"ნიუკასლი" თავისი ოფიციალური საიტით იტყობინება, რომ 17 წლის თავდამსხმელს, ვახტანგ სალიას კონტრაქტი გაუფორმეს.

სალია ინგლისურ გუნდში 2025 წლის აგვისტოში გადავა, იქამდე კი იჯარით თბილისის "დინამოში" ითამაშებს.

"ნიუკასლის" სპორტულმა დირექტორმა პოლ მიტჩელმა ქართველის ტრანფერთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: "მოხარული ვართ, რომ რიგ ტოპ-კლუბებს დავასწარით და ვახტანგთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. ახალი, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიება და მოზიდვა მდგრადი მომავლის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით არსებული სისტემის ფარგლებში, ამიტომ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა.

ჩვენ ამ მიმართულებით როგორც ინგლისში, ასევე საზღვარგარეთ აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ვიპოვოთ ტალანტები, რომლებსაც მომავალში შეუძლიათ პირველი გუნდის წევრები გახდნენ. ვახტანგთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველით და თბილისის "დინამოში" კარიერის დარჩენილ დროში წარმატებებს ვუსურვებთ".

რრრ
ჭანტურია თავისივე უდისციპლინობამ და სიზარმაცემ დაღუპა, თარგამაძე და აბურჯანია როდის ითვლებოდა განსაკუთრებულ ტალანტებად?
იკა
აუ კარგით რა მაგარი გამიხარდება რო მართალი გამოდგეს და მთავარ გნდს უნდოდეს, მაგრამ ამ ბიჭს ამ ყანა ჩემპიონატში საერთოდ არაფერი გაუკეთებია რო ეხლა ეგრევე ნიუკასლის ასნავოიში აღმოჩნდეს. ეს მორიგი ჭანტურია, აბურჯანია, თარგამაძე იქნება.
ნაპოლეონი
სალიაც მაგათ შეუერთდება...საქართველოს ჩემპიონატში რა ქნა ჯერ ძალიან იმისთანა რომ. . ხოდა ახალი ჯაკობია და იმის ჯანი. . . თუ საბოდიშოდ და საგინებლად გამიხდება საქმე ყველაზე ბედნიერი ვიქნები
რრრ
აბა შენ იცი ვახო, შენზეა დამოკიდებული ახალი კვარა იქნები თუ ღმერთმა არ ქნას და პარკაძე.
უდარას
ზურა ხარ, 222, გიცანით!
las
ბრატუხა მგონი შეგეშალა. ეს პოლიტიკური გვერდი არაა. სხვაგან უნდა დაგეწერა ეგ კომენტარი ისე რა მშვიდობაზე ლაპარაკობ 1 მილიონი ქართველი დავკარგეთ და ემიგრანტად იქცა 12 წელიწადში მეორე მსოფლიო ომში არ გვქონია ამდენი დანაკარგი და ვინც დარჩა სოციალურად დაუცველთა ბაზაშია შეყვანილი
იასონას უდარი
უბრალოდ,შეხედეთ რა შეუძლია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას.კი ბატონო,არსებული მართველი ძალა ბევრი ხარვეზით მოდის და ბევრი ისეთი აქვთ რო არ მოგეწონოს,თუმცა ეს მათი ბრალიც არ არის ბოლომდე. კონკურენტი არ ყავთ და ვერ ვითარდებიან. რატომ გვიხარია სალიას ეპლში გადასვლა? იმიტო რო კონკურენტული ლიგაა და ნიუკასლიც კონკურენტული გუნდია,კონკურენციაში მოუმატებს ჩვენებური და ამიტომ გვიხარია. სულ ვამბობდი რო ქართველებს საფეხბურთო ნიჭი გვქონდა,თუმცა რაც ბოლო ხანებში ხდება,მეც კი ვერ წარმოვიდგენდი,ასე მალე თუ შეიძლებოდა ამის გაკეთება. და ეს არის მშვიდობის საზღაური საქართველოსთვის. ამიტომაც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა იყოს მშვიდობა და არაფერი არ გაყალბებულა. ან ეს გაყალბება რანაირად ხდება,როცა უამრავი დამკვირვებელი არის უბანზე,როგორც ყველა პარტიის,ასევე საზღვარგარეთიდან. გამოდის რო ყველა მოსყიდულია და ყველა საქმეშია? თუ ეს ასეა,მაშინ რაღას ვსაუბრობთ,პარტიას რო არ შეუძლია კადრის შერჩევა და ის იყიდება,ხელისუფლებაში თუ მოვლენ,მერე არ გაიყიდებიან? უკროიბერები დაოკდით,საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არა უკრაინაში,საქართველოში არცევნების გაყალბება არავის აწყოდბა. რატომ უნდა გააყალბო რაღაც,როცა იცი რო შენ გარანტირებულად იგებ? არ გააყალბებ და არც არავის გაუყალბებია,არაფერში არ სჭირდებოდათ და მიტომ. ვახტანგს კი წარმატებები დინამოშიც და ინგლისშიც,იმედია მშვიდობა გვექნება ქვეყანაში და კიდევ ბევრ გასახარ ამბავს გავიგებთ ქართველებისთვის.
Zaza
კი ეგრეა მაგრამ ზედ ტრანსფერის წინ ინგლისურმა გარდიანმა შეიყვანა მსოფლიოს ტალანტების სიაში თავის ასაკში და ეს სტატია იქნება წარდგენილი საიმიგრაციო სამსახურში იმის მტკიცებულებად რომ განსაკუთეებული ტალანტია. ყველა დიდ კლუბს ყავს თავისი ჟურნალისრები სპორტულ გამოცემებში…
გორის დილა
ინგლისში რო ითამაშო და სამუშაო ვიზა მიიღო ეროვნულ ნაკრების ბოლო ორი წლის თამაშების 70% უნდა გქონდეს ნათამაშები მინიმუმ, თუ ნაკრები რომელსაც წარმოადგენ ფიფას რეიტინგში პირველ 60 გუნდშია მაგ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პროცენტი გაქვს ნათამაშები, ან საერთოდ გაქვს თუ არა. როცა საქმე ახალგაზრდა ტალანტებს ეხება 18 წლამდე ვინც ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს მაგ შემთხვევაში არ ქმნიან ბიუროკრატიულ პრობლემებს, აწყობთ რაც უფრო მეტი ტალანტი ითამაშებს პრემიერ ლიგაში. ტალანტების კუთხითაც რო გაამკაცრონ წესები კონკურენციას ვერ გაუწევენ ტალანტების მოყვანის მხრივ სხვა ლიგებს და მაგიტო ამარტივებენ წესებს. თან სალიას დიდი ალბათობით რომელიმე ახალგაზრდულ გუნდში დაარეგისტრირებენ რაც უფრო გაამარტივებს ყველაფერს. მარა ეს იმას არ ნიშნავს რო მთავარ გუნდში არ ექნება თამაშის უფლება, თუ მალე გაქაჩავს პირველ გუნდამდე არანაირი პრობლემა არ იქნება სალიას მთავარ გუნდში თამაშის.
100%
შენსკენ და ყველა კეთილი ადამიანისკენ ღმერთი და იღბალი. სალიას წარმატებები.
ნიკი
კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ როგორც მახსოვს ინგლისში რომ ითამაშო, სამუშაო ვიზას ყველას ხომ არ აძლევენ. რაღაც კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფეხბურთელი. ან აღიარებული ტალანტი უნდა იყვეს, საერთაშორისო მატჩებში უნდა მიეღო მონაწილეობა და ა.შ. როგორც მახსოვს ლაშა დვალს შეექმნა ეგეთი პრობლემა ახალგაზრდობაში
გოგა
აწი საკუთარ თავზეა ყველაფერი დამოკიდებული, ნიჭი აქვს და პლუს ბევრი უნდა იშრომოს, რაც დაუფასდება აუცილებლად,წარმატებები
მალხაზ ჯობავა
ალბათ ვერაფრს ვერ აკეთებენ თორემ წუხელის მაგათზე ბევად უფრო პატარას ვხედავდი პარიზის წითელ ხალიჩაზე.
Givi
წარმატებები სალიას!! ისე არა მგონია ვინმეს შედარება მართებული იყოს, მასე მამარდაც გვახსოვს და გოგლიჩიძეც... ასე რომ მთავარია იშრომოს და იღბალი მიცეს ღმერთმა კიდევ.
ლაზი აზნუარი არზნევ მუსკია
კიდევ მეტი და მეტი ქართველი გვენახოს, ევროპის ტოპ კლუბებში! წაემატებები ვახოს! მარგალ ირო მანგარ!
ლაშა
ისე “მინხენელი” პარკაძე აღარავის ახსოვს, ასევე”კატალონიელი” ჭანტურია…
ლაშა
ესპანეთის ლა ლიგა პირველია, მაგრამ არაუშავს, წარმატებები. ესპანეთში ბრაზილიელებისდარი ტექნიკური ფეხბურთელები მიდიან! ცნობისთვის, ჩვენებურიც ტექნიკურია, მაგრამ ინგლისი?!
Emre
შტანგა გოლი გამახსენდა, ჯოტია ცაავა
L.J .
Kargia,warmatebebi vaxtang!!!!
გენა
იმედია მეორე გუნდში გაქაჩავს და ორი წლის მერე ძირითად გუნდშიც მოხვდება. იმედია აბუაშვილი და პორტო არ დაემართება..
კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს
[VIDEO] ParisTeam: "კვარა" ბრუნდება, რათა ყველა გაანადგუროს
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
"სალია იჯარით ალბათ ამ ქვეყანაში წავა... გეტყვით, რატომ შეუძლიათ ეროვნულ ნაკრებში მასსა და კვარაცხელიას ერთად თამაში" - ქართველი სკაუტი ახალგაზრდა ტალანტზე
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
გარიგება შედგა - ტონალი "ტოტენჰემს" 100 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა
70 მილიონი და ბონუსები - "ბარსელონა" გორდონის ტრანსფერს დღეს დაასრულებს
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
ვახტანგ სალია კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს
"სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ" - "ნიუკასლის" სპორტულმა დირექტორმა ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
დღეს ზურიკოც არ იქნება, "კვარა" გამოტოვებს, "ჟორჟი" დაასრულებს - "ჩაკვესა" და საბას მატჩები...
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა