"გენტში" მომუშავე 24 წლის ქართველმა სკაუტმა მიხა გაბეჩავამ, რომელიც წარსულში თბილისის "დინამოში" საქმიანობდა, Mag NUFC-სთან ვახტანგ სალიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, 17 წლის ქართველი შემტევი სათამაშო სტილით არა ხვიჩა კვარაცხელიას, არამედ რობერტო ფირმინოს ძალიან ჰგავს.

"მესმის, როდესაც რომელიმე ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, მაგრამ ჩემი აზრით, სალია ფირმინოს უფრო ჰგავს და ამას მისი სათამაშო სტილის გამო ვფიქრობ.

სალიასა და ფირმინოს "ცრუ ცხრიანზე" ასპარეზობა ძალიან კარგად შეუძლიათ. გარდა ამისა, ორივეს მუშაობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს.

არა მგონია, რომ კვარაცხელიას თამაში "ცრუ ცხრიანზე" უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე 4-3-3-ში მარტოხელა თავდამსხმელად.

ნამდვილად მჯერა, რომ თუ ამ სქემაში სალიას "ცხრიანად" ათამაშებ, კვარაცხელიაზე ბევრად ეფექტური იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ისინი ეროვნულ გუნდში ერთად იქნებიან, პოზიციების გამო სასტარტო შემადგენლობისთვის პრობლემა არ უნდა გაჩნდეს, რადგან მათ სხვადასხვა როლების შესრულება მარტივად შეუძლიათ.

ჩემი აზრით, სალია მომდევნო სეზონს იჯარით ნიდერლანდებში გაატარებს. ამას მიოდრაგ პივასისა და იაკუბ მინტეს მაგალითით მოწმობს", - თქვა გაბეჩავამ.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის სალიამ "ნიუკასლთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "კაჭკაჭებს" 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.

ცრუ ცხრიანებს
არა იცრუო
სოსო
ზაზას.გმადლობ ზაზა,კარგად ახსენი,თუმცა ეს,თვითონაც ამბობ,ცრუ ცხრიანის ახსნაა.მაგრამ წინადადებაში მანამდე ცრუ ცხრიანზეც ლაპარაკობს და გამოდის რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშს ერთმანეთს ადარებს ავტორი და ერთი მეორეს სჯობიაო,გვეუბნება!რაც შეეხება მარტოხელა თავდამსხმელს,ჩემი აზრით,სამთავდამსხმელიან ტატიკაში,ეს 4-3-2-1 წყობაა.არც ასე და არც ისე,4-3-3 არ გამოდის.მგონი თვითონ ავტორს აერია რაღაცა.არც იმას გამოვრიცხავ,რომ მე არ ვფიქრობ,სწორად.
ემზარი
არც ერთი ქართველი ფეხბურთელი ისე არ მომწონს, როგორც სალია. მისის სახით ძალიან დიდი ტალანტი ეზრდება საქართველოს და მსოფლიო ფეხბურთს.
thanks
ამ ბიჭს შეუძლია პრემლიერ ლიგა გააოცოს მთავარია შანსი მიიღოს ნიუკასლში როგორც მამარდა გახდა საუკეთესო ამ ბიჭსაც იგივე ელოდება..
1 ს
ამ შემთხვევაში კი საეროდ არაფერ ესაქმება ორ თანხმოვანს, უნდა იყოს - მას და კვარაცხელიას.
1 ს
არა, ქართული ენისთვის ორი "ს" არ არის ბუნებრივი, უნდა იყოს მასა, ესე...
Zaza
4-3-3-ში ცრუ ცხრიანია ის რომელიც თავდამსხმელების სამეულში ცენტრში თამაშობს თუმცა რომელიც არა ჰალანდივით შეტევის წინა ხაზზეა სულ არამედ პერიდულად იხევს უკან 10 ნომრის პოზიციაზე და პასებით წინ ამარაგებს დანარჩენ 2 ფორვარდს. პირობითად მესი რასაც თამაშობდა ბარსაში ან მბაპე ამ რეალში.
Givi
ნეტა ფეიქრიშვილიც ვირუსის გამო არ იყო გუშინ 19 ში? იცით ვინმემ რამე? ისე ამ ნაკრებში არ უნდა იყვნენ წესით ბორმუთის, ლილის, რიუ ავეს და ბრიუგეს ქართველები? ესენიც რომ დაუმატო სერიოზული გუნდი გამოვიდოდა...
odala
მასსა 2 ს-თი იწერება??
ემიგრანტი
წარმატებები სალიას სადაც არ უნდა ითამაშოს ის ჩვენი ქვეყნის შვილი და მომავალია.. ჩემი აზრით ნიუკლასლში არ უნდა წასულიყო ჯობდა უფრო დაბალ დონის კლუბში გადასულიყო და ეთამაშა იმ კლუბში როგორც გუნდის წევრი და არა განათხოვრებული ფეხბურთელი განათხოვრებული ფეხბურთელი არა ართი ყოფილა მაგრამ 10 % პროცენტმა გაამართლა დანარჩენმა. ვერ გაამართლა თან იწერებოდა რომ ბევრ ტოპ კლუბს სურდა მისი შეძენა ნუთუ არცერთ არ სურდა მისი კლუბში ისე მიყვანა რომ არ გაენათხოვრებინა რავიცი რავიც აგენტების სუსტი მოლაპარაკებები ჩანს .. გვახსოვს. პარკაძე ხომ ახლა სად არის ეს ბავშვი 4 ლიგაში სადღაც ვინმემ იცის თამაშობს არ თამაშობს იტანს არ იტან არავინ სამწუხაროდ მაგას ხომ ჯობდა დინამოში ყოფილიყო და ასე თუ ისე ასაკობრივ ნაკრებში იქნებოდა უფრო განვითარდებოდა გული იმაზე მწყდება რომ ამდენ ტალანტს ვკარგავთ დინამომ რამდენი ტალანტიც გაზარდა სამი იმდენი გააფუჭა დაიკარგა
სოსო
კაცი იყოს და ადგილს მოვუძებნით. მეგობრებო,4-3-3 სისტემაში,მარტოხელა თავდამსხმელობაში რა იგულისხმება,ვინმემ იცით?
Irakli Apkhaidze
U 19-ში რაღა უნდა, როცა 21 წლამდელებშია გამოძახებული?..
kesha
უნდა გაეცნო ოფიციალურ ინფორმაციას და მერე უნდა დაწერო, სალიამ იმიტომ არ ითამაშო რომ ვირუსი აქვს!
ბაჩო
ნიდერლანდები ზოგადად კარგი ტრამპლინია ფეხბურთელებისთვის მაგრამ მიქაუტაძის მაგალითზე გამოჩნდა, რომ ძალიან ცივი ხალხია ჰოლანდიელები და სულ არ აინტერესებთ ფეხბურთელთან მიდგომა ადაპტაციის დროს. თამაში თუ არმიგდის ვსიო დაღუპული ხარ საფრთხილოა ძაან და ყველაფრის გათვალისწინება მითუმეტეს ტოცა ახალბედა ფეხბურთელზეა საუბარი უნიჭიერეს ბავშვზე
RRR
უ 19-ის ძირითადში ვერ ხვდება და რავიცი რა.
მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს
რას გადაწყვეტს ირაოლა და მამარდაშვილი? - ქართველი გუნდთან ერთად აშშ-ში მიდის
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
UEFA-მ FIFA-ს შემოღებულ წესზე უარი თქვა - მსაჯები ევროტურნირებზე მუნდიალისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ძალიან რთული მეტოქეა" - კაბო-ვერდე მესიმაც კი აღიარა
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
ფავორიტებიდან ლუსაილამდე: საფრანგეთისა და არგენტინის 20-წლიანი საფეხბურთო ოდისეა
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
"მესიმ მუნდიალზე გოლების ლიმიტი ამოწურა" - ირწმუნება განელი შამანი
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
კვარაცხელიას პსჟ რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად ისტორიული შედეგი მუნდიალზე დააფიქსირეს
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ" - "ნიუკასლის" სპორტულმა დირექტორმა ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
"ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ თავდამსხმელს კონტრაქტი გაუფორმა
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
70 მილიონი და ბონუსები - "ბარსელონა" გორდონის ტრანსფერს დღეს დაასრულებს
"ამ ზაფხულს კვარაცხელიას ეს შესაძლო ტრანსფერი შოკისმომგვრელი იქნება და ევროპას შეარყევს" - El Nacional ხვიჩას შესახებ
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დღეს ზურიკოც არ იქნება, "კვარა" გამოტოვებს, "ჟორჟი" დაასრულებს - "ჩაკვესა" და საბას მატჩები...
გარიგება შედგა - ტონალი "ტოტენჰემს" 100 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა