ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...

თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...

ხვალ იტალიაში ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. "ნაპოლი" ლიდერია და "ინტერს" ერთი ქულით აღემატება. პირველ წრეში ამ საქმეში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდი იყო. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც "კვარას" შესახებ რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ.

ბევრ ვარსკვლავს შეუძლია, მოწინააღმდეგისთვის სახიფათო მინდვრის ნებისმიერ წერტილში იყოს? - კვარაცხელიას კი შეუძლია;

თანამედროვეობის რამდენი დიდი ფეხბურთელი იქნება თანახმა, თამაშის წარმართვა მოედნის ნებისმიერი მონაკვეთიდან შეეძლოს, რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენონ და პროცესში ადგილი შეუცვალონ? - ხვიჩას ეს შეუძლია!..

ნამდვილად ყველა "სთარი" შეძლებს, მეტოქეები ამ სიხშირითა და ასეთ განსხვავებულ სიტუაციებში "გააყვითლოს"? - კვარას კი შეუძლია;

მაღალი კლასის ყველა შემტევი გამოირჩევა პასის ასეთი დახვეწილი კულტურით? - მას ეს შეუძლია და ამ საქმეში გამორჩეულია;

ბევრი ვარსკვლავი გინახავთ, პასს აშკარად საჭირო დროს რომ არ აძლევენ, თუმცა ამის გამო გუნდში გარემოს არ აფუჭებს და ყველასთან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს? - ქართველ გარემარბს ეს შეუძლია, დააკვირდით, როგორ გარემოს ქმნის, როცა ნაკრებშია;

აქამდე ჩამოთვლილი უფრო ბოლო მატჩის ირგვლივაა, ხოლო რაც მანამდე იყო, ყველას არც ის შეგვიძლია. ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველთვის დიდი წნეხია, რომ მან უნდა თქვას, სამოქალაქო პოზიცია დააფიქსიროს და ამ ამბავში მეორე ისაა, მის ნებისმიერ ნათქვამს ყველა საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს, მაინც უკმაყოფილონი არიან, ზოგს მეტის მოსმენა სურს, ზოგს - ნაკლების. გვახსოვს, ეს ამბები "კვარას" იტალიაში გადასვლისთანავე დაიწყო. ყველას არ შეუძლია, ასეთი რეჟიმის პირობებში არ დაიძაბოს, ისევ ლაღი იყოს,

ამ ბიჭს კი შეუძლია!..

ბევრ ქვეყანაში, ჟურნალისტებს ამა თუ იმ ვარსკვლავთან ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად უყვართ, თავს არასასურველად გრძნობენ. კვარაცხელიასთან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, მისი წარმატება იმატებს, მაგრამ ის ისევ გულწრფელ და თავმდაბალ ბიჭად რჩება, მას ეს შეუძლია, მან ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის ცნობადობა სულ სხვა დონეზე აიყვანა!..

არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში, ბევრს არ შეუძლია საკუთარ თავზე ასე იმუშაოს, სხვისი თვალით და კრიტიკილად შეხედოს, როგორაც ეს ხვიჩას შეუძლია. მისი განვლილი გზაზე და თუნდაც მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შესრულებასთან დაკავშირებული ამბავი კარგი მაგალითია;

თქვენ შეგიძლიათ, ირგვლივ ამდენი გაქებდეთ, ბევრიც გაკრიტიკებდეთ, მაგრამ თქვენი საქმე ისე გააგრძელოთ, თითქოს გარემოებები არც არსებობდნენო - "კვარას" ეს შეუძლია!..

განა ყველას შეუძლია, "ნაპოლის" კალიბრის გუნდში ამდენი ხანი დაჰყოს, ისევ საუკეთესო იყოს და მასზე ამხელა სატრანსფერო თუ მედია ინტერესი არსებობდეს? "კვარადონას" ეს შეუძლია;

დაბოლოს, რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, ხვიჩა კვარაცხელიაზე ქება უარყოფითად არ იმოქმედებს, წერილებში მისი თამაშის ობიექტურად გაანალიზებას რომ არ ვცდილობდეთ და "კვარას" მხრიდან სრულყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებში დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, სხვანაირად მოვიქცეოდით - ხვიჩას ეს შეუძლია!..

• leri

მართლა რერო ყოფილხარ და მეტი ვერა.....

ევროპელი კი არა , წალენჯიხელია , ქართველი. ჩვენ ვართ ერთადერთი და განუმეორებელი ერი, ნათედავი არ გვყავს !

• zura222

ძველი სტატია ყოფილა და რა ამბავში ყოფილან ნაც ვირთხები D ყველა ვირთხას უხმეს დილაიქები ბლომად დასვით და სხვადასხვა სახელითაც დაწერეთ კომენტარები რომ ბევრი გამოვჩდეთო DDD

• პატრიოტი

ვეთანხმები ავტორს და G.LA -ს, სამწუხარო ისაა,რომ რამდენი რუსეთუმეა თურმე ჩვენს ირგვლივ, ნუ წერთ ანტიევროპულ კომენტარებს, გაიგეთ, თქვენი და ჩვენი საყვარელი ხვიჩა ევროპელი, კაცთმოყვარე ქრრთველია, თუ საჭიროა ლგპტ-ს სამკლავურსაც გაიკეთებს და არ არის თქვენსავით კაცთმოძულე და რუსული აზროვნების, ის ნამდვილი ქართველია და ლამაზი ქართული ოჯახი ჰყავს, რაც შეეხება შედარებებს, მე მას მხოლოდ მესხს შევადარებდი, მაგრამ ხვიჩა უფრო მრავალმხრივია, დაცვასაც ეხმარება, ყველა პოზიცაზე შეუძლია თამაში, მაგრამ მიშა უფრო მაგარი დრიბლიორი იყო, დაელოდებოდა 4-5 კაცს მის წინ თავმოყრილს და ხუთივეს მოატყუებდა, ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ასე, რომ ბევრის მომსწრე ვარ, მაგრამ თქვენსავით გათხოვების არ მეშინია, თქვენ ხომ გეშინიათ?

• შავი კაცი

ერთი ფარსმანიდები იყვნენ ქართველები,მერე გორგასალი და მერე ბაგრატიონები როგორც მე ვარ მარსიანელი.. მეგობრებო საქართველოს ისტორიას დღეს იწერება საბედნიეროდ გვყავს კარგი ახალგაზდები ხვიჩას თამადობით და მჯერა გავიბრწყინებთ,, არასდროს არ გაგჩენიათ კითხვა რატომ არ ვიღებთ ჩვენს გამოჩენილ მეფეებზე სერიოზულ დოკ ფილმებს? იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ ვიცით ეგრე საქ ისტორია ანუ ჩვენი სიმართლე გვაქ განსხვავებული თუნდა სომხეთში ჩახვიდე იქ ჩვენს ისტორიას განსხვავებულს წაიკითხავთ... ჩვენი რეალური ისტორია ერეკლედან იწყება დანარჩენი ძაან გაზვიადებულია თუ დავითს და თამარს გამოვრიცხავთ... ქუჩაში გავიხედოთ და იქედან დავიწყოთ ქვეჰნის სიყვარული განსაკუთრებით შუა ასაკის ხალხმა და უფრო ზემო ასაკის რომ ბანანის ტყავები და პიჩოკები ძირს არ უნდა დავაგდოთ.. აი ახალგაზდებს მიბაძეთ უკეთესი იქნება სუფრაზე რო გიყვართ საქართველო და მისი ბუნება.. თურმე რუსეთში მიყავთ საქართველო ან კიდე ევროპაში კაი კაი ის აქ იქნება სილ ასე ამ დღეში ესეთი შეგნებით ერმა მიეჩვია მონობას დნმში გვაქ უკვე ხან რომის კოლონია ვიყავით ხან ბიზანტიის ხან სპარსების ხან მონღოლების და ხან თურქეთის 33 წელია დემოკრატია დავინახეთ ამერიკული ვერსიის და ერთმანეთს ვჭამთ თუნდაც აქ კომენტარებში...დემოკრატია ამერიკული სსნქციებს დაგიწესებს და.მის დაკრულზე უნდა იცეკვო ესააა ევროკავშირი ,შენს სახლში მეზობლიდან რომ გაქ წყალი შემოყვანილი გააბრაზებ გადაგიკეტავვს და ცოლი მახმარიე არ ჩაგირთავო აი ესაა ევროპა დააკვირდით... რუსეთის დდდშშვც ბაზარი არაა ორგანულათ ვერ ვიტან ... მსოფლიოში სამართალს ეძებთ??? დღეს ვინც უკეთ ვაჭრობს ის იგებს და ღებულობს სარგებელს..მაგიდაზე გვიდევს ეცროპულ ამერიკული დემოკრატია რომელიც გვიყენებს,რუსული ანექსია და ძალის დემონსტრირება და აქეთ აზიის რესურსი ჩინეთ ირანის სავაჭრო გზაგამტარი თურქეთუს რუსეთის და რავიცი..ასე რომ ერთადერთი რაც ხელისუფლებაში გვაღიზიანებს სხვაზე დამოკიდებული ალიგარქიული პოლიტიკაა თორე კარგად შეგვიძლია ვივაჭროთ რუსეთი არ გავაღიზიანოთ ევროპა ამერიკის სანქციები დავიკიდოთ ვერაფერს საგვაკლებენ ჩინეთთან სტრატეგიულად ვითანამშრომლოდ და კავკასიაში მოწინავე ლოდერად გავიჩითოთ,გავხსნათ მეტი საინჟინრო და კვანტუ ფიზიკა მათემატიკაზე ორიენტირებული უმაღლესები და 50 წელიწადში შენი ატომირი ცლაპუშკა გაქ ირანის დახმარებით..აი მერე ვისაუბროთ მაგარ ქართველობაზე ძმებო და დებო ეგრე თუ გამოვალთ მსოფლიო არენაზე როცა საბარგულში ყოველი შემთხვრვისთვის ბირთვული იარაღი გიგდია..ვისი იმედი გაქვთ ამერიკის და ევროპის,თუ დედა რუსეთის ვოი თქვენს პატრონს უბედურს...არც კი გვიმჩნევენ ვერ ხედავთ ეს სიამაყის გრძნობა დაგვღუპავს წომრლიც გაბუქებულმა წარსულმა ჩაგვიდო დედას გვიტირებს..გონს მოვეგოდ და ხმას დაუწიოთ კარგი დრო გვაქ ვისარგებლოდ და ეს მსოფლიო არეულობა ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ როგორც ფინანსურად ასევე დროც რომ დავეწიოთ პროგრესს და ჩვენ ჩვენი შევქმნათ..

• ნინო

პირველ-მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის. მეორე-ფაქტია, ხვიჩამ მთელი საქართველო დააავადა ფეხბურთით(დიდი,პატარა,ქალი,კაცი), მესამე-არ დარჩენილა ცნობილი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი, რომ არ გამოეთქვას აზრი მის შესახებ, რასაც მიაღწია დღმდე კი ვიცით ყველამ, ხოდა ჩემო ძვირფასებო, ვიამაყოთ ამ ოქროს ბიჭით, ვუსურვოთ გამარჯვება იმ ბრძოლებში,რომელიც ორიოდე დღეში ელოდება, დავტკბეთ მისი თამაშის ყურებით, ნუ დავჭამთ ერთმანეთს.

• T.q-- G.LA_ს

მეგობარო ზისტადაც რომ უფალი დაეხმარა ებრაელ ხალხს მოსეს ხელით და ეგვიპტის მონობისგან გაათავისუფლა. რამდენიც არ იცი იმდენს ნუ ისაუბრებ და სხვას შეცდომაში ნუ შეიყვან

• გოგა

გადავხედე კომენტარებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენი იდიოტი ყავს ჩვენ ქვეყანას, ეს დედატირებული ყველა ექსპერტი და პოლიტიკოსები როგორ ხართ, საიდან ამდენი ცოდნა და ამბიცია? თქვენ არც ქართველები ხართ და არც ადამიანები. ხვიჩას წარმატებები, ჩვენ საქართველოს დიდება

• სოსო ს

აბსოლიტური სიმართლეა. ნაცი მონათლული შეიძლება იყოს, მორწმუნე ააარ არსებობს, არამარტო მართლმადიდებელი, სხვა რელიგიისაც ვერ იქნება. იმიტომ რომ არის " აღქმოიდი ".

• G.LA -ს

თქვენი თავი მეფე გგონიათ ? ამხელა ამბიცია როგორ უნდა ჰქონდეს ადამიანს , რომ შეუძლია განსაზღვროს ქვეყნის ბედი , სამშობლოს სუვერენიტეტი წაართვას და შეათრიოს ლპობად გაერთიანებებში. გინდათ შესვლა ევროკავშირში , აიღეთ ბილეთი და გაფრინდით. მაინც დაფრინავთ .

• ქართველი G.LA-ს

პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ამ ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს. პრინციპში შენი კომენტარიდან გამომდინარე კითხვა ისედაც არ უნდა იყოს შენი ძლიერი მხარე. მე არსად მითქვამს ქართველების განსაკუთრებოლობაზე მხოლოდ ჩვენი ერის უნიკალურობას გავუსვი ხაზი და იქვე აღვნიშნე რომ მიუხედავად უნიკალურობისა ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანასწორი უნდა ვიყოთ არც მეტი და არც ნაკლები. რაც შეეხება თამადობას და სადღეგრძელოებს არც ამ სფეროში უნდა იყო მაინცდამაინც გამოცდილი თორემ სადღეგრძელოს და უბრალო კომენტარს კი უნდა არჩევდეს შენი ასაკის ადამიანი. თუ რაიმე ვერ გაიგე მოიწერე არ დაგეზაროს დანარჩენი კიდევ კი მოგწერა თედომ პასუხად.

• ზაზა

ქართველობაზე და არამარტო პრობლემა იმათ აქვთ ვისაც თავისი წინაპრების და წარსული ისტორიის რეპუტაციის რცხვენია! ღმერთის დახმარების და რწმენის გარეშე აქამდე ნამდვილად ვერ მოვაღწევდით !! ასე რომ,თუ ვინმეს ქართველობა გეთაკილებათ ეგ თქვენი პრობლემაა !!!

• თედო

GLA არა . ბლა-ბლა დაგამშვენებდა მაგ კომენტარში .

• silovan DZGERIA

ნიკა, გეოპოლიტიკაში რომ ერკვეოდე , თუნდაც გეოგრაფიაში , მაგ ბანალურ სიბრიყვეს არ დააბრეხვებდი აქ . აღარაფერს ვამბობ მონსტრი ქვეყნების ( მაგ. რუსეთი , ამერიკა )პოლიტიკურ მადასა და ამბიციებზე . შეიძლება ადამიანი ვერ ერკვეოდეს პოლიტიკაში , გეოპოლიტიკაში , ისტორიულ ნიუანსებში და ა.შ. მაგრამ ეს არაა პრობლემა . პრობლემაა , როცა საკუთარი ქვეყნის ბოლო 30 წლის განმავლობაში განვლილ პერიოდს ვერ აანალიზებ , ვერ აღიქვამ და დასკვნებს აკეთებ . პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრები , არც მუდმივი , არც დროებითი . მხოლოდ ინტერესები არსებობს და დღეს რომ მტერია , ხვალ შესაძლებელია ყველაზე საიმედო პარტნიორედ მოგევლინოს . მსოფლიო ისტორიის მაგალითები შორს წამიყვანს და აქვე , ჩვენს სამეზობლოს გაგახსენებ : თურქეთი , ირანი და თუნდაც საბერძნეთი . დღეს ისინი , ჩვენი ყველაზე ახლო სავაჭრო პარტნიორები არიან , მაგრამ ჰგონია ვინმეს , რომ შანსი თუ მიეცემათ ძველებურად არ წამოყოფენ თავს ? ასე რომ , დიპლომატი და პოლიტიკოსი მაშინ ხარ , როცა გაითვასლისწინებ არსებულ სტატუსქვოს და იმოქმედებ შესაბამისად . არა გვაქვს იმის ფუფუნება , რომ თუნდაც ამერიკა , რუსეთი , თურქეთი და ზოგადად , ნებისმიერი მუდმივ პარტნიორად , მით უმეტეს მეგობრად ჩავთვალოთ და კონსტიტუციაში სისულელეები ჩავწეროთ . ახლა , რასაც აქ ვწერ , ფორმატიდან გამომდინარე ზღვა არგუმენტებს არ ვთვლი ( თუნდაც , ეკონომიკურს ) , მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არ გამიჭირდება . ამიტომ , კი ნუ ვცერცეტობთ და ლოზუნგებს გავჰკივით , ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ქვეყნის ბედ-იღბალს !

• G.LA

ქართველს და დანარჩენ სუფრის თამადებს. რატო ფანტაზიორობთ ასე დაუღალავად ამდენი ხანი და რატომ აპელირებთ ქრისტიანობით? ყველა ერი თავის ქვეყანას თვლის განსხვავებულს და ზოგი ქრისტიანი, ზოგიც სხვა სარწმუნოების. ქრისტიანობა და არც სხვა სარწმუნოება, ასევე ზოგადად ღმერთი ჯერ არასოდეს არცერთ ერს თავისუფლებისათვის არ დახმარებია. ვერც იესი ქრისტე და ვერც მოჰამედი მფარველობას პირდაპირი გაგებით ვერავის გაუწევენ და ამ აბსტრაქციულ სადღეგრძელოებს მოეშვით. ამ ეტაპზე სანამ დემოკრატიული არაა რუსეთი და არც მგონია მომავალი 50 წ ეს მოხდეს, სულ ჩვენი და სხვა თავის მეზობელი ქვეყნების გაქრობა მიტაცებას შეეცდება. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ეცროკავშირში და ნატოშია. მინდა მოგაგონოთ საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი სადაც ჩვენი ქრისტიანული სიწმინდეებია და ეს ქვეყნები ევროკავშირში არიან. ნუ გადავამეტებ ნურავის ჩვენი სადღეგრძელოებით რომ ჩვენ ღმერთს ყველაზე ძალიან ძალიან უყვარვართ ქართველები და ამიტომ ყველასგან ცალკე უნდა ვიცხოვროთ და თურმე ღმერთი ყველასგან დაგვიცავს. ეს ჯერ არასდროს არ მომხადა ჩვენს ისტორიაში და ყოველთვის სისხლის ფასად გვიწევდა ბრძოლა. ასე რომ ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ განდიდების მანია რომ ქართველები განუმეორებული ვართ. რაც ვართ ახლა ჩანს როგორ სასტიკად უსწორდებიან ვითომ სამართალდამცავები (ქრისტიანები)დაკავების შემდეგა ავტობუსებში ხალხს.

• სოსო

დევკალიონს.საუკუნეზე მეტია,რაც ვაჟა ფშაველამ დაგვიტოვა ასეთი სტრიქონები:"სუყველა მართალს ამბობენ,განა ვინაცა ჰფიციან?!"ნაცების მეთაური,ეკლესიებს რომ ანგრევდა,პატრიარქს რომ უვარდებოდა და მისი ხალხი,შეურაცხყოფას აყენებდა,ეს მისი პარტიის მომხრეებისათვის უცნობია?ანაკლიაში ბავშვებს რომ მოუწოდებდა,აგერ ბუჩქები და მიდით,დრო გაატარეთო,უცნობია?დღესაც ათასნაირ სიბილწეს რომ აბრალებენ,უცნობია?ან ამდენ აგრესიას რომ ანთხევენ და უკვე მერამდენედ,გააფთრებული სიძულვილით ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალებას,უცნობია?რასაც მათი მმართველობის წლებში სჩადიოდნენ,უცნობია?თვითონ ხვიჩას რა ბულინგი დაატეხეს თავს,იმის გამო,რომ ჯერ რუსეთში თამაშობდა და მერე პირჯვარს იწერდა,ბოლოს კი,პატრიარქთან სტუმრობის გამო დაატეხეს ღვარძლის ახალი ტალღა და არც ტაძარში ჯვრისწერის გამო დააკლეს,ლანძღვა გინება,ეს ყველაფერი უცნობია?თუ ეს ყველაფერი იციან და მაინც მათ მხარეზე არიან,რა ქრისტიანობაზე მელაპარაკებით?აგერ,ახლაც ცდილობენ,ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა გაიყვანონ ქუჩაში და მათი ხელით გამაგრძონ ძალადობა.მაგას ქრისტიანი და წესიერი კაცი იკადრებს?ან ის,ვინც ცისარტყელა დროშების ფრიალით იხვეჭს დასავლეთის დაფინანსებას,ან მათ გვერდით დგას,როგორ შეიძლება ქრისტიანი იყოს?პირველივე დღიდან სიცრუესა და ძალადობაზე იყო დამყარებული ნაცმოძრაობა და დღესაც ასეა.ვინც მათ მხარს უჭერს,ისინი კი,ან უცოდინარები არიან,ან უჭკუოები და სხვის ენას აყოლილები,ან კიდევ დაინტერესებულები და სულგაყიდულები.შესაძლებელია არ მოგწონდეს ოცნება,მეც მათ რიცხვში ვარ,მაგრამ უცხოურ ფულს გამოკიდებული, სამშობლოს განადგურებას ცდილობდე,უკვე დანაშაულია.ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები არიან და მათაც თავისი შეხედულება ექნებათ,ეგ ბუნებრივია და ამისი უფლებაც აქვთ,მაგრამ აზრი ერთია და ქვეყნის დანგრევა მეორე.მაგათზეც ბულინგი მიდის,გამოდით ამ მთავრობის წინააღმდეგო ! ისე საშინელ ფორმებს იღებს,რომ იძულებულნი ხდებიან,რაღაცა დაწერონ.აზრთა სხვადასხვაობა ადამიანების დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ,თორემ მაშინ მართლა ჩამოგვექცევა ეს ქვეყანა და სწორედ მაგას ცდილობენ,ამ გამოსვლების ორგანიზატორები.როცა ხედავ,რომ რაღაცა არ გესმის,განზე უნდა გადგე და შორიდან დააკვირდე,გაიგო რა რისთვის ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტო,რა გააკეთო.ბავშვებს სწორედ იმიტომ ეძახიან,რომ მათ გაცილებით იოლად მოატყუებ და აიყოლიებ.ახლა უკვე იმასაც ლაპარაკობენ,თუ ვიღაცა არ მოკვდა,რევოლუციას(გადატრიალებას) ვერ მოვახდენთ,რადგან ხალხი არ მოგვდევსო.ასეთი რამე ადრეც გაუკეთებიათ და კვლავაც გააკეთებენ.სწორედ ამიტომ ვამბობ,რომ ნამდვილი მორწმუნე,ნაცი ვერ იქნება.

თუ გესმის მაინც რა დაწერე. ვინ შეიძულა, რა გელანდება, და , რა შუაშია აქ და ვინაა რუსეთის მოყვარული, რა რუსეთს მიაკვეხებთ ხოლმე ყველა თემას

• გიას

ვის ძულს საკუთარი ქვეყანა შე ჭკუასუსტო ,ჩვენ მშვიდობა,რომ გვინდა ,თუ შენ და შენნაირებს გასაპიდარასტებლად და რუსული ბომბებისთვის ,რომ გემეტებათ? ჩვენ გვძულს საკუთარი ქვეყანა მისი ტრადიციების და ისტორიის დაცვა და პატივისცემა,რომ გვინდა თუ თქვენ, იმ დასავლეთს,რომ ეტენებით უკანალში,რომელმაც პასპორტიდან მამის სახელი და ეროვნება, ამოგვიშალა?

• ნიკა

შენ ეტყობა ძაან ერკვევი გეოპოლიტიკაში, მაგრამ მაინც გაგიბედავ, საქართველო იმყოფება ისტორიული ბოროტების მონსტრის - რუსეთის იმპერიის საზღვარზე, ქართველების მისწრაფება ოდითგანვე არის თავისუფლება, განვითარება, პროგრესი, ხელოვნება, კულტურა, ჰუმანიზმი, ქრისტიანობა ეს ყველაფერი წარმოადგენს ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილს, რის განვითარებას თავისი ჯოჯოხეთის საზღვრებთან არ დაუშვებს რუსეთი და ყოველთვის ეცდება საქართველო მიიერთოს თავის ჭაობში, ჩვენ 3.5 მილიონიან ქვეყანას არ გვაქ რესურსები პირდაპირი წინააღმდეგობა გავუწიოთ, ამიტომაა აუცილებელი გამოვძებნოთ მოკავშირეები, ისინი ვინც უპირისპირდებიან ჩვენს მტერს, შესაბამისად მოცემულ ეტაპზე სწორედ კავშირებია ჩვენი ერთადერთი გამოსავალი.

• გიო

სიძულვილი ლიბერასტებში მოიკითხე. უკვე ბავშვებს რომ აქეზებთ თქვე უჯიშოებო.

• დევკალიონი

ანუ ბატონო სოსო თქვენი აზრით არ შეიძლება იყო მორწმუნე და ამავდროულად ნაცი? ამაში ვერ დაგეთანხმებით,ბევრია მორწმუნე და მაცი ,სამწუხაროდ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ და ჭორებს არ ვეყრდნობი არამედ შიდა წრიდან გამოსული ინფორმაცია მაქვს,ასევე ეროვნულ ნაკრებში არის ორ ბანაკად დაყოფილი ფეხბურთელები გარკვეული ნიშნით ,ესეც ალბათ თქვენთვის წარმოუდგენელია მაგრამ ფაქტია მეგობარო,კვარა , დავითაშვილი წიტა და სხვა ერთი მხარეა მოერე კაშია, მამარდაშვილის, კაკაბა და სხვები ,მთელი ქვეყანაა დაყოფილი მეგობარო და მზად არიან ერთმანეთს გამოუსვან დანა ყელში ,გინებაზე და ფურთხებაზე არაფერს ვამბობ,ეს დაპირისპირება მიგვიყვანს განადგურებამდე ეს ელემენტარულია ბატონო სოსო .ამიტომ ყველამ დროზე სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი და გონივრულად მოიქცეს ასევე თავის საქციელზე აგოს პასუხი.

• ქართველი

ყველა ქართველი ვისაც საქართველო რომელიმე კავშირის, რომელიმე სხვა ქვეყნის წევრად წარმოუდგენია არის შეცდომაში შეყვანილი. საქართველო და ქართველები არიან უნიკალური, ყველასგან განსხვავებული და აქვთ ღმერთისგან მინიჭებული სრული უფლება იყვნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებელი და მათთან თანასწორი, არც მეტი და არც ნაკლები. რაც შეეხება ხვიჩას ის პატარა, მინიატურული საქართველოა და ჩემი, როგორც ქართველის მხარდაჭერა მას როგორც წარუმატებლობის ასევე წარმატების დროს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ამაყ საქართველოს, მრავალჟამიერ!

• გია

სრულ უმცირესობაში მყოფ რუსეთის მომხრე ეგრეთ წოდებულო "ქართველებო" არც ხვიჩა, არც ჩაკვე, არც ილია თოფურია, არც დვალიშვილი, არც მამარდა და არც სხვა მრავალი წარმატებული ქართველი სპორტსმენი არ იზიარებს თქვენს მოღალატეობრივ იდეებს, თქვენი უბედურება ისაა რომ გუშინ ხვიჩათი აღფრთოვანებულები იყავით, დღეს მისი ერთი განცხადების გამო შეიძულეთ. მაგრამ რაა გასაკვირი თქვენ საკუთარი ქვეყანა გძულთ, მხოლოდ ბოღმა და სიძულვილი გამოძრავებთ, ამავედროს თქვენს ლიდერებსაც არ ანაღვლებთ და ფეხებზე კიდიხართ, მაგრამ თქვენ მონობას აგრძელებთ.

• სოსო

სიმართლე აუცილებელია,მაგრამ ადამიანს ხანდახან ჭკუაც სჭირდება!ეს ხვიჩას არ ეხება!ის ერთერთი ყველაზე მართალი ადამიანია საქართველოში და ამავე დროს,ჭკვიანიც.ჭკუა და მეტი ცოდნა იმათ სჭირდებათ,ვისაც მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამოაქვს.სამწუხაროდ,თქვენც მათ რიცხვში ხართ,ღვთისავარ ანთაძის,ამ სტატიის ავტორისაგან განსხვავებით.მისი კარიერის ისტორია რომ იცოდეთ,თვითონვე შეგრცხვებოდათ,ეს რამ დამაწერინაო.შეისწავლეთ მისი წარსული,ვინ როგორ ეპყრობოდა მას და თუ ჭკუა გაქვთ,მაგრამ უცოდინარობის გამო დაწერეთ,ასეთი პოსტი,დარწმუნებული ვარ,აზრს შეიცვლით.ძალიან მოკლედ მხოლოდ იმას გკითხავთ,ღრმად მორწმუნე კაცი და ამავე დროს ნაცი,როგორ წარმოგიდგენიათ,შესაძლებელია?!იმედი მაქვს,საკუთარ თავთან მართალი იქნებით.

• Რერო

რომ აბულინგოთ მერე? ესაა თქვენი ხელწერა.

• ირაკლი

გაიხარეთ, ძალიან ზუსტი სტატიაა რომელიც პირველ რიგში ასახავს კვარას დიდ ადამიანობას, ის არის დიდი ადამიანი და ფეხბურთელი. სხვანაირად ამ ვარსკვლავურ წნეხს და ინტრიგებს, ცდუნებებს რომლებიც მრავლადაა, ვერ გაუმკლავდებოდა კაცი. მან მსოფლიოს დაუმტკიცა რომ დიდი ფეხბურთელია, ჩავიდა დინამო ბათუმიდან სერია A-ში, გახდა სეია A-ს ჩემპიონი, გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი. სერია A-ს საუკეთესო გოლის ავტორი. ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორი. მან აღაფრთოვანა მსოფლიო, მასზე საუბრობდნენ ფეხბურთის დიდი მცოდნე გენიოსები, როგორებიცაა არიგო საკი, ფაბიო კაპელო და სხვები. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ თუ რამხელა მოვლენასთან გვაქვს საქმე, წლები დაჭირდება რომ ეს ბედნიერების შოკი გავიაროთ და ბოლომდე გავიაზროთ და კიდე უფრო გავიხაროთ და დავტკბეთ ამ დიდი მოვლენით. გენაცვალე ხვიჩა! წარმატებები! უფალი გფარავდ!

• დევკალიონი

ფეხბურთელი ხვიჩა უძლიერესია მაგრამ დიდი ალბათობით ნაცია და ამას კარგად მალავს ,გარდა ამისა აფსოლუტური კრიმინალი და ბანდიტი აგენტი ყავს ჯუღელის სახით ,რომელსაც კარგი კავშირები აქვს ოცნების ზოგიერთ წარმომადგენელთან , ცხოვრება მარტივი არაა და სიმართლე არასდროს არის ლამაზი და სასიამოვნო მაგრამ სიმართლე აუცილებელია .

• ბელა

ხვიჩა არაჩვეულებრივი, მისაბაძი, ღვთისნიერი და საამაუო ქართველია, მადლობა სტატიის ავტორს, დამნახავიც არანაკლებ სეირდება ჩვენს ვარსკვლავ ვაჟკაცს. პიროვნული თვისებებით, ცოტა თუ შეედრება... ნაკრებში კარგი ბიჭები არიან, მაგრამ თამაშის პროცესში როცა ეგოიზმს გატყობს გულშემატკივარი, წარმოდგენა გეცვლება. ხვიჩა კი, მაინც ალალ, გულმოყვას ბიჭად რჩება და ოღონდ გუნდმა გაიმარჯვოს, იმ ეგოისტებსაც ხელს უწყობს. გფარავდეს ყველაწმიდა!

• სურამელი

დდდ-ის, სურიკ222-ის, იასონას, კორბეტას ვინაობები არავინ იცით? თითოში 100 ლარს ვიხდი.

• გიორგი

კარგი სტატიაა.

• ადიბას -ს

რამდენსაც უხდიან - იმდენისას თამაშობს! არ შეუძლია, შეუძლია - ეგ საერთოდ სხვა საკითხია! გადავა სხვა გუნდში და ისევ "ივარსკვლავებს"- პირველი წელი!

• სოსო

კარგი სტატიაა,ღვთისავარ!კარგად შეაფასე,ხვიჩას თვისებები.ვფიქრობ, კიდევ ერთი კარგი თვისება არ გამოგრჩა,მაგრამ შეგნებულად არ დაასახელე,რამეთუ გესმის,რომ ამ მასას,ნათქვამიდან სწორი აზრის გამოტანა რომ არ შეუძლია,ეს ხვიჩას ბულინგის ახალ ტალღას გამოიწვევს. მგონი ანტირობოტის მხრიდან ბლოკირება დამთავრდა და ამაზეც მადლობა.

• 747-ს

ცდები, არ ვარ მამაშენი, ღმერთმა დამიფაროს...

• ჩესტერფილდის, მოლანდებით,ფანატს,ლაქი სთრაიქის "მოყვარულისგან"

ერთ ერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელია ,მაგრამ უვიცმა მლიქვნელებმა დათვური სამსახური გაუწიეს.ხვიჩასავით არავის შეუძლიათ.დრიბლინგშიც ,პასებშიც,დაცვაშიც და საერთოდ მინდვრის ყველა მონაკვეთში,ბადალი არ ჰყავსო,მაგრამ კარში დგომა უშეცდომოდ, რეაქცია ხვიჩასი სუყველაზე უკეთესი დაავიწყდათ სახსენებლად.ეროვნული ნაკრების ერთ ერთი გამორჩეული ლიდერია კვარაცხელია ხვიჩა მაგრამ ოთხი-ხუთი ქართველი მისი თანაგუნდელი არანაკლებ ნიჭიერებია,არავისზე.მაგრამ აგენტები ჰყავთ სუსტი,და იაფად ძუნწნი ერთი მეორეზე....

• 747

სურიკ, გიცანი!

• მანჩესტერიდან - ს

გარინჩა და გუცაევი კიდევ მესმის, მაგრამ სად სულაქველიძე და სად სალამური? მართლა სირცხვვილია მაგის გატოლება ხვიჩასთან, მაჩაიძე რა შუაშია საერთოდ, სულ სხვა ამპლუის ფეხბურთელი იყო, ან მაგის ფლანგიდან გარღვეები სად გინახია? შენს გარდა სხვასაც უყურებია მაგათი თამაშებისთვის და უბრალოდ სასაცილოა ხვიჩასთან შედარება. ბიჭი მსოფლიომ აღიარა და იმის მაგივრად წინსვლა და წარმატებები უსურვო, დგახარ და აკნინებ მის თამაშს. მსოფლიო დონის ექსპერტები და მწრთნელები აღნიშნავენ რომ განსაკუთრებულია, ლამის მარადონას შეადარეს და რით ვერ მოგაწონა თავი? ეს ბიჭი ნებისმიერ დიდ გუნდში სამჯერ თუ არა, ორჯერ მეტად შედეგიანი იქნებოდა. ლამის მარტო მიათრევს მესამე წელია ამ უფანტაზიო ნაპოლის და მეტი რა უნდა ქნას? ვერ ხედავ როგორ განიცდის როცა ცვლიან? როგორი ნაღვლიანი თვალები აქვს ყოველი მარცხიანი თამაშის შემდეგ გუნდში თუ ნაკრებში. ლამაზი პეხბურთვისთვისაა დაბადებული ეს ბიჭი და აქ ზოგიერთი ხან დაცინით და ხან აუფასურებთ მის შრომას. ყველა თამაში პელესაც არ გამოსდიოდა, მაგრამ მსოფლიომ მეფედ აღიარა. შეეშვით მის ოჯახს, მის სოიალურ გვერდებს და უბრალოდ უყურეთ როგორ თამაშობს. ვინმეს გეხებათ ხვიჩა, რომელს შემოგიძვრათ ან ოჯახში, ან ლოგინში? არ მოგწონთ? უყურეთ ძმებ მირანჩუკებს, მხითარიანებს, შოხმურადოვებს ან თუნდაც მესის ან რონალდოს, ვინ დაგიშალათ? მე პირადად ყოველთვის ვუგულშემატკივრებ და წარმატებებსაც ვუსურვებ. თქვენ თქვენი იცოდეთ...

• ჩესტერფილდ-ს

ანუ, ვერ გავიგეთ, რისი თქმა გინდათ?

• თემო

ერთი დიდი მინუსი უყვარს ტელევიზია და სოც.ქსელები...მაგაზე ყურადღების გადანით მოუკლო ფეხბურთს geo team ის და ნოე სულაბერიძის ნაირმა ჟურნალისტებმა გაუფუჭეს ფსიქოლოგია

• კვარადონა=ადიბასი

კარგით რა.. ტიპი აუტზე თამაშობს დრიბლინგი აღარ გამოსდის და კარში დარტყმას უბლოკავენ და შეგნებულათ აუტზე და კუთხურზე მიდის იმაზე რომ არაფერი ვთქვათ კოტრიალობს უაზროდ მაგის ფეხბურთი:ჯარიმა, კუთხური,აუტი.!

• დდდ

აბსოლუტურად გასაგებია ( შესაბამისად მისაღებიც) ღვთისავარის განზრახვა - დაიცვას ხვიჩა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე... თუმცა მაინც მგონია, რომ ტყუილად გაიმართა - ყველას მშვენივრად გვახსოვს, ვისგან წამოვიდა მისი ბულინგის კამპანია და ამ სასტავს ახლა ნამდვილად არ სცალია მსგავსი სტატიების საკითხავად, რამეთუ ბევრად უფრო კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ - დედაქალაქის ინფრასტრუქტურა აქვთ ბოლომდე გასანადგურებელი და იქამდე უნდა არყიონ ქვეყანა, სანამ 90-იანი წლების სამოქალაქო ომით გაპარტახებულს არ დაამსგავსებენ...

რა კარგია კარგი ადამიანი, პოზიტიური, აშკარად წიგნიერი, კულტურული, მართლის მთქმელი. ყოჩაღ ღვთისავარ! ხვიჩას ასეთი შეფასება ჯერ არავის გაუკეთებია.

საზოგადოებრივად შეეშალა და თუ ამას არავინ ეტყვის, მისთვისვეა ცუდი. ვისაც ხვიჩა გვიყვარს , არავინ სთხოვს ыфьЫщидщы მხარდაჭერას , იმედია უმაგისოდ დაიცავენ ქვეყანას სამოქალაქო ომისგან და მისი საშინელი შედეგებისგან სამართალდამცავები , რომლებსაც ჩვენს თვალწინ მერამდენე დღეა დასაწვავად ომეტებენ. მაგრამ დიდია მის მიმართ ბულინგი ბარბაროსების მხრიდან . კი არ სთხოვენ , მოითხოვენ. კარგი გაუგორა კოჭი , დაუწერა , იმათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მაინც არაა მათთვის ხვიჩა მორალური ლიდერი. თავისი თავი კი დააზარალა. გადაბუგულ და შეურაცხყოფილ რუსთაველშს ხალხის ნება არ შეიძლება უწოდო. მოკლედ, როგორც სტანისლავსკი იტყოდა " არ მჯერა ". ჩვენს სამშობლოს ქვეყანაზე სამშობლო არ სჯობია. გავუფრთხილდეტ

• Ბაში აჩუკი

გენაცვალე კომენტარში,ესაა სინამდვილე.

კვარა არის ფეხბურთის ვარსკვლავი და კარგი ქართველი. კვარას საქებარი სიტყვები შეუძლებელიას გამიგელიოს. ამ დონის მოვლენამ ფეხბურთში თავისი სიტყვით უნდა ულიდეროს ნაკრებს მოედანზე და არა ბარბაროსებს რუსთაველზე. მთავარია, თავის ნათქვამ სიტყვას თავადვე ფასი არ დაუკარგოს. " პირველად იყო სიტყვა !"

• მანჩესტერიდან

ანთაძე,მიხედეთ თქვენ საქმეს,ჟურნალისტიკას,ფაქტებს,რამოხდა,რა ხდება რა მოხდება.ღრმა გარჩევა სამოყვარულო დონეზე გამოგდით,ხვიჩა ტოპ ფეხბურთელამდე ახლოსაა ,მაგრამ ვარსკვლავი?ბევრი უკეთესად აკეთებდა-აკეთებს საქართველოშიც და მსოფლიოში,დრიბლინგებსაც,":ყვითლების აკიდვით"-მესხი,გუცაევი,გარინჩა.დავითაშვილი..დაბევრი სხვაც..,კარში დარტყმებსზც,მარტო პაიჭაძე რად ღირდა...ეხლაც მსოფლიოში ბევრია ვარსკვლავური დამრტყმელი,პასებსაც უაღრესად ფილიგრანულს ვარსკვლავურს,ბასადან ,ყიფიანიდან დაწყებული ,ეხლაც ბევრი ჰქონია თამაშში განსხვავებას პასით ან შეუძლიაო,მინდვრის ყველა მონაკვეთში თამაშის და სამაგალითო დაცვით,ვერაა ეგრე, ბევრს შეეძლო და შეუძლიათ და მეტი ყველგან და ეფექტურად დაცვითაც თუნდაც ქართველებიდან-სულაწველიძე,მაჩაიძე...რომ გენახათ,ამ მხრივ გაჩუმდებოდითეხლაც გვყავს ვინგერები და თავდამსხმელები უკეთესად დაცვაში,და მინდორზე ყველგან ,ყვრლა მონაკვეთში უკეთე დონეზე თამაშით და სულაც ტოტალური ფეხბურთი ან დაცვითი ფეხბურთი ნიდერლანდების და იტალიის მოგონილია და ათეული ვარსკვლავებით :კროიფიდან და ფსკერიდან დაწყებული...ეხლაც ჰყავთ თითქმის ტოპ შემტევი, უნივერსალი -დამცველები

• rigiti

დღევანდელი ქართული ფეხხბურთი არის "კვარა"! ის არის ქართული ფეხბურთის ელჩი მსოფლიოს ფეხბურთში!!! მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა! (პირადად მე არ მომწონს და ვისურვებდი რომ 5-6 ფეხბურთელი გვყოლოდა კვარას დონის)

• მალხაზ ჯობავა

ზედმიწევნით სწორი დახასიათება! ხვიჩა არის ვარსკვლავი ფეხბურთში, საზოგადებრივად მართალ და სწორ პოზიციაზე მდგომი, და საქართველოზე და თავის სამშობლოზე, უზომოდ შეყვარებული!

• Რერო

ხვიჩა კარგი ბიჭია მაგრამ ხანდახან ისიც ვერ ერკვევა საკითხში.მთავარია სიმართლემ გაიმარჯოს. დღეს ჩვენი მთავრობა უზარმაზარი წნეხის ქვეშაა გარე მტრებისგან,რომლებიც შიგნიდან რევენ ქვეყანას. ევროპა გვეუბნება თუ არ გააუქმებ გამჭირვალობის კანონს,ლგპგ პროპაგანდის საწინაარმდეგო კანონს,მიშას არ გაუშვებ ვითომ ციხიდან საზღვარგარეთ და არ დაუწესებ სანქციებს რუსეთს არ მიგიღებო ევროკავშირში და რა უნდა ქნას ეხლა მთავრობამ დაიხუროს ქუდი და ამ ლაწირაკებს გადააწვევიოს დედაქალაქი? კვარა კარგი იქნება თუ მიხვდები შენი იმ კომენტარით ვის უჭერ მხარს.

• მერაბი-1960

ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ეს ბიჭი დასაცავი. ისიც ვიცი, რომ იდეალური არავინაა, მაგრამ ამდენი კრიტიკა კიარადა ლანძღვაც სოც. ქსელებში? ეს ის ბიჭი არაა, ფეხბურთი რომ გააცოცხლა ჩვენს ქვეყანაში? სად ვიყავით წლების განმავლობაში ,გახსოვთ? ბევრს არ გახსოვთ, იმიტომ რომ ფეხბურთს შიგადაშიგ უყურებთ. როდესმე ენერგიას ზოგავდა, გინახავთ? მე ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი ასეთი ნიჭიერი და ასეთი მენტალიტეტის ფეხბურთელი გვყოლოდეს. წარმატებები ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს

• ჯეჯე

ხვიჩას შემოევლოს ჩემი თავი. ❤️ ხვიჩამ დააბრუნა ფეხბურთი საქართველოში და მოგვცა ამაყად ყოფნის საშუალება.

კვარაცხელია: საქართველო მარად ჩემთანაა - "ინტერთან" ფინალი სიზმარივითაა

პსჟ-ის გზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - მეტოქეები, თარიღი და ტურნირის ახალი ფორმატი

დავითაშვილიც პარიზში? - ზურიკოთი ლიგა 1-ის კიდევ ორი კლუბი დაინტერესდა

"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა

დემბელე: ახლა "ოქროს ბურთზე" მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა

"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"

ბელინგემი საოპერაციოა - ინგლისელი შემდეგი სეზონის სტარტს გამოტოვებს

"ილიას ნოკაუტით დავამარცხებ!" - თოფურიას მომავალმა მეტოქემ თამამი განცხადება გააკეთა

მინიმუმ 40 მილიონი ევრო - შერკის ტრანსფერიდან "ლიონი" მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ელის

პსჟ შეტევაში კიდევ უფრო ძლიერდება? - კვარაცხელიას კლუბში შესაძლოა, ყოფილი ფორვარდი დაბრუნდეს

ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის

გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა

"ენრიკემ პსჟ-ში გადმოსვლამდე დამირეკა და ეს მითხრა" - დემბელემ პარიზულ გუნდში ტრანსფერი გაიხსენა

ტური 16: დაძაბულობა, ერთი გოლის ფასი

ოსიმენი დე ლაურენტისის თავსატკივარია - მიჰყიდის "იუვენტუსს" 100 მილიონად?

ლუის ენრიკემ "ოქროს ბუცის" პრეტენდენტის დამატება არ ისურვა

ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი მატჩი მოიგო

დავითაშვილიც პარიზში? - ზურიკოთი ლიგა 1-ის კიდევ ორი კლუბი დაინტერესდა

მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან

მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს

თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს

მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა

აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა

პსჟ შეტევაში კიდევ უფრო ძლიერდება? - კვარაცხელიას კლუბში შესაძლოა, ყოფილი ფორვარდი დაბრუნდეს

მინიმუმ 40 მილიონი ევრო - შერკის ტრანსფერიდან "ლიონი" მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ელის

პსჟ-ის გზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - მეტოქეები, თარიღი და ტურნირის ახალი ფორმატი

"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]

"უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა" - ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა

დრო და ადგილი ცნობილია - როდის და სად ვიხილავთ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე

"ნაპოლიში" დე ბრუინის ანაზღაურება ცნობილი გახდა

კონტეს და "ნაპოლის" გზები იყოფა - დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია

იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა

[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს

"ენრიკემ პსჟ-ში გადმოსვლამდე დამირეკა და ეს მითხრა" - დემბელემ პარიზულ გუნდში ტრანსფერი გაიხსენა