ფეხბურთისხვადასხვა
ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს
ნიკალა მახარობლიშვილი
12:46/23-09-2024
+-

"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას პრემიერლიგის კლუბ "ნიუკასლში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, კონტრაქტი ხანგრძლივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მისი ოფიციალურად გაფორმების შემდეგ სალია ერთი სეზონის განმავლობაში ისევ "დინამოში" დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება "ნიუკასლს".

სალია თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.

შეგახსენებთ, წარსულში "ნიუკასლის" ღირსებას თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი იცავდნენ.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
23
ვანო
(1)
/
Dislike(0)
ეეე არ შეიძლება ასე მოშორდეს ფიფია გუნდს აღარავინ დატოვა გუნდში. მერე გიკვირთ წარუმატებლობა ევროტურნირებზე.
8:51:21 PM 10/22/2024
გამოხმაურება(0)
Პელიდი
(1)
/
Dislike(0)
სალიას და პარკაძის შედარება არასწორი მგონია, რადგან სალია უკვე ერთი წელიწადია პროფესიონალურ დონეზე თამაშობს და შეჩვეულია ამ დონეს,რაც დიდი უპირატესობაა. პარკაძეს,კი პრაქტიკულად არ მოუწია ეროვნულ ლიგაში ყოფნა. ერთი წელიწადიც მცირე დრო მგონია, მაგრამ სულ უთამაშებლობას ჯობია.
11:05:38 AM 9/24/2024
გამოხმაურება(1)
Levan1
Dislike(1)
/
Dislike(0)
მეორე ფაქტორი ის არის,რომ ბაიერნი გაცილებით დიდი გუნდია და უფრო ძნელია იქ ადგილის დამკვიდრება, ნიუკასლიც არაა პატარა გუნდი მაგრამ უფრო მეტი შანსია სალიტას ნიუკასლში განვითარების ვიდრე 16-17 წლის საქართველოს ჩემპიონატიდან ბაიერნში თამაშის .
3:10:31 PM 9/24/2024
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2