"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის 37 მორაგბეს უხმო.

გამოძახებულთა შორის 21 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა და ის გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. შეკრებაზე რვა ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც "ბორჯღალოსნების" კვართი ჯერ არ მოურგიათ. ესენი არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელები თემურ წულუკიძე და დავით ლაგვილავა, ცენტრი გიორგი ხაინდრავა, ფრთები შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი. წულუკიძე, ლაგვილავა და ხაინდრავა ეროვნულში 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდნენ.

მე-17-ე ტიტულისა და მე-7 მსოფლიო თასისთვის

თებერვლის პირველ სამ კვირაში "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ; მარტის დასაწყისში ნახევარფინალები, ხოლო ორი კვირის თავზე ფინალები გველის.

ქოქრილის შეგირდები ა ჯგუფში მოხვდნენ და წლის პირველ თამაშს 1 თებერვალს თბილისში, "ავჭალაზე", 16 საათზე გამართავენ. მათი მეტოქე რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი შვეიცარია იქნება; 8 თებერვალს 15 საათზე, ასევე “ავჭალაზე” ნიდერლანდებს დავუხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 16 თებერვალს ესპანეთთან სტუმრად მატჩით დავასრულებთ.

ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ოთხი გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები), მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს 2 გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა).

მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ორის ნაცვლად ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება. უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ასვლა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.

2027 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა იმ 12-მა გუნდმა, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი ადგილი დაიკავეს. დანარჩენ 12 საგზურს მიიღებენ: 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი; თითო-თითოს 2025 წლის აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები; 2025 წლის წყნარი ოკეანის თასის 3 საუკეთესო გუნდი (ფიჯისა და იაპონიის გარდა, რომლებმაც უკვე გაიარეს კვალიფიკაცია); სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებული; რეპეშაჟის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი 5-ჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის

პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე, ლუკა გოგინავა, გიორგი მამაიაშვილი; ვანო კარკაძე, ლუკა პეტრიაშვილი, ირაკლი ქვათაძე; ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბაჩუკი ჭუმბაძე;

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, გიორგი ჯავახია, ლაშა ჯაიანი, თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა;

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ცუცქირიძე, ილია სპანდერაშვილი, ბექა შვანგირაძე;

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია; ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე;

ცენტრი: გიორგი შველიძე, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ხაინდრავა;

ფრთა: სანდრო თოდუა, შალვა აფციაური, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე;

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი, დაჩი პაპუნაშვილი.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი)

I ტური

31 იანვარი

რუმინეთი – გერმანია

1 თებერვალი

საქართველო – შვეიცარია

პორტუგალია – ბელგია

2 თებერვალი

ესპანეთი – ნიდერლანდები

II ტური

8 თებერვალი

საქართველო – ნიდერლანდები

ბელგია – რუმინეთი

9 თებერვალი

შვეიცარია – ესპანეთი

პორტუგალია – გერმანია

III ტური

15 თებერვალი

ნიდერლანდები – შვეიცარია

რუმინეთი – პორტუგალია

16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო

გერმანია – ბელგია

ნახევარფინალები. 1-2 მარტი

ფინალები. 15-16 მარტი

Rugby.ge

gla -ს
თუ ძმა ხარ დაინტერესდი და ნახე რა მდგომარეობაა სამხრეთ ამერიკაში. არფენტინის პირველ ნაკრებს ჩილესთან და ურუგვაისთან ორმოც-ორმოცი თამაში აქვს ჩატარებული და ყველა მოგებული. ოდესღაც რუმინეთი "გრიმიტობდა" და ალბათ მაშინ ჩვენც რაგბი-ორღობეს" მივეკუთვნებოდით. არ იქნება კარგი ეს რომ დაგვავიწყდეს, ჩვენზეა დამოკიდებული არგენტინასავით "გავიქაჩებით" თუ რუმინეთივით "გავფარჩაკდებით". მიუხედავად მოწინააღმეგის კლასის, ყველა თამაშში მაქსიმალური მონდომებაა საჭირო და წინ სვლაც იქნება
G.LA
ამ სისულელეში მონაწილეობის მიღება დიდი უაზრობაა ბორჯღალოსნებისთვის. ძალიან გადავიზარდეთ და ჯერ საშველიც არ ჩანს ჩვენთვის.
ახალი სისხლია საჭირო))
ტყემალაძე გამოიძახონ, მაინც ტყუილად დევს...))))
ნიკო
შემადგენლობას რაც შეეხება, გორგაძე არ არის, სავარაუდოდ ისევ დამტვრეულია. თუმცა მესამე ხაზში არ გვიჭირს. ცირეკიძის არყოფნაც რითია გამოწვეული, ისიც დამტვრეულია, თუ დაჩი პაპუნაშვილის გამოცდა მოხდება 15 ნომერზე?. ასევე ძალიან საინტერესოა 2 ახალგაზრდა მეორეხაზელი თემურ წულუკიძის დავით ლაგვილავას მოწვევა. ზემოთ ჩამოთვლილებს და ასევე ხაინდრავას და სხვა ახალწვეულებსაც თუ მიეცა თამაშის შესაძლებლობა, კარგი იქნება.
სოსო
რაკი რაგბი ევროპის გათამაშებიდან მსოფლიოს თასზე გამსვლელთა ლიმიტი გაიზარდა,სავარაუდოდ აქ გამომსვლელი ნაკრებები,სასწრაფოდ გაძლიერებას დაიწყებენ,სარაგბო ქვეყნებიდან,ყვავი ჩხიკვის მამიდას წესით მიზიდული ძლიერი მორაგბეების დამატებით და რაგბის განვითარების დაფინანსების გაზრდით.დღეს ჩვენ იმდენად წინ ვართ მათზე,რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება,მსოფლიოს თასზე მოსახვედრად,მაგრამ კონკურენცია ცოტათი მაინც გაიზრდება და ეს ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება.
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?