მრავალ ახალ წელს!..

2024-ში საკმაოდ ბევრი სპორტული წარმატება იყო, რის გაგრძელებასაც ისევ ველით - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა... ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქართველი ლეგიონერების წარმატება იქნება. საახალწლო დღეებშიც ვხედავთ, NBA-ში გოგა ბითაძე როგორ "დაფრინავს", კალათბურთელებისგან კი მორიგ ევრობასკეტს ვისურვებთ... რაც შეეხება ფეხბურთს, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმისგან განკურნების შემდეგ ჯერ "ვალენსიას" გადარჩენა უნდა სცადოს, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში, "ლივერპულში" ველით; "ნიუკასლის" წევრი ვახტანგ სალია გახდა; ტოპლიგებში ერთი ფეხბურთელი უკვე დაგვემატა და ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმის" მაისურით გაიტანს(ამის პირველი შანსი 11 იანვარს, "უნიონთან" იქნება; კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენს" შეხვდებიან). ველოდებით სხვების პროგრესსაც, ზაფხულში კი დიდი მიზნები, შეთავაზებები და გამოწვევები ხვიჩა კვარაცხელიას ექნება. 2028 წლამდე განახლებული ხელშეკრულება და გამოსასყიდი თანხა (თუ ძალიან დიდი არ დასახელდა) ამ პროცესს დააჩქარებს. "ბარსელონა"? - რატომაც არა!..

2025 წლის პირველ შეხვედრასა და იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელ მატჩს სერია "ა"-ს თანალიდერი "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინასთან" ჩაატარებს - დღეს, 4 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე. ახლა საუდის არაბეთში სუპერთასის მატჩებია, სადაც შარშანდელისგან გასსხვავებით, არცერთი ეს გუნდი არ მონაწილეობს. აღნიშნული გარემოება ნეაპოლელებს ლიდერობის განმტკიცების შესაძლებლობასაც აძლევს.

ნეაპოლური გამოცემები ქვემოთ მოცემულ სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობენ. როგორც მოგვიანებით კონტეს პრესკონფერენციიდან გაირკვა, კვარაცხელია და პოლიტანო (განაცხადშიც არ არიან) ვერ ითამაშებენ, ჩვენებურს მუხლის ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და კუნთის გადაღლაც აქვს.

ხვიჩა კვარაცხელია "იებს" უკვე ხუთჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. პირველ შეხვედრაში უგოლო ფრე (0:0) იყო, მეორეში (1:0) ლოსანოს ნაცვლად ქართველი მინდორზე პირველივე ტაიმში შევიდა; ამის შემდეგ ზემოთხსენებული წაგება - "მარადონაზე" რუდი გარსიას გუნდმა სამი გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთი გაიტანა. სრულფასოვანი რევანში (3:0) სუპერთასის ნახევარფინალში მაცარის მწვრთნელობისას შედგა, კალცონას დარიგებული გუნდისგან კი იმ "არტემიო ფრანკიზე"(43 147 მაყურებელი), სადაც გუნდებმა ახლა უნდა ითამაშონ, უხვგოლიანი ფრე (2:2) ვიხილეთ. იქ "კვარამ" ფლორენციელების კარი პირველად (საჯარიმო დარტყმით) დალაშქრა. აქვე, ქართველი შემტევის მიმდინარე შედეგს შეგახსენებთ - 5 გოლი, 3 საგოლე პასი.

ანტონიო კონტეს მთავარი დანაკლისი ბონჯორნოა, რომლის სრუფასოვნად შეცვლა ჟესუსს გაუჭირდება. თუკი "ფიორეს" სამეულისთვის ბრძოლა სურს, იქნებ ამისთვის ბოლო შანსიც იყოს.

ჩაკვეტაძემ წელი შედეგიანად დაიწყო...

ამ მატჩამდე (18:00 სთ) საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" "ვენეციას" ესტუმრება. დღევანდელი დღე ქართველებით საკმაოდ დატვირთულია. გიორგი ჩაკვეტაძემ წელი საგოლე პასით დაიწყო, თუმცა გუნდს მაინც ვერ უშველა. ჩემპიონშიპის 26-ე ტურში "უოტფორდი" "შეფილდს" (19:00 სთ) დაუხვდება; ორივე ქართველის გუნდი იასპარეზებს საფრანგეთის ლიგა 1-ში - ზურიკო დავითაშვილის (ტემპერატურის გამო არ იქნება) "სენტ ეტიენი" "რეიმსს" (20:00 სთ) უმასპინძლებს, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კი - "მონპელიეს"(23:59 სთ). ჩვენებური თავდამსხმელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ. ეს შეხვედრა ქართველი ლეგიონერების შაბათს დაასრულებს.

გიგო პაპა
ნამდვილად რაღაც ხდება. ეტყობა მართლა არიდებს თამაშს თავს, როგორც ოსიმენი აკეთებდა ბოლოს. ალბათ სხვაგან გადასვლის ამბავია. თუ მუხლი აწუხებდა წინაზე როგორ იყო ძირითადში? და როცა კონტემ შეცვალა, არც ტრავმისა ეტყობოდა რამე და უკმაყოფილოც იყო სახის გამომეტყველებით. ალბათ ამ თვეში გადავა სადმე და თავს იზღვევს ტრავმისაგან. ოღონდ მართლა წავიდეს და ერთ-ორ ტურს გადავიტანთ როგორმე. ეჰ, ბარსელონაში დაგლიჯავდა ხვიჩა, იყოს თუნდაც ლივერპული, ჯანდაბას, ამ ნაპოლის ყურებას უკვე ყველაფერი ჯობია. ვენეციებს რომ ერთ გოლს ძლივს გაუტან თამაშის ბოლოს, რა აზრი აქვს ეგეთი გუნდის გულშემატკივრობას. ძალიან მტანჯველ ფეხბურთს ათამაშებს კონტე, ეს ლუკაკუც ოსიმენის ნახევარიც არაა და დაიტანჯება ხვიჩა მანდ თამაშით. ხვიჩაზე უნდა ავაწყო გუნდიო, ხვიჩაზე კია არა, ლუკაკუზე აუწყია კონტეს და ეგ არი.
Lasha
Esea coli qartuli xasiati mayuti
გიორგი
საბედნიეროდ ხვიჩას არ ჭირდება დაძალება არ გაცნობიხართ ალბად მოსკოვის ლოკომოტივის ბაზის დაცვის წევრის ინტერვიუს სადაც ამბობს ხმაურზე გამოვედით ღამით და რას ვხედავთ ხვიჩა ვარჯიშობდაო ახლა მას მიზანდასახული ამბიციური გუნდი ჭირდება და ძველზე უკეთეს ხვიჩას ვიხილავთ ხომ ხედავთ რა დღეშია მანჩესტერი ტოტენხემი ჩელსი ჩელს რამე ამბიცია რომ ქონდეს იფსვიჩთან ჰანდიკაპით წააგებდა?იტალიაში რომა მილანი ივენტუსი მართალია იუვეს წაგება არ არვს მაგრამ ფრეებს თამაშობს უცნაურად რაც თითქმის წაგების ტოლფასია სამქულიდან ორი იკარგება.
zura222
სულ გამო...ვნენ ის ჩემანალები? ზაფხულამდე სულ გააგიჟებენ კვარას და ეხლავე უნდა ეცადოს გაქცევას ნებისმიერ გუნდში თუნდაც გაზისანთებში ან ხვიდოვრეში !
სანდრო კალცონა
ბარემ გილმორი დააყენონ მარცხნივ
ღადაობთ?
სადა აქ ბარსელონას ხვიჩიკოს ყიდვის ფული))) ჰალა მადრიდ!!!
ამაშია საქმე
ბედნიერ წელს გისურვებთ ყველა ღირსეულ და პატიოსან ადამიანს.დროა, ხვიჩა ძველებურად გაიბრწყინო. ღმერთმა ამხელა ნიჭი მოგცა და თავდაუზოგავი ვარჯიშით ყველას გააოცებ.ნაპოლის გაჩემპიონების სეზონში მეგონა ახალი ჯორჯ ბესტი გამოჩნდა მსოფლიო ფეხბურთში. ყველას მოუწოდებ განსაკუთრებით მის ახლობლებს გავლენა იქონიონ თუნდაც აიძულონ/მშობლებმა/ ინდივიდუალურ ვარჯიშებს მოუმატოს.ცნობილია რონალდუ და მესი ყველაზე ადრე მიდიოდენ ვარჯიშზე და ყველაზე გვიან ამთავრებდნენ.ასეთი მიდგომით შენც შეგიძლია დიადი გახდე.
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] მიქაუტაძის მე-16 გოლი - "ვილიარეალმა" სეზონი "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" სტუმრად "კიოლნს" მოუგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი აქვს
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
"სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ" - "ნიუკასლის" სპორტულმა დირექტორმა ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
ჩაკვეტაძის 62 წუთი და "უოტფორდის" ზედიზედ მესამე მარცხი
Geo Team: მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
"ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ თავდამსხმელს კონტრაქტი გაუფორმა
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა
მოლაპარაკებები დაიწყო, დავითაშვილი "ბენფიკას" უახლოვდება - ტრანსფერის შემთხვევაში, ზურიკოს მწვრთნელი მარკო სილვა იქნება
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"სალია იჯარით ალბათ ამ ქვეყანაში წავა... გეტყვით, რატომ შეუძლიათ ეროვნულ ნაკრებში მასსა და კვარაცხელიას ერთად თამაში" - ქართველი სკაუტი ახალგაზრდა ტალანტზე
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
"ამ ზაფხულს კვარაცხელიას ეს შესაძლო ტრანსფერი შოკისმომგვრელი იქნება და ევროპას შეარყევს" - El Nacional ხვიჩას შესახებ
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ "ნიცას" ფეხბურთელი გაუჩინარდა
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] გოგლიჩიძე შეუცვლელად და ჩაკვეტაძე შეცვლაზე - "უოტფორდმა" სახლშიც წააგო
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
დავითაშვილმა გაიტანა, მაგრამ "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ში ვერ გადავიდა
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ
[VIDEOS] ბუდუს შოუ და ულამაზესი გოლი "ალიანც არენაზე" - ზივზივაძემ "ბაიერნს" დუბლი შეუსრულა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" სენსაციური გამარჯვება პლეიოფის პირველ მატჩში