თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის მიუხედავად "ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგაში მორიგი მატჩი წააგო და 14 მატჩიდან 2 მოგებით ბოლო ადგილზე იმყოფება. ბოლონიელებმა ევროლიგის მე-14 ტურის მატჩი შინ, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასთან" გამართეს და ბოლო წუთებზე შეხვედრა 87:94 დათმეს.

შენგელია თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:52 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 17-დან 10 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 9-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ამ მხრივ თანაგუნდელთა შორის ის მხოლოდ ვილ კლაიბერნს (38) ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. "ცრვენა ზვეზდას" რიგებში საუკეთესოები აიზია კანაანი (26 ქულა), ლუკა მიტროვიჩი (21 ქულა) და ფილიპ პეტრუშევი (20 ქულა) იყვნენ.

ევროლიგის შემდეგ ტურში "ვირტუსი" 12 დეკემბერს სტუმრად "ბასკონიას" შეხვდება, სადაც წლების მანძილზე თამაშობდა, ახლა კი ბასკონიელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ახალი წევრი, კამარ ბოლდუინი ასპარეზობს.

GBF.GE

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად