ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და გამარჯვება მოიპოვა. ნიკა ბურჯანაძის, ბექა ბექაიასა და გიორგი გოგალაძის გაწვრთნილი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა და 95:80 გაიმარჯვა. შეხვედრაში მონაწილეობა შეკრებაზე მყოფმა 14-ივე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ზოგს ბევრი თამაში მოუწია, ზოგსაც -ნაკლები.

ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენი ნაკრებისთვის ახლა მთავარი იმ საპასუხისმგებლო ტურნირისთვის მომზადებაა, რომელიც 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით თბილისში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველად, ისტორიაში მასპინძლობს 16-წლამდელთა ევრობასკეტს, ანუ A დივიზიონს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებია თავმოყრილი. 16-წლამდელები გახლავთ ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია, რომელშიც საქართველოს ნაკრები A დივიზიონში ჰყავს. ქართველებმა ელიტაში ადგილი 2023 წელს მოიპოვეს, რომელიც 2024-ში შეინარჩუნეს და წლეულს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლების რანგში არიან.

უკრაინა B დივიზიონშია, თუმცა საქართველოს ნაკრებს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია. პირველი პერიოდის 16:24 წაგების შემდეგ უკრაინელებმა თამაში გამოაკეთეს და მეორე ათწუთეულის შუაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. დიდი შესვენების შემდეგ ქართველებმა ხელახალი ძალებით შეუტიეს, მეტოქე ისევ ჩამოიტოვეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე C ჯგუფშია გერმანიასთან, სერბეთთან და ესპანეთთან ერთად. ჯგუფური ეტაპი კლასიფიკაციისთვისაა, რათა გუნდები სიძლიერის მიხედვით პლეი ოფში (მერვედფინალში) დაწყვილდნენ. შესაბამისად, პლეი ოფში ჯგუფის ყველა მონაწილე გადის და მთავარი ბრძოლები მერვედფინალიდან იწყება. მერვედფინალში წაგებული გუნდები 9-16 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ბოლო 3 ადგილზე (14,15,16) გასული გუნდი B დივიზიონში დაქვეითდება.

უკრაინა 80:95 საქართველო

16:24, 21:22, 19:25, 24:24

ფოჩხუა 17, ტრაპაიძე (13 ქულა), გოგოლაშვილი (12), გიგაური (12), შერვაშიძე (10), ბოდაველი (10), პატაშური (8), მარკოიშვილი (7), თავდგირიძე (4), ლეჟავა (2), გაგუა, ჯანელიძე, იაშვილი, კენდი

GBF.GE

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს