Ilmattino-მ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებაზე გამოაქვეყნა წერილი.

გამოცემის ცნობით, ჯერ საქმე საზეიმოდ და სადღეგრძელოების სათქმელად არ არის და არც მთლად ისეა, როგორც კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სურს, მაგრამ „ნაპოლიმ“ ცოტა უხალისოდ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება მილანის სასტუმრო „გალიაში“ ქართული მხარის თხოვნით გამართა, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ, აგენტმა მამუკა ჯუღელმა, კრისტიან ძაკარდომ და ფეხბურთელის მამამ მიიღეს.

შეხვედრა საქმიან ვითარებაში, კარგ ატმოსფეროში და კონსტრუქციულად ჩატარდა (10:30 საათზე დაიწყო და 14:30 საათზე დასრულდა), ერთად ისადილეს, „კვარა“ გუნდიდან წასვლას არ აპირებს, იტალიურად უკვე უკეთ საუბრობს (მილანთან თამაშის შემდეგ კომენტარი იტალიურ ენაზე გააკეთა - რედ.), რამეთუ სჯერა პროექტის და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით სკუდეტოს მოპოვების შესაძლებლობის, ქართული მხარე კი ხვიჩასთვის სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს და ხელშეკრულებაში 80-მილიონიანი გამოსასყიდი ფასის დაფიქსირებას მოითხოვს. აღნიშნულია, რომ კონტემ ყველაფერი სწორად განჭვრიტა, ვინაიდან განახლების გარეშე კვარაცხელია ზაფხულში გუნდს დატოვებს და მომდევნო შეხვედრა ისევ მილანში, 11 ნოემბერს „ინტერთან“ მატჩის შემდეგ გაიმართება.

Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ კლუბი 120-მილიონიან „კლაუსულაზე“ ნაკლებზე არ დათანხმდება, როგორც ეს ვიქტორ ოსიმენთან მიმართებაში მოხდა და ასეთ შემთხვევაში აგენტი ხელფასის კიდევ უფრო მომატებას მოითხოვს.

„კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ შეთანხმების მიღწევა რეალურია, ახლა კვარაცხელია წელიწადში 1.8 მილიონს გამოიმუშავებს, კლუბი მზადაა 5 მილიონი პლუს ბონუსები გადაუხადოს, რაც ჯამში 7 მილიონს მიუახლოვდება, შემდგომში, შესაძლოა, 8-9 მილიონს მიაღწიოს, ეს იტალიაში ფეხბურთელისთვის ანაზღაურების მაქსიმუმია და პსჟ-ის წინადადებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები აღარ იქნება, ხოლო გამოსასყიდი თანხა კლუბისთვის უფრო ადეკვატური, 120 მილიონი უნდა იყოს.

ზურა
ხვიჩა სტრესშია და ეგენი ფულზე ვაჭრობენ.
ჩ ........ ი ლავრენტა.
არა, ფეხბურთელი კარგია, მე ვარ ჟმოტი.
აბო-ს!
აბო! ILO-ს ეღადავება.
ჟორა
მე ლავრენტის ერთ წინადადებას დავუდებდი წინ და ვეტოდი, ამის შემდეგ გამოსასყიდი თანხა თუ გინდა მილიარდი ჩაწერეთქო.
ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩას აგენტს ლავრენტის წინააღმდეგ ჯოკერი უჭირავს ხელში, მაგრამ ვერ ხვდება. პირადად ლავრენტის ერთ წინადადებას დავუწერდი ფურცელზე და წამოვიდოდი სახლში. ლავრენტი მომენტალურად დათანხმდებოდა იმ წინადადებას. როცა მე დიდი ხელფასი მინდა და ლავრენტის დიდი გამოსასყიდი, რა უნდა მათ ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ ლავრენტი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო?
აბო
შენ ხუმრობ და მაგ პროდუქტების წყალობით ინარჩუნებს წონასწორობას ქვეყნის საკვები პროდუქტებით მომარაგების საქმე.
დავით 67
ერთი დისლაიქი ჩემგან, თქვენ და სხვა ბრმად დამლაიქებლებს მინდა გითხრათ, რომ ვლახოვიჩია ყველაზე ძვირადღირებული 12მლნ შემდეგ მოდის ლაუტარო 9 და ჩალხანოღლუ 6,5. ეგეც ხომ დაფარული ინფორმაცია არაა. გადამოწმებას რა უდგას წინ.
დავით 67
შესანიშნავი კომენტარია. ერთს დავამატებ. ამ ყველაფერთან ერთად პროევროპელობის მაგივრად მივიღეთ პროჭჭორვილელობა. მისი ქონებასაც ხომ უნდა დაცვა. აბა მარტო ხომ ვერ შეძლებს
გიორგი
ეს სპორტული საიტია მეგობარო. პოლიტიკური ფეხბურთი სხვაგან განიხილება. ცუდად, მაგრამ სხვაგან. აქ კი ხვიჩას ამბები სწორედაც რომ გვაინტერესებს.
სოსო
ჩხუბსა და ომში,ორივე მხარე ზარალდება.ხვიჩა დაზარალდება,მაგრამახლა არ ზარალობს?აი ნაპოლი რომ დაბუქსავდება,მაშინ დე ლაურენტისიც იძულებული გახდება,დათმობაზე წავიდეს.ამ მომენტში,ხვიჩას ყოველი დღე,მისი ჯიბიდან ამოღებული და დე ლაურენტისის ჯიბეში ჩადებული ფულია,რადგან დღევანდელ და შესაძლებელ ხელფასს შორის,ძალიან დიდი სხვაობაა და ეს სხვაობა,დე ლაურენტისის ჯიბეში მიდის.სწორედ ამიტომ აჭიანურებს,დათანხმებას.მეორე გარემოებაცაა:თუ ნაპოლი გაიმართა და ათამაშდა,შესაძლოა ისეც მოხდეს,რომ კვარას გარეშეც გააგრძელოს წარმატებული სვლა(ძნელი წარმოსადგენია,მაგრამ შესაძლებელი).აი მაშინ კი,ხვიჩა მართლაც წაგებულ სიტუაციაში აღმოჩნდება და დე ლაურენტისის უნამუსო ზნე რომ ვიცით,შესაძლოა სულ დამარხოს ჩვენი ბიჭი.ასე ექცევა მარიო რუის და ოსიმენს,თითქმის ასე ექცეოდა ზელინსკის და არც ხვიჩას დაზოგავს.
ILO
აბა ავშენებულვართ დანარჩენი ქართველები და ეს არის!! ეპოქალური, ეკზისტენციალური საფრთხე აღარ გველოდება დიდი ხნით. ახლა შეიძლება ევრო ზონის ვიზებიც შემოიღონ და თუ უნდათ საერთოდ საზღვრებიც ჩაიკეტონ....კვარას ხელფასს გაუზრდიან, ნაცები დამარცხებულია, ქალი-ქალია, კაცი-კაცია და რაც მთავარია სხვისი უკა- ნალის სადარაჯოზე ფხიზლად დგას ერი და ბერი,ამასთან რუსული სილიოტკა, პეჩენია-იუბილეინიი, ზეთი-ყუბანსკოე,გრეჩიხა,ტუშონკა, სლობოდა, სიროკები და ა.შ თავზესაყრელად გვაქვს ისე როგორც რუსებით სავსე ქუჩები და ეზოები.......
Walkabout
რანაირადაა 8-9 მილიონი იტალიაში მაქსიმუმი როდესაც ოსიმენი 10 იღებდა, ჩალხანოღლუს და ლაუტაროს 12-12 აქვთ და ვლაოვიჩს 14?
HK
100 ზეც სიხარულით წამოვა თუ მივიდა მაქამდე საქმე ... ჯუღელი მის შეცდომის გამოსწორებას ცდილობს რაც ძალიან კარგია 100 ზე მეტი არუნდა ჩააწერიოს და 7-8 ხელფასი და ეს იქნება ორივე მხარისთვის ამ ეტაპზე მისაღები დანარჩენი მერე ზაფხულში გამოცდება იმედია სკუდეტოს მოპოვებს და მერე ალბათ ჯობია სხვა კლუბშიც ცადოს ბედი
კახა
ხელფასის შესაბამისი თამაშით ისევ ხვიჩა იზარალებს, თორემ ლაურა რომ მაგაზე არ ნერვიულობს ხო ფაქტია. ჯუღელია გასაწკეპლი დღეში ათჯერ, მასეთი კაბალური კონტრაქტის გამო
123
ფეხბურთიდან ესეთ ტიპებს უნდა აახვევინონ სამუდამოდ.
ქ. გ.
- ძალიან კარგი ფეხბურთელია. 120 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდი. - თუ ასეთი კარგია, მაშინ 12 მილიონი ხელფასი დაუნიშნე.
Achi
Saqme imashia rom 80 milionad kvaras imena rigi daudgeba da saqme asarchevad eqneba realshi cavides barsashi bavariashi liverpulshi tu gin man sitishi aset tanxad eseni xvela aixvans da imito vachar delavrentam icis esda exa dapirdeba raxaceebs dros gacelavs skudetos moagebinebs kvarasda am klubebs romelimes gaarchobs 150 milionad ai naxavt
ამატაკი
საერთოდ არაა ეს გულშემატკივრის თემა, ვარაუდის დონეზე კი შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტუაციაში რეალური გამოსასყიდი თანხა 100 მლნ-ია. ღმერთით ხვიჩა ჯანზე იქნება და ჩემპიონობის შემთხვევაში გადაიხდიან ამ თანხას. ისეთებში გადაუხდიათ ამაზე მეტი, ხვიჩასთან ახლოს რომ ვერ მივლენ.
zura222
ინტერთან კი არა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც რომ გაიყვანოს მაინც არაფერს არ დაუთმობენ ის ღორები ! ყველამ უნდა გავიგოთ რომ ისინი თოვლის ბაბუები კი არა კაპიტალისტი ზვიგენები არიან და საჩუქარს არავის არ გაუკეთებენ !
სოსო
აშკარაა,რომ დე ლაურენტისს დათმობა არ სურს,დრო გაჰყავს და მგონი მოახლოვდა ის დრო,როცა ხვიჩაც აჩვენებს,ნაპოლისათვის რას ნიშნავს,როცა ხვიჩა სხვათაშორის თამაშობს.ნოემბრის სანაკრებო პაუზა ჩაივლის და თუ შეთანხმება არ შედგა,მაშინ,მართლა თავის ხელფასისას ითამაშებს და ნახონ ნაპოლის შეფებმა, როგორი საჩემპიონო ამბიციები შერჩებათ.თან ეს იტალიური მედიაც როგორ "სატოპკე" ბურთებს უგდებენ,დე ლაურენტისს და ჰგონიათ,ვერაფერს მიხვდებიანო.
Footbol
მაგარი მათემატიკა და ლოგიკა აქვთ, მაგათ დებილი ხომ არავინ გონიათ
რატი
გამოსასყიდი 80 ლიმონი ხელფასი 7 და და მორჩა ...თორემ კვარაც მილიონ 800 ათასისას ითამაშებს და მეორე სკუდეტოც დაყვინთავს .
ჟორა გაბრიჭიძე
მე ამ სიტუაციაში ჯუღელის ადგილზე ასე მოვიქცეოდი: საუბარი იწყება 8 მილიონიანი ხელფასით და 80 მილიონიანი გამოსყიდვის უფლებით. ამის შემდეგ გამოსასყიდის ყოველი 20 მილიონის გაზრდით ხელფასი იზრდება ერთი მილიონით, ანუ 120 მილიონი გამოსასყიდის შემთხვევაში ხელფასი 10 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ანუ რაც დიდია გამოსასყიდის თანხა, მით ძლიერ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე, ძლიერს კი ხელფასიც დიდი უნდა მისცე. თუ არადა შესრულდეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და ხვიჩა 2027-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ნაპოლის. მერე ვნახოთ ვინ მეტს წააგებს.
მ.ზ.
მაგარი ბიზნესმენია დე ლაურენტისი=ეგ ვერზნა.,უკვე ოცდა ოთხი წელი იწურება,1,2 დან 1,8 მდე გაუზარდეს ევროში ანაზღაურება ჭიმავენ ახალ კონტრაქტს ქართველის თამაშის დონეზე სათანადო ანაზღაურების დანიშვნას ორმხრივ ხელმოწერილი კონტრაქტით,კვლავ ერთ ერთი დაბალანზზღაურებადი ფეხბურთელია ქართველი ,გუნდში,მკვახდ,რომ ვთქვათ:აცე ვირო,გაზაფხულზე იონჯა ამოვაო,ასე გვექცევიან,ჩვენები კი შეშინებული დილეტანტებივით იქცევიან,,ეხლა 11 ნოემბერიო,პიაცა დელ დუომნოზე,შევხვდებითო, რომელიმე ახალ ,"გალიას" დონის ჰოტელის რესტორანში,მორიგ ალია ფურშეტზეო.ხალხო,გაიგეთ ეს ფეხბურთის ბიზნესია,დროს,ყოველი ფულით დაკარგული დღე გადამწყვეტია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სოციალურად არსებობისთვის,ღმერთმა დაიფაროს ფეხბურთელი,და ერთი სერიოზული ტრამვა და ფესვში შეიცვლება,ახალი კონტრაქტის ხელმოწერებზე ლაპარაკიც კი,კლუბის დირექტორატის მხრიდან,ჩვენი ვაი რეპორტერები კი გაიძახიან საჯაროდ,სმ მოლაპარაკებებში კოზირი გვიჭირავს,ჯოკერიო,ბლექ ჯექიო,"ჩამოდით ტყემლიდან"-და თუ არ გესმით,იყუჩეთ მაინც ეთერში
gel-100
როცა თავად დაჭირდება ყოველთვის მაგრად ითამაშებს კვარა, ლაურენტისს თუ უნდა კვარამ არა მხოლოდ თავის დაჭირვებისთვის არამედ ლაურენტისის გუნდის დაჭირვებისთვისაც ითამაშოს მაგრად მაშინ მაგარი ხელფასიც უნდა გადაუხადოს თუარადა კი თამაშობს იმაზე მეტსაც კი რასაც უხდიან,,უფრო და უფრო ვრწმუნდები რო კვარა სპეციალურად არ თამაშობს სტაბილურად მაღალ დონეზე სანამ ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებენ,,როცა ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ მასში შეტანილი გაუმჯობესებული პირობების მიხედვით მაგის მერე ნახავთ რო კვარას თამაში არ დავიწყებია, უბრალოდ ძნელია სადაც არ გაფასებენ და პატივს არ გცემენ იქ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ითამაშო, შეიძლება ითამაშო კიდეც თუმცა სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში და საკუთარი დონის ჩვენება გაგიჭირდება უგულო ხალხში
ბს
80 მლ გამოსასყოდი, თუ არადა აგერ მოქმედი კონტრაქტი და შევასრულოთ მისი პირობები თქო/ როგორ იძახდა ლავრენტა? - მოქმედი კონტრაქტი აქვს და ის შეასრულოსო? ხომ იტყუა წელიწადნახევარი კონტრაქტს გავუუმჯებესებთო? არ იყო მაასე? სად არი გაუბჯობესება? მოტყუება და ოსუმენის პონტში დაკაბალება უნდა? არ გამოვაო ლავრენტიუს, არაო! ხპსდა ახლა თვითონ შეასრულოს მოქმედი კონტრაქტი. მაგისი დასაცინი არ არის კვარა
hjgjhm
80 და მორჩა
შენი ლოგიკა რა ვთქვა ლეო
თუ ამხელა თანხა გინდა ჩაიწეროს, გამოდის, რომ ჯერ ერთი კვარას ფასი კარგად იცი, მერე მეორე, შესაბამისი ხელფასიც უნდა დაუნიშნო. ეს არც ჯუღელის ახირებაა, არც მამის და მითუმეტეს არც ხვიჩასი. ეს მარტივი ლოგიკაა ამ საქმეში.
zura222
და სადაა "არნახული დათმობა" ? დათმობა ის იქნება თუ ხელფასს 8 მილიონს და გამოსასყიდს 80-ს ჩაუწერენ ! თუ ისევ ვირზე შეჯდებიან მაშინ ჩვენებმა ასეთი წინადედება უნდა გუკეთონ--კაი ბატონო ჩავწეროთ 120 მილიონი ოსიმენივით მაგრამ მაშინ ხელფასიც ოსიმენივით 10 მილიონი ჩავწეროთ და იმ 2 მილიონზე (120 მილიონად შეფასებულს ხელფასის 10% ანუ 12 მილიონი კუთვნის და ასეა ყველგან) ჯანდბას უარს ვამბობთო.აი ეს იქნება მართლა არნახული დათმობა--2029 წლამდე იმ საშულოზე დაბლი დონის (ევროპული სტანდარტით) გუნდში დარჩენა და წელიწადში 2 მილიონის და 5 წელიწადში 10 მილიონზე უარის თქმა ! გავიხსენოთ როგორ არხეინად ამბობდნენ ის უნამუსოები -- ჩვენ არსად გვეჩქარება კვარა უნდა დაემორჩილოს კონტრატის პირობებსო ! ხოდა მარტო ამის გამოც უნდა დაუდგნენ მაგრა ჩვენები და ერთი ნაბიჯით არ დაიხიონ უკან ! თანაც ბოლო ორ ტურში ორი გმარჯვების გოლი მაგარი კოზირი კი არა ჯოკერია მოლპარაკებებში ! აბა ეხლა გაბედონ და სკამზე დასვან საუკეთესო ფეხბურთელი ეგრევე მაიდანს მოუწყობენ ფანები და კამორაც !
მამუკა
ინტერთანაც თუ მაგრად ითამაშა ლაურენტისს კუთხეში მიაყენებენ, იმას გააკეთებინებენ რასაც ეტყვიან.
დავით
გამოსასყიდი 100 მილიონზე მეტი არაა კარგი
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი - რა კონტრაქტს სთავაზობს "ნაპოლი" კევინ დე ბრუინს
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
"დანაშაული" და სასჯელი - "ნაპოლი" ხვიჩას მიმართ ზომების გატარებას გეგმავს
კონტეს და "ნაპოლის" გზები იყოფა - დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ისწავლეთ დე ლაურენტისისგან" - ენრიკო ფედელე
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა