გერმანიის რეგიონული ლიგის მორიგ ტურში "ჰერტა 2" "ცვიკაუს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა, აღნიშნულ მატჩში 22 წლის ქართველმა ფორვარდმა შალვა ოგბაიძემ გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

მე-5 წუთზე შაკომ მეტოქის საჯარიმოში "ცვიკაუს" მცველს ბურთი აართვა და დიონ აჯვაზის გაატანინა, მე-20 წუთზე მობიუსმა სხვაობა აღადგინა, 62-ე წუთზე კი სტარცევმა შორეული დარტყმით სტუმრები წინ გაიყვანა.

74-ე წუთზე ოგბაიძემ მცველებს ზურგს უკან შესანიშნავი აჩქარება განახორციელა, კუთხე ჩახურა და გოლის გატანა ნახტომში მოახერხა.

ამის შემდეგ "ცვინკაუ" კვლავ წინ გავიდა, თუმცა 90-ე წუთზე უნალმა გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"ჰერტა" რეგიონულ ლიგაში 5 ქულით მე-12 ადგილს იკავებს და მორიგ მატჩს 30 აგვისტოს "ჰერტა ზეჰლენდორფის" წინააღმდეგ გამართავს.

ცნობისთვის, ოგბაიძე "ჰერტას" იანვრის ბოლოს შეუერთდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა გერმანულ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საგოლე პასი "დორტმუნდთან” - ახალგაზრდა ქართველის კარგი შემოსვლა გერმანიაში [VIDEO]
გიორგი ლორიას არჩევანი - რა გუნდია "მაგდებურგი"?
გიორგი ნემსაძე: ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს