მსოფლიო რაგბის ნოემბრის საერთაშორისო ფანჯარაში მსოფლიოს მასშტაბით 36 ტესტ-მატჩი და 5 სანაკრებო თამაში გაიმართება.

ამ 41 შეხვედრას, რომლებიც ნოემბრის 5 უქმეებზეა გადანაწილებული, ჯამში 12 ქვეყნის 30 მსაჯი მოემსახურება – სასიხარულოა, რომ მათგან ორი საქართველოს წარმოადგენს!

აღარავის გვიკვირს უმაღლესი დონის ტესტ-მატჩებში ნიკა ამაშუკელის გამოჩენა, რომელიც ნოემბერში ოთხ თამაშს მოემსახურება – სამს გვერდითი და ერთს მოედნის მსაჯის რანგში. მსოფლიო რაგბიმ ის მოედნის მსაჯად საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის შეხვედრაში დანიშნა.

სასიამოვნო სიახლეა ტესტ-რაგბიში კიდევ ერთი ქართველი მსაჯის – საბა აბულაშვილის დაწინაურება. 16 ნოემბერს ის რუმინეთისა და კანადის დაპირისპირებაში პირველი ასისტენი იქნება, ქართული რაგბისთვის ღირშესანიშნავ დღეს, 23 ნოემბერს კი მოედნის მსაჯის რანგში დებიუტი ექნება. ის მადრიდში, ესპანეთისა და აშშ-ს დაპირისპირებას მოედნის მსაჯის პოზიციიდან გაუძღვება.

„მსოფლიო რაგბის მსაჯის რანგში საბა აბულაშვილმა ტესტ-რაგბიში პირველ დანიშვნა მიიღო. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული მუშაობის შემდეგ, ის 23 ნოემბერს ესპანეთისა და აშშ-ს შეხვედრას გაუძღვება“ – წერია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ რელიზში.

თავად საბა აბულაშვილი ამბობს:

„ტესტ-მატჩებზე აქამდეც მიმუშავია, ოღონდ მაშინ ეს შემთხვევით მოხდა. 2022 წელს საქართველო იტალიისა და საქართველო პორტუგალიის შეხვედრებზე მსაჯი ვერ ჩამოვიდა და მე მომიწია გვერდითი მსაჯობა. ეს გამოძახება კი დაგეგმილი შრომის ნაწილი და გაგრძელებაა“.

„ზაფხულში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვიმუშავე, სადაც მესამე ადგილისთვის შეხვედრის მსაჯობაც მანდეს ირლანდიასა და ახალ ზელანდიას შორის. ეს დანიშვნაც სწორედ ამ ტურნირის გამოხმაურებაა. ელიტურ რაგბს გეგმაზომიერად ვუახლოვდები, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ტიერ1-სა და ტიერ2-ს შორის ძალიან დიდი ნაპრალია და ამ უფსკრულში არ უნდა გადავიჩეხო. იმედი მაქვს ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდება და ნაბიჯ-ნაბიჯ მივალ დასახულ ამოცანამდე“.

„რაც შეეხება უშუალოდ ესპანეთისა და აშშ-ს შეხვედრას, ეს ორივე გუნდისთვის მესამე ტესტ-მატჩი იქნება. შესაბამისად, მექნება მონახაზი ამ გუნდების შესახებ – როგორ რაგბის თამაშობენ, როგორ ფორმაში არიან და მომზადებული შევხვდები თამაშს“.

სამხრეთ აფრიკაში ზაფხულში გამართული 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, საბა აბულაშვილმა ოკეანის გაღმიდან ახალი გამოწვევა მიიღო და დიდი გამოცდილებაც შეიძინა. ის ამერიკის შეერთებული შტატების შიდა ჩემპიონატში (MLR) მიიწვიეს, სადაც სამი თამაში იმსაჯა.

„აშშ-ში სამ სხვადასხვა შტატში ვიმსაჯე. მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და ბევრ სახელოვან მორაგბესაც შეხვდებით. იქაური გუნდები კარგ რაგბს თამაშობენ და იგრძნობა, რომ უკვე დაწყებულია მზადება 2031 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სამხრეთ აფრიკაში აშშ-დან ჩავედი და ეს თამაშები 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით ძალიან დამეხმარა. მთლიანად მომეხსნა ენის ბარიერი, კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიყავი და მსაჯობის კუთხითაც სათანადოდ გავხურდი“.

„20-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებულ მსაჯობას ახალი დანიშვნა მოყვა და ვიმედოვნებ, ნოემბრის თამაშების შემდეგ კიდევ მივიღებ ახალ დანიშვნებს ევროთასებსა თუ სხვა ტურნირებზე, რომლებიც დეკემბერ-მარტში ევროპაში იმართება“ – აღნიშნავს აბულაშვილი.

Rugby.ge

პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე