ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

ერთ კვირაში სანაკრებო ფეხბურთი დაგვიბრუნდება, შემადგენლობა ცნობილია. მომდევნო კვირის დასაწყისიდანვე ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. წინა გაზაფხულიდან შემოდგომამდე დატვირთული პერიოდის შემდეგ, რომელმაც ბევრი სასიამოვნო მოგონება დაგვიტოვა, საქართველოს ნაკრებზე აღარ დაგვიწერია. ძალიან კი გვინდა, მხოლოდ წმინდა საფეხბურთო წერილებს ვაქვეყნებდეთ, მაგრამ რა ვუყოთ, გულშემატკივრების ირგვლივ სხვადასხვა პრობლემა რომ არსებობს...

ეროვნული გუნდი "დინამო არენაზე" არასრულყოფილად ბრუნდება. მატჩზე დასწრებას (ნაცნობი სირთულეებით) უფრო მეტი შეძლებს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, ბილეთების ფასები მუდმივად რომ იზრდება. სიტუაციას ყოველთვის გარედან, სხვისი თვალით უნდა შევხედოთ. მაგალითად, ჟურნალისტები დასწრებას აკრედიტაციის მეშვეობით თუ ვახერხებთ, ეს უფლებას არ გვაძლევს, ფეხბურთის იმ მოყვარულების სახელით არ ვისაუბროთ, 70 და 100 ლარი რომ ძალიან ძვირია. ამასობაში, აქა-იქ გაჩენილი აზრი, რომ ბილეთები შეიძინონ და გარკვეული მოსაზრებებით (აღარ დავაკონკრეტებთ) ნაკრები წაუსვლელობით "დასაჯონ", თქმის დონეზეც კი, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელია!..

ახლა რაც შეეხება მთავარს. ჩვენთვის 2025 წელი 20 მარტს, სომხეთის ნაკრებთან ორრაუდიანი დაპირისპირებით იწყება, რომელმაც B ლიგაში დარჩენის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ეს იქნებ რამდენს ნიშნავდეს. ძველი მდგომარეობით, C ლიგიდან უფრო მარტივად მოხერხდა, თუმცა არავინ იცის, ამ კუთხით რა შეიცვლება, რადგან მომავალ პირველობას რამდენიმე მასპინძელი ჰყავს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ბრძოლა შესარჩევი ეტაპიდან გრძელდება, სადაც პლეი-ოფში მოსახვედრად მინიმუმ მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ. ნაცნობი მეტოქეები, თურქეთი და ბულგარეთი და მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც ერთმანეთთან თამაშით სწორედ ახლა გამოავლენენ - ისევ ძალიან ნაცნობი ესპანეთი (რისი შანსიც მაღალია) თუ ნიდერლანდები, ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს რომ დავპირისპირებივართ.

სანიოლისგან საჭირო სიახლეებს ველით

ივნისში ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, რომელიც ბოლო დროს ფუფუნება გახდა (ზოგიერთი ამისთვის ერთა ლიგას იყენებს). მწვრთნელს მაშინ უფრო მიეცემა საშუალება, ახალი ფეხბურთელები გამოსცადოს. ამას ახალგაზრდული ნაკრების წევრებით ვერ შეძლებს, რადგან ზაფხულში მათ ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი უნდა ითამაშონ, არადა, მაგალითად, სანაკრებო შანსს "რიგასელი" ლაშა ოდიშარია იმსახურებს. სიახლეა ზარიასა და გულიაშვილის გამოძახება.

საქართველოს ნაკრებს გარკვეულ პოზიციებზე მეტი კონკურენცია და ცვლილება რომ სჭირდება, ამაზე მუდამ ვუთითებთ. მსჯელობა ტაქტიკური სიახლეების მნიშვნელობაზეც გვაქვს. ახლა, როცა წლის პირველი შეხვედრებია, გუნდი დიდი ხანია, არ შეკრებილა, ყველა ჩემპიონატი, სადაც ჩვენები გამოდიან, ერთნაირად გახურებული არაა, ახალ სახეებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. დაიწყო ეროვნული ლიგაც, რომელიც როგორც წესი, სანაკრებო კადრების კუთხით ნაკლებად საინტერესოა, სანამ ესა თუ ის ფეხბურთელი ლეგიონერი არ გახდება.

სომხეთში ჩასატარებელ შეხვედრაში (20 მარტს, 21:00 სთ-ზე, გამეორებითი 23 მარტსაა, 18 სთ-ზე) "ჯვაროსნებს" დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. სანიოლს დაცვაში სიახლეების დანერგვის კარგი შანსი აქვს. საბა საზონოვის ტრავმა თუ ივა გელაშვილის ეროვნულ ლიგაში დარჩენა აქ არჩევანს ამცირებს. რთული სამ მცველზე უარის თქმაც იქნება. 20 წლის საბა გოგლიძიძეს თავის გამოჩენის საშუალება აუცილებლად უნდა მიეცეს. ბოლო დროს მისი "ემპოლი" ბევრს უშვებს, თუმცა საბა სერია "ა"-ში სერიოზულ გამოცდილებას იღებს. წესითა და რიგით, უნგრეთში სანდრო კალანდაძესა და ილია ბერიაშვილს სამწვრთნელო შტაბის მხრიდან დაკვირვება უნდა ჰქონდეთ. გუნდში აღარ არიან გველესიანი და კვირკველია, მიწვევულია ლუკა ლაცაბიძე.

ლოჩოშვილს ისევ ფლანგზე ვიხილავთ?

რადგანაც სანიოლი ფლანგელებიდან პირველ რიგში დაცვაში კარგ თამაშს ითხოვს, შესაძლოა, გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი აზაროვზე კვლავ ნაკლები აქცენტი გაკეთდეს (შესაძლოა, კაკაბაძე ცენტრში ვიხილოთ). როცა გუნდი ინტენსიურად თამაშობდა, ამა თუ იმ ფეხბურთელისთვის პოზიციის შეცვლა უფრო მარტივი იყო. მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილისთვის, რომელიც ახალ გუნდში მარცხენა ცენტრალურ მცველად გამოდის და ბოლოს ფლანგზე ნაკრებში, შემოდგომაზე ითამაშა. ისე კი, თურქეთის რანგით მეორე ლიგაში გურამ გიორბელიძე მშვენივრად გამოიყურება. ის ჯერ მხოლოდ 29 წლისაა და ვნახოთ, ეროვნულ გუნდში ისევ თუ მიიწვევენ. გვახარებს ირაკლი აზაროვის დაბრუნება.

კონკურენციის გაძლიერება მინდვრის ცენტრში აუცილებელია. ავსტრიაში სანდრო ალთუნაშვილი ახლა ცოტას თამაშობს, ამიტომ ახლა ნაკრებში არაა; ახლახან გაგრძელდა უკრაინის პორველობა, სადაც შოთა ნონიკაშვილი ასპარეზობს; ანზორ მექვაბიშვილის სრულფასოვნად დაბრუნებაც მნიშვნელოვანია.

სომხეთში ჩასატარებელ შეხვედრაში "კვარას" ადგილი ზურიკო დავითაშვილმა უნდა დაიკავოს. გიორგი მიქაუტაძე მშვენიერ ფორმაშია, ბუდუ ზივზივაძემ კი ახალ გუნდში გაიტანა...

მიქაუტაძეს სომხეთის ნაკრების მწვრთნელთან "ძველი ანგარიშები" აქვს

ჯონ ვან'ტ სხიპს, სომხეთის ნაკრებში ახლახან რომ დაინიშნა, მოსამზადებლად ბევრი დრო ნამდვილად არ აქვს. მასთან მიქაუტაძეს "აიაქსის" დროინდელი ანგარიშები გააჩნია.

მართალია, ერევანში ვერ ითამაშებს, მაგრამ საქართველოს ნაკრები 2025 წელს თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და მიზნებით ხვდება, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სვლა დაწყებულია. "კვარას" ავტორიტეტი და მოწინააღმდეგეების მხრიდან აღიარება/დაფასება/ყურადღება იზრდება და ეს ჩვენმა გუნდმა სათანადოდ უნდა გამოიყენოს!..

P.S. Sportall.ge ერევანში გაემგზავრება და მატჩს ადგილზე დავაკვირდებით.

• Რერო

კვარა მაგარ ფორმაშია შესული,ფიზიკურად მაგარ ჯანზეა. არგენტინის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი მაკალისტერი როგორ სიძლიერით დაანარცხა მიწაზე, აქ გამოჩნდა, რომ ის უმაღლეს დონეზეა ყველანაირად. მახსენდება ასევე სხვა არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ბანეგა,რომელსაც ფინალში კანკავამ ვერაფერი ვერ უქნა,ვერც მიეკარა(დნიპრო-სევილია ფინალი) ისე იყო მაშინ ბანეგა. დღეს მიხარია რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი ამ დონეზე რომაა მომზადებული,ამიტომაც აქვს ნაკრებს წარმატება და შესაბამისად იმ ნაკრებს არ ქონდა წარმატება.

• alexandre-ს

საიდან და კაგებეშნიკი არ იცი რას გიპასუხებს? ტუმბოჩკიდანო

• alexandre

13 მარტის სტატიაზე თებერვლის კომენტარები საიდან?

• სოსო

საპატიო სტუმრებმა რა დააშავეს?ერთხელ დიდი მიშა მესხი არ შეუშვეს სტადიონზე,უფლება არა გაქვსო!ერთია,რომ ის საპატიო სტუმარი,მართლაც საპატიო სტუმარი უნდა იყოს!მურთაზ ხურცილავას,რევაზ ძოძუაშვილს,ალექსანდრე ჩივაძეს,ან თუნდაც ცოტა ხნის წინანდელ ცნობილ სპორტსმენებს,ბილეთი როგორ უნდა მოსთხოვო?!ცენტრალური ტრიბუნების ფასზე გეთანხმებით,იქ უფულო კაცი ვერ შედის,ფულიანს კი,თუ მართლა აინტერესებს,ფასი ვერ შეაჩერებს.ბილეთების გადაყიდვა,მთელ მსოფლიოში ვერ გადაჭრილი პრობლემაა,თუმცა მასშტაბების შემცირება,სურვილის შემთხვევაში,ალბათ შესაძლებელია!ისე,ადრე აბონემენტების სისტემაც იყო,საფეხბურთო ქვეყნებში ახლაც არის და ახლაც თუ შემოიღებენ,მის მფლობელებისათვის ნაკრების თამაშებზე ბილეთის გამარტივებული მიღება,მისასალმებელიც კი მგონია.როცა ყოველ მატჩს ესწრები,დიდ თამაშებშიც შენისთანა თავგადაკლული გულშემატკივარი მეტად იმსახურებს,მატჩზე დასწრებას და მისი ბილეთის გადაყიდვის შანსიც ძალიან მცირეა.ეგეც არ იყოს,აბონემენტი,სტადიონის შემოსავალსაც უფრო სტაბილურს ხდის და ესეც მნიშვნელოვანია.

• კლავიატურის ლიომებს

მავანი და მავანნი ნამდვილი ბრიყვებივით მსჯელობენ!! მარტო საქართველოში გაიგეთ ბილეთების გადაყიდვა? გაკვირვებული და გაოცებუკი თვალებით რომ მოძრაობთ! ან 45 ათასი ტევადობის სტადიონმა როგორ უნდა დაიტიოს 200 ათასი გულეშემატკივარი! იყო დრო ნაკრების თამაშები ნახევრად ცარიელი ტრიბუნებით ტარდებოდა და ახლა ხელებს რომ იტყავებთ სისულეების წერით, მაშინ სტადიონთან გვერდის ჩავლასაც გვერდს უვლიდით!! გამოვიდნენ ეხლა და პროფესორობენ!! ხო აბა ლევან კობიაშვილი ზის და გადამყიდველებს აძლევს ჩუმად ბილეთებს. ასეთ სიბრიყვეს მოფიქრება ხომ უნდა?? ბილეთების ყიდვაზე და მერე არ წასვლაზე მაგას მხოლოდ მიჰა ჰამოდი და სხვა სექტანტი, უსამშობლო ნაცები თუ მოუფიქრებდნენ!! მაგათ ისე უყვართ სამშობლო როგორც თვითო აწყობთ!! კლავიატურის ვირთხების დისტანციურად ამომცნობი დახატავდა ამ ქვეყანას

• las

ერევნის თამაშის ბილეთების ყიდვა სად შეიძლება თუ აქვს ვინმეს იმფო დაწეროს. ჩვენი ქვოტა ვიცი გაიყიდა. იქაურების ბილეთების დათრევა თუ ხერხდება

• მირო

ნუ გამაკრიტიკებთ და მგონია,რომ წაგება და დაბალ ლიგაში გავარდნა უფრო გვაწყობს,ვიდრე ამ ლიგაში დარჩენა და ძლიერ გუნდებთან ბრძოლა საგზურის მოსაპოვებლად.დაბალი ლიგიდან კი ძალიან დიდი შანსი გვექნება გასვლის.ვფიქრობ სომხებსაც უფრო დარჩენა აწყობთ,ვიდრე აღზევება .ამიტომაც არ იქნება გასაკვირი,რომ ორივე გუნდმა მაინცდამაინც თავი არ მოიკლას თამაშით.არც ერთს არ აწყობს სინამდვილეში მოგება.

• ირაკლი

ფედერაციამ იმას გასცეს პასუხი, როგორ ხვდება ათასობით ბილეთი გადამყიდველების ხელში. შემთხვევით, თავად ფედერაციის მეშვეობით ხომ არა? ვნახოთ, ამჯერადაც იქნება თუ 100%ი-ანი გაყიდვა საიტზე და ცარიელი ადგილები სტადიონზე. პირველი ნაწილი შესრულებულია, ყველა ბილეთი გაყიდულია. ახლა დავაკვირდეთ თამაშის დროს ტრიბუნებს. ცარიელი ადგილები ნიშნავს, რომ გადამყდველებმა იღორეს და ისეთი ფასი დაადეს ბილეთს რომ ვერ გაყიდეს. აქედან ჩნდება ცარიელი ადგილები ტრიბუნებზე. არავინ თქვას გულშემატკივარმა ბილეთი იყიდა და არ მივიდა თამაშზეო.

• Irakli Apkhaidze

შემადგენლობაზე საუბარი ჯერ ადრეა, ღმერთმა ყველა ჯანმრთელად და ფორმაში გვიმყოფოს, ტრავმის გარეშე და მერე ჩამოვყალიბდეთ. თან სანაკრებო პაუზამდე მინიმუმ 3-4 ტური და სათასო თუ საევროტურნირო თამაშებია. ბილეთის ფასს რაც შეეხება, მოთხოვნის მიხედვით რეგულირდება. ხო ხედავთ გასული წლის საფეხბურთო ბუმის დამსახურებით, რაც არ უნდა ფასი დაადო, რამდენიმე საატში სრულად იყიდება?... არ გამიკვირდება თუ მომდევნო მატჩებში კვლავ გაზრდიან. აი კალატბურთში ზედმეტად მარალი ფასი იყო. გადამწყვეტი თამაშის მიუხედავად არ გაივსო დარბაზი.

• გოგა

არ ვიყიდოთ არავინ ბილეთი და ამით გამოვხატოთ პროტესტი, ამით ნაკრების ბიჭებმა რა დაშავეს, მაგრამ ფედერაციას უნდა ვაჩვენოთ ეს, ლარი რო გაფუჭდა თვითონაც ხო იციან და უმატებენ, მაგრამ ხელფასები მოგემატათ? პენსიონერს არ უნდა შეძლოს თამაშზე წასვლა? მე პირადად 200 ლარსაც გადავიხდი, მაგრამ არის ხალხი ვინც მარტო ხელფასზეა დამოკუდებული და ვერ გადაიხდის იმ 2 და 3 ბილეთის ფულს, რო ოჯახით წავიდეს, როცა ხელფასი 1000 ლარია ბილეთი 100 ლარი ძან ძვირია

• გაიხარე ხვთისავარ !

აზრი, სტილი, ფიქრი, განსჯა, აქტუალობა ... და კარგი ქართულიც ! შეიძლება ზოგჯერ მეტნაკლებად საკამათო, მაგრამ ყოველთვის საქმის ცოდნით და ლოგიკური მსჯელობით. წარმატებები ! --------- პ.ს. ჰო, ზოგჯერ ცოტა ზედმეტი სიფიცხეც და არა საჭირო პოლემიკა. :)

• zurasuxashvili

სანამ ბილეთის ფასზე ვწუწუნებთ, სომხები მთელ ბილეთებს იყიდიან და დასვავენ სახლში ქართველ გულშემატკივრებს, მერე უშტვინეთ ტელევიზორთან.

• დავით 67

სწორედ კომუნისტებმა ჩაუყარეს საფუძველი სპეკულიანტობას. ეგ გადაყიდვა უნდა აიკრძალოს ( რაც ძალიან მარტივია) და არა სალაროებში გამოფინონ 300-500 ლარად. ეგეც რომ არა შენ გჯერავს რომ ეგ ბიუჯეტში შესული ფული შენ მოგხმარდება? ხალხს ვგულისხმობ

• ეგრეა

კი ბატონო იყოს იაფი ბილეთები და აკეთონ სპეკულიანტებმა ფული. რო მამინუსებთ. დავუშვათ სტადიონის ცენტრალურ სექტორებში, რომ ღირდეს ბილეთი 300-500 ლარი, შენ რა დაგაკლდება? ის ფულიანი ხომ მაინც იხდის ამდენს, ოღონდ სპეკულიანტს უხდის, ბარიგას. ბარემ ოფიციალურად გადაიხადოს. ბოლო, ბოლო რამდენ ბილეთზეა ლაპარაკი? ჰა,ჰა,ჰა 5 ან 7 ათასი. რას იცავთ ამ მილიონერებს? ვერ გავიგე, რა გინდათ? კომუნისტური წყობის დაბრუნება გინდათ, როცა თითქოს ყველა თანაბარი იყო? კეთილი ინებონ, და ფულიანმა ხალხმა გადაიხადოს. პ.ს. ვინც იძახის, რიგში მე100 ათასე ვიყავიო. რატო მამინუსებთ, რა 15 ლარი რომ ღირდეს, შენ იყიდი ბილეთს? თქვენ გჯერათ რომ ფულიანი კაცი ცდილობს ბილეთის ყიდვას თქვენსავით? ხომ იცით, რომ დამტებით იხდის, ან ყველამ ხომ ვიცით, ჩაწყობით, ნაცნობობით იღებს ბილეთს. ჰოდა, არ უნდა იყოს საპატიო სტუმრები. უნდა იყოს ძვირი ბილეთი. ფული გააქვს? დახარჯე!

• Semi

ჩემი კომენტარი არა სტატიის და ბეჭდური მედიის მიმართ არამედ სატელევიზიო ჟურნალისტების მიმართ იყო, ვერ გამოვხატე კომენტარით აზრი რისი თქმაც მინდოდა

• Გაბო

ქართველებს წუწუნი კარგად გვაქვს დაცდილი. ბილეთის ფასზე წუწუნებთ და სახლში 2 ან სამი ავტომობილი გყავთ. მე 20 ლარიან ბილეთს ვიყიდი და ვუყურებ. ცოტა შეძლებულები 70 ლარიანს . არაუშავს მთავარია ნაკრებმა მოიგოს.

ქოცები გაწვდებიან ბილეთების ყიდვას და სხვა დანარჩენი სახლში, ტელევიზორთან.

• მერაბი-1960

სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და კარგად მახსოვს, რამდენად რთული იყო ჩვენი და სომხური დაპირისპირებები. განსაკუთრებით რთული იყო ერევანში თამაში, სადაც იქაური გულშემატკივარი წარმოუდგენელ ობსტრუქციას უწყობდა ჩვენებს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. ჩვენგანაც მაქსიმალურად ბევრი გულშემატკივარი უნდა ჩავიდეს პირველ თამაშზე, რომ მისაღები შედეგი გვქონდეს. ბ ჯგუფში დარჩენა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი დრო არ დარჩა. უტრავმოდ ბიჭებო...

• Biankoneri

ევროპის ჩემპიონატის ფინალია???? ჩვენი ჯიბით უნდათ ამოიღონ ამდენ ხანს ჩაკეტილი დინამოს ვალები??? სულ გაგიჟდნენ?! რაის 70, 100 ლარი?? არ გინდათ სტადიონზე ხალხი მოვიდეს??? თუ მარტო თქვენნაირი გაბღენძილები გინდათ გვერდით??! ღირსები ხართ ცარიელი დავტოვოთ სტადიონი. ასეთ თამაშებზე ბილეთის ფასები ყოველთვის 10 - 20 - 30 - 50 ლარი იყო! ყოველდღე უფასურდება ლარი, და ეს ღ**ები ბილეთებს 100 ლარად ყიდიან.

• ვაჟა

გიორბელიძეს არ გამოიძახებს. შეიძლება კალანდაძე დააყენონ. თავდასხმაში ბუდუს მაგივრად გულიაშვილი უნდა ათამაშოს. მიქაუტაძე მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთი. ეგრე უფრო ეფექტურია.

• L.J .

Ra advilia ara??kvara tu araa chakve an davitashvili dadgeba;)))

• მწვრთნელი

კაშია თუ არაა გველესიანი დადგება ძირითადში მარჯვნივ და კაშიას ადგილს გოგლიჩიძე დაიკავებს!

ბილეთების ფასი და მგზავრობის სირთულეები, განსაკუთრებით, სახლებში დაბრუნების პრობლემები, დროის მომენტიც და ფინანსური შემადგენელიც მაშინ იკითხეთ, ვაზიანში(!) რომ, როცა და თუ ჩატარდება თამაში . :((( ამბობენ, "შესაბამისი" ინფრასტრუქტურის, სწრაფი ტრამვაის ხაზების და მეტროს მშენებლობაც უკვე დაწყებულიაო . :)))

• არა და

იმათგან, ვისაც საშუალება აქვს და ბილეთის ფასი დიდად, ან საერთოდ არ ანაღვკებს, დიდი ნაწილი ოჯახის წევრებით, შვილებით და მეგობარ-ძმაკაცებით, ისედაც უბილეთოდ შედიან/შევლენ და ე.წ. ლოჟაში განთავსდებიან ! ------- პ.ს. ჰო, ის კი არა, როცა სხვას არავის რომ უშვებდნენ, მაშინაც კი ხომ ასე გააკეთეს და ... არც კი შერცხვათ და ბევრმა, პოლიტანგაჟირებულმა გაამართლა კიდეც . აქაც, ერთი ითხივს 300 -500 ლარი გავხადოთ ბილეთის ფასიო ... აბა, აქ ლოგიკურ აზროვნებას და ხალხის მდგომარეობაზე და ა.შ. მსჯელობას რა აზრი აქვს ? როგორაა, "მაძღარსო..." ? ----------- პ.პ.ს. "დინამოზე" თამაშიც ხომ თურმე შეიძლებ(ოდ)ა ...

• semi-ს გაუმარჯოს

იმედია, სტატიის წაკითხვამდე დაწერეთ ეგ კომენტარი, აბა ზუსტადაც ბილეთის ფასზეა აქ საუბარი და მაგის გამო ამინუსებს ალბათ ფედერაციის ზოგიერთი წარმომადგენელი

• გენა

შემადგენლობა სომხეთთნ ერევანში: მამარდაშვილი, გველესიანი, გიორბელიძე, კაკაბაძე, კვირკველია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ნუგზარაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, ჯორდანო ბრუნო.

• გენა

კაშია არაა. დისკვალიფიკაცია.

• semi

ოდესმე ჟურნალისტები ამოიღებთ ხმას ბილეთის ფასზე?

• L.J .

Mwvrtnelo Kashia gamotovebs erevanshi tamashs...

• მწვრთნელი

მე მგონი ჩაკვეტაძე დაიკავებს კვარაცხელიას ადგილს ერევანში,მარცხნივ! დავითაშვილს უფრო მარჯვნივ ველოდები! სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი, შენგელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე! შეცვლაზე შემოვლენ ზივზივაძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, გველესიანი!

• დავითი

როგორ არ მეგონა კობიაშვილი თუ ასეთ სახეცვლილებას განიცდიდა ! რა თქმა უნდა ცუდისკენ! ალალი პატიოსანი და წესიერი კაცი ფულის ხარბი, ნეპოტისტი, თანამდებების მონა და ერთი ჩვეულებრივი ყეყეჩი ჩინოვნიკი გახდა! ანუ გეყიდებათ მაინც ბილეთები და ბარემ 100 იყოს არა?! თქვენი შუბა დავხიე მე!

• ეგრეა

მე წინასწარ ბოდიშს გიხდით. მე განსხვავებული აზრი მაქვს ბილეთების ფასის შესახებ. ჩემი აზრით კარგი ადგილები 100 კი არა 300-500 ლარი უნდა ღირდეს. ვისაც ფული აქვს, კეთილი ინებოს და გადაიხადოს. იაფი არ ნიშნავს კარგს. ნაკრებს უნდა ქონდეს შემოსავალი, რომ ვიღაც ვიგინდარები არ ილანძღებოდნენ, ჩვენ ფულს ჭამენო. დაარქვი პრესტიჟული ადგილები და გაყიდე ძვირად. წარმოიდგინეთ მარტო ბილეთების გაყიდვიდან რომ შემოვიდეს 5 მილიონი. ტელევიზიიდანაც ხომ შემოვა. ლუდი, ნაყინი, ბროშურები და სხვა რაც იყიდება იქედანაც ხომ უნდა შემოვიდეს. მოკლედ ნაკრებს თავისი შემოსავალი ექნება.

• გიოს

მართლაც, ჯგუფ დაიტოვეში წერია, ბილეთები ვიყიდოთ და დავიკიდოთო

• გიო

ვიღაცებმა საკუთარი თავი დაინახეს ალბათ და არ მოსწონთ სტატია. კაია ხალხო ვიღაცამ რომ თქვა სიძვირეზე რამე და ბოიკოტი რომ არ შეილძლება მაგაზეც

• მწარე

სომხების შემადგენლობა ეწრა იმ დღეს რომელიღაც სპორტულ გაზეთში. საკმაოდ სერიოზული ხალხი აუყვანიათ. თითქმის ყველა უცხოეთშია გაზრდილი ან საერთოდ უცხოელია (არასომეხი). ჩვენებს სერიოზული პრობლემები აქვთ. პლიუს ორი კაცი დისკვალიფიცირებულია. ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა სომხებთან დასუსტებული გავდივართ. წინაზე, ამიტომაც დავმარცხდით. პ.ს. მე მგონი ეხლა ქება-დიდების, ან ვაი-ვუშის დრო არ არის. სერიოზული მზადებაა საჭირო. ევროპის მერე წინსვლა არ ჩანს. არადა დროა.

• მანფრედ კალცი

12.00 საათზე, როცა ბილეთების გაყიდვა დაიყო, შევედი საიტზე და აღმოვჩნდი რიგით 105000-ე... რა ხდება???

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

სენსაცია - საქართველოს ნაკრებს არგენტინასთან და ბრაზილიასთან ერთ ჯგუფში თამაში შეეძლება

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...

"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს

უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა

პრეზიდენტმა და კაპიტანმა სომეხ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

არეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]

რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

სირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს