ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ქართველი კალათბურთელების გუნდების გზები გადაიკვეთა. გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნას" უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით – 92:83 დაამარცხა. ეს გუნდები ცხრილის თავში და ბოლოში არიან – "ტენერიფე" მეორეზეა და მაღალი მიზნები აქვს, "კორუნა" კი ბოლოსწინაზე და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

"კორუნა ბასკეტმა" ბოლო პერიოდამდე ეომა ფავორიტს და დასკვნით წუთებზე წააგო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:39 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბექა ბურჯანაძეს მწვრთნელმა 22:52 წუთი დაუთმო. "ლეიმა კორუნას" ქართველმა ლეგიონერმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. ბექას ორმაგ დუბლამდე თითო ქულა=პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

"ტენერიფეს" ტიმ აბრომაიტისმა და მარსელინო უერტასმა 17-17 ქულით ულიდერეს. "ლეიმა კორუნაში" კი 16 ქულით ბრანდონ ტეილორი იყო საუკეთესო. შერმადინის "ტენერიფეს" 23 მოგება დაუგროვდა და 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" მხოლოდ თეორიული შანსს ინარჩუნებს, რომ ლიგა ენდესაში დარჩეს. გიორგი მომდევნო ტურში ყოფილ გუნდ "უნიკახასთან" ითამაშებს, ხოლო ბექა ბურჯანაძე სტუმრად "სარაგოსას" დაუპირისპირდება.

GBF.GE

კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა