ზაფხულის ტესტ-მატჩებს "ბორჯღალოსნები" თბილისში, ირლანდიასთან ჯახით 5 ივლისს გახსნიან. ტიერ1-ის მესამე გუნდს (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა, მასპინძლებს "მიხეილ მესხზე" 21 საათზე შეერკინება.

ზაფხულში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს ორი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ირლანდიელებთან ჯახის შემდეგ ისინი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ "ტოიოტა ჩიტასს" ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე "მბომბელას" სტადიონზე წარსდგებიან.

ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. "სამყურებს" პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ. მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო. 2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ)-ქულა მოიპოვა.

მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ვეთამაშეთ. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.

"ირლანდიასთან ტესტის ოფიციალურად დადასტურება ძალიან კარგი სიახლეა. წელს საუკეთესო ზაფხულის ტესტები გველის - 2 ყველაზე ძლიერ გუნდთან, რაც სარაგბო ერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს", - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.

ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია. ბოლო ორი ტიტული მან 2023 და 2024 წლებში შემართა, წელს კი პირველობა საფრანგეთს დაუთმო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში ის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო, მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი ახალი ზელანდია.

Rugby.ge

misha
კარგია ეგეთ გუნდებთან თამაში მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერაფერ ახალს ვერ ვსწავლობთ აი ისეთი მოტაგბეები როგორიც ნინიაშვილი ტაბუცაძე ივანიშვილი და კიდევ ერთი ორ სამს თუ მონახავთ დანარჩენი ტყუილად ატარებენ ბორჯღალოსნების მაისურს.
Rugby supporters
ირლანდია უნდა მოიღრიცოს ამ ტესტზე. მაგარი თამაში უნდა დადონ ჩვენებმა. ჯერ რომ არ უთამაშიათ ისეთი. ბევრი ლუდი და ბარბექიუ გაამზადათ, სტადიონის მთავარი ჩასასვლელიდან და არამარტო უკანა მხარეს!
რეზო
რა იყო, მართლა, ლოკომოტივი რა საირლანდიო სტადიონია!?((( ეტყობა შეეშინდათ,რ ომ დინამოს ვერ გავავსებთ? იმ ირლანდიასთან, რომელიც ჩამოვა შანსი გვაქვს. თუ ყველა კარგად იქნა და ფორმაში იქნა. ეგაა, რომ ესპანეთთან ერთა თასზე გადამწყვეტი თამაშიც იქ ჩატარების არ იყოს,ეს ირანდია ჩვენ გარად კიდევ ძაღლს და ღორს ეთამაშება და იქნებ ჯერ რუმინეტთან ეთამაშა და მერე ჩვენთან, რა იქნებოდა? გასაგებია ლოგისიკა, მაგარმ ეგ ხომ არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ყოველთვის ? ირლანდიამდე 1 თამაში საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 1 თამაშს ყოველთვის ვაგდებთ
simartle
და აზრი? ჩამოვა (ირლანდია), წყნარად და დაუძაბავად მოგიგებს და წავა - ისე როგორც ეს ადრე შოტლანდიამ გააკეთა “დინამოზე”
ქორ-პარიკმახერი
ოოო! დიდი ამბები იქნება..... და დინამოზე რომ გვეთამაშა არ შეიძლებოდა ((
222
ივნისში დინამოზე ფეხბურთებია დაგეგმილი
სოსო
მსოფლიოს საუკეთესო სამეულის ორ გუნდთან შედარებით,ჩიტასი რა თქმა უნდა სუსტია,მაგრამ არც ის არის ვინმესათვის ტკბილი ლუკმა და მსოფლიოს ძალიან ბევრ ნაკრებს მისცემს ფორას.თუ საბრძოლო შემადგენლობებით გვეთამაშნენ,მსოფლიოს თასზე უფრო რთული ტესტები გამოგვივა,მაგრამ ჩვენც ეგ გვინდა.კარგია,რომ ირლანდიელებით ვიწყებთ,თორემ აფრიკიდან რომ დაგვეწყო,შესაძლოა ირლანდიასთან სათამაშოდ,ჯანმრთელი ხალხი აღარ შემოგვრჩენოდა.ამაზე რთული ტესტების მოფიქრება,ალბათ შეუძლებელია!ჩვენი ახალგაზრდობისათვის,დიდებული სკოლა და გამოცდილება იქნება.რა თქმა უნდა წარმატებულ და სერიოზული ტრავმების გარეშე თამაშს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ტესტები,ასეთი გამოცდილების მქონეებს,მსოფლიოს თასზე, ამ ბიჭებს უკვე ვეღარაფერი შეაშინებთ და იქ,არავისი რიდი აღარ ექნებათ.ჯოჯოხეთ გამოვლილებს,ჭიაკოკონათი ვერ შეაშინებ.
gio-goli
რათქმაუნდა შესანიშნავია მაგრამ რატომ მიხეილ მესხზე და არა დინამო არენაზე?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
შარიქაძე: თავში დარტყმა მივიღე და მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
ირლანდიური გამოხმაურება "ბორჯღალოსნების" დიდ პროგრესზე
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში