პალაციოს "საოცრებაში" არიან გმირები, რომელთაც თავიდან ბოლომდე გულშემატკივრობ, უბრალოდ ვერ მოწყდები. გიორგი მიქაუტაძის "ლიონური" გზა სწორედ ასეთია. ხსენებული წიგნის "მთავარი კაცის", ავგუსტის მსგავსად, ქართველი ფეხბურთელი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის მათნაირი, ნამდვილი ლიონელი იყო და შანსი უნდა მიეღო. აქ გატარებული ბავშვობა და წარსული "ჟორჟის" ტკივილად იქცა, რაც დაძლია და მშობლიურ გარემოში თავი დაიმკვიდრა. სამწუხაროდ, ახლა ამ კლუბში დიდი კრიზისია, ფინანსური პრობლემებია, ფეხბურთელები მიდიან, მაგრამ გიორგი როგორ უნდა მოიქცეს?!

მიქაუტაძეს შეუძლია, ტრანსფერი მოითხოვოს და გუნდი ამით მატერიალურადაც იხეირებს, მაგრამ მაშინ ხომ ამდენი ემოცია და ბრძოლა, რაც გაიარა, ბუნებრივი არ გამოვა? ქართველი ფორვარდი ხომ აქ იმიტომაა, ის აინაზღაუროს, რაც დაკარგა და ახლა, ამ დროს წავიდეს? თანაც, ყველა თუ წავიდა, ვის დაუტოვოს ეს გუნდი, ვინ უშველოს "ლიონს"...

რაც შეეხება დარჩენას. ჯერჯერობით კარგი რაცაა, ფოფანა ისევ აქაა, მისი და მიქაუტაძის დუეტი რომ მძლავრია, ეგ ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის ბოლო ამხანაგურ მატჩში. ესაა სისწრაფისა და საჯარიმოში პოზიციურად იდეალური თამაშის სინთეზი. "ლიონი" ევროტურნირზეცაა და მწვრთნელის ერთ-ერთი საფიქრალი ის იქნება, ორი ლიდერის ძალები მაქსიმალურად გადაანაწილოს. გასულ სეზონს თუ გავიხსენებთ, ფოფანა ხშირად ცვლილებიდან უფრო ეფექტური იყო, ლაკაზეტიდან გამომდინარე კი სრულად და სტაბილურად სათამაშო პრაქტიკა არც გიორგის ჰქონდა.

ასეთ დროს წინა პლანზე შესაძლოა, სრულიად უცნობი ფეხბურთელები გამოვიდნენ. თავდამსხმელ ალეხანდრო გომესს ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებში ძალიან შედეგიანი ზაფხული ჰქონდა. ის "საუთჰემპტონის" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. 17 წლისაა რემი ჰიმბერტი, იმავე ტურნირზე ფრანგთა რიგებში საგოლე პასები რომ ჰქონდა. მატიჩისა და ტოლისოს გამოცდილება რჩება და ეს მნიშვნელოვანია. მწვრთნელ პაულო ფონსეკაზე ამ ფონზე წნეხიც ნაკლები იქნება და იქნებ ამან წარმატებას ხელი შეუწყოს.

ამხანაგური მატჩებსა და ჩემპიონატის საწყის ტურებში ლიონელთა რეალურ ძალას ნაკლებად დავინახავთ, გუნდს შეთამაშება დასჭირდება. სექტემბრის სანაკრებო პაუზას საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მოჰყვება, ამასობაში კი როგორც ჩვენ, ასევე გუნდის ხელმძღვანელობა შევაფასებთ, პორტუგალიელი მწვრთნელები, ფონსეკა და მასიელი დასახულ გეგმას რამდენად ასრულებენ.

რაც "ლიონს" ნამდვილად სჭირდება, გიორგი მიქაუტაძის გოლებია, ქართველ თავდამსხმელს ასე რომ უყვარს!..

წლევანდელი ლიონისაგან არავინ არაფერს ელის.მათზე წნეხი არ იქნება და ახალწვეულებს.ეს ძალიან დაეხმარებათ გახსნაში.მაინც იმედი მაქვს,რომ ევროთასების ზონაში მოსახვედრად იბრძოლებს ლიონი.მიქაუტაძე აუცილებლად ერთერთი ლიდერი გახდება კლუბში.მთავარია ფინანსურმა სიძნელეებმა ჯერ კიდევ დარჩენილი ლიდერების გაყიდვა არ აიძულოს,ლიონს.
L.J.
Saidan moitane????Fonsekastan pirdapir "sviazze"xar :)))))
მირო
უნდა აირჩიოს ის გუნდო,სადაც ძირითადში თამაშის გარანტია ექნება.ლიონში ჯერ ეს გარანტია არა აქვს.
tngh
ჟორჟი "ლიონის" უპირობო ლიდერი იქნება...
დათო
დარჩეს უნდა, ნახავთ რა კარგ ფეხბურთს ითამაშებს ლიონი და გიორგისაც შანსი ექნება მაგარი სტატისტიკა დადოს
sss
დაიღუპავს თავს მაგ შემადგენლობის ლიონში
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძის მე-16 გოლი - "ვილიარეალმა" სეზონი "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა
Geo Team: მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
"სწორედ ამიტომ, შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია" - მიქაუტაძემ თავისი მოსაზრება ახსნა
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
Paris Fans: კვარაცხელია შესანიშნავი და პსჟ-ს შემტევთაგან კარგ ფორმაში ერთადერთია