Midi Olympique-ის ინფორმაციით, ფრანგული "ლიონი" შეეგუა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს რაგბის ქართველი ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი დატოვებს.

"ლიონს" გუნდში 24 ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდებათ და მათთან ხელშეკრულების გაგრძელებას ცდილობს, თუმცა მათი ნაწილი გუნდს მაინც დაემშვიდობება. ამ მორაგბეთა რიგში 22 წლის ნინიაშვილიც იქნება, რომლის დამატების სურვილიც "ტულონსა" და "ტულუზს" აქვთ.

"ჩვენი აზრით, დავითს ძალიან კარგი შეთავაზება გავუკეთეთ. ამაზე მეტის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, არცერთი მოთამაშე არ დგას კლუბზე მაღლა. ნინიაშვილმა იცის, თუ რა ხელფასის მიღება შეუძლია ჩვენგან და არ გვაინტერესებს, რას სთავაზობენ სხვები. თუ "ლიონში" უნდა დარჩეს, ეს ფულზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზით უნდა გააკეთოს", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა იან რუბერმა.

დავით ნინიაშვილი "ლიონს" 2021 წელს შეუერთდა. ქართველმა გარემარბმა Top 14-ის ახალდაწყებულ სეზონში უკვე მოასწრო ერთი მატჩის გამართვა და "მონპელიესთან" 26:22 გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

espo
სამჯერ გადავიკითხე ლიონის განცხადება და მე მანდ ულტიმატუმის მსგავსი ვერაფერი დავინახე. აი ამდენს გადავუხდით, მეტს ვეღარ და დანარჩენი თავად იცისო. თუ სხვა რამე ვალდებულებები არ აფერხებს (რაც ჩვენ არ ვიცით), დავითს გზა ხსნილი აქვს და სადაც უნდა, იქ გადავა.
Walter White
სპორცმენი-არა სპორტსმენი-კი
ზურა
ბებია უჭყავით, რა ნამყსზე აგდებაა? სამშობლოდან გარბუს ომის დროს თუ რა არი? სულ რო ნახევარი გადაუხადის ტულუზმა, მაინც უბდა,წავიდეს, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდია. თუ ეგ არ გამოვა, ტულონში მინიონისთან მაინც სჯობს. ფაქტიყრად მაგის გაძრობილია დიდ რაგბიში. ისე, საუვარი ლა როშელზე უფროა. ო გარა თუ ფარჩა, იქაც ძაან მაგარი იქნება. თან უკონკურენტო იქნება. ერთი სიტყვით, ნუ შეგვჭამა ყველამ ეს ქართველები რა! არავის ვალი ჩვენ არ გვაქ! მიდი, ნინი, წადი იქ, სადაც შენ გინდა!
რამაზ მართალი
კარგი გუნდია ლიონი და თუ დარჩება არც ეგ იქნება ურიგო, მაგრამ თუ უკეთესი შემოთავაზება აქვს უნდა წავიდეს, რადგან პროფესიონალი სპორტსმენი ასე უნდა მოიქცეს. მამუკას აქვს ბიოგრაფიულ წიგნში აღნიშნული, რომ ერთხელ ქართულ-ჯიგრულ ამბავში დავთანხმდი დამატებით თამაშზე, მაშინ როცა დასვენება მეკუთნოდა კლუბიდან და მძიმე ტრავმა მივიღეო და როგორც პროფესიონალი ისე რომ მოვქცეულიყავი, მაშინ გადავრჩებოდიო. ამიტომ, ნინიაშვილმაც პროფესიონალურად უნდა შეხედოს საქმეს და არ აქვეს ფრანგულ ეშმაკობას, ქართულ ემოციებზე თამაშის კუთხით, რადგან კარგად იციან ფრანგებმაც ეს სისუსტე და ასე აგდებენ ნამუსზე თითქოს.
ნაპოლეონი
დაახვიეთ რა. . აბა ვინმე ახალზელანდიელი ეთქვა ეგრე დაიწყებდნენ ლაპარაკს?. . დავით დაიკიდე და გადადი სხვაგან .ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ თავის დაფასება.სხვანაირად პატივისცემას ვერ მოვიპოვებთ. . ევროპელებს სხვა ენა არ ესმით. . რა სპორტული პრინციპი არა იხვი

როგორ უჭირთ კლუბებს ქართველი სპორტსმენებისთვის ღირსეული ხელფასის გადახდა
222
კლუბის პრეზიდენტის განცხადება უფრო ულტიმატუმს გავს ვიდრე შეთავაზებას! სპორცმენის კარიერა ძალიან მოკლეა და ამიტომ ყველამ უზრუნველყოფილ მომავალზე უნდა იფიქროს. ნინიაშვილმაც ასე პრაგმატულად უნდა შეხედოს სიტუაციას - სადაც მეტ ტიტულს და უკეთეს ხელფასს მიიღებს ისე რომ, მის განვითარებას ხელი არ შეეშალოს იქ უნდა წავიდეს. თუ ეს ყველაფერი ერთად ვერ მოდება - მაშინ აქცენტი მეტ შემოსავალზე უნდა გააკეთოს.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"