ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა და წარმატებული სვლა გააგრძელა.

თამაში ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც შიკის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. ჩეხები გარკვეული პერიოდი უპირატესობას დაეუფლენ, უფრო მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ, საიდანაც ცენტრში აკეთებდნენ გადაცემებს. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, კვარაცხელიას გარღვევას და ჩაკვეტაძის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. შემდეგ ცოუფალმა ხვიჩას სახეში იდაყვი ჩაარტყა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ჩაკვეტაძის დარტყმულ ბურთს მეკარე კოვარჟი დაეუფლა, ქოჩორაშვილმა მცირედით ააცილა ბურთი კარს. 32-ე წუთზე კრეიჩმა „კვარა“ საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. ქოჩორაშვილთან უხეშობის გამო მსაჯმა ყვითელი ბარათი კრალს უჩვენა. ბოლოს მიქაუტაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

Video

07.08.24. კვარაცხელიას გოლი ჩეხეთთან

შესვენებაზე მოწინააღმდეგის მწვრთნელმა ჰაშეკმა შეტევის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა. თამაშის სურათი კი არ შეიცვალა, „ჯვაროსნები“ სიტუაციას სრულად აკონტროლებდნენ. მიქაუტაძემ მეურვეს აართვა ბურთი, დაარტყა კიდეც, მაგრამ კოვარჟი დაეუფლა. შემდეგ აქტიურმა კიტეიშვილმა ბურთი მოიპოვა, პასი კვარაცხელიას გაუკეთა, რომელმაც ჩაკვეტაძეს გადააწოდა და მან დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა.

Video

07.08.24. ჩაკვეტაძის გოლი ჩეხეთთან

ცოტა ხანში ლოჩოშვილის ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძემ კოვარჟის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში გაზარდა. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ ჩვენი ფეხბურთელები და ბრწყინვალე კომბინაციის შედეგად ჩაკვეტაძის დახატული პასი ქოჩორაშვილმა დიდებულად დაასრულა. „ჯვაროსნების“ თავკაცმა სანიოლმა ოთხმაგი ცვლილება გააკეთა: კაკაბაძის, კიტეიშვილის, ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გოჩოლეიშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი და ზივზივაძე შეუშვა. ვიზავიმ კი მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.

Video

07.08.24. მიქაუტაძის გოლი ჩეხეთთან

ერთი სიტყვით, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო სანიოლმა ჰაშეკს დუელი მოუგო.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთთან ჩაატარებს.

Video

07.08.24. ქოჩორაშვილის გოლი ჩეხეთთან

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ჩეხეთი 4:1

გოლები: 1:0 კვარაცხელია (33, პენ), 2:0 ჩაკვეტაძე (53), 3:0 მიქაუტაძე (63), 4:0 ქოჩორაშვილი (66), 4:1 კალვახი (80)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 75), კაშია, გველესიანი (გოგლიჩიძე 88), დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ნონიკაშვილი 75), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 75), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 75)

• თამაზი

თქვენ ხომ ადამიანები არა ხართ, თქვენ ხართ მხეცები! დაინახეთ ჩეხეთის მწვრთნელის სახე თამაში შემდეგ? არ შეგეცოდათ ჩეხი ფეხბურთელები? მორჩა, მივდივარ, დღეიდან თქვენი მწვრთნელი აღარა ვარ! :))))))))))))))))))

• სოსო

ლოჩოშვილიც ბავშვივით ჩანდა ჩეხი თავდამსხმელების გვერდით და მის ნაცვლად აზაროვის,ან წიტაიშვილის გამოყვანა?ლუკა,როგორც საკმაოდ მაღალი და ფიზიკურად ძლიერი,დაცვის ცენტრსაც ეხმარებოდა და ამის მიუხედავად,ვნახეთ,მაღალ ბურთებზე ბრძოლა როგორ გაგვიჭირდა დასაწყისში.ჩეხები სიმკვირცხლით,დრიბლინგის ტექნიკით არ გამოირჩევიან და ლუკას სიმკვირცხლე და ტექნიკა,მათთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.უფრო ტექნიკურ და სწრაფ გუნდებთან,ალბათ მას არ დააყენებდა.

• დავით 67

zura222-ს. 226 არა 266.ასე მოწმობს სტატისტიკა. შენც შეგიძლია გადაამოწმო. მე მხედველობაში მაქვს საბავშვო მოედნები. კორპუსების წინ. ვიცი წინა ხელისუფლებას რომ ვერ იტან, მაგრამ რაც გააკეთეს კარგი იმას მე პირადად ვხედავ. ცუდსაც ვხედავ რა თქმა უნდა.

• სიმენონი

წესით მთავრობის სწორი კურსი უფრო საკლუბო ფეხბურთში უნდა გამოჩნდეს, სანაკრებო წარმატება 25 პროცენტით შეიძლება იყოს მთავრობის სწორ კურსთან კავშირში

• zura222

ან საიდან მოიტანე "226 აშენებული სტადიონი" ? ეს მართალი რომ იყოს მსოფლიოში პირველები ვიქნებოდით სტადიონებშიი DDD

• დევი

ღვთის წყალობით თუ ჩაკვე კიტე და ქოჩორა ( დანარჩენებიც ) ჯანმრთელად გვეყოლა ამ ჯგუფს დავანგრევთ და მსოფლიოზეც შორს წავალთ ესენი კიდე მოუმატებენ და ასეთი ცენტრი მე არ ვიცი წინასწარ არაფერს დავწერ

• s.m

ფედერაციის დამსახურება ბევრია ძალიან ერთ კაცს თუნდაც ხვიჩას არ შეუძლია მოიტანოს ამხელა წარმატება გვყავდა ხვიჩაზე მავრები მაგრამ ვერ გააკეთეს ვერაფელი,ეს მთელი გუნდის ფედერაციის დამსახურებაა გინდა არ გინდა ამ მთავრობის დროს შევა ყველაზე წამატებული წლებით ქართული ფეხბურთი ისტორიაში

• თენგაბი

უზომოდმ მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ! ჩეხებთან გამარჯვებით ფაქტიურად საქართველოს ნაკრები ხელახლა დაიბადადა და ამ გამარჯვებით და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლით ერიც ხელახლა დაიბადა. პატარა წარმატებაც, თუნდაც სპორტში, ერს ოპტიმიზმით ავსებს და ახალი წარმატებებისათვის იმუხტება. ადრე დავწერე, რომ არა ჩვენი შეცდომები სახელმწიფო მშენებლობაში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ჩვენ ახლა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ოცეულში ვიქნებოდით, როგორც ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, ცხოვრების დონით და ა.შ. ჩვენ თანდათან მივდივართ იქეთკენ, სადაც ჩვენი ადგილია და თუ სწორად ვივლით, უახლოეს წლებში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდებით. რა მაძლევს, ამის თქმის საფუძველს? არ შეიძლება ათეული საუკუნეების გამოვლილი გენი ასე ერთბაშად ჩაფლავდეს და ჩაიკარგოს. ქართველები არა ვართ უნიჭო ხალხი და ცოტა გონიერებას თუ დავატანთ საქმეს, უეჭველი გამოგვივა. ყველაფერი გამოგვივა. მოდი ფეხბურთით დავიწყოთ. ამ წარმატებას სხვადასხვა მიზეზი აქვს, პირველ რიგში, თვითონ ფეხბურთელები. თავისი როლი აკისრია მწვრთნელებსაც, ფედერაციასაც და მთავრობასაც, მაგრამ ერთ-ერთი უეჭველად პლურალიზმია, აზრის გამოთქმის თავისუფლებაა. სპორტალის ფორუმი ავიღოთ. ზოგიერთები მუდმივად წერდნენ და ირონიულად აღნიშნავდნენ, გამოჩნდნენ ახლა გენიოსებიო, დაიწყებენ გარჩევებს და კრიტიკასო და ა.შ. ვაცალოთ ფედერაციას და მწვრთნელებსო და ნუ ვარჩევთ თამაშებს და ნუ ვერევით მწვრთნელის და ფედერაციის საქმეებშიო. პირიქით. ამ სპორტალის ფორუმზე ატეხილმა გარჩევებმა, ანალიზებმა, შეფასებებმა, ნაკლოვანებების და მიზეზების წარმოჩინებამ მნიშვლევანი როლი ითამაშა ჩვენი სამწვრთნელო კულტურის, ტაქტიკური აზროვნების და მრავალფეროვანი მიდგომების ჩამოყალიბებაში. ამ ფორუმზე ბევრი სპორტსმენი, სპეციალისტი, ყოფილი თუ ვეტერანი სპორტსმენი, მოაზროვნე გულშემატკივარი შემოდის და მათი უმრავლესობა თავისი ალალი, მართალი ხმით მცდელობას არ აკლებს ქვეყნის თუ სპორტის განვითარებისათვის. ზოგს რა დამავიწყებს. მართალია უმრავლესობა ფსევდონიმებით და ნიკნეიმით წერს, მაგრამ თავიანთ საქმეს აკეთებენ, ზოგ შემთხვევაში პროფესიონალ ჟურნალისტებზე უკეთ არჩევენ და აანალიზებენ თამაშებს. ზოგი კიდეც დამამახსოვრდა - „სოსო“, „დავით 67“, „იასონას უდარი“, „ზურა 222“, „გურულო“, „მეგრელი“, ყველას ჩამოთვლა ძნელია. აი ეს ხალხი ქმნის აზრთა სხვადასხვაობას და პრობლემის აღქმის მრავალფეროვნებას. როცა მიზეზი იცი, გამოსწორება ადვილია. მადლობა სპორტალს ამისათვის. მართალია, უაზრო და ბოროტნარევი კომენტარებიც ბევრია, მაგრამ არც უმათობა იქნება, თანაც სასარგებლოა - სწორად შეფასების და გამოფხიზლების მოტივაციას იძლევა. ასე რომ, წარმატებები ჩვენს ნაკრებს, მთელ ერს. უფლის გზით თუ ვივლით, ღმერთი თავის წყალობას არ მოგვაკლებს.

• დავით 67

ხვიჩა არის საქართველოს ფეხბურთის ამყვავებელი. სწორედ მისი დამსახურებაა ნაკრების კარგი თამაში. მისმა ტალანტმა მიიქცია ევროპელი ფეხბურთის სპეციალისტების ყურადღება და დაინტერესდნენ ჩვენი ფეხბურთელების ნიჭით შემდეგ მიიწვიეს ნორმალურ გუნდებში, სადაც განვითარდნენ და გამოცდილებაც მიიღეს. ამიტომაც დადგა შედეგი. სულ ტყუილად ცდილობთ ქოცური სულით აღტყინებული ხალხი, ეს წარმატება კორუმპირებულ მთავრობას და ასეთივე ფედერაციას დაუქვემდებაროთ. ზოგი იმასაც იძახის სტადიონების შენების გამო გახდნენ ჩვენი ფეხბურთელები ძლიერებიო. თუ მაიცადამაინც სტადიონებზე აკეთებთ აქცენტს, წინა მთავრობის დროს 266 საბავშვო სტადიონი აშენდა, მარტო თბილისში. აქედან ღვივდება ბავშვებში ფეხბურთისადმი ინტერესი. შევარდნაძის დროს და ჩემ დროსაც აგურებით ვაკეთებდით კარებს და მერე მიდიოდა კამათი, დარტყმული ბურთი იყო გოლი თუ აცდენილი და ვინც უფრო ბევრს გაატრაკებდა ის გადაწყვიტავდა. იმ მთავრობაზე მე არ ვგიჟდები, მაგრამ რაც ამათ ( ქოცნებმა)გაუკეთეს ქვეყნისთვის არცერთ დამპყრობელს არ გაუკეთებია ქვეყნისთვის და სპორტში გააკეთებდა რამეს. სხვა თუ არაფერი სპორტის მინისტრს ეტყობა ,თუ როგორ ფიქრობდა ბავშვობიდან ფეხბურთზე და სხვა სპორტზე. ყველა სფეროში დელიტანტები გვყავს, არცერთმა არ იცის თუ რას ნიშნავს იყო კარგი მენეჯერი. ასე რომ ყველაფერს ხვიჩას უნდა ვუმადლოდეთ. ის არის ფეხბურთის მინისტრიც, საქართველოს ელჩიც ევროკავშირში,დიპლომატიც და უბრალოდ კარგი უჯიგრესი ბიჭიც.

• ირაკლი

ჭანკვეტაძე ნინელი?

• Video

ერთი კარგი ვიდეო დადეთ, რა

• ბოტოფერმის უფროსი

ბოტებო! წადით, რა, სადმე დაიკარგეთ. ეს ბოტების ორივე რაზმს ეხება.

• Lukaaa

ყველას გილოცავთ, ოდნავ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი ევროპის მერე სადაც ჩეხებთან ბურთის დაჭერა ძალიან გაგვიჭირდა, ყველა ფეხბურთელს და მთლიან შტაბს უდიდესი მადლობა, ეს იყო თქვენი პასუხი ევროპაში ჩასული გულშემატკივრებისთვის რომლებიც მხარს იქ გიჭერდნენ, კიტეიშვილი და ქოჩორა ბევრად უკეთეს გუნდებს იმსახურებენ, კიტე არ ჩანს თითქოს მაგრამ ხერხემალია გუნდის, არვიცი როგორ ახერხებს მაგრამ ყველაფერს ასუფრთავებს, ზონებს სასწაულად კეტავს და დაცვას უმარტივებს საქმეს, წინ მეტი გამარჯვებებით

• სოსო

ძალიან მძიმე ბრძოლას ველოდი,ჩეხების უდიდესი ფიზიკური უპირატესობის გამო.რა თქმა უნდა გამარჯვების იმედი მქონდა,თუმცა არც საპირისპირო შედეგს გამოვრიცხავდი და უცებ 4-1.ჩეხებთან მსოფლიოს ვერც ერთი ნაკრები ვერ იტყვის გადაწყვეტით,ჩეხეთის ნაკრებს,ასეთი სხვაობით დავამარცხებთო.ჩვენ კი,ავიღეთ და დავამარცხეთ!ისე იყვნენ დაშლილები,რომ გაგვეგრძელებინა,გაცილებით მეტ გოლსაც გავუტანდით.ეს რა თქმა უნდა ფორმაში ჩამდგარი კიტე-ჩაკვეს დუეტის დამსახურებაა,ცენტრი რომ წაართვეს ჩეხებს და სათამაშო სქემების განხორციელების საშუალება არ მისცეს.რა თქმა უნდა სხვებიც ბრწყინვალედ თამაშობდნენ,თუმცა ეს ორი,იმ თამაშში არ იყვნენ და ჩეხების მაშინდელი უპირატესობაც ამან განსაზღვრა.ჩვენმა მწვრთნელმაც სუფთად მოუგო,ჩეხების მწვრთნელს,ტაქტიკური დუელი,ფეხბურთელებმა კისრულყოფილად შეასრულეს დავალებები და მიიღეთ შედეგი,რომელსაც სპორტ უკრაინის საიტმა,ჩეხეთის ნაკრების სენსაციური დეკლასირება დაარქვა.გილოცავთ მეგობრებო!ეს ერთი და სხვა კიდევ მრავალი!

• Master

ჩემი აზრით ასე მაგრად არასდროს გვითამაშია,ხუმრობა საქმე არაა ჩეხეთს ასე უშანსოდ მოუგო.ამაზე უკეთ შესაძლოა შორეულ წარსულში უელსთან ვითამაშეთ(5=0).კი იყო ამ ნაკრების შესრულებით ბულგარეთში და მაკედონიაში მაგარი თამაშები,მაგრამ ჩეხეთი მათთან შედარებით გაცილებით მაღალი დონეა.ძალიან გაზრდილი და დაჭკვიანებული მეჩვენა ჩვენი ნაკრები.ყველამ,აბსოლუტურად ყველამ ძირითადი შემადგენლობიდან ძაან მაგრად ითამაშა.ოქროს თაობა გვყავს და ინედია მუნდიალსაც საგზურს დავდებთ....

• სოსო

ბექას.ლოჩოშვილზე წერს,ბექა!

• სოსო

როცა ნაცები იყვნენ და სტადიონებს სასტუმროების და ავტოსადგომების ასაშენებლად ჰყიდიდნენ,ნაკრებიც ასეულის კარგა მოშორებით იყო ჩაჩეხილი.მოვიდა ოცნება და დაიწყეს სტადიონების,საფეხბურთო აკადემიების მშენებლობები.დანგრევა ადვილია,აშენება კი,გაცილებით რთული და ძვირი.სახელმწიფო ხარჯებს არ მოერიდა და შედეგიც სახეზეა.ხედავთ,როგორ თამაშობს ნაკრები.ზოგიერთები ყველაფრის გაბიაბრუებას ცდილობენ,მაგრამ ფაქტები და სტატისტიკა,ისეთი რამეა,ვერსად გაექცევი.იმასაც ხედავთ,რომ უკეთესი ახალგაზრდობა მოდის და წინსვლა გაგრძელდება,თუ რა თქმა უნდა, ისევ სპორტული ბაზების ნგრევა არ დაიწყო მთავრობამ.ამ მთავრობას უამრავი ნაკლი და სასაყვედურო აქვს,მაგრამ რასაც აკეთებს,კარგსაც ნუ დავუკარგავთ.

• Odala

ჰო ცუდ დღეში არიან. შ-რატი სადა მყავს მგზნებარე პატრიოტი?

ჩეხეთმა მოგვცა თამაში , ეს ხალხი არ გამოჩენილა ჯერ ?

• ჯონდო

ვეცნობი კომენტარებს და დიდ სიხარულთან ერთად არის რაღაც ნამდვილად ცუდი, გულსატკენი: რატომაა ამდენი ღვარძლი! ამ დროს? სამწუხაროა..

• რეზო

ის გაშვებული გოლი არის სანიოლის შეცდომა!! ოთხმაგი ცვლილება თან მთლიანი ცენტრი გამოცვალა და აირია გუნდი, ვეღარ გებულობდნენ რას აკეთებდნენ ჩვენები, ყოველი ორი წუთის ინტერვალით შეეყვანა ეს ხალხი, ოთხმაგი ცვლილება მაშინ უნდა გამოიყენო როცა შენი გუნდი ძაან ცუდად თამაშობს, ეს იგივეა გულის გადანერგვის ოპერაციის მერე პაციენტი სახლში გაუშვა საოპერაციო მაგიდიდან

• იკა

ნეტა სიმართლე იყო, მაგრამ არც მთავრობა და არც ფედერაცია არანაირ კავშირშია ნაკრების წარმატებასთან. აი ასე დაიწყო; კვარამ გულშემატკივარი მიიყვანა სტადიონზე, ფეხბურთელებმა რომ ნახეს გულშემატკივრით ივსებოდა სტადიონი, ყავადაც მოინდომეს, ჩვენ ყველამ რაღაც შევცალეთ ჩვენს მენტალიტეტში, დაწყებული ფეხბურთელებიდან, დამთავრებული გულშემატკივრებით.

• რეზო

მაშინ კიტეიშვილი არ გვყავდა!!!!!!

• გურულო

ამდენ მძიმე,მძიმე სიტყვებში ბარემ შტანგა,ტანკი და დინოზავრი გეხსენებინა შე ოჯახ აშენებულო

• ნაც-გვები

არა როგორ უნდათ და ჭირდებად ნაცებს ამ პერიოდში წაგებები

• mate

კარგი დროება გვიდგას და უბრალოდ ვისიამოვნოთ;)

იქნებ მიხვდეთ რომ სპეციალურად წერს ქოცების სახელით.. ნუ ყვებით ამ პოლიტიკურ მარაზმებს..

• გიორგი

ქართულ გენს გაუმარჯოს, გვყავდა, გენიოსები პაიჭაძე, მესხი, ყიფიანი, მეტრეველი, ჩივაძე და ა.შ. შემდეგ ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული, ქეცბაია, ცხადაძე, და ა.შ. გვყავს კვარაცხელია, მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, მიქაუტაძე და ა.შ. მაპატიეთ დიდმა ფეხბურთელებმა ვინც ვერ ვახსენე, იმრავლოს ნიჭიერმა ქართველებმა !!!

• 912

მადლობა ბიჭებს, სულ ასე დამუხტული იყავით, ტემპი არ დააგდოთ ყვითლები ითვალეთ...!!!

• rigiti

ძალიან კარგი ანალიზია, მომეწოწაფერი გააფუალნა,მაგრამ ამ "ლეველმა" ყველაფერი გააფუჭა.....!!!!

• არაჟანა დარკი

აფსუს ! ვავა მედში რომ არ ვიწვე და ისევ პრეზიდენტი ვიყო, რამდენ ფეხბურთელს დავიჭერდი ?

• ბექა

ყველაფერი კარგად თქვი მაგრამ ერთ მთავარი შეცდომა დარეხვე კიტე კრემონეზეს ფეხბურთელი არ ატის.

• ვანჩოპე

გილოცავ ძმაო, მრავალს დაესწარი

• Donie Brasco

ჭორვილა,კარტოფილი

• ბიძინა ბიძინაშვილი

ნაკრების ეს დონე მთავრობის მიზანმიმართული და მრავალწლიანი შრომის შედეგია

• M-33

ვილი ჯადოქარია, თითქოს უსახელო ნოუნეიმ მაგრამ ვიტყვი საკმაოდ გამჭრიახი/განსწავლული მწვრთნელია კი პატარ პატარა შეცდომებიც აქვს მაგრამ არა ბევრი და სავალალო. უკვე ძლიერი გუნდების მკაცრი პრესინგიდანაც ვსწავლობთ ნელ ნელა უშიშრად და შედეგიანად ამოსვლას, კიტეს სიდიადე გუნდისთვის აქ ჩანს ყველაზე მეტად. კი შეიძლება ხშირად კრემონეზეს ზამენაზეა მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროზე საჭირო კაცია ყველანაირად ლოჩოშვილი მარცხენა ლატერალად ესეც სანიოლის მიგნება და პლიუსი. საერთოდ ყველა კარგი იყო. გავრისკავ და ვიტყვი ქოჩორა-ჩაკვე-კიტეს ცენტრალურმა ხაზმა გარდატეხა და გახადა საქართველო ასეთი ძლიერი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი საბოლოოდ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიტეიშვილზე უფრო "გარდამტეხის შემტანი" [difference maker] ფეხბურთელი არ გვყოლია არავინ. ჩაკვე, კვარა, მამარდა, ქინქლაძე, არველაძე. უფრო ძლიერი ფეხბურთელები არიან შეიძლება მაგრამ კიტეს დამატება რო ცვლის ნაკრებს ეგრე სხვა ვერცერთის. მაქსიმუმ ქეცბაზე შეიძლება თქვა მარა ისიც გუნდის თამაშს არ ცვლიდა იმდენად უფრო თვითონ აწვებოდა რქებით. და რაც მთავარია ესეთ ათლეტურ ჩეხეთთან ფიზიკურად არათუ დავიჩაგრეთ არამედ ვაჯობეთ ეს ბევრ დადებითზე მეტყველებს ასეთი ლეველის ნაკრებებს ბევრს დავდებთ ბეჭებზე ამ შემადგენლობა/ტაქტიკით.

• C

ჰაჰაჰა რა იყო ეს! მადლობა ბიჭებო დიდი! გილოცავთ ც

• T.q

გენაცვალე და საქართველო დაგვილოცეთ მრავალჯერ აქედან ჩვენც მოგეხმარებით

• ზაკო

აბა აქაური პროფესურას რა შეფასება აქვს ვილიზე ან ნაკრების თამაშის ხარისხზე? თამაშის წინ zura222 1:4 1-ლ ტაიმში ვარაუდობდა, ზოგზოგიერთმა კიდევ ლოჩოზე და ჟორჟზე უსაყვედურეს სანიოლს. ისე კარგი იქნება უბრალოდ დაჯდეთ თუ ფეხბურთი არ იცით აზრები არ აფრქვიოთ, რომელიც სისულელეს უფრო უახლოვდება, ვიდრე ჭეშმარიტებას. ჩვენ ბიჭებს კიდევ ნებისმიერ სპორტის სახეობაში წარმატებები, ისინი მხარდაჭერას და გამხნევებას იმსახურებენ. ჩემი, როგორც ერთი ქართული სპორტის ქომაგისგან ღრმა პატივისცემა პარასპორტსმენებს და მედიასაშუალებებს ვთხოვ რომ ამ მაგარ ქართველებს მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ და ხალხს უფრო ახლოს გააცნოს ქვეყნის ნამდვილად საამაყო შვილები, ბრავო მათ !!!

• იბრუხ მართალი

კარგია მოგება მაგრამ ეიფორიას ნუ მიეცემით ბიჭებო რამდენიმე დღეში არანაკლებ სერიოზული მეტოქე გყავთ გასვლაზე. ტირანადან სამი ქულის წამოღება დაგვხატავს.

• 100%

+++++++ არ უყურებია. მაგ მომენტში გასული იყო გველესიანივით.

• საუკეთესო თავდაცვა ყოველთვის თავდასხმაა

ეხლა მაინც თუ მიხვდება კაშია, რატომ უნდა მოვუგოთო რომ იძახოდა. აი ამიტომ უნდა მოვუგოთ გურამ, რომ არავისზე ნაკლებები არა ვართ. ყველას გილოცავთ. დილას ვამბობდი, იმედია ვანიას ამ თამაშის მერე თუ დაატოვებინებენ თანამდებობას მეთქი. ალბათ ასეც მოხდება და კიდევ უფრო აირევა ჩეხეთის ნაკრები, რაც გასვლაზე წარმატების შანსს გაგვიზრდის. ალბანეთს შევჭამთ და არც უკრაინა მგონია დაუძლეველი ბარიერი, მთავარია ბიჭები იყვნენ ფიზიკურად მზად. წარმატებები საქართველოს ნაკრებს! ნაკლები უკან პასი და მეტი შეტევაში. უძლიერესი თავდასხმა გვყავს და ამას გამოყენება უნდა. ჰო, და კიდევ, არაა საჭირო ამდენი კამათი და ხელების შლა, უაზროდ ვიღებთ ყვითლებს. მეტი დისციპლინაა საჭირო.

• გიორგი

მაგრად ითამაშეს ,განსაკუთრებით მე-2ტაიმი.ყოჩაღ ცოტა მეტი სითამამე და ნაკრები ერთერთი ძლიერიც იქნება.ასე მოგებები დაგებედოთ ყველამ 10-ზე ითამაშა

• გიორგი

მაგრად ითამაშეს ,განსაკუთრებით მე-2ტაიმი.ყოჩაღ ცოტა მეტი სითამამე და ნაკრები ერთერთი ძლიერიც იქნება.ასე მოგებები დაგებედოთ ყველამ 10-ზე ითამაშა

• ATP 16

ეს იყო ევროპის მერე , საკუთარი გულშემატკივრებისათვის მადლობის მოხდის საუკეთესო პერფორმანსი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყოო. ალბათ დიდი ხნის განმავლობაში თვალებიდან არ ამოგვივა დღევანდელი საღამოო. ეს იყო ბედნიერი ზღაპრის გაგრძელება და იმედია მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიღვიძებთ. მადლობა ყველას ფეხბურთელებსაც და გულშემატკივარსაც დღევანდელი ბედნიერი დღისათვის.

კვარამ ისევ ულიდერა ნაკრებს. მისი გოლის შემდეგ გაიხსნა ჩეხების კარი. მამარდა ,კიტე ,ჩაკვე , მიქაუტაძე , კაკაბაძე შემოქმედებითად თამაშობდნენ. Yველა თავის დავალებას ასრულებს კარგად კაშიაც, გველესიანიც, დვალიც ,ლოჩოშვილიც. ერთია მარტო ტრიპაჩი.

• ერო

ჩაკვეს მეტსახელად ყიფო ( დავით ყიფიანის პატივსაცემად ). რომ შევარქვათ მგონი წინააღმდეგი არავინ იქნება.

• ლექსო

გილოცავთ. ბედნიერი ვარ რომ ჩვენი გუნდი ამ დონეზე გავიდა. გველესიანი კიტეიშვილი ჭანკვეტაძე ქოჩორაშვილი კვარა და მიქაუტაძე და რაც მთავარია მამარდა ამ ბიჭებს ბევრი რამ შეუძლიათ

ქოჩორა კიტესთან რა მოსატანია. კიტეიშვილი არის კლდე, ხერხემალი, უშეცდომო .

• იბრუხ მართალი

ისეთი აკრეფილი გვაქვს ალბანეთიც უნდა გადავჯეგოთ.

• მეგრელი

გაიხარე ძმაო, გკოცნი გულში კიდე ბევრი გვეზეიმოს სრულიად საქართველოს

• სოსო

ღმერთო ჩაკვე გვიმყოფე ჯანმრთელად და დარწმუნებული ვარ მსოფლიოს ვითამაშებთ ..ყიფიანი სუფთა

• ლექსო

გველესიანი ძალიან მომეწონა და მისი ბრალიაო გოლიო ერთერთი კომენტარში რომ წერს. ძმაო შენ თამაშს უყურე. დიდი მადლობა ყველას მთელ გუნდს. მთელი საქართველო გახარებულია. გილოცავთ ყველა ქართველს

• ქობულეთიდან

ჩვენი გუნდი ძალიან გაიზარდა! ყოჩაღ ბიჭებს. არავის გამორჩევა არ მინდა, მთელი გუნდი შეუდარებელი იყო.

• ლევანი

გილოცავთ ყველას! დედა რა იყო ეს აააა? გულწრფელად, მეშინოდა, ამ ევრომ, ნეტა თუ გაზარდა გუნდი? მეთქი და თურმე რას ნერვიულობ, გაზარდა და თან როგორ. დღეს ნამდვილი ქართული ფეხბურთი ვითამაშეთ, ყიფიანი გავიხსენე, ჩაკვემ რომ დააჯინა ბურთი ქოჩორა თავზე, თუმცა გაზრდა კიდევ გვჭირდება, კიდევ და კიდევ. გენაცვალეეეეეეეთ! დიდება დიდება დიდება საქართველოს!!!

• მალხაზ ჯობავა

დღეს იყო ქართული, ახალი ფეხბურთის დაბადება. ზეიმები ბევრი, წინ გველოდება.

• გიო

ჩაკვე არის ლომი

• ზაზა

ნუთუ ვანადზორშიც უყურებდით ამ თამაშს?

• T.q

გილოცავ ძმობილო, ყველაფერს ერთად ხმერთმა ბევრ სხვადასხვა გამარჯვებებს მოგასწროს მრავლჯერ და მრავალი წლისა მოიყარე ბედნიერად, კახელები გლოცავთ შენც და გილოცავთ მთელს ერს ამ გამარჯვებას.

• ვოოტ

გენაცვალეთ, ქართველებო!!! აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვერ ვარჩევდი ცხადს და სიზმარს...

• როდემდე

უკაცრავად, თქვენ არ იყავით ორი საათის წინ საქართველოს ნაკრები ლამის მიწაში რომ ჩადე, და ეხლა გვილოცავ?

• 4444

შენი გვარი გიწერია ზუსტად ლევანი გქვია თუ არ არ ვიცი, მარა ბუნებით ეგეთი ხარ.

• გოგა

მადლობა გუნდს მართლა მაგარი თამაშისა და შედეგისთვის და უდიდესი მადლობა სანიოლს პირწმინდად დაჩაგრა თავისი ვიზავი და თამაშის სქემა ააწყო იდეალურად ამ ძალისმიერი ნაკრების წინააღმდეგ,იმედია გაგრძელება უკეთესი იქნება

• ჯორჯო ბიძია

შედეგი არის უმაღლესი დონის!!! გილოცავთ ყველას

• Lasha

Me ar gamikvirda imitom rom evros mere sul sxva nakrebia bolsdabolos mervedfinalis gundi vart shemdegi gachereba tirana

• gia

ავლაბარი?

• გიო

გოლი გოჩოლეიშვილის ბრალი იყო... თავით სად დაუგდო ბურთი

• zura222-s

შენ არ იყავი საქრთველოს ნაკრებს, რომ მარხავდი ჩეხებთან რამდენიმე საათით ადრე თამაშის წინ?

• მეგრელი

ეს რა მაგარი საჩუქარი გამოკეთეს დაბადების დღეზე ამ დალოცვილებმა. გაიხარეთ ბიჭებო, მადლობა ამ დიდი სიამოვნებისთვის

• S.K.K.

თუ აღებული ტემპი არ დავკარგეთ 3-4 წელიწადში ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება, რომელსაც ძალიან დიდი მიზნების დასახვა და განხორციელება შეეძლება. მთავარია პროფესიონალიზმის და ამ მუხტის შენარჩუნება. P.S. ისე მგონია ევროპაზე ჩეხეთთან საკუთარი თავის უბრალოდ არ სჯეროდათ.

• რონი

კარგი თამაში იყო თვითონაც ისიამოვნეს და ჩვენც გვასიამოვნეს.. კვარა ჩაკვე რაც უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს მით უფრო დამანგრეველი იქნებიან... კიტე ქოჩორა სუპერები..დაცვაც კარგად იდგა გველესიანს როარ ჩაძინებოდა შეტევაში გოლს არ მივიღებდით. ლოჩოშვილის მაგივრად ვინმე კარგი შემტევი მცველი დაგვხატავდა

• გიო

სახელს და გვარს დააკვირდით, ბერძენიშვილზე ღადაობს რა გჭირთ ხალხო :დ

• ნიკი

კვარას სულ ტყუილად მისცეს ყვითელი(მე ვერაფერი დავინახე). ქოჩორამ უაზროდ აიკიდა ყვითელი. შე კაი კაცო 4:0 იგებ, ძირითადის შეუცვლელი ფეხბურთელი ხარ, მოედნის ცენტრში პირველივე ტურში სპეციალურად რატომ იკიდებ ბარათს????!!!! სამწვრთნელო შტაბს ამაზე ბევრი აქვს სამუშაო.

• zura222

ბრავო ვილის ! სულსხვა თამაშია ეს ჩვენი ნაკრების ანუ შეტევა ყიფიან-ძოძუაშვილის დროინდელი და დაცვა ქეცბაიას დროინდელი ! ყიფიან-ძოძუაშვილის დროს საუკეთესო შეტევა გვქონდა და ქეცბაიას დროს საუკეთესო დაცვა ! და ვილიმ ეს ორივე გააერთიანა !

• დდდ

გავარდნით ბევრს უვარდება, ზოგს ბავშვიც კი უვარდება ხოლმე, პრობლემა ის არის, რომ ზოგჯერ ვერ იჭერენ და რატომღაც ყველა ეგეთი ბავშვობაში ვერდაჭერილი ამ საიტს ეტანება...

• ნოე

თამაშის ბევრ მონაკვეთში 70-80იანის ქართული ფეხბურთი აჩვენეს ბიჭებმა,მართლა მაგრად ითამაშეს და ერთი ნიშანდობლივი რამ გამოაჩინა შეცვლებმა ოთარისა და ჩაკვეტაძის გარეშე ბურთის დაჭერა უჭირთ მარა მეიოთხე ბურთის მერე შეიძლებოდა ეგ ფუფუნებაც რომ ორივე შეეცვალა სანიოლს,საღოლ მთლიანად გუნდს და ვილის

• დიმა

კიტეიშვილი არის ნახევარი ნაკრები, ეს კაცი რაღაც სასწაულ ფეხბურთს აჩვენებს, ქოჩორა კვარა, ჩაკვე და ჟორჟი როოცა გყავს კიდე ზედ დამატებული პესიმისტურად განწყობილი როგორ უნდა იყო კაცი, გილოცავთ. ჩემდა გასაკვირად ბოლო დროს დაცვაც გამოგვისწორდა.

• იბრუხ მართალი

ანგარიშმა ხო მაგრამ ანგარიშზე მეტად თამაშის ხარისხმა გამაოცა. ეს რა იყო, როგორი კომბინაციური და გააზრებული ფეხბურთი ვითამაშეთ. სოუჩეკი მომიკითხეთ ადვილ სამ ქულას რომ გეგმავდა ბიჭი.

• ალექსანდრე

მე არ ვიცი ასტრონომია და ამიტომ არ ვაკეთებ კომენტარებს ამ სფეროში ყოფილ თუ მიმდინარე კვლევებზე და ინფორმაციაზე. ასევე არ ვიცი ბეიზბოლი და იგივენაირად ვიქცევი. ასე, რომ თუ ფეხბურთი არ იცის ადამიანმა მკვეთრი მოსაზრება მინიმუმ უადგილოა და სასაცილო ხდება. დალოცოს ჩვენი სამშობლო უფალმა…

• გოგა

ბიჭებო, ეს რა იყო? 4:1! გილოცავთ! დიდი მადლობა! წინ ბევრი გამარჯვება გვაქვს.

• გაორებული თავი

აი რას ნიშნავს როცა კვარამ ისწავლა პასების დროული კეთება...მაგრამ 84 წუთზე მაინც იკანკალა და იყოყმანა

• 1221

ახლა აღარ მოგწონს სააკაშვილი ხოო?

• 555

გაუვარდათ ყარაულის თიფივით

• კოკო

ეს ახალი ერაა ბეიბი

• იასონას უდარი

გილოცავთ,მოგებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო. ერთი რაღაც უნდა ითქვას,რომ ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის გასვლის შემდეგ,ვერ ვიყავით მთლად კარგად. შეიძლება ვიღაცამ თქვას,მოიგეს,ოთხი გოლი გაიტანეს,რაღა გინდაო,თუმცა სათქმელი რაც არის უნდა ითქვას.დიდი მიზნებისთვის ბრძოლას ძალების გადანაწილება სჭირდება,არც უაზრო ყვითლები არის კარგი და არც უაზროდ გაშვებული გოლი. ბევრისთვის უმნიშვნელოა,მაგრამ არა ჩემთვის. როცა შეგიძლია მეკარეს დაეხმარო კარის მშრალად შენახვაში,უაზროდ არ უნდა გარბოდე წინ და უნდა უფრთხილდებოდე საყრდენ ზონას. თავდასხმელს თუ თავდაჯერებისთვის სჭირდება გოლი,მეკარეს მშრალი კარი სჭირდება,ასევე დაცვასაც. ყვითლები სად გაპრობლემდება კაცმა არ იცის.მოკლედ,სასწავლი კიდევ ბევრია და სამუშაოა ამაზე. ეს უნდა თქმულიყო,თამაში კი შეიტანეთ დამაჯერებლად მოგებულთა კატეგორიაში.

• თორელი

ყველას ვენაცვალე ვინც დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსება ესე ლამაზად დაიცვა ,ჩაკვე, ქოჩორა, კვარა, ჟორჟი, ყველა... მაგრამ კიტესთან ერთად სულ სხვა ნაკრებია, სასწაული მოთამაშე გვყავს კიტეიშვილი...

• ლევან ბევრმძღნერიშვილი

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ ჩეხეთის ნაკრები არ იმსახურებდა დამარცხებას

• ვახო...

ეს არის ქართული ფეხბურთის, ახალი წარმატებული ერა, რომელიც მომავალშიც, უდიდეს წარმატებებს მიაღწევს! ენითაუწერელი გამარჯვებები ჩვენს ნაკრებს მომავალშიც!

• ზაზა

დღეს იყო ქართული ფეხბურთის ზეიმი

• A

ყველაზე დიდი სხვაობა ევროპაზე და ამ თამაშს შორის იყო კიტეიშვილი, მატჩის გმირიც ისაა ჩემი აზრით, კვარა, ჩაკვე, ქოჩირასთან ერთად

• ABARA

გნოლის ჯოგსა ვითა ქორი!

• ალექს

დანგრევაი საკვირველი!!! ასე მარტივ მამრავლებად დაჩეხილი ჩეხეთის ძალიან შეკრული და ორგანიზებული გუნდის ნახვა დიდი იშვიათობაა! უმაღლესი კლასი აჩვენეს მეორე ტაიმში. ყველა იმსახურებს ძალიან დიდ შექებას, თუმცა კიტე, ჩაკვე და ქოჩორა ათჯერ უკეთეს გუნდებსაც, უბრალოდ შეუდარებლები იყვნენ! წინ ბიჭებო, მხოლოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლა ამ ჯგუფში!

• ირაკლი

გაგიჭირდებოდათ ))) ცოტა დაგვინდეთ ))) გილოცაავთ!!!!

• დინამოელი

გილოცავთ ჩემო კარგებო, ასე გავაგრძელოთ !!!

• სად წევიდა?

მთელმა ჩეხეთმა ნახა როგორ დაფრინავდა საქართველოს ნაკრები. ჩეხეთის ჩემპიონატის გრანდები, პლზენი, მლადა ბოლესლავი, ლიბერეცი, შესანიშნავი იქნება კვარასთვის და ჩაკვეტაძისთვის. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და კვარადონას

• ძაუ

რა იყო ეს ჰაა?

• Gg

გილოცავთ ხალხო ყველას. მევიდაა ჩვენი დროოო

შედევრალური იყო

• მწვრთნელი

ეგრე რა თქვე კაი ხალხო! ასეთი სწრაფი ფლანგები გვყავს და რა ჩეხეთი რის ჩეხეთი! გილოცავთ ყველას! ალბანეთშიც უნდა ვიყოჩაღოთ და უკრაინა დაგვრჩება საფიქრალი! სანიოლმა როგორც იქნა შეკრიბა ნაკრები და აათამაშა ფლანგები! ეს არის ამ წუთში ჩვენი თამაში და თუ ტოპ გუნდს არ ვხვდებით, რომელმაც ბურთის დამალვა იცის, აი დაუშვათ ესპანეთის ნაირი, დანარჩენთან შეიძლება თამაში!

• ზაზა

აბა სადა ხართ, თქვე უვარგისო პესიმისტებო, საქართველოს ნაკრების წაგებას რომ წინასწარმეტყველებდით. გამოიღეთ ახლა ბევრი არ მოგივიდეთ. წარმატება ჩვენს ნაკრებს და მადლობა ბიჭებს.

• G.LA

ბრავო ვილი!!! ბიჭებო გენაცვალეთ გულში. ❤️ შემოგევლეთ თქვენ ბიჭებო რა კარგები ხართ. გილოცავთ ყველას ამ ხმაურიან ბრწყინვალე გამარჯვებას.

• Aaa

ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო, ვულოცსვ ყველას. ყოჩაღ ბიჭებო

• გეგი

ყველას გილოცავთ ხალხო!!!

ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!

[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს

[VIDEO] პსჟ დაფრინავს - დუემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა

[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა

"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პირესი: ეს პსჟ იმ გუნდზე 100%-ით ძლიერია, რომელშიც მესი, ნეიმარი და მბაპე იყვნენ

ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს

ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის

რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას

"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია

"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი

[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა

ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ

[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო

ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..

"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

ჰაშეკი

"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია