხბურთელებს შორის...ეს სია შედგა ფიფას ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად...დასაევი ყოველთვის პატივს სცემდა ქართულ ფეხბურთს და ეხლაც ასეა...ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩემპიონატ ქომისათვის მიცემულ ინტერვიუში დასაევმა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ მამარდაშვილი დაასახელა... რინატ დასაევთან შედარება, ნებისმიერი მეკარისათვის მხოლოდ პატივია...პატივი იყო ადრეც და ასევე იქნება მომავალში.
რეალობა
ჩელებაძეს ხალხი დასცინოდა. უცნაური მიზეზების გამო ჩელე ახალკაცს მოსწონდა. მან მოიყვანა ჩელე დინამოში და ნაკრებშიც მისი რეკომენდაციით მოხვდა. იყო ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ტექნიკა და სხეულის კოორდინაცია ჰქონდა ცუდი. ქართული სტილის ფეხბურთელი არ იყო.
ვაჟო
გრავერსენი თამაშობდა გალაქტიკოში რაც ხაზს უსვამს საფეხბურთო დევიზს: შეუძლებელი არაფერია...მთავარია ივარჯიშოს ხან მოიგებ ხან წააგებ..არ გვინდა სკეპტიციზმი
ამბაკო
1]ჩელებაძე ნამდვილად არ არის ლეგენდარული2)რუსული სამეკარეო სკოლა განთქმული იყო და არის მთელ მსოფლიოში3)დასაევი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაშინდელ საფეხბურთო მსოფლიოში და მამარდას მასთან შედარება სულაც არ არის სათაკილო ,მითუმეტეს,რომ მას კიდევ დასამტკიცებელი აქვს ის , რაც მის მიმართ ავანსად არის გაცემული ,ღმერთმა ქნას,რომ მას ოქროს ბურთი აეღოს.4)ჩელებაძე იმ გარემოს და იმ პერიოდის გახსენებით სადაც უწევდა მოღვაწეობა არ იმსახურებს კრიტიკას ტვინგამორეცხილი რუსოფობი დილეტანტებისგან.5)რუსებთან ერთად ყოფნისას საქართველო იყო ბევრად უფრო წარმატებული არა მარტო სპორტული თვალსაზრისით არამედ ყველა მიმართულებით (ფაქტები ამას ღაღადებენ) და შენ მწარე რუსოფობო ან ხარ გონებაჩლუნგი ან შეგნებული მტერი საქართველოსი.
ჭ. წ.
ბ-ნი ჩელე მართლაც რომ ლეგენდარული ფეხბურთელია!!! და ლეგენდარული ადამიანი! და ბოღმის გულში არჩამდები! კადიროვის ენით რომ ვთქვათ, ჩელე არის საქართველოს "პეხოტინეცი" - სადაც და როდესაც სამშობლოს უჭირდა, ყველგან იქ იყო! გახსოვთ, ჩელე ევროპის ფინალში, 13 მაისს, რომ არ წაიყვანეს, იქაც ვაჟკაცურად "გაატარა" ეს უსამართლობა - საერთო საქმეს ასე სჭირდებოდა! დიდება ჩელეს!!!
მერაბი ბებია
მეგობრებო გაზაევმა გაისწორა მაიკა და დაარტყა ადგილზე იყო უძლიერესი მეკარე ოთხმოციანების ოთარი ამბროსიევიчი ათასი წელი იცხოვრეთ ბატონო ოთარ თქვენ უძლიერესი ხართ
ზაზა
ასეთი რა ნოსტალგია გჭირთ ამ საბჭოთა კავშირის, ბატონ რეზოს დიდი პატივისცემა მაგრამ, ეს დასაევები, ჩანოვები, იაშინები და ასე შემდეგ… რით ვერ დაივიწყეთ და ამოიგდეთ თავიდან. ბოლო ბოლო თუ ვინმეს ადარებთ, თქვენი ახალგაზრდობის დროის საუკეთესო მეკარეები დინო ძოფი ან ტონი შუმახერთან მაინც შეგედარებინათ.
ქართველი
მამარდაშვილს აქვს დიდი სივრცე, სივრცე განვითარებისთვის. 23 წელი მეკარისთვის არაფერია, საუკეთესო ფორმაში დაახლოებით 5-6 წელში შევა. ეს 1 წელი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ვალენსიაში, დღედაღამე უნდა ივარჯიშოს და პროგრესი შეუქცევადი გახადოს. ლივერპულში სხვა წნეხი და სხვა დონე დახვდება იქ ნაკლები შეცდომა ეპატიება. წარმატებები!!
zoom
ჩელებაძე ჩელიაბინსკში . როგორც ვიცი გვარიც და ქალაქიც თურქული წარმოშობისაა.ე წადით ახლა და მიჩივლეთ :)))
გოჩა
მამარდას არ აკლია მეკარისთვის დამახასიათებელი კარგი თვისებები,მაგრამ ლივერპული ეს ის ისტორია და დონეა.რომ მამარდას სრულყოფს თავიდან ბოლომდე
გენერალი ბარისოვი
ბევრს ველაპარაკე უფროს თაობიდან ,ბევრის ბაქიბუქი მოვისმინე ასე და ისე ვუშვებოდით რუსებსო, მარა მე ხომ ვატყობ თვალებში შიში გაქვთ რუსების.აღიარეთ რომ რუსების გეშინიათ ,ხათრი გაქვთ უაზრო .არადა ხომ იცით რასაც ფიქრობენ თქვენზე რუსები . აი ხომ იცით ....
ჯუდო
შენ და შენისთანები თუ გვიშველით და რუსებს წაგლიჯავთ ჩვენს მიწებს.წინა ხაზზე უნდა გაგიშვათ, რომ როცა შარვლები გაგევსებათ და აქოთდებით, მტერი პირს იბრუნებს

ეს საბოლოოდ დეგრადირებულა..გუცაევი ჩელებაძე ხურცილავა ეს ის ხალხია ვინც მესი ფეხბურთელი არ არისო ვიღაც ღრუსი ჯობიაო..ჩვენი ბიჭები მსოფლიოში საუკეთესოები აროან,კვარა მამარდაშვილი დავითაშვილი სხვებიც.ეს ვერ მოუნელებიათ..

მეგობარო მოსემ იცით რატომ ატარა 40 წელიწადს ებრაელები უდაბნოში?მონები იყვნენ და მონობას იყვნენ მოჩვეული.ამ 40 წელიწადში დაწყდნენ მონები და დაიბადა ახალი თავისუფალი თაობა.და შემდეგ მიიყვანა აღთქმულ მიწაზე.(დასკვნები ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ)
За мечту, за Родину
მამარდა მაგარია.ადრე კავაზაშვილის ინტერვიუ წავიკითხე და ამობობდა ოგრძნობა საბჭოთა სკოლაო, ახლა ჩელებაძე ამბობს დასაევის სტილი აქვსო.შეკითხვა მაქვს თქვენ ხომ არ გაღაჟღაჟებთ? დასაევზე მაგარი მეკარეები არ იყვნენ მსოფლიოში? ყველაფერს საბჭოთა და მითუმეტეს რუსული რატომ გვაქცს საზომად მიღებული ? უკეთესი არ გვინდა?
ჩელეს
ჩელე, შენ ვალენტინა ტერეშკოვას თამაში არ გახსოვს ალბათ. ან როგორ იდგა კარში ოლეგ კოშევოი, სათადარიგო ყავდა ზოია კოსმოდემიანსკაია. აი ისინი იყვნენ ვარსკვლავები თუ იყვნენ. 1941-ში თამაშობდნენ. შემდეგ ინტერვიუში ახსენე რუსებთან, მაგრად ესიამოვნებათ.))
asi
ვინ რუსი დასაევი მაგის კომუნისტი…მამარდაშვილი მსოფლიო დონის ვარსკვლავია მსგავსი მეკარე ორი სამია,დასაევი კი ღრუსეთი კლოუნი იყო.ეს ძველი ფეხბურთელები ვერ გამოვიდნენ რუსულ კომუნისტური მენტალიტედიდან..გაზაევი დასაევი გაცაევი…
სსრკ ნაკრების ფეხბურთელებზე მეტი არავინ გახსოვთ, ბატ. რეზო?))
კაცს მარაკანაზეც კი გითამაშიათ და სსრკ ნაკრების ფეხბურთელებზე მეტი არავინ გახსოვთ, ბატ. რეზო?)) ბარემ ისიც გეთქვათ როგორ გავს კაშია ვაგიზა ხიდიატულინს და ჩაკვე ფედია ჩერენკოვს. ბუდუ ალბათ ზედგამოჭრილი როდიონოვია. სირცხვილია ამ დონეზე რუსების მაამებლობა!!!
bd
ღმერთო ჩემო როდემდე რა ვერ გამოდიხართ ამ სსსრ მონობიდან!!!??? თუ მაინდამაიც გინდოდა დასაევის ხსენება ხელს ვინ გიშლიდა მამარდა დასაევზე უკეთესია რომ გეთქვა??
მერაბი ბებია გარახა чხოროცყუ
სერგო პარმიონიчი იყო საუკეთესო მეოცე საუკუნეში მაგრამ ვეთანხმები რეზოს ყველას თავისი სტილი აქვს და მჯერა მამარდა იქნება საუკეთესო
დასაევი არა კოკროჭინა კიდევ...
ჰო, მაგარი იყო დასაევი, განსაკუთრებით მაშინ, ვან ბასტენმა ლამის კუთხურის ალმიდან რომ უთხარა)))))
კავაზაშვილი გამოგრჩა ჩელე)))
ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც ჰკითხოთ მაგ რუს ჟურნალისტებს რა აზრის არიან რუსეთის ოკუპაციაზე და მერე მიცეთ ინტერვიუ? არც იაშინი გვაინტერესებს, არც დასაევი და არც კიდევ ჩერჩესოვი. მსოფლიო ნაღდად არ განიცდის გამოჩენილი მეკარეების ნაკლებობას. თუ ძოფზე, კანზე, სუბისარენაზე ან შილტონზე მაინც არაფერი გსმენიათ ბატონო რეზო? მაინცდამაინც თათარ დასაევს რატომ უნდა შეადარო მამარდა, თუ არ გინდა რომ რუსებს ასიამოვნო?
რეალობა
შემდეგ ინტერვიუში აუცილებლად უთხარი რუსებს, რომ ხვიჩა გავრილოვის სტილში თამაშობს. და ისიც არ დაგავიწყდეს, რომ ჩაკვე ჩერენკოვს უნდა შეადარო.
რეალობა
ჩელებაძე როდის გახდა ლეგენდარული ფეხბურთელი?
ვაჟა მასწავლებელი
ეხ ჩელე, ჩელე! შენ სერგო კოტრიკაძის თამაში რ გინახია ალბათ რინატ დასაევამდე, რადგან მაშინ, შენ ბავშვობაში, სატელევიზიო რეპორტაჟები პრაქტიკულად არ იყო. "ოტ მოსკვი დო გიმალაევ - ლუჩში ვრატარ დასაევ" მღეროდნენ ტრიბუნებზე მოსკოვში, როცა ჩვენს დინამოელებს გოლები გაქონდათ დასაევის კარში!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
დღეს მამარდაშვილი და კვარაცხელია ითამაშებენ - მთავარი მიზნები
რინატ დასაევი: მამარდაშვილს შეუძლია კასილიასის, ვან დერ სარის ან ნოიერის დონემდე გაიზარდოს
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ახრიკ ცვეიბას ისტორიები ჩელებაძეზე: რეზო ფიქრობდა, თბილისში ჩავალ, "ვოლგას" მაჩუქებენ და ხელისგულზე მატარებენო, მაგრამ...
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
ცუდი ამბავი მამარდაშვილისთვის - ალისონს "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
[VIDEO] "ვალენსიამ" და "ესპანიოლმა" ქულები გაიყვეს - როგორი შეფასებები მიიღო "მამარდამ"?
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"საუკეთესოები დონარუმა და მამარდაშვილი იყვნენ" - მიაჩნია რინატ დასაევს
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება